ბელგიის გრანპრიზე ჰაიდფელდს ბრუნო სენა შეცვლის
ორი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა გუშინ ფორმულა 1-ის ჩემპიონატში მონაწილე ორი პილოტის მომავალი კარიერის შესახებ. ერთი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მიხაელ შუმახერს შეეხება.

ვებგვერდ Nextgen-auto-ს ინფორმაციით, გერმანელმა პილოტმა, შესაძლოა, DTM-ის სარბოლო სერიაში გააგრძელოს კარიერა. სწორედ აქ გამოდის მიხაელის უმცროსი ძმა - რალფ შუმახერი.

ამ ცნობას არ უარყოფს "მერსედესის" სპორტული განყოფილების შეფი ნორბერტ ჰაუგი.

"მიხაელი დიდ პატივს სცემს ამ სერიასა და მასში მონაწილე პილოტებს. ჩემთვის ცნობილია, რომ ის მომავალი სეზონის წინ გაივლის ტესტებს DTM-ის მანქანით და თუ ფორმულა 1 მობეზრდება, თავისუფლად შეუძლია ჩვენი გუნდის სახელით გამოვიდეს ახალ ჩემპიონატში", - ამბობს ჰაუგი.

ასევე ძალიან საინტერესოა მეორე ინფორმაცია. როგორც ევროპულ პრესაში წერენ, ბრაზილიელმა ბრუნო სენამ, შესაძლოა, უკვე უახლოეს უქმეებზე, ბელგიის გრანპრის დროს შეცვალოს "ლოტუს-რენოში" გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი.

ამ ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ფრანგული საჯინიბოს ხელმძღვანელთა უკმაყოფილება გერმანელის შედეგებით, თუმცა უფრო სავარაუდო მიზეზია ის, რომ ბრუნო სენას სპონსორებმა "ლოტუს-რენოს" საპრიზო პილოტის ადგილისთვის სოლიდური თანხა გადაიხადეს.

ფრანგები, სავარაუდოდ, დღეს დაასახელებენ შემადგენლობას ბელგიის გრანპრისთვის, გერმანულმა პრესამ კი დაწერა, რომ ჰაიდფელდმა, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს "ლოტუს-რენოს", რადგან მიაჩნია, რომ წელს კარგი შედეგები აქვს და საჯინიბოს ხელმძღვანელობას მისი გაშვების საფუძველი არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ჰაიდფელდი ამ სეზონის წინ ჩაირიცხა "ლოტუს-რენოში". მან ტრავმირებული პოლონელი რობერტ კუბიცა შეცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Irakli
ავთუკო მართალი ხარ, მარაზმი პოლიტიკაა F1-ში... მარა რაღა დაგიმალო და ბრუნო სენნას გამოჩენა ისე ძაან მინდა რო ჰაიდფილდიც არ მენანება :)))
avtuko
ჰაითფელდს აშკარად არ უმართლებს ამ სეზონში, თუმცა მარტო მასზე ჯოხის გადატეხა ცოტა არიყოს უხერხულია ყველა სიახლეს მის ბოლიდძე ცდიან და მეთი რაჰნას კაცი კინაღამ გოჭივით შეწვეს , ეხლა უშვებენ მემგონი მთლად მართლებიც არ არიან რენოს უფროსები
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა