საქართველოს ნაკრები იგებს იმ მატჩებს, სადაც ფავორიტია და რომელშიც უნდა გაიმარჯვოს - სანიოლის ფორმაციის პირობებშიც, ეს სერიოზული პროგრესია. შესადარებლად ბულგარელებთან რამდენიმე წლის წინანდელი შეხვედრა გამოგვადგება, როცა თბილისში უნდა მოგვეგო, მაგრამ აუტსაიდერის სტატუსითა და ტაქტიკით მოთამაშე მოწინააღმდეგეს ვერ გავუტანეთ.

რატომ მოიგო საქართველოს ნაკრებმა? გუნდურობას ხაზს ყოველთვის გავუსვამთ, არც სამწვრთნელო შტაბს დავივიწყებთ, მაგრამ კვირა საღამოს "ჯვაროსნებს" ჰყავდა ლიდერი, ვარსკვლავი და უკვე კაპიტანიც, ვისი შესაჩერებელი მექანიზმი მეტოქეს ხომ არ ჰქონდა და თავადაც მოედნის ყველა წერტილში, ბოლომდე შემართული იყო და თავად იქეთ "აჩერებდა". ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩა კვარაცხელიასგან, როგორ უნდა დაისახო მიზნები, რა გააკეთო მის მისაღწევად, არ დააბრალოთ არაფერი ამინდსა და ვარსკვლავების განლაგებას და მთავარი - გაითავისეთ, როგორ შეხვდეთ ამ წარმატებას, როგორ გაამრავალფეროვნოთ ის.

კვარაცხელიას კაპიტნობის გაგების შემდეგ ორი ურთიერთსაპისპირო ფიქრი ტრიალებდა - ხომ არ დაძაბავდა ზედმეტი პასუხისმგებლობა "კვარას" თუ... აქამდე რაც დავწერეთ, დაივიწყეთ, დაძაბა კი არა, ეს იყო გაძლიერებული პასუხისმგებლობა, "პატიჟისგან შიში" კი არა, გაცნობიერება, რომ უბრალოდ სამკლაური კი არა, უფრო მაღლა ახტომაა, ვიდრე შეგიძლია. გუნდში ავტორიტეტი ხვიჩას არასდროს აკლდა, დიდია, სამაგალითოა. თანაგუნდელებმა განსაკუთრებით აღნიშნეს "შვიდიანის" კაპიტნობა, გიორგი მამარდაშვილმა მას ნამდვილი ლიდერი უწოდა. მსაჯებთან კამათი უყვარსო, რომ შიშობდნენ - როგორც კაპიტანს, ამის უფლება ყველაზე მეტად აქვს და კვარაცხელია ახლა გაცილებით მშვიდია, ვიდრე წლების წინ, მის მიმართ უხეშობასაც შეეჩვია. ჩვენ ამ თემაზე საკმაოდ დიდი ხნის წინ დავწერეთ, ხვიჩას კაპიტნობა კარგი რატომაც იქნებოდა.

საბოლოოდ კარგი გამოდგა ისიც, სანიოლი გუნდს პსჟ-ის ტაქტიკასთან მაქსიმალურად მიახლოებულად რომ ათამაშებს. კი, "კვარა" იდეალური მარცხნიდანაა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილთან პოზიციების ცვლა და მოწინააღმდეგის გაკვირვება კარგად შეუძლია. გიორგი მიქაუტაძე წმინდა ცენტრფორვარდია და მისი ფლანგზე გამოჩენა, როგორც ეს უსმან დემბელეს შემთხვევაში ხდება, სასურველი არაა.

ამასობაში, საქართველოს ნაკრების საბაზისო ტაქტიკაც გამოიკვეთა: 4-3-3. შუა ხაზში ნიკა გაგნიძის გამოჩენა კონკურენციას გაზრდის. დაცვა? ლაშა დვალი ახალ გუნდს კარგად უნდა მოერგოს და დროულად ათამაშდეს - კაშია უკვე წარსულში უფრო უნდა ვახსენოთ, ლუკა ლოჩოშვილი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გააფრთხილეს და ის უფრო სამკაციანი დაცვისთვისაა შესაფერისი. საზონოვი, გელაშვილი - ამ ბიჭებმა უნდა მოუმატონ!..

მოსაგებ თამაშში წარმატებაზე ვწერეთ და როდის უნდა გავიმარჯვოთ "არამოსაგებში?" - ისეთი, ფავორიტი რომ არ ხარ და მხოლოდ გამართლებისა და კონტრშეტევების იმედად არ იქნები. კალენდარზე ეს შეხვედრები ოქტომბერშია, მაგრამ მიდი და ამ ესპანეთის ნაკრებთ რამე დაგეგმე. მაგრამ თურქეთი? სტუმრად უნდა დავუმტკიცოთ, თბილისური ანგარიში რეალობას რომ არ ასახავდა. თურქები სტაბილურობით ვერ დაიკვეხნიან, მათ იქნებ ბულგარეთთანაც (მათ მწვრთნელს ჩვენ კონკურენტებთან წარმატება ვუსურვეთ) დაკარგონ ქულები და პლეი-ოფისთვის გზა გაგვიხსნან. თუ პრესინგზე უფრო თამამები ვიქნებით და უაზრო შეცდომებს არ დავუშვებთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვხედავთ, ნახევარდაცვას რამხელა ძალა აქვს, "ჩაკვე" დროულად უნდა დაბრუნდეს(კიტეიშვილი უფრო მალე მომჯობინდება).

ახლა კი ყველას მადლობა, მამარდაშვილიდან გუნდის ექიმებამდე - ჩვენ ისევ ბრძოლაში ვართ და მოსაგებს ვიგებთ!..

ბესო
იმიტომ მოვიგეთ რომ მამარდაშვილმა 100 % იანი გოლისგან გვიხსნა პირველივე წუთებიდან . ის გოლი რომ გასულიყო ისევე წავაგებდით თამაშს როგორც თურქეთთან დავმარცხდით.
წინ საქართველო
კვარა კაპიტანი ძალიან მოუხდა ნაკრებს, კვარასაც მოუხდა კაპიტნობა. კაპიტანი უნდა იყოს მოედანზე სამაგალითო და ის უნდა გაუძღვეს გუნდს წინ. ჩვენ ვნახეთ კვარა უფრო შემართული და უფრო მოტივირებული. ბრძოლაში წინ აცალგაზდა ძლიერი უნდა მიგიძღოდეს და არა სნეული, ნირწამხდალი, გადალასლასებული. სამივე ბურთის გაშვება ზუსტად ნირწახდომის ბრალი იყო. აღარ შეგიძლია, წაააადიიიი! თურქებთან ასეთ მნიშვნელოვან თამაშს არ წავაგებდით. რავ იყო უკვე გამოსასწორებელია და იმედი მაქვს ჩვენი ბიჭები გამოასწორებენ. თურქეთში უნდა მოვიგოთ აუვცილებლად, ჩვენ ბიჭებს ეს შეუძლიათ.
სონიგი
გულიაშვილი არასწორად აზროვნებს , ისეთი პასები არ გასცა , ფაქტიურად ტაბლოზე დაწერილი წაშალა . ასე მოგებულ თამაშში რომ ასეთ დაბალ ქულას მიიღებ .... იმედია დაფიქრდება და გამოასწორებს , ნაკრები ბოსნიის ლიგა არაა . .
კოტე
ბულგარეთს.
ხვიჩა მაგარია! -s
გოჩოლეიშვილია ეგეთი და არ აყენებენ კაშიასავით არიან ჩაციკლული კაკაბაძეზე. ბიჭი მუნდესლიგაში თამაშობს და ნარკების ძირითადში ვერ ხვდება :) კიდე კაი დვალი არ იყო ფორმაში თორე დარწმუნებული ვარ სერაი ა-ს მოთამაშე გოგლიჩიძესაც არ დააყენებდენ
გოგის
მაგ უაზრო დელიკატურობის გამოა, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან, კაშია რომ დროულად არ წავიდა, ახლა სკამზე გადასვეს და მალე აღარ მიიწვევენ. რომც მიიწვიონ,ხვიჩასთვის კაპიტნობის ჩამორთმევა არ შეიძლება
კაპიტონ შეყილაძე
ვისაც ენდობა სანიოლი ჩანს,მაგრამ ახალი ფეხბურთელებიც უნდა მოისინჯოს!
ქუთაისელი
მადლობა საინტერესო სტატიისთვის. პრობლემური პოზიცია გვყავს დაცვა. აზაროვი როგორც შემტევი მცველი ძალიან მაგარია, მაგრამ დაცვისას ბულგარელები სპეციალურად მასთან მიდიოდნენ, მეორე სართულზე რომ უპირატესობა ჰქონოდათ. მენდეში რომ ყავს პსჟ-ს, დაცვაშიც და შეტევაშიც მაგარი, მასეთ გვინდა. ძმა ხომ არ ყავს იმ მენდეშს, ნეტა?
ხვიჩა მაგარია!
კაკაბაძეს ადგილას გვჭირდება ახალგაზრდა ბიჭი და შეიძლება ითქვას მეტ-ნაკლებად გაახალგაზრდავებულ შემადგენლობას მივიღებთ. რა თქმა უნდა იქნება შეცდომებიც, მაგრამ ბიჭები შეთამაშდებიან და უახლოესი 10 წლის მანძილზე ანგარიშგასაწევი ნაკრები გვეყოლება. დაცვა დაიხვეწება(ლოჩოშვილი მაშინებს მხოლოდ) და ცენტრიც სუპერმოძრავი გვეყოლება ესპანეთივით. ერთი მაგარი მწვრთნელიც (თუნდაც სპალეტის დონის) და წამოვა მოგებები ძლიერ გუნდებთანაც!
gogi
კაშიასთან მიმართებაში ავტორს ცოტა მეტი დელიკატურობა არ აწყენდა.
lasha
როგორც ამბობენ გამარვებულ შემადგენლობას არ ცვლიან მომეწონა ბულგარეთთან. სწორი შემადგენლობა რაც სასიხარულოა. ნახევარდაცვის ნაწილში გამოჩნდენ ძალიან კარგი ბიჭები. ბულგარეთთან სწორედ ეს შეცვალეს. მე იმ აზრზე ვარ რომ ნაკრების ღერძი უნდა იყოს შუახაზი და ეს ნაწილი უნდა დაიტვირთოს მაქსიმალურად. მინიმუმ 5 მოთამაშე უნდა იდგეს. მე პირადად ჩაკვეტაძეს და კიტეიშვილს არ დავაყენებდი შემდეგ თამაშში ძირითადში ჩაკვეტაძე არის შემტევი ნახევარმცველი და როცა ნაკრები აუცილებლად თამაშობს კვარაცხელია -მიქაუტაზის დუეტით. ჩემი აზრით იქ მე-3 შემტევი არაა საჭირო ეს დაასუსტებს შუახაზს და დაცვას. ჩაკვეტაძე უნდა შემოვიდეს მეორე ტაიმში როცა გვჭირდება გოლი.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