ოპერაცია წმინდა იანუარი 2

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე SKY Sport-თან განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას უფასოდ პსჟ-ში გადასვლის სიამოვნებას ვერ მიანიჭებდა, რაც ფიფას მე-17 მუხლით შეიძლებოდა:

„მნიშვნელოვანი იყო ანტონიო კონტეს ქალაქის ვნება შეეგრძნო. ნეაპოლი ყველა ასპექტში ნამდვილი დედაქალაქია და აქ თავს სულ სხვა ადამიანად ვგრძნობ. თუ აქედან ნაბიჯს გადავდგამ, გერკულანუმში (ქალაქი კამპანიაში, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა) მოვხვდები. პომპეიში ჩემს წინაშე ამალფის მთელი სანაპირო ჩანს. ეს იტალიაში ყველაზე ლამაზი ქალაქია და კონტეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მიუხედავად ჩვენი ყველა ინციდენტისა, მან გუნდის გადაწყობა მოახერხა. რა თქმა უნდა, „კვარას“ წასვლას, შესაძლოა, განიცდიდა, მაგრამ მე მე-17 მუხლის გამო არ შემეძლო გამერისკა და ფეხბურთელისთვის, მისი მამისთვის და აგენტისთვის სიამოვნება მიმენიჭებინა. შემდეგ სან ჯენარო (წმინდა იანუარი) დაგვეხმარა და ჩვენ გავიმარჯვეთ“.

ცოფიანი სპილო
ეგ რა გველია, კი გავიგეთ, მაგრამ ნეაპოლი რა "დიდებული" ქალაქია, ბევრმა არ იცის, სავსეა ვირთხებით და ნაგვით, წვრილმანი ქურდობაც გავრცელებულია, ძალიან დეპრესიული რეგიონია ზოგადად, ასე რომ ხვიჩას წასვლა დროის საკითხი იყო, და ფულის, რა თქმა უნდა, რომელიც ლავრენტას ძალიან უყვარს, ფეხბურთზე გაცილებით ძლიერად
პეტუხი კრიშტიანუ
ვააახ ჩემი რა ბრიყვი ხალხია,რამდენი ხანია ვამბობ ,მაგრამ ვერაფერი შევაგნებინე ამათ,მთელი მაფია ჩალიჩობდა კვარას გადსაყვანად პუსუჟუში,თქვენ გგონიათ ჯუღელმა მოაგვარა ეგ?კონტრაქტზე ხელმოწერის სურთები მაინც ნახეთ რა ხალხი დგას იქ?!ვიღაც ალბანელი მაფიოზები და ა.შ. ან თავად კვარას აზრი იცით,დარწმუნებული ხართ რომ ნაპოლიში დარჩენა არ უნდოდა???
დდდ
წმინდა იანუარიუსის კეთილგანწყობა რომ მოეპოვებინა, დუდუ ეუსებიოს ყიდვას დაპირდა დონ ვიჩენცოს და ნეაპოლს, შენ კი მუქთად ნაპოვნი კვარასებიო მამასისხლად გაყიდე, კვარას კუთვნილი მედალი შეუსანსლე და კიდევ გამარჯვებებს გეგმავ?!... რა მისი ბრალია,მაგრამ გუშინ რომ დი ლორენცო არაფრის გამო გაგიგდეს, არაფერი გენიშნა?!... ჰერკულანიუმში არ ვიცი როგორაა, მაგრამ ჩვენში, კაცი (ნუ, ქალიც) როცა იგრძნობს, რომ მეორე ფეხზეც ცხვარი გამოეპარა, შეცდომების გამოსწორებას და პატიების გამოთხოვნას ცდილობს... ნეტავ, ვინმე გითარგმნიდეს...

კვარა რაც არის,ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება და არაფერს ვიტყვი,მაგრამ მესხსა და მეტრეველს,მსოფლიოს საუკეთესო ფრთებს რომ უწოდებენ,მიხეილ მესხს,არგენტინაში ტანსაცმელს რომ შემოახევენ და მთელი სტადიონი მის სახელს სკანდირებს,მაგის დავიწყება შეიძლება?!მესხის გარდა ყოფილა,რომ გულშემატკივრები ტაიმების მიხედვით იცვლიდნენ დასაჯდომ ადგილს სტადიონზე და საითაც მიშა მესხს უნდა ეთამაშა,იმ ტრიბუნაზე გადადიოდნენ?ასეთი რამე,ჯერ კვარაზეც არ მომხდარა და იმედია მომავალში,ამასაც ვნახავთ.კვარა ევროპაში თამაშობს და ყოველდღე ყველა ხედავს,მაშინდელი ჩვენი ფეხბურთელები კი,წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თამაშს ატარებდნენ ევროპაში და იმ ორიოდე თამაშით ასეთ სახელს რომ დაიგდებ,რაღაცას კი უნდა ნიშნავდეს.მესხი,მეტრეველი,ყიფიანი,კიდევ სხვა ბევრი ქართველი ფეხბურთელი,ევროპაში რომ წასულიყვნენ,სუპერვარსკვლავები იქნებოდნენ და სახელიც გაცილებით დიდი ექნებოდათ.ვოვა გუცაევს კონტრაქტის ფურცელი დაუდეს წინ და ნებისმიერი თანხა ჩაწერეო!წყობა იყო ისეთი,ვერ წავიდოდა,თორემ საბჭოთა ბრაზილიელებს არავინ დაარქმევდა,ქართველ ფეხბურთელებს,არც ბორის პაიჭაძეს დაარქმევდნენ,ფეხბურთის კარუზოს და არც საშა ჩივაძეს,პროფესორს.სსრკ ჩემპიონატი,ევროპაში 5-6 ადგილს იკავებდა,რეიტინგით და აქაური ვარსკვლავები,იქაურ ვარსკვლავებს არ ჩამორჩებოდნენ.ევროპის ჩემპიონებიც გვყავს და ოლიმპიურიც.კვარა დღეს არის ჩვენი მზე და ვარსკვლავი,მაგრამ მისი ტალანტი,სწორედ იმ ძველი ვარსკვლავების საფუძველზე ამოვიდა და გაიფურჩქნა.ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომებაო და კვარას სიმაღლეც,მისი წინამორბედებიდან იზომება. პ.ს.გუშინდელ კომენტარებში წერდნენ,მის თამაშში,ყიფიანის ხელწერას ვხედავო!რაღაცა საერთოს მეც ვხედავ.ბურთის ფეხის წვერით ჩამოხსნა,მანუჩარ მაჩაიძეს მახსენებს,უფრო ადრე კი,ავთანდილ ღოღობერიძეს სცოდნია,მაღალ ბურთს,ფეხის წვერით მისწვდენოდა და პირდაპირ მიწაზე დებდაო.ორ კაცს შუა გაძვრება და ვოვა გუცაევია,ხუთ კაცს მიალაგ-მოალაგებს და სიომა ბარქაია გვახსენდება,რომლის სურათიც,ბურთით რომ მიდის და გარშემო 5 მეტოქე წევს მიწაზე,ალფრედო დი სტეფანოს რომ აჩვენეს,ეგეთ რამეს,მე ვერ ვაკეთებდიო,ალალად უპასუხა!ბარქაია კი აკეთებდა და აგერ,კვარაცხელიამაც,8 კაცი გააცურა,ატალანტასთან!დიახ,ესტაფეტა კვარამ მიიღო და დღეს ის ქმნის საოცრებებს.მის წინაც იყვნენ და მის კვალზეც იქნებიან!
გიორგი 3
სულ არ მინდოდა, მაგრამ ამ კაცმა განმაწყო ნაპოლის წინააღმდეგ, თავისი უმადურობით.

მგონი გავიწყდებათ,რომ გასული სეზონის პირველ თვეს,2024 წლის სექტემბერში,კვარა თვის საუკეთესოდ დაასახელეს.იტალიაში რომ გადავიდა,უკვე მეორე -მესამე თვეს ლაპარაკობდნენ იმაზე,რომ ნაპოლი კვარას დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა და გულშემატკივრები ღმერთს ევედრებოდნენ,ნაპოლიში რაც შეიძლება დიდხანს დაერჩინა.დე ლაურენტისსაც კარგად ესმოდა,რომ ვერ დაიტოვებდა,თორემ ისეთი უჭკუო ნამდვილად არ არის,რომ ვერ მიმხვდარიყო,ხელფასის მომატებას.რაკი იცოდა და ნეაპოლელ გულშემატკივრებთან ამის აღიარებას ერიდებოდა,ასეთი პოზიცია დაიჭირა.სანამ საშუალება ჰქონდა,ბოლომდე გამოწურა კონტრაქტის ვადა,და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს,მაქსიმალუ ფასად გაუშვა კვარაცხელია.რომ არ გაეშვა,ზაფხულში,სულ დაახლოებით 4,5-5 მილიონად მოუწევდა მისი გაშვება.თაღლითია,ვირეშმაკაა,მაგრამ უტვინო ნამდვილად არ არის და ბოლო კაპიკამდე გამოწურა კვარასგან,რაც შეიძლებოდა გამორჩენოდა.ეს ჩვენი პოზიციიდანაა მისი საქციელი სრულიად ამორალური,თორემ მისი პოზიციიდან,მისი ყველა ნაბიჯი,სრულიად ლოგიკურად მოჩანს.რის საშუალებასაც კონტრაქტი აძლევდა,ყველაფერი ბოლომდე გამოიყენა და მერე,მაქსიმალურ ფასად გაყიდა.დე ლაურენტისი,პირველ რიგში ბიზნესმენია და ისე მოიქცა,როგორც ბიზნესმენი.ცივი გონებით!უნდა ვაღიაროთ,რომ საკუთარი ინტერესები,ბრწყინვალედ დაიცვა,თანაც კანონის ფარგლებში.ჯუღელს და სხვა ქართველ აგენტებს,მშვენიერი გაკვეთილი ჩაუტარა და კარგი იქნება,თუ ამ გაკვეთილს კარგად გააანალიზებენ.შეიძლება ითქვას,რომ ხვიჩა კვარაცხელია,ქართული ფეხბურთის ყინულმჭრელია,რომელიც გზას უკვალავს,სხვა ნიჭიერ ახალგაზრდებს,მისი ეს გამოცდილებაც უნდა გაითვალისწინონ,რომ ისინიც ჩიხურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ.

ratom ადარებთ, კვარამ ბევრს მიაღწია ,მსოფლიო დონის ფეხბურთელი და ჩვენი სიამაყეა, მაგრამ პაიჭაძეს , მესხს და ყიფიანს საქართველოში აქვთ ოლიმპზე უმაღლესი ადგილი , საიდანაც ვერავინ დაძრავს. მაგრამ სხვებსაც მიიღებენ. ღმერთმა ქნას, ბევრი ავიდეს.
ირაკლი ქუთაისელი
უყურე შენ ამ ბებერს რას ბოდავს? მაგას რომ ნამუსი ქონოდა პირველი სეხონის შუაში უნდა შეეთავაზებინა ახალი პირობები მაგრამ ვაჭრუკანულ სულს ვერაფერი მოუხერხა.
გიორგი
და თქვენ მართლა გონიათ ამხელა კლუბების მენეჯერები მწვრთნელები ფეხბურთელის შეფასებაში ცდებიან? აღარ უნდოდა ხვიჩას ნეაპოლში თამაში და მართალს ამბობს ლავრენტა უფასოდ წავიდოდა
ნაპოლი ნაგავსაყრელია
რისი ნაპოლი და ფინალი? არარაობა გუნდია- ეაენი შემდეგ ეტაპზეც ვერ გადავლენ. იმიტომ გაახსენდა ხვიჩა ამ ბებერ კუილას
ჟორა
საინტერესო იცით რა არის? ყველა ასეთი სირია იტალიურ ფეხბურთში? განდონო, ფეხბურთელმა რომ მე-17-ე მუხლი არ აამუშაოს მისი გაყიდვის მოსწრება კი არაა აუცილებელი, არამედ დროზე გაუფორმო ღირსეული ხელშეკრულება და და მისცე ღირსეული გასამრჯელო. ისე კი კვარამ და ქართველებმა შენი დასირებით დიდი მოგება ვნახეთ. ანაზღაურებაც შესაფერისი აქვს კვარას და 5 ტიტულიც მოიგო ერთ სეზონზე. ნაპოლი კი 5 ტიტულს ერთ სეზონში კი არა, შენს სიცოცხლეში ვერ მოიგებს.
