Sports Orient-ის ორგანიზებით თბილისში საფეხბურთო ლეგენდების მონაწილეობით კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. ამჯერად შეხვედრა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის - დინამო თბილისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად თბილისს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის, აიაქსის ლეგენდების გუნდი ესტუმრება. ამსტერდამელები ამხანაგურ შეხვედრაში დინამოს ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდებიან. მატჩი 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას ორივე კლუბის მხრიდან სხვადასხვა თაობის გამორჩეული მოთამაშეები მიიღებენ.

ოთო მუმლაძე, Sports Orient-ის დამფუძნებელი - “ჩვენმა კომპანიამ მსგავსი ტიპის მატჩების ორგანიზებაში უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა, თუმცა აღნიშნული შეხვედრა მაინც განსაკუთრებულ სტატუსს ატარებს. ამსტერდამის აიაქსი მსოფლიო ფეხბურთის გრანდია და როდესაც ასეთი კლუბი საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობს, ეს ძალიან დიდი პატივია. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რამხელა კვალი დატოვა დინამო თბილისმა 100 წლის განმავლობაში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ჩვენი კომპანიის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო როგორც დინამო თბილისს ნდობისთვის, ასევე ამსტერდამის აიაქსს და ყველა იმ კომპანიასა თუ ადამიანს ვინც ამ მატჩის ორგანიზებაში იქნება ჩართული. მჯერა, რომ ჩვენს მიერ ორგანიზებული სხვა შეხვედრების მსგავსად გულშემატკივარს ახლაც დაუვიწყარ ემოციებს ვაჩუქებთ.”

რომან ფიფია, დინამო თბილისის პრეზიდენტი - “ჩვენი კლუბის ისტორია უკვე ერთ საუკუნეს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში დინამომ მის გულშემატკივარს უამრავი დაუვიწყარი მომენტი აჩუქა. მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან თარიღს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბთან ერთად აღვნიშნავთ. როდესაც კლუბის იუბილეზე ასეთი რანგის გუნდის ჩამოდის სტუმრად ეს ძალიან დიდი დაფასებაა. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ორგანიზატორებს, ასევე თავად ამსტერდამის აიაქსს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი გამორჩეული საფეხბურთო საღამო ელის.”

დენი ბლინდი, აიაქსის ლეგენდების გუნდის მთავარი მწვრთნელი: დიდი პატივია, რომ დინამო თბილისმა 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მატჩზე მიგვიწვია. მოუთმენლად ველით ულამაზეს ქალაქ თბილისში სტუმრობას და დინამო არენაზე თამაშს.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 15 სექტემბერს TKT.ge-ზე დაიწყება. ბილეთები შემდეგ საფასო კატეგორიებში იქნება ხელმისაწვდომი - 10, 15, 20, 25 და 30 ლარი.

ღონისძიების გენერალური სპონსორი Crocobet გახლავთ, პარტნიორი კი, Smartsoft.

fcdinamo.ge

დათო
კლასვიკი მართალია
Simartle
აქ ვინც მივა სტადიონზე ან ნათესავი იქნება ან კიდე ვერ იქნება თავის ჭკუაზე დინამო თბილისი გაქრო რომან ფიფიამ ევროპული ფეხბურთიდან!!!არც ყიდის არც თვითონ ხედავს და კი დაგვიანდა მთელი ერი და ბერი...
ცისკარა
ვინ ლეგენდებმა უნდა ითამაშონ? თუ 80 წლის დინამოელები გავლენ - კი ბატონო, გაბელია და გუცაევი ალბათ ჯერ კიდევ არიან ფორმაში, მარა მაგათ მერე ვინ გვყვავდა ლეგენდა, მერებაშვილი თუ გოგიტა გოგუა?:)
ჭინჭრაქა
გვეღადავებიან.))) თანაც რა შუაშია საერთოდ აიაქსი დინამოსთან? კლაკსვიკი მაინც მოგეწვიათ, რა თქვენი დონეა აიაქსი?
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
[VIDEO] მიქაუტაძის 18 წუთი ყოფილ გუნდთან - "ვილიარეალი" "აიაქსთან" დამარცხდა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "აიაქსთან"?
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა