პოლონეთში ქალაქ ჩეხანოვოში 1994-1995 წლებში დაბადებულ ძალოსანთა ევროპის პირველობაზე რამინ შამილიშვილმა მე-5 ადგილი დაიკავა
პოლონეთის ქალაქ ჩეხანოვოში დაიწყო 1994-1995 წლებში დაბადებულ ძალოსანთა ევროპის პირველობა, რომელშიც საქართველოს ხუთი წარმომადგენელი მონაწილეობს.

გუშინ ფიცარნაგზე 56 კილოგრამი წონითი კატეგორიის ვაჟები გავიდნენ. ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას საერთაშორისო ტურნირების ჩაქველი დებიუტანტი რამინ შამილიშვილი იცავდა. ერთი თვის წინათ საქართველოს ლიგის გათამაშებაზე მან 90 კილოგრამი აიტაცა და 115 კილოგრამი აკრა.

პოლონეთში რამინმა ორივე მოძრაობაში თავისი საუკეთესო შედეგები გაიმეორა. მართალია, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვანო გრიქუროვმა და ჭაბუკთა ნაკრების თავკაცმა ზურაბ ანთაურმა მესამე ცდებზე მისთვის, შესაბამისად, 92 და 119 კილოგრამი შეუკვეთეს, მაგრამ ქართველმა ათლეტმა მათი დაძლევა ვერ შეძლო.ამის მიუხედავად, ორჭიდში 205 კილოგრამს მოუყარა თავი და მე-5 ადგილი დაიკავა, სპეციალისტები კი მეშვიდე-მერვე ადგილებს ვარაუდობდნენ.

წონის ფავორიტად თურქ ოქან იილმაზს მიიჩნევდნენ,რომელსაც აქამდე ორჭიდში 230 კილო ჰქონდა დაძლეული. გუშინ იგი სხვებმა დაჩრდილეს. განსაკუთრებით აზერბაიჯანელმა პაშა იბრაჰიმლიმ იყოჩაღა: მან ერთბაშად სამი ოქროს მედალი მოიხვეჭა - ატაცში (105 კგ), აკვრასა (128) და ორჭიდში (233).

ორი მოძრაობის ჯამში დიდი ვერცხლის მედალი ხვდა რუს ასალი აბდულგაშიმოვს, რომელიც გამარჯვებულს 9 კილოთი ჩამორჩა. მანვე ატაცსა (98) და აკვრაშიც (126) მეორე ადგილები დაიკავა. ორჭიდში 217 კილოგრამით მესამე იყო იტალიელი მიჩელ დი ჯუსტო. მასვე აკვრაში (121) ბრინჯაო ერგო, ხოლო ატაცში მესამე ადგილზე თურქი მუამარ სანინი (97) გავიდა. წონის რეიტინგფავორიტი იილმაზი (211 კგ) მეოთხე ადგილით დაკმაყოფილდა.

დღეს ჩეხანოვოში 62 კილოგრამი წონითი კატეგორიის ვაჟები იასპარეზებენ. ჩვენგან მედლებისთვის ქუთაისელი შოთა მიშველაძე იბრძოლებს. შარშან მან მსგავს შეჯიბრებაზე, ოღონდ 56 კილოში, ერთი ვერცხლისა (ატაცში) და ორი ბრინჯაოს (აკვრასა და ორჭიდში) მედალი დაისაკუთრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა