ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"თავმოყვარეობა არ გაქვთ?! გათავისუფლებას და კომპენსაციას ელოდებით?!" - აზერბაიჯანის ნაკრების ცნობილ მწვრთნელს ისლანდიასთან განადგურების შემდეგ შეუტიეს

"თავმოყვარეობა არ გაქვთ?! გათავისუფლებას და კომპენსაციას ელოდებით?!" - აზერბაიჯანის ნაკრების ცნობილ მწვრთნელს ისლანდიასთან განადგურების შემდეგ შეუტიეს

აზერბაიჯანის ნაკრების მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთო და გასვლაზე ისლანდიასთან 0:5 განადგურდა. გუნდის ცნობილი პორტუგალიელი მწვრთნელის ფერნანდო სანტუშისთვის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მუშაობა აშკარად ძალიან ცუდად მიდის.

მან ეროვნული ნაკრები ჯამში 11 შეხვედრაში გაწვრთნა, სადაც 9 მარცხი და 2 ფრე აქვს. აზერბაიჯანი ერთა ლიგის D ჯგუფში დაქვეითდა და ჟურნალისტებმა სანტუშს მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შეუტიეს.

-პირველ ტაიმში თავს კარგად ვიცავდით, თუმცა მეტოქეს ბურთი უფრო მეტად ეჭირა. ვცდილობდით კონტრშეტევებზე გვეთამაშა, მაგრამ ეს ჩვენთვის რთული იყო, რადგან მეტოქეს ბურთი უფრო მეტად ეჭირა.

-არის თუ არა პირდაპირი რეისი ისლანდიიდან პორტუგალიაში?

-არ ვიცი

-თქვენს კარიერიაში ოდესმე გაუთავისუფლებულხართ დაკავებული თანამდეობიდან?

-არა

-გადადგომაზე ფიქრობთ?

-არა

-რა არის ამის მიზეზი?

-კონტრაქტი მაკავშირებს.

-თქვენთან ერთად გუნდი ერთა ლიგის D დივიზიონში დაქვეითდა, დღეს კი ისლანდიასთან დამარცხდა გამანადგურებელი ანგარიშით. წასვლა არ გსურთ და როგორ გადაიტანთ ამას? მართლა ელოდებით გათავისუფლებას და კომპენსაციას? თავმოყვარეობა არ გაქვთ?

-მოქმედი კონტრაქტი მაქვს. ვცდილობ, აქ ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია. პატივს ვცემ ჩემს კონტრაქტს.

-თქვენ აქ ცნობილი მწვრთნელის რანგში მოხვედით. დღეს ამისგან არაფერი დარჩა. რამდენ ხანს შეგიძლიათ მოითმინოთ?

-ყველაფერს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტს. თუ AFFA მოისურვებს გათავისუფლებას, ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

-ვინ უნდა დაისაჯოს ამ მარცხისთვის და როგორ ვითამაშებთ უკრაინასა და საფრანგეთთან?

-ფეხბურთში მწვრთნელის დადანაშაულება ადვილია. ყველა უნდა დაისაჯოს. დამნაშავეა როგორც მწვრთნელი, ასევე ფეხბურთელები. იმედი მაქვს, რომ შემდეგ თამაშებში უკეთესად ვიმუშავებთ, მეც და ფეხბურთელებიც.

-AFFA ელის, რომ გადადგებით...

-რატომ უნდა გადავდგე? მაჩვენეთ მწვრთნელი, რომელიც თავად გადადგება. თუ დაინახავენ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, უნდა დამელაპარაკონ და საკითხი მოაგვარონ.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანის ნაკრებს შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ისლანდიასთან ერთად საფრანგეთი და უკრაინაც ჰყავს. მე-2 ტურში ჩვენი მეზობლები 9 სექტემბერს ბაქოში სწორედ ამ უკანასკნელს უმასპინძლებენ.

ადრე გავრცელა ცნობა, რომ თუ აზერბაიჯანელები სანტუშს გაათავისუფლებენ, სერიოზული ფინანსური კომპენსაციის გაღება მოუწევთ.

• ნიკო

საზანოვი შეცვლის კი არა ბევრად სჯობია

ამ ზაფხულს,21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე,საქართველოს ნაკრებმა დაწყებამდე სამი ცენტრალური მცველი დაკარგა,ტრავმის გამო და უკვე მიმდინარეობისას,ამას კიდევ დაემატნენ.კი ბატონო,სხვებმა შეცვალეს,მაგრამ ხომ ვნახეთ რომ სრულფასოვნად ვერ შეცვალეს?შეცვლიან,მაგრამ დაცვა უფრო უარესი გვეყოლება.სულ ეს არის.ამ საიტზე,რამდენიმე დღის წინ ხვადაგიანს აკრიტიკებდნენ,ნულიაო,ევროპაზე თამაშის მიხედვით.მართლაც ჰქონდა შეცდომები,მაგრამ სულ სხვა პოზიციის ფეხბურთელი,იძულებით სულ სხვა პოზიციაზე ათამაშეს და ვინც მას აკრიტიკებდა,ამის აზრზეც არ არის.რაც არ უნდა იყოს,საქართველოს ნაკრებმა მთელი საქართველოს ოცნება აასრულა,ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და კაპიტანი,სწორედაც გურამ კაშია იყო.თვითონაც ნათქვამი აქვს,ჩემი ოცნება,მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლააო!თუ ეს ოცნება აისრულა,ეს მისი და ყველა ჩვენგანის ოცნების ასრულებაც იქნება და იქ დაამთავრებს,სანაკრებო(ალბათ საკლუბოც) კარიერას.დღეს სლოვაკეთის პირველობაშიც ვერ გამოიყურება მთლად კარგად,მაგრამ არ გვყავს დვალი,საზონოვი,ორივე მათგანი უთამაშებელია.ამიტომ დღეს მისი შემცვლელი,მართლაც არ გვყავს.თურქეთის ნაკრები,ის ნაკრები არ არის,პატარა,გამოუცდელი ბიჭებით რომ რამეს დააკლებ.ეგ კი არა,ჩვენი საუკეთესო შემადგენლობაც კი,მათზე ძლიერი არ არის.უბრალოდ მათთან თანაბრად ბრძოლა შეგვიძლია.ისე,ევროპის ჩემპიონატზეც,სამი ცენტრალური მცველით მოთამაშე საქართველოს ნაკრებისთვის გოლის სწრაფი გოლის გატანაც არ გასჭირვებიათ,თურქებს.მათი თავდასხმა,ჩვენ დაცვაზე უფრო მაღალი კლასისაა,ისევე როგორც საქართველოს შეტევის ხაზია,თურქების დაცვაზე ძლიერი.ევროპაზეც ასე იყო და ახლაც ასეა.ჩვენ ჩაკვე და კიტე არ გვყავდა,ამიტომ შემტევი პოტენციალი ძალიან შეგვისუსტდა და დაცვასაც დამატებითი პრობლემები შეექმნა,მაგრამ ორი გოლი მაინც გავიტანეთ და მათი სისუსტეებიც აშკარად ჩანდა,დაცვაში.ნებისმიერი სისტემა,სპორტსმენის სათამაშოა და ის თუ ცდება,მთელი გუნდი ისჯება.კაშიას და მამარდას შეცდომები,ბურთის ამოტანის დროს,ნახევარდაცვის სისუსტის თუ გადახალისებული შემადგენლობის და შეუჩვეველი სისტემის,თუ დაცვასთან შეუთამაშებლობის გამოც იყო დაშვებული.არავინ იყო ღია და როცა გაპრესინგებენ,ზუსტი პასები ვერ გაკეთდა.ჩვენ დაცვაში,კაშიაზე უკეთესი პირველი პასი არავის აქვს და მის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო,ადვილად შეიძლებოდა,მას კიდევ უარესად ეთამაშა.სხვათა შორის,კახა კალაძეს,პოლიტიკური მოტივებით ყოველ წამს რომ ახსებენ იმ ავტოგოლს,მანაც ტრავმიდან ახლად გამოსულმა,თითქმის ნახევარი წლის უთამაშებელმა,უვარჯიშებელმა,იძულებით ითამაშა ნაკრების შემადგენლობაში,სხვებზე გამოცდილი მაინც არისო.მანაც ითამაშა და კი ვიცით,რა გამოვიდა.მერე აღარავის უნდა იმის გახსენება,რატომ მოხდა,რაც მოხდა.დამნაშავე არის?!ის უნდა ჩაიქოლოს!სხვათა შორის იმ წლებში,ცქიტიშვილი მთელი წელი უგუნდოდ იყო და ნაკრები მაინც ათამაშებდა,რადგან ეს უთამაშებელიც კი,მაინც უკეთესი იყო,ვიდრე ვინმე სხვა.არც ამის გახსენება უნდა ვინმეს.არადა უნდა გვახსოვდეს.თუ ისტორიის გაკვეთილებს არ სწავლობ,წინ ვერ წახვალ,ჩვენ კი,მის დავიწყებას ვცდილობთ,თითქოს ეგ იყოს საშველი.ისტორიას გამარჯვებულები წერენ.ჰოდა დღეს იქით ამერიკა ამტკიცებს,ფაშისტური გერმანია ჩვენ დავამარცხეთო,აქეთ კი ჩინეთმა დაიწყო მტკიცება,იაპონია ჩვენ დავამარცხეთო!თურმე არც ვოლგაზე,სტალინგრადთან და მოსკოვთან,ლენინგრადთან განადგურებულა გერმანიის საუკეთესო ძალები,არც ბერლინი აუღია წითელ არმიას,არც ამერიკას ჩამოუგდია,ორ ატომური ბომბი,იაპონიაში და იძულებული გაუხდია იაპონიას კაპიტულაცია გამოეცხადებინა და არც მაო ძე დუნი უკოცნიდა ფეხებს,იოსებ სტალინს.

• nika

წითელი ბარათით დაატოვებინეს მოედანი და არ ჰქონდა ჟურნალისტებთან გამოსვლის უფლება

• იბერიელს

კარგი და ჯვარი სწერია კაშიას და ტრამვა რო მიიღოს 10 კაცით უნდა გავიდეთ? ვინ შეცვლის კაშიას და ვისაც მწვრთნელი დააყენებს ის შეცვლის.მე შეცდომის სულაც არ მიკვირს,კაშია კი არა ჩივაძემ დაუშვა შეცდომა შოტლანდიასთან,მაგრამ სხვაობა ის არის რო იმის მერე ჩივაძეს შეცდომა აღარ დაუშვია.ამან გაიმეორა და კიდევ გაიმეორებს თუ არ შევცვლით.ქეცბამ რა თქვა გახსოვს:აღარ შემეძლო და იმიტომ წავედი ფეხბურთიდან თორე მეც ვითამაშებდიო.არი ხალხის კატეგორია რო ვერ გრძნობს რო უნდა წავიდეს.კაშიას ჰგონია ქსრთული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაგარი ცენტრალური მცველია არადა ჩივაძე ხინჩაგაშვილის დროს ბურთის მომტანადაც ვერ ივარგებდა,მაგრამ ეხლა უძაღლო ქვეყანაში კატების ჩხავილია და კოჭლი წინ მოექცა

• L.J.

Ra dros xarebashvilia ....

• ზაქრო

საინტერესოა სანიოლი რატომ დაიმალა თამაშის შემდეგ? ნუთუ არაფერი ქონდა სათქმელი გულშემატკივრისთის? ხიზანას საშუალებით გამოძვრა სიტუაციიდან? ეხლა ბულგარელებს რომ მოვუგებთ, ხომ პირველი გაიჭიმება პრესკონფერენციაზე და ყველაფერს თვითონ მიიწერს?

ჯვარს აცვით,ეგე!იესო ქრისტეს სიკვდილით დასჯაზე გვიყვება ბიბლია!ეს სიტყვები,იქაც ბრბოს ეკუთვნის,პილატე პონტოელმაც ხელები დაიბანა და მაცხოვარიც ჯვარს აცვეს.არავის ჰქონია დანაშაულის გრძნობა.ბრბოს ხომ სინდისი არ აქვს,მას მსხვერპლი სჭირდება.სინდისი მაშინ იღვიძებს,როცა არმოსახდენი უკვე მომხდარია და აღარაფერი ეშველება.როცა ბრბო უკვე დაიშალა და საკუთარი თავის პირისპირ რჩები.სინდისი გულის სიღრმეში ქენჯნით,მაგრამ ხმამაღლა არავინ აღიარებს და თუ ვინმე ხმამაღლა ამხელთ,ახლა მათზე ანთხევენ,ბრაზს,თითქოს ის მამხილებელი იყოს დამნაშავე,მის ცოდვაში.ისეთებიც არიან,ვისაც საერთოდ არ აწუხებს სინდისი.ესენი ჩვეულებრივ ბრბოს მიმმართველები არიან,ან კიდევ ისინი,ვისთვისაც აზროვნება უცხო ხილია.მონები.მონას არ შეიძლება სინდისი ჰქონდეს,რადგან მას საკუთარი ნება არ აქვს და სხვისი ნების შემსრულებელია. რაც აქ დავწერე,შეგნებულად გავახმაურე სხვა ქვეყნის მაგალითზე,რათა კონკრეტულად არავის ეგულისხმა,რომ სწორედ მას მივმართავ.ჩვენ სინამდვილეშიც ძალუმად იგრძნობა ადამიანების ბრბოდ ქცევის და მათით მანიპულაციების მცდელობები.ამის მაგალითები ყოველ ნაბიჯზე გვხვდება და ვინმესთვის ძალიან მტკივნეულად რომ არ გამომივიდეს,ძველ ამბავს შეგახსენებთ.თემურ ქეცბაია,ნაკრების მწვრთნელი რომ იყო,იმ დროს გახსენებთ.როგორი აგრესია მიმართეს მის წინააღმდეგ,რამდენი ლაფი მიასხეს,დაუმსახურებლად და ვინც მაშინ დაუნდობლად ლანძღავდა,დღეს როგორ თბილად ეხმიანებით მის შესახებ ინფორმაციებს.საკვირველი არაფერია,მაშინ ბრბო ლანძღავდა,თემურს,დღეს კი,უკვე დაწყნარებულზე,მაშინ ბრბოს წევრები,ახლა კი უკვე პიროვნებები,სულ სხვანაირად,გაცილებით უფრო თბილად და ობიექტურად აფასებთ,თემურს,მის მუშაობას და პიროვნებას.ვისაც გაგება უნდა,გაიგებს და მიხვდება,რისი თქმა მინდა.უბრალოდ მოგიწოდებთ,თქვენ თვითონ უფრო ფხიზლად იყოთ და ვერავინ შესძლოს,თქვენი კვლავ ბრბოდ გადაქცევა.ბრბოდ,რომელიც თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს,მათ შორის იმ კარგსაც,რომლის შექმნაზეც,დიდი შრომაა დახარჯული.

• T.q

ლოჩოშვილი საზანოვი დვალი ხარებაშვილი ხვადაგიანი კიდე ვინ გინდა არ არის საკმარისი?!

• იბერიელი

ჩვენს მეზობელ ქვეყანას წარმატებებს ვუსურვებ, კაშიას რომ ამბობთ ვინ გვყავს უკეთესი, ვინ უნდა დავაყენოთ, შეცდომა დაუშვა,კი ბატონო, მაგრამ რომელით უნდა შევცვალოთ, კაშია კარგი ადამიანი არის ,არ მგონია რომ თვითონ არ წავა, მაგრამ კითხვა მაქვს,ვინ უნდა შეცვალოს,

• ხვიჩა მაგარია!

ესენი კაშიაზე უარესები ყოფილან, თავისით თურმე არავინ მიდის. კაცს 2 ფრე და 9 წაგება აქვს და ნამუსი საერთოდ არ აწუხებს. მიზეზად კი კონტრაქტს იშველიებს. ელოდება, თუ გაანთავისუფლებენ, კომპენსაციაც რომ გადაუხადონ. ასე რომ სანიოლის ატანა 2050 წლამდე მოგვიწევს ალბათ.

"იუნაიტედის" სტილი მისი შესაფერისი არ არის და იქ გადასვლით შეცდომა დაუშვა" - მერსონმა შეშკო გააკრიტიკა

"რეალი" შოკშია - სალიბა "არსენალთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

"ოქროს ბურთი" მხოლოდ ასაკის გამო არ მისცეს" - ლა ლიგის პრეზიდენტმა იამალზე ისაუბრა

"ბარსელონას" ქამბექი - ფლიკის გუნდმა "რეალთან" სხვაობა შეამცირა

"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს

"თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ" - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს დამშვიდობებისას

ფლიკი თანახმაა - "ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად გირასის დამატებას განიხილავს

ევროპა ლიგა. ორივე ფრანგულმა გუნდმა გაიმარჯვა

"შტურმის" მწვრთნელი: კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდა - მხოლოდ მოედანზე ყოფნითაც კი მეტოქისთვის სახიფათოა

"ლივერპულმა" 17 წლის ფეხბურთელს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა

ვალვერდემ ლუნინს "რეალის" დატოვება ურჩია

გიორგი მაისურაძე - ქალთა რაგბის ახალი მთავარი მწვრთნელი

ფერსტაპენი ნურბურგრინგზე GT3-ის კლასში ირბოლებს

[VIDEO] უმძიმესი ავარიის შემდეგ გროჟანი ფორმულა 1-ს უბრუნდება

"ის ყველა დროის საუკეთესო ინგლისელი თავდამსხმელია" - უეინ რუნი

[VIDEO] ალვარესის ჰეთრიკით "ატლეტიკომ" მძიმე მატჩი მოიგო

"ოქროს ბურთი" მხოლოდ ასაკის გამო არ მისცეს" - ლა ლიგის პრეზიდენტმა იამალზე ისაუბრა

ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება

ევროპა ლიგა. "შტურმი" კიტეიშვილის გარეშე დამარცხდა - გუგეშაშვილი "პაოკმა" განაცხადში არ შეიყვანა

"სიტი" პსჟ-ს კიდევ ერთი ვარსკვლავის გადაბირებას ცდილობს

საქართველოს ნაკრების მეტოქეს მწვრთნელი შეეცვალა

როდის დაბრუნდება ჩაკვეტაძე? - ინგლისური გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ფიფამ 10 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"ეს მთლიანად შენს კისერზეა!" - ფიგუმ სანტუში გააკრიტიკა

"ეს ჩემი შეცდომა იყო" - მოურინიო პორტუგალიისთვის უარის თქმას ნანობს

პორტუგალია - მექსიკა 1:1 (2:1. დ. დ) - პეპე რომ არა [VIDEO]

სანტუშს მაროკოსთან მარცხი არ აპატიეს - პორტუგალიელთა თავკაცს გადააყენებენ

გაურკვევლობა აზერბაიჯანის ნაკრებში - სანტუშის გაშვება საშინელი შედეგების გამო უნდათ, მაგრამ წინ ერთი დიდი პრობლემა დგას