მერა რა
პსჟ - ნაპოლი მსურს ვიხილო ჩემპიონთა ლიგის ფინალში და აი იქ მსურს მთელი დაგროვილი სიბრაზე სპორტულად გადმოანთხიოს ხვიჩამ და დე ლაურენტისს აყურებინოს ნაპოლის ტანჯვა-წამება! ყველაზე კარგი სპორტული რევანში იქნება იმ დაუფასებლობისა და ცინიზმისთვის, რაც ნეაპოლელებმა და მათმა პრეზიდენტმა გამოავლინეს ჩვენებურის მიმართ, მიუხედავად ყველა დამსახურებისა.
მალხაზ ჯობავა
უკვე, უკვე მოხვეჭილიც აქვს და გადაღეჭილიც, კარაგერი სიმღერას უძღვნის, იქ პარიზის პრინცად აღიარეს პარიზელებმა და რავიცი... წინ კიდე რამდენი რამ კარგი ელოდება და გველოდება ვინ იცის. უფალი შენსკენ და ჩვენსკენ ხვიჩა კვარაცხელია!
Givi
სიმართლე ის არის, რომ ჩაგდებული მეორე სეზონის მერე ზოგიერთებივით ამასაც არ სჯეროდა კვარასი და გაყიდა სანამ ფასი სულ დაუვარდებაო იფიქრა, მერე მიხვდა რომ მაგრად შეცდა და დაბოღმილია ტიპი.
მირიან
როცა ხელფასის გაზრდა მოითხოვა, ყური არ შეიბერტყე,კონტრაქტი აქვს და რასაც ვუხდით დაკმაყოფილდესო.ამას ეგონა ჯუღელმა ფიფას ეს კანონი არ იცისო(გაიხსენეთ, როცა ვწერდი კვარას 3 წელში უფასოდ წასვლა შეუძლიათქო, დამცინეთ).
ქუთაისი
"ვაჟა მასწავლებელო" ვერ ყოფილხარ მთლად კარგი მასწავლებელი...მესხზე,მეტრეველზე,ყიფიანზე მეტი სახელი და ავტორიტეტი საფეხბურთო სამყაროში ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე მოიპოვა.
კიგანი
სამაგიეროდ ! ჩემპიონთა ლიგის ტიტულმა და ოქროს მედლებმა მოგვანიჭა ჩვენ და პირველ რიგში ხვიჩას დიდი სიამოვნებები…!!
მურო
შე ვაჭრუკანა არარაობავ!
ვაჟა მასწავლებელი
ესენი ვინ ყოფილან ჰა??? - ერთი წელი გავიდა და კიდევ კვარას მისტირიან! აგერ ბატონო იხილეთ სულით და ხორცით სუფთა ნაბო . . . ის უსირცხვილო აღსარება. გამაგრდით კვარა, ბადრი და ჯუღელო ასეთები არიან თითქმის ყველა ფუნქციონერები! ხვიჩა: თამაშის დროს ცოტა მეტი იფიქრე შენს თავზე, წარსულსა და მომავალზე - ხომ ხედავ შენი რამდენს შურს გუნდშიც და მის გარეთაც! ჩვენ - მთელი ქართველობა შენი იმედით ვართ და გვჯერა, რომ მესხზე, მეტრეველზე და ყიფიანზე მეტ სახელსა და ავტორიტეტს მოიხვეჭ საფეხბურთო სამყაროში.
N
...სამაგიეროდ, საფრანგეთის თასისა და ჩემპიონობის, აგრეთვე ჩემპიონთა თასის აღების სიამოვნება მიანიჭა და კიდევ ვინ იცის!.. (ველოდებით 22 სექტემბერს!)
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
"ნაპოლის" პრეზიდენტმა "იუვენტუსთან" მატჩი შეაფასა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა