სერბებმა სამხრეთ აფრიკაში ჩასვლის შემდეგ იმდენად ხმაურიანი კომენტარები გააკეთეს, რომ ლამისაა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებად შევრაცხოთ... არა, რადომირ ანტიჩს მართლაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომელსაც რეალურად შეუძლია მუნდიალზე თავის კარგად წარმოჩენა. სერბები მსოფლიოს ჩემპიონატზე

სერბეთი: სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, ვიდიჩი, სუბოტიჩი, კოლაროვი - სტანკოვიჩი, მილიაში - კრაშიჩი, იოვანოვიჩი - პანტელიჩი, ჟიგიჩი.

განა: კინგსონი - პანტსილი, ფორსა, მენსა, შარპეი - კ. პ. ბოატენგი, ანანი - ტაგოე, ასამოა, მუნტარი - გიანი.

არბიტრი: ექტორ ბალდასი (არგენტინა)

სერბებმა სამხრეთ აფრიკაში ჩასვლის შემდეგ იმდენად ხმაურიანი კომენტარები გააკეთეს, რომ ლამისაა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებად შევრაცხოთ... არა, რადომირ ანტიჩს მართლაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომელსაც რეალურად შეუძლია მუნდიალზე თავის კარგად წარმოჩენა. სერბები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას განასთან მატჩით იწყებენ. აფრიკელებს მიკაელ ესიენი რომ ჰყავდეთ, სულ სხვა გუნდი ეყოლებოდათ, მაგრამ არც თავიანთი კაპიტნის გარეშე დარჩენილები ფიქრობენ იმაზე, რომ ჯგუფში ჩარჩებიან. მეტიც: სერბების დარად, განელებიც ძალიან მოტივირებულები ჩანან და მინიმუმ მეოთხედფინალს (!) უმიზნებენ.

რაკი ასეა, პრეტორიაში გასამართი ამ შეხვედრისგან, წესით, დიდი სიამოვნება უნდა მივიღოთ. პირველ რიგში ხისტი და დაუნდობელი ბრძოლაა მოსალოდნელი, რადგან განა ისედაც ფიზიკურ სიძლიერეზე დაყრდნობილი გუნდია და არც სერბები თამაშობენ მაინცდამაინც მსუბუქ და ჰაეროვან ფეხბურთს.

სერბეთის ნაკრები ყველა პოზიციაზე ძალიან კარგადაა დაკომპლექტებული. ანტიჩის გუნდის დაცვის ცენტრში მანჩესტერელი ნემანია ვიდიჩი და დორტმუნდელი ნევენ სუბოტიჩი ბევრი თავდამსხმელისთვის გადაულახავ ზღუდეს ქმნიან. დაცვის მარჯვენა ფრთაზე ჩელსელი ივანოვიჩი თამაშობს, მარცხნივ კი, უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი ალექსანდრ კოლაროვი. ნახევარდაცვის "შეფი" დეიან სტანკოვიჩია, ფლანებიდან მილოშ კრაშიჩი და მილან იოვანოვიჩი უტევენ, წინა ხაზზე კი, ანტიჩს ყოველთვის აყლაყუდა ნიკოლა ჟიგიჩი და მარკო პანტელიჩი ჰყავს ხოლმე გამწესებული. სერბები განის ნაკრებიდგან კევინ-პრინს ბოატენგს უნდა უფრთხილდნენ. ეს უკანასკნელი ძალიან უხეში საყრდენი ნახევარმცველია...

გოტფრიდ ლენცი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა