საქართველოს ნაკრებში არსებული ვითარება დეტალურად განვიხილეთ. ვილი სანიოლს მართლაც ბევრი საფიქრალი დაუგროვდა, თურქეთთან მატჩამდე კი ცოტა დროა. ახლა კი ყოველგვარი შესავლის გარეშე, სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას გაგაცნობთ.

გიორგი მამარდაშვილი

ამხანაგური მატჩების ჩატარების შემდეგ "მამარდა" "ლივერპულში" პრაქტიკის გარეშეა. შესაძლოა, შეხვედრის დასაწყისში მცველებმა ის მაქსიმალურ ტონუსში მოიყვანონ და თამაშში ჩართონ. ამ სიტუაციის მიუხედავად, გიორგისგან მორიგ დამაჯერებელ მატჩს ველით, ეს ძალიან გვჭირდება. ევროპის ჩემოიონატზე თურქებთან მისი დღე ნამდვილად არ იყო და ამის გამოსწორება მოუწევს.

საბა გოგლიჩიძე

ტრავმის შემდეგ მისი ახალ გუნდში დებიუტი ძალიან გვჭირდებოდა. უთამაშებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, სანიოლს სასტარტოში ადგილი ვერ გამორძებნა, არადა, საბას კლასის და შესაძლებლობების მცველის ართამაშის ფუფუნება არ გვქონდა.

გოგლიჩიძეს ოთხმცველიან ტაქტიკაშიც პირველივე წუთიდან ვიხილავთ, ჩვენი ვარაუდით ფრანგი მთავარი მწვრთნელი კვლავ 5 უკანახაზელით ითამაშეს, "უდინეზეს" ფეხბურთელი კი მარჯვნივ იქნება.

გურამ კაშია

თავს მოვიტყუებთ, რომ ვთქვათ, კაპიტანს საუკეთესო დრო აქვს, მაგრამ ეროვნულ გუნდში განსაკუთრებული მობილიზაციით თამაშობს.

როცა სამი ცენტრალური მცველი გვყავს, გურამს შუაში დიდი როლი აქვს და ის დაცვის ორგანიზების უნარებით დაკარგულ სისწრაფეს აბალანსებს.

ლუკა ლოჩოშვილი

როცა ნაკრებში საუკეთესო შეფასებით მიდიხარ, რა დონეზეც არ უნდა იყოს, ფსიქოლოგიურად დიდი მნიშვნელობა აქვს. სამმცველიანი ტაქტიკის უპირატესობა ისიცაა, ლოჩოშვილი აქ მარცხნივ იდეალურად ერგება.

თუკი თამაშის პროცესში ტაქტიკური ცვლილებები იქნება, ლუკას ფლანგზე გადასვლა შეუძლია.

ოთარ კაკაბაძე

მას მშვენიერი პერიოდი აქვს, გუნდში მარჯვენა ფლანგის კონტროლი ევალება და ამ საქმეში საკმაოდ დაიხვეწა.

ვისურვებთ, ოთომ საუკეთესო თვისებების გამოვლენა შეძლოს, ის ამ დროს მეტოქეს ბევრ პრობლემას შეუქმნის.

გიორგი წიტაიშვილი

მართალია, მისი ოპტიმალური პოზიცია მარჯვენა ფლანგია, მაგრამ სანიოლი მარცხნივ ენდობა. რადგან აქ უფრო სჭირდება.

ევრო 2024-ზე წიტაიშვილის ერთი შეცდომა თურქებთან ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ მაშინ პრესინგის დაძლევა მთელ გუნდს გაუჭირდა. გიორგის ყველაფრის გამოსწორება შეუძლია.

უკვე ჩამოთვლილი 6 ფეხბურთელიდან ევროპირველობასთან შედარებით ორი ცვლილება გამოდის, საბა კვირკველია და ლაშა დვალი გუნდში არ არიან. ლოჩოშვილი მაშინ შეცვლაზე შევიდა, გოგლიჩიძე კი სიაში არ ყოფილა.

ანზორ მექვაბიშვილი

მას ისევ რთული მისია აქვს, როგორც მაშინ დორტმუნდში და ოთარ კიტეიშვილის შეცვლა უნდა სცადოს. ისინი განსხვავებული სტილის არიან, მაგრამ სომხეთის ნაკრებთან ანრის პრესინგზე თამაში გვაფიქრენებს, რომ ახლაც, ნაკრებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნაში ბურთის კონტროლი გაჭირდება, ისე კი ჩვენმა ნახევარდაცვამ კარში დარტყმები უნდა სცადოს, როგორც ეს მექვაბიშვილმა ევროზე თურქებთან შეხვედრის დასაწყისშივე სცადა.

გიორგი ქოჩორაშვილი

"ქოჩორას" თამაშს ახლა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება. თურქებს კარგად ემახსოვრებათ, მათ წინააღმდეგ გიორგი გატანასთან რა ახლოს იყო, მაგრამ ახლა შეტევისთვის ამდენად როგორ მოიცლის, როცა შუა ხაზში ორი წამყვანი მოთამაშის შევსება მოუწევს, რთული სათქმელია. რაც ნამდვილად ვიცით, ბოლომდე დაიხარჯება.

ნიკა გაგნიძე

როცა ჩაკვეტაძე არ თამაშობს, სანიოლი ზურიკო დავითაშვილს ეყრდნობა, მაგრამ ვფიქრობთ, ორი მიზეზი არსებობს, რის გამოც, ახლა არჩევანი გაგნიძეზე შეჩერდება. პირველი, იქნებ შუა ხაზის დანაკლისი ნახევარმცველების რაოდენობით დავაბალანსოთ, რათა ცენტრში კონტროლი არ დავკარგოთ და მეორე, ზურიკო სათადარიგოთა სკამზე მეორე ტაიმში თამაშის სცენარის შეცვლის ვარიანტებს იძლევა.

ხვიჩა კვარაცხელია

კიტეიშვილისა და განსაკუთრებით, ჩაკვეტაძის გარეშე, "კვარას" მარცხნივ სივრცეების გათავისუფლების პრობლემა შეექმნება, ის შესაძლოა, რამდენიმე მეურვის გარემოცვაში მოაქციონ, ამიტომ მნიშვნელივანი იქნება, ბურთის დროულად დაბრუნება და სწრაფი შეტევები განვაცორციელოთ, სადაც ხვიჩა თავს საუკეთესოდ გრძნობს. რეალურად, ის სანიოლისგან მაქსიმალურ თავისუფლებას მიიღებს.

გვახსოვს, როცა კლუბში იდეალურ ფორმაში არმყოფი კვარაცხელია ნაკრებში რა წარმატებულ მატჩებს ატარებდა. ის ახლა ფორმის პიკში არაა, მაგრამ ეს ხომ "კვარაა". ნეტავი თურქები ამას იფიქრებდნენ, ხვიჩასგან ახლა ნაკლები საფრთხე გველისო და მერე ვნახოთ...

გიორგი მიქაუტაძე

ბოლოს საყვარელი კლუბიდან წასვლის ემოციები და უთამაშებლობა კი იყო, მაგრამ ჟორჟი როგორც ამხანაგურ მატჩებში, ასევე საფრანგეთის ჩემპიონატის სტარტზე შედეგიანი ვნახეთ. თურქებს მისი გოლი არასდროს დაავიწყდებათ და კარგი დღე არც ახლა ელით.

შეგახსენებთ, შეხვედრა 4 სექტემბერს, 20:00 საათზეა.

azri
მამარდაშვილი, კაშია, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ქოჩორა, გაგნიძე, ლომინაძე, დავითაშვილი, კვარა, მიქაუტაძე. ეს შემადგენლობა მირჩევნია, მარტო კვარას და მიქაუტაძეს შეტევაში გაუჭირდება სწრაფი ფლანგებიa საჭიროა. მოედნის ცენტრს ვინ გააკონტროლებს ამას დიდი მნიშვნელობა ექნება თუ მივეცით მოედნის ცენტრი თურქებს ბურთს მაგრად გაგვითამაშებენ, რადგან ძალიან ტექნიკური შემტევები ჰყავთ. ბურთი თუ არ დავიჭირეთ თურქები მოგვიგებენ!
გიო
თურქეთი მოიგებს. კლასით მაღლა დგანან. მოდით ილუზიებში ნუ შევალთ
უცხო
მექვაბიშვილი როგორ შეცვლის კიტეიშვილს ეგაა საქმე დორტმუნდში მაგრად გაუჭირდა რადროს კიტეს ტრამვა იყო ახლა.
საქართველო
როცა გუნდში 2 ცაცია გვყავს,აზაროვი და წიტაიშვილი,ეს უკანასკნელი კარგ სეზონს ატარებს და სათამაშო პრაქტიკა აქვს,აზაროვიც ათამაშეს ბოლო თამაში 90 წუთი,მეეჭვება მარცხენა ფლანგიდან მემარჯვენე დააყენოს
ქალთმოძულე
.-ს! კი ყელგავარჯიშებული ნამდვილად ბევრი გვყავს ქალების სახით, დაახლოებით 70%. ვინც სტადიონზე მამაკაცები იქნებით გთხოვთ აუხსნათ თუ რომელი იქნება ჩვენი ნაკრები,( ფორმას ვგულისხმობ). არ აერიოთ
Levani
მარტო შემადგენლობა არ არის მთავარი. გაგახსენებთ ჩეხეთის თამაშს. მაშინ ჩაკვეტაძის სკამზე დასმა ერთ მიზანს ემსახურებოდა-პირველი ტაიმის სასურველი შედეგით დამთავრებას და მეორეში წინ წამოსულ ჩეხებს გაერჭოთ კონტრშეტევაზე კარგად გამქცევი ლობჟანიძე და ჩაკვე თამაშის ბოლოს. ახლაც სავარაუდო გეგმები და სცენარები განხილულია,მთელი შტაბი 3 თვეა უკვე აანალიზებს ყველა სცენარს. ნუ გგონიათ ისე რომ კიტე და ჩაკვე დაგვაკლდა და ვილი დეპრესიაშია. უკვე აქვთ მოფიქრებული როდის რა უნდა გააკეთოს გუნდმა. ასე არაა-საუკეთესო 11 კაცი გაიყვანე მოედანზე და ვიჭიდაოთ და ვიჭიდაოთ ვინ უფრო დაიჭერს ბურთს-ასე არ ხდება. შეიძლება თავიდან სულაც ბუდუ იყოს ძირითადში და ჟორჟი ვინმე სწრაფთან(ზურიკოსთან)ერთად მეორე ტაიმში შემოვიდეს კონკრეტული თამაშის გეგმით. არ დაგვავიწყდეს,მეორე ტური სათამაშოა და ბულგარეთთან ქულების დაკარგვა თურქეთთან აღებულ ქულებს გააბათილებს. ანუ იმის თქმა მინდა რომ აქ მთავარი ის კი არაა როგორ შემადგენლობას გავიყვანთ,მთავარია თურქები ოყნაგაკეთებული გავუშვათ უკან. ასე რომ ჩვენ რაც არ უნდა ვიმსჯელოთ შტაბს და ანალიტიკოსებს უკვე ყველაფერი მოფიქრებული და დაგეგმილი აქვთ,ეჭვი არ შეგეპაროთ
QT
დავითაშვილი გაგნიძეს, გოჩოლეიშვილი წიტაიშვილის მაგივრად და დანარჩენში ასე თუ ისე ვეთანხმები ავტორს
ხვიჩა მაგარია!
კარგი იქნება თუ ბიჭებს კიდევ ერთხელ ვინმე შეახსენებს, რომ მოერიდონ ყვითლების მიღებას. განსაკუთრებით გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, დვალი, კაკაბაძე. 10 კაცით თუ დავრჩით(ღმერთმა ნუ თქვას), საერთოდ დაეკარგება თამაშს აზრი. ხისტად, მაგრამ უჯარიმოდ. არ უნდა ამოვასუნთქოთ. კარგი იქნება გრძელი, უეცარი პასები ხვიჩაზე (სანამ თავისუფალი იდგება) და ჟორჟზე (ოღონდ დაბალი, გამჭოლი პასები), ხშირად აკეთებს მცდელობებს მცველის ზურგსუკან შევარდნისა და იოლად შეიძლება გავიდეს მეკარესთან პირისპირ. თუ დავწინაურდით, კიდევ უფრო უნდა მივაწვეთ. იმდენი უნდა გავუტანოთ, რომ სომხებმა ამოისუნთქონ.)) ვინც დაიღლება, ნუ დაწვება და დაიწყებს კუნთის გაჭიმვის იმიტაციას, საშინელი საყურებელია ღმერთმანი. პირდაპირ მოითხოვოს შეცვლა, ნამდვილად არაა სირცხვილი და ხალხიც გავუგებთ. პრესინგისკენ მოგიწოდებთით, მაგრამ არა მგონია 5-6 კაციანი მიწოლა მოახერხოთ თურქების საჯარიმოსთან, დიდ ფიზიკურ შესაძლებლობებს მოითხოვს. ისე, 1 ან 2 კაციან პრესინგს ნამდვილად არა აქვს აზრი, ტყუილად ირბენენ კვარა და ჟორჟი(ან ბუდუ). მოკლედ, მინიმუმ 3 გოლი უნდა გავუტანოთ. ბულგარეთთან კი არანაკლებ 5. აბა, წარმატებები, ლომებო!!!
გიორგი
ძალიან კარგი ანალიზია ამ თამაშის წარმატებული შედეგი სამ ადამიანზე დამოკიდებული მგონია კვარამ ქოჩორამ მამარდამ უნდა გადახტნენ იმაზე ზემოთ თქმულება როა ვერ გადახტებიო როგორმე უნდა გააქარწყლონ ეს თქმულება მიდით ბიჭებო ეს თამაში მარტო ფეხბურთი არაა!!!
გენა
გაჭირდება ძაან თურქებთან. ფრე ნორმალური შედეგი მგონია.
გგ
მამუჩაშვილი შეიძლება ათამაშოს შუაში.
პელიდი
4-3-3 სქემაში, ვფიქრობ ნახევარდაცვის ხაზი: ქოჩორაშვილი-მექვაბიშვილი-ლომინაძე/გაგნიძე, საინტერესო იქნებოდა. სივრცეების გაჩენა შედარებით შეიზღუდება,განსაკუთრებით გაგნიძის დაყენების შემთხვევაში, მაგრამ არდა გულერს და თურქების ნახევარდაცვას არ ამოასუნთქებდა, მაგრამ რამდენად გარისკავს ამ ექსპერიმენტს მწვრთნელი ამ თამაშისთვის არ ვიცი. ამ სქემაში ზურიკოს ცენტრში შემოწევა და მარჯვნის წიტაიშვილის დაყენებაც წარმომიდგენია, მაგრამ ამ შემთხვევაში კონტრშეტევაზე თამაშის აწყობა მოგვიწევს, სადაც ხშირად ბურთი არ გაგვიჩერდება. 5 მცველიანი განლაგება მინიმუმ იმიტომ არ მგონია, რომ ზედმეტად ცოტაა ცენტრალური მცველია გამოძახებული და ვინმეს დაზიანების შემთხვევაში პრაქტიკულად იშლება ყველა გეგმა.
გენა
ასეთი შემადგენლობა იქნება 100%: მამარდაშვილი, კაშია, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, გაგნიძე, კვარაცხელია, ჯორდანო ბრუნო, გელა ნუგზარაშვილი
ეეჰ
სამწუხაროდ, მაგას ვერ გაქაჩავენ. ვერც ჟორჟი და ვერც ბუდუ. მაგრამ მეორეს მხრივ დაცვა გამაგრდება და ფრეც არ არის ურიგო შედეგი, თუ ბულგარელებს მოვუგებთ.
FABRO
იმის გათვალისწინებით, რომ 2 წამყვანი ნახევარმცველი არ გვყავს, ასევე ის, რომ შინ თურქეთთან 3 ქულაა ასაღები, თუ რაიმეზე ფიქრი გვინდა საერთოდ, ერთგვარი ბალანსი უნდა გამოიძებნოს. არ მგონია 5-3-2 ტაქტიკამ გაამართლოს მაშინ , როცა არც კიტეიშვილია სასტარტოში და არც ჩაკვეტაძე. ჩემი აზრით 4-4-1-1 ტაქიკა უნდა შეირჩეს და წინ გადაგდებული ბურთის მოგებაზე გაკეთდეს აქცენტი, შეტევის მეტოქის ნახევარზე აწყობისტაქტიკით. ცენტრში გორება და უპირატესობის ამის ხარჯზე მოპოვება სამწუხაროდ არ გამოვა, იმის გათვალისწინებით რაც ზემოთ უკვე დავწერე. ასევე გასათვალისწინებელია ფეხბურთელების პრაქტიკა, შესაბამისად შემდეგ შემადგენლობას დავაყენებდი - ცენტრში გოგლიჩიძე და დვალი, მარჯვნიდან გოჩოლეიშვილი ან კაკაბაძე, მარცხნიდან წიტაიშვილი. ცენტრში ქოჩორაშვილი და მექვაბიშვილი, ფლანგებზე ზურა და ხვიჩა, იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩამ ლუის ენრიკეს პირობებში უკან სირბილი და ზონების შევსება ისწავლა, ნახევარმცველებს წინ ჟორჟი და შეტევის წინა ხაზში ბუდუ ზივზივაძე, რომელიც ჭიდაობითაც შეაწუხებს მცველებს და პრესინგზეც ირბენს, გარდა ამისა მიქაუტაძეს, ხვიჩასა და დავითაშვილს გაუთავისუფლებს ზონებს. ტაქტიკა თუ არ შეცვალა სანიოლმა და მხოლოდ ფეხბურთელები ჩაანაცვლა, ვშიშობ ტურქეთთან ვერას გავხდებით და პირველივე საშინაო მატჩში 0 ქულით დარჩენა ყველანაირ მოტივაციასა და შანსს მოსპობს.
გაგა
ჩაკვეს მაგიერ კვერნაძე
გიგა
მე ვფიქრობ ჩაკვეტაძეს კარგად შეცვლის გიორგი კვერნაძე
lasha
ნაკრებს რომელსაც პრეტენზია აქვს მსოფლიოზე გასვლის სახში ეთამაშება უშუალო კონკურენტს და 3 ქულის მეტი არაფერი გაკმაყოფილებს რატო უნდა ითამაშო 3 ცენტრალური მცველით :) მხოლოდ იმიტომ რომ კაშიას ვერ აგდებ სასტავიდან და იმდენად სუსტია რომ 1 მცველი კიდევ უნდა მიუმაგრო? ამ თამაშს მოიგებს მხოლოდ ძლიერი შუახაზი. და ამას კი გამორიცხავს 3 ცენტრალური მცველის დაყენება. მოგალკებს ერთ კაცს შუაში. და თურქები კიდევ ერთ გოლს მაინც გაიტანენ. თუ გინდა 8 მცველი დააყენე. კარგი ბიჭები გამოჩნდენ შუა ხაზში, რაც სულ პრობლემა გვქონდა. ნორმალურ გუნდებშიც არიან. თუნდაც მეცი. უკრაინული გუნდები (ყველაფერს რომ თავი დავანებოტ უკრაინელებს არ ეშლებათ სწორედ ეს ასპექტი. შუახაზის მომზადება და გამაგრება, მანდ ძალისმიერი ფეხბურთია, და როცა ქართველი იქ ახარხებს დამკვიდრებას ნიშნავს რომ საუკეთესო კონდიციებშია)
ხვიჩა
ოთხი მცველი,კაკაბაძე კაშიაგოგლიჩიძე ლოჩოშვილიჩამშლელი მერაბიშვილი საყრდენი ქოჩორა ათიანზე კვარაფორვარდები დავითაშვილი მიქაუტაძე
ქიშო
მიუხედავად იმისა რომ ორი მნიშვნელოვანი ფიგურა გვაკლია ნახევარდაცვაში, ვერავინ იტყვის სანიოლი ნორმალურ სასტარტოს ვერ გამოიყვანსო. მშვენიერი თერთმეტეულია და რაც მთავარია მწვრთნელს ლავირების და კორექტივების შეტანის საშუალებაც აქვს. წლების მანძილზე ამაზე ვერც ვიოცნებებდით. აქ ითქვა რომ ფრე კარგი შედეგი იქნება. არავითარ შემთხვევაში - თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, ამ ორ მატჩში მხოლოდ 6 ქულა გვაწყობს. თუ არა და... ვიყოთ ისე, როგორც აქამდე ვიყავით 30 წელი ))
ზვიადი
ამხანაგურებში გაგნიძე ყველაზე ცუდი იყო ნაკრებში და არამგონია ათამაშონ მართალია ახალგაზრდული ნაკრები იყო მაგრამ მანდ ლომინაძე საუკეთესო იყო და ვისურვებდი მის თამაშს ძირითადში (თან კლუბშიც ძირითადშია) 5 მცველიანი ტაკტიკის დროს კიტე-ჩაკვეს არყოფნაში ბურთის ამომტანი კაციშვილი აღარ გვეყოლება და იქნებ 4 მცველიანი ტაკტიკა ჯობდეს სადაც წიტაიშვილი თავის პოზიციაზე ითამაშებს
მწარეს
ისეთი შადგენლობაა ლავირების საშუალებას რომ იძლევა და ამას ავტორი მთელი კვირაა ამბობს. ახლა სამ მცველზეა განხილული

რა ვთქვათ?გუნდი კვლავ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.თურქებიც მშვენიერ ფორმაში არიან და ეს კიდევ უფრო გვიმძიმებს სიტუაციას.ბიჭები თავებს რომ არ დაზოგავენ,ცხადია,მაგრამ შექმნილ მდგომარეობაში,ეს შესაძლოა არ გვეყოს და აქ ისევ გულშემატკივრებმა უნდა ვივაჟკაცოთ და მეთორმეტე კი არა,მეცამეტე გუნდის წევრადაც გავხდეთ.ასე რომ,ვისაც ბილეთები შეხვდა,ყელები ავარჯიშეთ და 4 სექტემბერს,სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მზად იყავით!
მწარე
ეს 4 მცველიანი ვარიანტია? კაკაბაძე ლოჩოშვილი ფლანგებზე? თუ სამი მცველი გოგლიჩიძე, კაშია, ლოჩოშვილი ხაზზე და კაკაბაძე, წიტაიშვილი ფლანგებზე? ჩემი აზრით კარგი ვარიანტია ორივე შემთხვევაში, ანაც ორივეს ლავირების შემთხვევაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ცუდად ვიწყებთ თამაშებს, ალბათ სჯობს პირველი ნახევარი საათი 5 მცველით. აქ უგოლოდ უნდა გადავრჩეთ. შემდეგ უნდა გადავიდეთ 5 ნახევარმცველზე. მეორე ტაიმი სიტუაციურად, გააჩნია ანგარიშს. უნდა გვახსოვდეს, რომ წაგება კატასტროფაა, ფრე კარგი შედეგია, გამარჯვება კი ფანტასტიკური შედეგი. გაგნიძეს თავიდან ვერ ენდობა, ამიტომ დავითაშვილს გამოიყვანს.. კონტრშეტევაზე დავითაშვილს უყვარს გრძელი რეიდები. იმათ დაცვასაც დააბამს და დაძაბულობასაც შექმნის.
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
"იცით რატომ მიყვარს უესტბრუქი?" - "საკრამენტოს" მწვრთნელმა რასზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა
"ფეხბურთსა და ცხოვრებაში ახალი რაღაცის სწავლა ყოველთვის შეგიძლია" - ლიონელ მესი
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, მაგრამ ტრავმა მიიღო
კიტეიშვილის "შტურმი" ჩემპიონატზე ისევ დამარცხდა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და ორკაცნაკლული "ჰამბურგის" მარცხი "კიოლნთან"
საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მაგრამ "კარპატების თასი" დაისაკუთრა
U23. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზე მეორედ მოიგეს
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
ორბმა და თსუ-მ იმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
[VIDEO] "ახლა რას იტყვით?"... "ამ მოგერიებას არასდროს დავივიწყებ" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ქომაგები "მამარდას" "ასტონ ვილასთან" მატჩს?
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] ბითაძის დომინანტური მატჩი - "ორლანდო მეჯიქმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილის პირველი პრემიერლიგური "მშრალი მატჩი" და "ლივერპულის" "ასტონ ვილასთან" გამარჯვება
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" "რედ სტართან" დამარცხდა
[VIDEO] მორატამ მილინკოვიჩ-სავიჩს პენალტი ვერ გაუტანა - "ნაპოლი" "კომოს" ფრედ ეთამაშა
გამოიცანით ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები "ნიცასთან" მატჩში
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
ხვიჩას სარეკორდო მოქმედება, შვება და ლუის ენრიკეს ქათინაური - "ეკიპი" მაინც თავისას ამტკიცებს
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ხვიჩას შეუპოვრობა და ცეკვა - როცა "მამარდა" "რეალთან" საუკეთესო გახდა
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"ნიცასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "კვარას" პასი და რამუშის გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე - პსჟ-მ "ნიცას" მძიმე მატჩი მოუგო
გამოიცანით ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები "ნიცასთან" მატჩში
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა