მსოფლიოს მეორე ჩოგანი მზად იყო ტრავმის გამო ჩოგბურთელის კარიერა მიეტოვებინა და პროფესიულ დონეზე დაეწყო გოლფის თამაში
მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი მზად იყო სერიოზული ტრავმის გამო მიეტოვებინა ჩოგბურთელის კარიერა და პროფესიულ დონეზე დაეწყო გოლფის თამაში. ამის შესახებ "დიდი სლემის" ტურნირების ათგზის ჩემპიონმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ("რაფა") დაწერა, რომელიც ამერიკის წიგნის მაღაზიების დახლებზე 23 აგვისტოს გამოჩნდა.

კერძოდ, თავის მემუარებში ნადალი წერს, რომ 2005 წელს ექიმებმა მას ფეხის იშვიათი ტრავმა დაუდგინეს, რომელსაც, შესაძლოა, მთლიანად გადაესვა ხაზი მისი პროფესიული კარიერისთვის. ესპანელი სერიოზულად განიხილავდა ჩოგბურთის მიტოვებას და გოლფისტის კარიერის დაწყებას, - წერს სააგენტო AP. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ სერიოზულად იყო დაზიანებული მარცხენა ტერფის ძვალი. "ახლა, ყველაფერი კონტროლქვეშაა, თუმცა დრო და დრო ყურადღებით უნდა ვიყო", - წერს ნადალი.

გარდა ამისა, მადრიდის ტურნირზე ივან ლუბიჩიჩის დამარცხების შემდეგ ესპანელს პრობლემები აღმოაჩნდა ხერხემლის არეში. როგორც ჩოგბურთელმა აღიარა, ეს ტრავმა დღემდე არ აძლევს მოსვენებას.

"დიაგნოზი შოკისმომგვრელი იყო. თითქოს ტყვია დამახალეს თავში. ხერხემალში ტკივილს ახლაც ვგრძნობ ხოლმე", - იხსენებს რაფა.

თავის ავტობიოგრაფიაში რაფაელი დაწვრილებით აღწერს როჯერ ფედერერთან მრავალრიცხოვან ბატალიებს, აგრეთვე ლაპარაკობს კორტის მიღმა ფსიქოლოგიური ხასიათვის პრობლემებზე. მათგან უმთავრესი იყო - მშობლების მტკივნეული გაყრა, რომელიც ესპანელი ჩოგბურთელისთვის ნამდვილი ფსიქოლოგიური დარტყმა გახდა და ამის გამო კარგა ხანი ვერ ახერხებდა კონცენტრაციას ვარჯიშებისა და მატჩების დროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა