ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა გიორგი მიქაუტაძემ, რომლის „ვილიარეალმა“ პირველ ტურში, ლონდონში „ტოტენჰემთან“ მარცხი განიცადა - 0:1.

ვერ ვიტყვით, რომ მასპინძლები განსაკუთრებულად დომინირებდნენ, გოლი მეკარე ლუის ჟუნიორის კურიოზული შეცდომის შედეგად გაიტანეს. საერთოდაც უნდა ითქვას, ამ სეზონში ბრაზილიელი საიმედოობით არ გამოირჩევა. სტუმრებმა სამი მომენტი ვერ გამოიყენეს, პარტნიორებს მიქაუტაძისთვის გადაცემის გაკეთება უჭირდათ, ბურთის დასაუფლებლად მოედნის სიღრმეში უწევდა ჩასვლა, თუმცა მაინც მიეცა შანსი, როდესაც 84-ე წუთზე მეურვეებს დაუსხლტა, მეკარესთან პირისპირ გადიოდა და მცველმა მიკი დე ვენმა საჯარიმოს წინ წააქცია, თუმცა სლოვენიელმა მსაჯმა რადე ობრენოვიჩმა ნიდერლანდელის მიერ წესების დარღვევა ბოლო იმედის ჯარიმად არ ჩათვალა, გაძევება საჭიროდ არ მიიჩნია და მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.

გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.8, flashscore 6.2, whoscored 6.0.

„ვილიარეალი“ მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 1-ელ ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „იუვენტუსთან“ ჩაატარებს, იქამდე კი ლა ლიგაზე სამი დაპირისპირება აქვს: „ოსასუნასთან“, „სევილიასთან“ და „ატლეტიკთან“.

ხაშურსკი
მა არ იყო, გასაძევებელი იყო მა ეგ შობელ .... ისე ვერ ითამაშა ჟორჟიმ სართოთა.
ეზო
კი უეჭველი წითელი იყო რადგან პირტაპირ ფეხბურტელზე ნადირობდა ორივე საერთოდ ბურთის სიახლოვეს არ იყო არცერთი და მიზანმიმართულად რაგბის ილეთით წააქციეს ... მაგრამ არაფერს შეცვლიდა ეგ წითელი.....

პირდაპირ რომ წასულიყო,წინ მეკარე ხვდებოდა და ბურთთან მეორე კონტაქტამდე,შესაძლოა მეკარეს დაესწრო,ბურთზე მისვლა.აღარც მანევრის საშუალება ექნებოდა,რადგან ორ მცველს შორის გაიჭედებოდა და მცველებს,წესების დარღვევაც კი არ დასჭირდებოდათ,კორპუსებით შეაჩერებდნენ ბურთისკენ სვლას.მსაჯები აშკარად ხელის კვრის,ან ფეხში დარტყმის გარეშე,პენალტებს აღარ ნიშნავენ.მეორე მხარეს თუ გაიგდებდა ბურთს,მეორე მცველს,მასზე უკეთესი სიჩქარე ჰქონდა აკრეფილი და მეკარესაც შეიძლებოდა გაგდებულ ბურთზე ეთამაშა.ასე რომ ის გზა რომელიც აირჩია,ვფიქრობ ყველაზე სწორი იყო,უბრალოდ მთლად ზუსტად ვერ გაიგდო ბურთი,თუმცა მცველი მაინც დაიჭერდა კორპუსზე,მაგრამ სავარაუდოდ,უკვე საჯარიმოში.სუფთად წინ გასვლისათვის,სისწრაფე არ ეყო.

კარგი პოსტია და ინტერესით წავიკითხე.ეცადე ხშირად წერო ხოლმე,ყოველთვის სიამოვნებით გავეცნობი.ორსიტყვიან პოსტებს,ნამდვილად მირჩევნია ანალიზის,თუნდაც მცდარის წაკითხვა,რადგან რაღაცა მაინც იქნება აზრიანი და საინტერესო.თქვენი პოსტი კი,მართლაც კარგია.ვილიარეალმა მთავარი თავდამსხმელი დაკარგა და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდნენ მიქაუტაძეზე.მხოლოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ მივიდა გუნდში და რა თქმა უნდა ერთმანეთს ჯერ კარგად ვერ იცნობენ,ეს კი,მაღალი კლასის გუნდში,მისივე დონის მეტოქეებთან თამაშში,საკმაოდ დიდ უხერხულობებს უქმნით.კვარას შემთხვევაშიც ასე არ იყო? ერთად ნათამაშები საკმაო დროა საჭირო,რომ ერთმანეთი იგრძნონ და თამაში დაალაგონ.მით უფრო,რომ ჟორჟს მათთან მოსამზადებელი პერიოდი არ გაუვლია და პირდაპირ ჩემპიონატის მიმდინარეობისას შეუერთდა ვილიარეალს.თავდამსხმელებს ჩვეულებრივ ცვლიან ხოლმე,თამაშის ბოლოს,მიქაუტაძე კი,ბოლომდე ათამაშეს.ეს ალბათ იმიტომ,რომ არც მასზე უკეთესი ჰყავთ და თანაც, ცდილობენ მალე შეეჩვიოს,სათამაშო სქემას და პარტნიორებს.
რუსის-ურბნისი
ძაან გვერდზე გაიგდო ამანაც, როცა შეეძლო პირდაპირ კარისკენ წასულიყო - 1 მეტრს მაინც მოიგებდა და იქნებოდა პენალტი; 2.ჟორჟი საჯარიმოს ფორვარდად მიმაჩნია და ამისგან ნახევარდაცვაში კარ თამაშს ითხოვენ; 3. აიაქსი არ გამეორდეს ემანდ; 4. "ვილიარეალი ასეთი" სუსტი არასოდეს მინახავს, იბრძოპდა მაინც ძველად, თორემ ვარსკვლავებს არასოდეს წყვეტდა
ავთო
საერთოდ არ ვუყურებდი ვილარეალს, ვის დაკარგვია, ერთი უშინაარსო უსისტემო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. მეშინია აიაქსის პრეცედენტი არ გამეორდეს. მოკლედ მონაკოზე უარის თქმა და იმ ლიონში წასვლა საიდანაც ერთხელ გაგაგდეს, შეცდომა იყო. ახლა მეორედაც გააგდეს, და ზამთრის ტრანსფერებზე იჯარით რომ დაბრუნდეს ლიონში, დარწმუნებული ვარ გაასამებენ და ისევ გააგდებენ. ძალიან ცუდია ფეხბურთელისთვის ყოველ წელს კლუბის ცვლა.
მერა რა
ვილიარეალის თამაშისთვის განსაკუთრებით არასდროს მიმიდევნებია თვალყური გიორგის იქ გადასვლამდე და რაც ბოლო 2 თამაშის მიხედვით შეიძლება იქთვას არის ის, რომ 1) ცენტრალური ნახევარდაცვა ძალზედ ნელია, როგორც მეტოქის, ასევე საკუთარი შეტევების წარმოებისას. ასევე ბევრი ორთაბრძოლა წააგეს ცენტრალურ ზონაში, რამაც ტოტენჰემის საგრძნობი უპირატესობა განაპირობა 2) შეტევაში ფლანგებზე ბუკანანისა და პეპეს სახით სხარტი და ტექნიკური ფეხბურთელები ყავს, თუმცა ერთი საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებითაა დაკავებული (ვგულისხმობ პეპეს), ხოლო მეორე გადამწყვეტ მომენტში გამამწვავებელ პასს არ ან ვერ აკეთებს. 3) უსუსტესი მეკარე ყავთ, რაც გამოჩნდა. გუშინდელ მატჩში ის უაზრო გოლი რომ არა 1 ქულას მაინც წამოიღებდა ესპანური გუნდი, იყო ასევე მომენტი, როდესაც გამოსვლაზე ძალზედ არადამაჯერებლად ითამაშა და უბრალოდ გაუმართლა, რომ გადმოვარდნილ ბურთზე ტოტენჰემის არცერთი ფეხბურთელი არ აღმოჩნდა (მამარდა მაინც წაიყვანონ იჯარით:)). 4) 4-4-2 არის სასტარტო ტაქტიკა და ამ პირობებში მწვრთნელი ათამაშებს მაღალ პრესინგს, შესაბამისად 2 ფორვარდს უწევს 4 მცველის დაპრესინგება, რაც მაღალი დონის გუნდთან შეხვედრაში სრული უაზრობაა, ჯერ იმიტომ, რომ შემტევები უქმად ხარჯავენ ენერგიას და მერე იმიტომ, რომ პრესინგის დაძლევისთანავე მოდის სწრაფი და სახიფათო შტევები, უკან კი ზონების სათანადოდ შევსება ვერ ხდება, რის გამოც მადრიდის ატლეტიკოსთანაც დაისაჯნენ. 5) ბევრ უაზრო და სახიფათო პასს აკეთებენ მცველებიც და ნახევარმცველები ფაქტიურად კართან ზურგით მყოფნი. ასეთი პასის შედეგანგ გავიდა პირველი გოლი მადრიდში და ტოტენჰემთანაც ბევრი მსგავსი შეცდომა იქნა დაშვებული. გუშინ ჩანდა, რომ გიორგი მხოლოდ მაშინ იღებდა ბურთს, როცა სირღმეში ამოდიოდა, სხვაგვარად ბურთი მას არ მისდიოდა, რაც ასევე ნახევარდაცვის ხაზის პრობლემაზე მიუთითებს, რომელიც ვერ იჭერს ბურთს და ვერ ამარაგებს პასებით თავდასხმის ხაზს, შეტევაში სწრაფად არ გადაადგილდებიან,ამიტომ არ თავისუფლდება ზონები, რაც ფორვარდების სწრაფ შერბენას გახდიდა შესაძლებელს. მოკლედ, ძალიან ბევრი სამუშაო აქვს პირველ რიგში სამწვრთნელო სტაფს და შემგომ ფეხბურთელებს. მსგავსი თამაშით ჩემპიონთა ლიგაზე ფონს ვერ გავლენ, ხოლო ლა ლიგას უკეთეს შემთხვევაში ათეულში თუ დაასრულებენ და შესაბამისად ევროტურნირების საგზური უკან მორჩებათ. მიქაუტაძის მომენტს რაც შეეხება - რადგან წესების მიხედვით კარისკენ სახით მოძრავ ფეხბურთელს თუ წააქცევს ბოლო მცველი ასეთ შემთხვევაში შესაძლოა წითელი ბარათის ჩვენება, გიორგიმ ბოლო მომენტში ბურთი მარჯვნივ წაიღო და შესაბამისად ფლანგისკენ უფრო მოძრაობდა და არა კარისკენ სახით, რამაც არ მისცა მსაჯს ტოტენჰემის მცველის გაძევების მყარი საფუძველი, 50/50 ზე შემთხვევეში კი მასპინძელი გუნდის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და რომც ეჩვენებინა წითელი ბარათი ძნელად წარმოსადგენია ვილიარეალს 5-7 წუთში ამით ესარგებლა, გამომდინარე იმ თამაშიდან,რაც გუნდმა გუშინ აჩვენა.
nkel
სავარაუდოდ არ იყო გასაძევებელი, ჯერ ერთი მეორე კაცი დაზღვევაზე მიზდევდა, მეორეც ბურთი გვერდულად გაიგდო , პირდაპირ კარზე რო წასულიყო უფრო მაღალი ალბათობა იყო წითელი ბარათის
დავით სალუქვაძე
საგოლეზე გადის, - გასაძევებელი იყო

ახალია,ჯერ არ იცნობენ.ნდობა და ურთიერთგაგება,თანდათან მოდის.გუნდში სანაკრებო პაუზის შემდეგ მივიდა და ორ დღეში თამაში ჰქონდათ,მერე,ეს თამაში.სულ რამდენი ვარჯიში მოუწევდათ ერთად?სხვა გუნდებში დაახლოებით თვენახევარი სჭირდებოდა ხოლმე,გოლების გატანის დასაწყებად.ეს უფრო მაღალი კლასის გუნდია და სავარაუდოდ,უფრო ადრე გაიტანს,პირველ გოლს.მერე კი,ყველაფერი გაადვილდება.თვითონ თამაშში კი,ხავი სიმონსს,ულაპარაკოდ ეკუთვნოდა მეორე გაფრთხილება,რაც ავტომატურად გაძევებას ნიშნავდა.შეიძლება ითქვას,რომ საკვანძო მომენტებში მსაჯმა ლიბერალიზმი გამოიჩინა,ტოტენჰემის სასარგებლოდ.
რეალისტი
ძალიან ძლიერი გუნდები შეხვდნენ ვილიარეალს, თან გასვლაზე თამაშობდნენ, თან შეუთამაშებლობა ახალ გუნდთან. დასკვნების გამოტანა ნაადრევია, ვერ ვიტყვი, რომ ლიონზე სუსტი გუნდია. ამის შემდეგ რიგით თამაშებში წესით უფრო უნდა მიეცეს შანსები და წარმატება ვუსურვოთ.
art
ამ ორი მატჩით თუ ვიმსჯელებთ, ვილარეალი შეტევაში ძალიან პრიმიტიულად თამაშობს, არ ჩანს კომბინაციური ფეხბურთი, ყველა თავისას აწვება, მინდვრის ხედვა სუსტი, პასის კულტურა დაბალი. ამიტიმ ღებულობს ბურთს ჟორჟი ასე იშვიათად. მიქაუტაძე აღემატება კლასით მაგ გუნდს - ლიონიდან წასვლაზე დათანხმბა შეცდომად ჩანს ამ ეტაპზე (იმედი მაქვს მაინც, რომ ვილარეალი გამოასწორებს თამაშს), თუ მიდიხარ, უკეთეს გუნდში უნდა გადახვიდე, ან დარჩე იქ, სადაც ხარ. საერთოდ ეს ბავშვური, ზედმეტი ერთგულება ლიონის მიმართ ცუდ სამსახურს უწევს მიქაუტაძეს ჯერ საფრანგეთსი უკეთეს გუნდებზე თქვა უარი ლიონის გამო, ახლა ლიონის გადასარჩენად აქ გადასვლას დატანხმდა , იგივე ფოფანამ, მაგალითად კადეგორიულად უარი თქვა წასვლაზე. ვნახოთ, იქნებ მართლა გამოასწოროს გუნდის თამაში მარსელინიომ.
Lasha
ესეთი არაფერი მინახავს! პასს საერთოდ არ აძლევდნენ!
რაგბის ფანი
ეგოისტებით სავსე გუნდში გადავიდა. 2 თამაშში 10 ჯერ შეირბინა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ თანაგუნდელებმა ერთხრლაც არ შეაყოლეს ბუთრი. რამდენიმე ისეთი მომენტიც იყო, როცა მიქაუტაძისთვის პასის მიცემის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობდა, მაინც არ აძლევდნენ და კარგავდნენ ბურთს. ზოგადად, ფეხბურთელებს ინტელექტის პრობლემა აქვთ, მცირე გამონაკლისის გარდა.
ესტატე კელენჯერიძე
ჯერ უჭირს ადაპტაცია,თუმცა აქტიურია,იმედია უახლეს მატჩებში შედეგიანობით გამოირჩევა,წარმატებები!
უფროსი
გასაძევებელიც იყო და პენალტიც უნდა დაენიშნა. ჭიდაობა საჯარიმოს გარეთ დაუწყო, მაგრამ უკვე საჯარიმოში ხელით წააქცია.
ufrosi. 100% გასაძევებელი იყო
https://x.com/escribano_cesar/status/1968055081766633771
კი
გასაძევებელი იყო
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" "მონცასთან" ფრეს მიაღწია და ისევ ლიდერია
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" მნიშვნელოვანი მატჩი წააგო
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუის ენრიკეზე უარი ამის გამო თქვა" - რას წერს ბრიტანული პრესა ესპანელ სპეციალისტზე?
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
"ჭიქისთვის რომ დამეხედა, რა თქმა უნდა, ხელში არ ავიღებდი" - "ტოტენჰემის" მწვრთნელმა თავი იმართლა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
"რეალის" მეკარე შეიძლება "ტოტენჰემში" გადავიდეს
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
[VIDEO] ლამაზად შეუსრულა. მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "ვილიარეალმა" ისევ გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ალავესთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი, საგოლე პასი და ხელიდან გაშვებული დუბლის სუპერშანსი - "ვილიარეალმა" "ელჩეს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ელჩესთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს