უამინდობის გამო საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩი „მარსელსა“ და პსჟ-ს შორის გადაიდო და როგორც აღმოჩნდა, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„ეკიპის“ ცნობით, მარსელში საათნახევრის განმავლობაში კოკისპირულად წვიმდა, ცა ჩამოიქცა, ქუჩებში წყალი მდინარესავით მიედინებოდა, ყველაფერი თან მიჰქონდა, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, გუბეები დადგა და დაიტბორა მაღაზიები.

ლიგა 1-ის გადაწყვეტილებით შეხვედრა დღეს, 22:00 საათზე დაიწყება. სინოპტიკოსები იტყობინებიან, რომ ნორმალური ამინდი იქნება და თამაშის ჩატარებას ხელს არ შეუშლის. 67 394-იან „ველოდრომზე“ ყველა ბილეთი გაყიდულია, გულშემატკივრები ბელგიიდანაც ჩავლენ.

იმის გამო, რომ დაპირისპირების პარალელურად „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაა დაგეგმილი, რომელზეც პსჟ-ს ცხრა ფეხბურთელი და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაა ნომინირებული, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ „მარსელს“ მატჩის 18:00 საათზე დაწყება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. „ოლიმპიკი“ მიიჩნევს, რომ სამუშაო დღეს ეს ქომაგებს პრობლემას შეუქმნის და მათდამი უპატივცემულობაა.

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ დედაქალაქში დარჩენა და შატლის თეატრში „ფრანს ფუტბოლის“ დაჯილდოებაზე დასწრება ამჯობინა, სადაც როგორც ვარაუდობენ, „ოქროს ბურთს“ მისი გუნდის ფეხბურთელს უსმან დემბელეს გადასცემენ.

იმავე დროს კი ხვიჩა კვარაცხელიამ რთულ შეხვედრაში თავისი გუნდის შეტევას უნდა ულიდეროს. ერთი სიტყვით, მეტად საინტერესო საღამო გველის.

დათო
დღესაც გაიტანე კვარა შენებურად
gio
კარგია
D.
მართალი ხარ. დიპსტეიტის ხელი ურევია მაგაში! )))
tngh
არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მარსელი-პსჟ თამაში აქციების გამო გადაიდო...
tngh
არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მარსელი-პსჟ თამაში აქციების გამო გადაიდო...
ბევრის სათქმელს ვამბობ
ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ Ambebi.ge როდის მოგვიხსნის სანქციებს და ჩართავს კომენტარების დადების შესაძლებლობის განხორციელების სიყვარულს? ) ახალი წლიდან?
zura222
Дემბელე აიღებს იმიტო რო წელს ეგეთი დავალებაა დიპსტეიტისგან. ნაღდი ვიცი.
ეგროში
ვაა, ევროპაშიც ცოდნიათ ჩალიჩ? ჩვენებმა ხომ არ ასწავლეს,ჰაა?
goga
გეთანხმები ძმაო, რა დრო მოვიდა დემბელესნაირ ფეხბურთელს ათეულშიც ძლივს წარმოიდგენდა კაცი
მალხაზ ჯობავა
ოქტომბერი, ნოემბერი ზამთარი არ არის რუსეთისთვის? რუსეთის გუნდებს მაის-ივნისში აქ ათამაშებდნენ საქართველოში და ოქტომბერ-ნოემბერში რუსეთში. ასე იყო ძმაო, ეს დედააფეთქებული რუსები ყოველთვის ბუზობებს გვიკეთებდნენ და დღესაც მასეა.
ვახო
ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ დემბელე თუ "ოქროს ბურთს" აიღებდა ნაღდად არა!

ნოემბერშიც საკმარისი ყინვები იყო ხოლმე რუსეთში და ადრე გაზაფხულზეც,როცა ჩემპიონატი იწყებოდა.კი,ცდილობდნენ პირველი თამაშები სამხრეთში გამართულიყო,მაგრამ ხშირად არც იქ იყო,უკეთესობა და ყინვა თუ არ იყო,კოჭამდე ტალახში უწევდათ ფეხბურთელებს,უკაცრაული პასუხია და ფეხბურთის თამაში.შავმიწანიადაგიან ზოლში,ფეხბურთელი კი არა,ტანკი იფლობა და მიწის გაშრობამდე იქიდან ვერ ამოაძრობ.სსრკს დროს,სპორტული მოთხრობების სერიით,ბროშურები გამოდიოდა ხოლმე,სადაც სხვადასხვა სპორტული ისტორიები იყო,ნაამბობი.იქიდან მახსოვს,თბილისის დინამო თასზე თამაშობს,გასვლაზე,ყველაფერი გათოშილია,-15-მდეა ყინვა,ანგარიში თანაბარია და დამატებითი დრო იწურება...თუ ფრედ დამთავრდა,მეორე დღეს გადათამაშება უნდა იყოს და მოწინააღმდეგის ნახევარმცველი,მიხეილ მესხს ეუბნება,ნეტავი თქვენ მაინც მოგეგოთ,ამ ყინვაში ხვალ რაღა გამოვაო სათამაშოდ.მიშამ ზუსტად ერთ წუთში აუსრულა სურვილი,ორი კაცი მოატყუა და გამარჯვების გოლი გაუტანა,ყინვისაგან შეწუხებულ მეტოქეს.ციტატებით ვერა,მაგრამ შინაარსით ასე ეწერა,იმ მოთხრობაში.

არც არაფერი.ასეთ ამინდში,ფეხბურთს ვერ ითამაშებ,გულშემატკივარს კი,გზაზე შესაძლოა საფრთხე შეექმნას.ამიტომ სჯობია თამაში გადაიდოს,თბილისშიც და მარსელშიც.ვიღაცა ტვინნაღრძობი,პოლიტიკურ შეფასებას თუ მისცემს უამინდობას,ეს მისი პრობლემაა და კიდევ იმათი,ვინც მას აჰყვება.ასეა,აქაც და იქაც!
ჰაჰა
ბელგია რა შუაშია? მარსელი სამხრეთია, ბელგია ჩრდილოეთი, შუა უდევთ 1000 კმ ზღვარი.
Name Surname-ს
რაც ეპატიება იუპიტერს,არ ეპატიება ხარს. )
კიგანი
ბუნება სასტიკია და არა მარტო.....
Name Surname
თბილისიც იტბორება წვიმის დროს მერე რა 🤷
კახი
წაგვლეკეს ამ არაბებმა, ამბობს ფრანგი ლიბერალი.
ზურა
საბჭოთა კავშირში ზამთარში ფეხბურთის ჩემპიონატები არ იმართებოდა.ალბათ სწორი გადაწყვეტილება იყო.
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
ოფიციალურად: "მარსელმა" რობერტო დე ძერბი დაითხოვა
დემბელე დღესაც არ იქნება - პსჟ-ის "მონაკოსთან" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
"არ მესმის, ხმა ჩაიკმინდე, დემბელე" - რას ნიშნავდა დუეს აღნიშვნის ჟესტი?
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
L'Équipe: ამ მიზეზის გამო, ხვიჩამ პსჟ-ში თანაგუნდელები გაანაწყენა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პსჟ-ის პრეზიდენტმა თავის გუნდში რონალდოს შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი
"ხალხი ამბობს, რომ მხოლოდ ფულს ვხარჯავთ, მაგრამ..." - ალ-ხელაიფმა პსჟ 4 მილიარდ ევროდ არ გაყიდა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
აი, ბიზნესმენი - "მარსელი" 45 მილიონად შეიძინა და 1 მილიარდად ყიდის
ფრანგული ოცნება - France Football-მა მესი და რონალდო პსჟ-ში "გადაიყვანა"
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა