ჰოლივუდის ვარსკლავმა "რედ ბულის" მარკეტინგული განყოფილების წყალობით ფორმულა 1-ის ბოლიდის ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა
ცნობილია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ კრუზი სარბოლო მანქანებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევა. ამ დღეებში ამერიკელმა "რედ ბულის" მარკეტინგული განყოფილების წყალობით ფორმულა 1-ის ბოლიდის ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა.

ავსტრიული საჯინიბოს პრესსამსახურის ცნობით, ტესტები კალიფორნიის ქალაქ როზამონდში, Willow Springs-ის ტრასაზე გაიმართა. კრუზს ლეგენდარული შოტლანდიელი დევიდ კულტჰარდი ეხმარებოდა, ხოლო "რედ ბულის" მხრიდან პროგრამას აკონტროლებდა 20 ინჟინერი და მექანიკოსი.

"დახურულ კარს მიღმა" გამართული სესია დაახლოებით შვიდ საათს გაგრძელდა. თავიდან კულტჰარდმა და კრუზმა ჩვეულებრივი მანქანით გაიარეს რამდენიმე წრე, რათა ტრასის კონფიგურაცია შეესწავლათ და მოსახვევების გავლის სტრატეგია შეემუშავებინათ. შემდეგ მსახიობი ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭეს მიუჯდა და 24 წრე გაიარა. მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც მან განავითარა, დაახლოებით საათში 280 კილომეტრს უდრიდა.

"ტომი მაგარი ბიჭი ყოფილა. გაკვირვებული დავრჩი მისი სარბოლო თვისებებით და იმით, რა სწრაფად შეძლო ფორმულა 1-ის ბოლიდთან ადაპტირება და ტრასაზე პროგრესის მიღწევა. მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა", - განაცხადა კულტჰარდმა.

ეს აქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში "რედ ბულის" სარეკლამო კამპანიის ნაწილი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა