ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს!

საფრანგეთის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 წაგება ჰქონდა და ამ შეხვედრის ფავორიტადაც ითვლებოდა, თუმცა ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის ბრძოლისუნარიანობისა და გუნდური თამაშის წყალობით, სახელოვან მეტოქეს ვაჯობეთ.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ბოლდუინის, სანაძის, მამუკელაშვილის, შენგელიასა და ბითაძის ხუთეულით დაიწყო და პირველი ტაიმი ფრანგებს 1 ქულის სხვაობით, 38:37 მოვუგეთ.

ჯიკიჩის გუნდი პირველ მეოთხედში კარგად გამოიყურებოდა, აქტიურობდა ჩვენი ლეგიონერი კამარ ბოლდუინი, რომელიც პირველ ტაიმში ორივე ნაკრების მხრიდან ყველაზე შედეგიანი იყო.

მეორე ტაიმში თორნიკე შენგელიამ არაერთი მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მძიმე მატჩის შემდეგ, კაპიტანმა ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და შესანიშნავად ითამაშა. უნდა აღინიშნოს ბექა ბურჯანაძის მნიშვნელოვანი ტყორცნებიც, რომლის საშუალებითაც მესამე მეოთხედში წინ გავედით.

მატჩის საუკეთსო მოთამაშე თორნიკე შენგელია გახდა, "თოკომ" 31 წუთში 24 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა, მას მხარი კამარ ბოლდუინმაც აუბა, ჩვენმა ლეგიონერმა 24 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა, მამუკელაშვილმა 14 ქულა მიითვალა, ბითაძემ 8, ბურჯანაძემ კი 6.

საფრანგეთის ნაკრებიდან სილვიან ფრანცისკომ საკუთარ გუნდს 14 ქულა შესძინა.

საქართველოს ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებს შეხვდება, მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

თბილისელი
ალბათ უფრო ბარსელონა დახარბდა,არა?
S.K.K.
ვერავინ იფიქრებდა რომ ნახევარფინალისთვის საქართველო და ფინეთი იბრძოლებდნენ. ვფიქრობ შანსები თანაბარია. მარკანენი უნდა ამოვკეტოთ. ყოველ შემთხვევაში ერთ რამეში დარწმუნებული ვარ (სამწუხაროდ) - ასეთი შანსი დიდი ხანი აღარ გვექნება. წარმატება ბიჭებს!

ამ შემადგენლობით და იმ თამაშით,რაც ჯგუფურ ეტაპზე ვნახეთ,ჩემი ოცნების მწვერვალი,ჯგუფიდან გასვლა იყო.ეტყობა ფრანგებმაც ასე ჩათვალეს!ა თამაშში ყველაფერი პირიქით იყო.დუდამ,სნაიპერმა, უქულოდ დაამთავრა მატჩი,რატიმაც.ბოლდუინმა,რომელსაც ასე ვაკრიტიკებდით დაბალი ნაყოფიერების გამო,უეცრად აიწყვიტა და თითქმის ყველაფერი ჩაყარა.საოცრება ის არის,რომ ჩვენ,ვინც სამქულიანებს კი არა,ჯარიმებსაც ძლივს,ერთგამოშვებით ვყრიდით,სამქულიანები 56%,ორქულიანები-50% და ჯარიმები,83% სიზუსტით ვისროლეთ!ფრანგები?-მათ სამქულიანები 17%,6/36 დან!ორქულიანები 54%.19/35-დან და ჯარიმები14/19 დან,74%.წნეხი აღარ ჰქონდათ ბიჭებს და რაკი სროლები წაუვიდათ,ფრანგებიც ანერვიულდნენ.ამას ალბათ არავინ ელოდა და მობილიზება ვეღარ მოახერხეს.როგორც ყოველთვის,ბიჭებმა ახლაც სული და გული ჩადეს ამ თამაშში,ბოლომდე იბრძოლეს და დაბნეული ფრანგები დაამარცხეს.ფანტასტიკაა და მადლობა ბიჭებს ამ კიდევ ერთი ზღაპრის ჩუქებისათვის!ჩემთვის გაუგებარია,სროლის სიზუსტე ასე როგორ გავზარდეთ.ვითომ ახლა შევედით ფორმის პიკში?მართლაც ყოვლიშემძლე ნაკრები გვყავს,თითქმის ნებისმიერის დამარცხებაც რომ შეუძლია და ნებისმიერთან დამარცხებაც.8 საუკეთესოს შორის მოვხვდით,ეს მაშინაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა,როცა ეს ბიჭები,ოქროს ასაკში იყვნენ და ახლა აგვისრულეს ოცნება.თვითონაც აისრულეს!მომდევნო მეტოქე,ფინეთის ნაკრებია,რომელიც საკმაოდ ხშირად ყოფილა ჩვენი მეტოქე.მათაც იციან,ჩვენ წინააღმდეგ როგორ უნდა ითამაშონ და ჩვენც ვიცით,მათ წინააღმდეგ თამაში რომ პერიმეტრი გადაკეტვაზე გადის.ახლა მათ ლაური მარკანენიც ჰყავთ,ძალიან მაგარ ფორმაში რომ არის.რას ველი?უკვე წარმოდგენაც კი არ მაქვს,რას უნდა ველოდო.ხან ისე ცუდად ვესვრით,რომ წარმოდგენაც კი შეუძლებელია და ხან ისე კარგად,რომ წარმოდგენაც კი შეუძლებელია.ასე რომ ამ თამაშშიც ყველაფერი შესაძლებელია და როგორც ყოველთვის,ახლაც ბოლომდე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ბიჭებს და წარმატებას ვუსურვებ.იმედია მისიას შესრულებულად არ ჩათვლიან და კვლავაც იგივე კონცენტრაციით ითამაშებენ,თუმცა ფინელები გაცილებით მეტ სამქულიანს ჩააგდებენ და ჩვენც მეტის ჩაგდება დაგვჭირდება.
ვახოს
მართალი ხარ მეგობარო! მეც ვერ ვიტან, ნერვები მეგლიჯება, როცა ლანძღავენ სპორცმენებს.აქ ზოგიერთი ვიგინდარა თორნიკე შენგელიას ლანძღავდა, რას აღარ უწოდებდა, ასეთების....
კახი
გენაცვალეთ ბიჭებოოოო. ერის გახარებისთვის, ახალი ისტორია დავწეროთ ფინეთთან ლომებოოო.
ქობულეთიდან
ორი გრანდი - ესპანეთი და საფრანგეთი გავუყენეთ კუდიგორის გზას და ეხლა ფინეთის დროც მოვიდა. აბა ბიჭებო, მთავარია იწამეთ და გჯეროდეთ, ნახევარფინალი ერთ ნაბიჯშია.
ვახო
ვულოცავთ ჩვენს ბიჭებს მოგებას! ეგ ერთი და სხვა მრავალი!მე იმ ნაღდ გულშემატკივრებს ვეკუთვნი,ვინც წაგების დროსაც მათ გვერდით დგას და ამხნევებს! მიუღებელია მოგების დროს ადიდებდე და მარცხის დროს კი აგინებდე, ეს ყველაფერი ჩემთვის როგორც ქომაგისთვის წარმოუდგენელია! ისე, რო ამ ორ გამარჯვებას კალათბურთში და ფეხბურთში, ვულოცავ ყველა იმ ჭეშმატირ გულშემატკივრებს, ვისაც უყვართ სპორტი!
ბს
მე ვაგინებდი და ღირსებიც იყვნენ. შენიგამოდი ერთი გნახო რას წარმოადგენ ენა რომ წაგიგდია და ეს საიტიც რომ გიცავს. გაშლილად რ მოგწერე რატომაც იყვნენ ღირსები გინების , ამათ ჯერ გამოაქვეყნეს და მერე წაშალეს და დატოვეს შენი პროვოკაციული გამოხდომა.
ვახო.ხო
ქვეყანაში სადაც ეროვნული ჩემპიონატები ნოლზეა დასული,მაინც ვახერხებთ მოგებას და ზოგჯერ გრანდებსაც კი ვამწარებთ.რეგიონებს უნდა მივხედოთ და მეტი სპორტ-სკოლებია გასახსნელი.მომავალი თაობა უნდა მოვწყვიტოთ ქუჩას და მერე ერსაც გამოადგებიან და საკუთარ თავსაც
aburjga
როგორაა საქმე, იმათ გეკითხებით ვინც წერდით, მიკომენტარებდით შენგელია მობერდა, უაზროდ ფაფხურობს, ლიდერობას არ აცლის ბითაძეს და მამუკელაშვილსო?! რა ვქნათ მადრიდის რეალი დახარბდა ამ "მობერებულ" მოფაფხურე კაცს, აგერ საფრანგეთიც მიამყნო ტუალეტის კუთხეში, შენ ჩამოწერე ხომ?!
გრიშა
საფრანგეთს მოვუგეთო და რომელი იყო აქ ფრანგი??? თუმცა ისე მიდის საქართველოში საქმე, რომ იმედია მრავალი წლის მერე ინდუსები არ იქნება სულ ჩვენ ნაკრებში... აბა გადახედეთ ევროპის ბევრ ნაკრებს და მიხვდებით საშიშროებას.
გიგო პაპა
ყველას გილოცავთ. გარდა პერიმეტრის ჩაკეტვისა, საჭიროა ფინელი ლაურას განეიტრალება. ძალიან სხარტი და მოქნილია, ყველა წერტილიდან ისვრის და მოხსნებშიც ძლიერია. ჩემის აზრით საფრანგეთზე უკეთესი გუნდია, მაგრამ მაგათი დამარცხებაც შეგვიძლია. გასახარი და მისასალმებელია ჩვენი ბიჭების გაბედულად სამიანების სროლა. ეგრე რა, ისროლეთ თამამად, დღეა შეუდარებლები იყავით. გისურვებთ სულ მინიმუმ ოთხეულში მოხვედრას. ოჩხიკიძე თამამად ითამაშე, რატი მოუმატე აბაროტებს, შეგიძლია. უნდა შევჭამოთ ფინელებიც!!!
ქართველი
მაგარი დღე გვქონდა! დიდება უფალს! ყველგან მოვიგეთ, კალათბურთშიც და ფეხბურთში! ასეთი წარმატებული დღე ჯერ არ გვქონია. ეს ერთი და სხვა მრავალი! გილოცავთ ქართველებო!
ვაჟა მასწავლებელი
ჯიკიჩი კი არა, ჯირკიჩი და ჯიგარიჩი ყოფილა ეს გარეგნულად "ფლეგმა" კაცი!!! არ გავს სხვებს მუდმივად ხელ-ფეხს რომ იქნევენ მსაჯების ყველა მოქმედებაზე!!!
davit
ეს იყო ალბათ საუკეთესო თამაში რაც კი აქამდე ნაკრებს ჩაუტარებია.სული და გული ჩადეს ბიჭებმა და ჯიკიჩმაც დაამტკიცა რომ კვალიფიციური მწვრთნელია. თოკო ერთ ერთი საუკეთესოა ევროპაში თავის ამპლუაში. ბრავო ბიჭებო. რაც დღეს გაგვახარეთ თქვენს ოჯახებში გაიხარეთ ისე. ახლა მოემზადეთ ფინეთისათვის. თუ ჩაუკეტეს სამქულიანები მჯერა მოიგებენ. წინ ნახევარფინალისაკენ!!!
Papa
მეც არა ვთქვი როგორ მოგეთ მეთქი. "ნაჟიმის" ამბავში ყოფილან ეეე
გივი
ამათ ხოტბას შეასხავ და აქებ სულ გვანერვიულებენ. ლანძღავ და აძაგებ მერე თამაშობენ და გვახარებენ.ესენი სულ ნაჟიმში უნდა იყვნენ რომ არ ამოვარდნენ მწყობრუდან.
zuras
გენაცვალე ძმაო! მეტი გამარჯვებაც იქნება და ერთად გავიხაროთ
მასტერს
გილოცავთ ყველას და გილოცავთ, ბიჭებო! Რაც თქვენ დღეს სიხარული გვაჩუქეთ, ათასჯერ მეტი დაგიბრუნოთ ღმერთმა! Დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!
Giorgi
წინაზე დავწერე ჯგუფიდანაც გავალთ და უფრო წინაც თქო და აქ ხალხმა დამცინა და დისლაიკები წერეს, ვინ არის ეხლა დასაცინი თქვენი დაუჯერებელი თავი გადაშენდა:)))) წინ საქართველო ფინეთსაც გავცდებით დაიმახსოვრეთ.
ლუკა
დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!!! საქართველოს გაუმარჯოოოს!!!
ქართველი
ღმერთო რა ნიჭიერია ქართველი ერი ხანდახან უბრალოდ მიკვირს. ცივ გონებაზე მოქმედება და ცოტა მეტი შრომისმიყვარეობა რომ შეგვეძლოს ქვეყანა ვერ გვაჯობებდა
zura
ჩასაფრებული არ ვარ, ემოციური ვარ და მეტი გამარჯვება მინდა ჩემი გუნდის.
ამაშია საქმე
თოკომ გიორგი სააკაძესავით იბრძოლა.ბოლდუინმა დახურა. ბითაძემაც თუ მაგრად ითამაშა და მამუკელაშვილმა უბრალო შეცდომები აღარ დაუშვა მგონი ევროპის ჩემპიონები ვხვდებით
S.K.K.
უცხოელების აღფრთოვანებულ კომენტარებს ვკითხულობდი, დავაგვიანე მოლოცვა. გილოცავთ!!!
ალფა
მადლობა გახარებისთვის, ლომები იყავით, ახლა ჩვენივე რეკორდის გაუმჯობესება გვინდა და გავცდეთ ფინელებს, წარმატებები.

ბრავო. მადლობა ბიჭებო. ყველას გილოცავთ. ბიჭებო თქვენ შეგიძლიათ გმირებდ დარჩეთ საკალათბურთო ისტორიაში და არა მარტო ქართულში. არ გაჩერდეთ, წინ საქართველო.
ვაჟა
7-სექტემბერი ქართული სპორტის და ქართველი ხალხის გამარჯვების და გახარების დღეა, მადლობა კალათბურთელებს და ფეხბურთელებს.
გია
ვულოცავ საქრთველოს
tngh-ეს
შენი კომენტარი არის ყოვლად სამარცხვინო ისიც არ შეგიძლია გაიხარო ნაკრების გამარჯვებით ერთადერთი რაც გადარდებს მხოლოდ შენი თავი და პარტიული ინტერესი
lasha
საოცარი ბიჭები გვყავს პირველ რიგში პატრიოტები თავდადებულები სირცხვილი იყო როცა ბოსნიასთან წაგების მერე ვაი გულშემტაკივრები აგინებდენ შეუძლებელი შეძლეს იმ პირობებში რაშიც დღეს ქართული კალათბურთია ამათმა რაც შეძლეს არრის სასწაული
იბერიელი
გილოცავთ მეგობრებო ყველას, მთელ საქართველოს, მადლობა ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ, წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ,
Beto
ახლა დანამდვილებით გეუბნებით ფინეთს მოვუგებთ 6-8 ქულით.. დაიმახსოვრეთ. ვაი ქომაგებმაც ეგებ დღეს გაიხაროთ
ჟორა
ბერძნებს აუნთოს სანთელი მაგ ჯიკიჩმა თუ არა, დღეს უკვე მგლის ბილეთით სახლში იჯდებოდა.
ჟორა
რა თქმა უნდა ბიჭები თავის თავს გადაახტნენ და ამაში დიდი წვლილი ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დამარცხებამ შეიტანა, ჩვენ რომ ბოსნიასთან მოგვეგო, ბიჭები მისიას შესრულებულად ჩათვლიდნენ და ასეთი თავგანწირვით აღარ ითამაშებდენ. ახლა კი მადა გახსნილია და არა მგონია ფინეთმა შეგვაჩერობს.
ქორ-პარიკმახერი
ასე, ასე! სწორედ ამას ითხოვდა მთელი ერი! შეგიძლიათ ბიჭებო, თქვენ ამ ჩემპიონატზე სასწაულები შეგიძლიათ აკეთოთ. ამიტომ აღარ დაგვანახოთ ის სამარცხვინო თამაში რაც იყო ბოსნიასთან, შეგიძლიათ და მაგიტომ მოგეთხოვებათ. აბა თქვენ იცით ნახევარფინალში გელოდებით! როგორც მანამდე გოგა მამუ დუდა შერმადინი ბურჯანაძე თამაშობდნენ და როგორც დღეს თოკომ და ბოლდუინმა ითამაშეს ამათ კიდევ ადრინდელი ანდრონიკაშვილი თუ დაემატათ ყველას შეგვიძლია მოვუგოთ. რა თქმა თავის დონეზე თადარიგის ბიჭების დახმარებით.
Forzza
უბრალოდ კრეტინები ვინც აკრიტიკებდით ჩვენს მხეც ბიჭებს!!!!!!!!!!! და წერტილი!!!!!!!!
კობუჩი
ახლა გამოვარდება მედროვე სასტავი თვითონ რომ აგინებდნენ ნაკრებს და შეცვლიან ჩვენებას ))
მამუკა ბათუმი
ვითომ თქვი ხო რაღაც. სანიკიძე არსად დაგეკარგოს. ნაკრებს კი წარმატებები. მჯერა ნახევარფინალში ვითამაშებთ!
Porto
გთხოვთ ოღონდ დღეს არ ახსენოთ ნაგავი არასამთავრობოები და ნაგავი ნაცები!!!!!!!!!
ეს რა იყო?

ეს რა იყო?

გეგი
ყველას გილოცავთ მეგობრებო,სულ ბევრი და ბევრი იყოს ასეთი გამარჯვება!
tngh
საქართველოს სპორტის წარმატებაში უდიდესია "ნაც-ოპოზიციის" წვლილი...
გიგა
აბა, ვაი მყრალო ვითომ "გულშემატკივრებო"! რას იტყვით ჩაგივარდათ ეგ აქოთებული ენები? ზუსტადაც როცა ვერ იგებენ მაშინ უნდათ გვერდში დგომა და გამხნევება და არა ლანძღვა და გინება!
porto
ძმობილო ტვინგაყინულ ჯენზი თაობას რას უყურებ მაგთამ გვარ სახელს შორის რა განსხვავებაა ეგეც არ იციან!! :)))))))))
მსაჯული
ჯიკიჩს და მწრთვნელებს რო აგინებდით- გამოდით ეხლა უნდა დაგთვალოთ თქვე არასწორებო დაბადებიდან
დათა თუთაშხია (საფრანგეთის მწვრთნელი)
რა ქენით “გუდუნებო” ეს 😂😂😂
სტალინი
ვულოცავ ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას. ახალგაზრდა მოხუცი ჯიკიჩი გენიოსია. იუგოსლავმა იცის აღნიშნული რესურსი როგორ გავანაწილოთ, როდის ჩაისვაროს და როდის გამოწერის მაქსიმუმი. წინ დიადი გამარჯვებისკენ
tngh
ეს სენსაციაზე ბევრად მეტია!!!
ardiles78
გენაცვალეთ,ბიჭებო!დიდი მადლობა!მჯეროდა,რომ 7 სექტემბერი ჩვენი დღე იქნებოდა
pepelu
ეს არის საქართველო!!
MMM
მაგარი შედეგია. დიდება საქართველოს. ფინეთსაც მოუგეთ ბარემ დდდ და ეგაა

მადლობა, მადლობა, მადლობა ბიჭებო! იმდენად უიმედოდ ვიყავი ბოსნიის მერე, რომ ... ფაქტიურად შეუძლებელი შეძელით! ❤️
suxumchanin
ქარყველების ასეთი ჟილკიანი თამაში არ მინახია გენაცვალეთ გულში👍👍👍
duta
აჰა ახლა კარგია ნაკრები ხო? ახლა ლეგიონერიც მოგწონთ ხომ? ამას ვამბობდით დაიცადეთ და ვუქომაგოთქო. ახლა ჯიკიჩიც მოგწონთ? ხალხნო ბევრმა ვინც ნეგატივით იყო აქ ისწავლეთ ქომაგობა, ნუ საზღვრავთ ტესტ მატჩებით. ჩვენია ნაკრები და ჩვენია წარმატება. გავიხაროთ ყველამ და ნუ ხარ ჩასაფრებულები. ბევრი სიხარული და წარმატება ჩვენს ქვეყანას და თვითოეულ ჩვენთაგანს! გილოცავთ!
ზურა
გილოცავთ ქართველებო ამ ბრწყინვალე გამარჯვებას.
ალექს
კიდევ ერთხელ დაწერეთ რა.. ვერ ვიჯერებ. არ ვიცი რა სიტყვებით მოგილოცოთ.. სასწაული ჩაიდინეს ბიჭებმა და ისტორია დაწერეს! გამოუშვით ფავორიტები, ყველას ვუშვებთ სახლში!
ზაკო
ბალტიისპირელი ბოზ..ის ტერიტორიაზე შიგ მაკრონში თხარეს გაშავებულ საფრანგეთს ქართველმა ლომებმა, გილოცავთ ნაღდო ქართველებო
ლაშა

მამუკა
ყველას გილოცავთ, ვინც საქართველოს ნაკრებს ბოსნიასთან მარცხის შემდეგ ლანძღავდა და ესპანეთს ქომაგობდა ბერძნებთან თქვენც გილოცავთ. ვინც ფედერაციის ტროლად მომნათლა, მხოლოდ იმიტომ რომ ბიჭებს გასვლა მიულოცე თქვენც გილოცავთ. მთელი ერის და ქვეყნის წარმატებაა დღევანდელი მოგება.
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
სუპერმატჩი ევრობასკეტზე - თურქეთმა სერბეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია - ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ევრობასკეტის პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა - თურქეთის ნაკრებმა შვედეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ანტეტოკუნმპომ ესპანეთთან იომა და საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში გაიყვანა!
ევრობასკეტი 2025 - 1/8-ფინალის ყველა წყვილი გაირკვა
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა