ქართულ სპორტულ მედია სივრცეში გიორგი კვერნაძის სახელი ხშირად არ გვხვდება, არადა ახალგაზრდა ქართველი შემტევი იტალიის სერია B-ში ძალიან ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს.

ყურადღების ნაკლებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გასაგებია, სცენის მთავარ ნაწილს სხვა მოთამაშეები იკავებენ, მაგრამ იტალიის სერია B ბევრი ევროპული ქვეყნის უმაღლეს დივიზიონზე უფრო მაღალი დონის შეჯიბრებაა და ამ გათამაშებაში ქართველი ბიჭი ძალიან მაგრად გამოიყურება.

სერია B-ს თამაშებს საქართველოში არავინ აჩვენებს და ხარისხიანი ვიდეოს პოვნაც რთულია, ამიტომაც, ერთ-ერთი მიზეზი ესეც უნდა იყოს, თუ რატომ ვერ ვამჩნევთ კვერნაძეს. ეს სტატიაც არ დაიწერებოდა, სრულად შემთხვევით რომ შემხვედროდა “ფროზინონესა” და “სუდტიროლის” მატჩის პირველი ტაიმის ჩანაწერი. არადა, სსრკ-არგენტინის ჩანაწერს ვეძებდი…

ვიდეოს ხარისხი მაღალი არაა და ვერც მონტაჟის უნარებით გამოვირჩევი, თუმცა რამდენიმე მომენტიც საკმარისია იმის დასანახად, რომ ეს ბიჭი მაგრად თამაშობს. 5-მცველიან სქემაში მარცხენა ფლანგი აქვს ჩაბარებული, წინ და უკან დაუღალავად დარბის.

რამდენიმე ლამაზი დრიბლინგი, პასი, მოპოვებული კუთხურიც, რომელსაც პენალტი და გოლი მოჰყვა. ეს მხოლოდ პირველ ტაიმში იყო და მეორე ტაიმში რა მოხდა, არ ვიცით.

22 წლის შემტევი, როგორც ჩანს, უკვე მზად არის უკეთეს გუნდში გადასასვლელად. თუ იტალიის ჩემპიონატში ასე ლაღად თამაშობს, წარმოიდგინეთ, რამდენად უკეთ გამოუვა იმ ქვეყნებში ასპარეზობა, რომელთა ჩემპიონატებში დაცვას ასეთი ყურადღება არ ექცევა.

სხვათა შორის, “სუდტიროლთან” მატჩისას კვერნაძემ მოედანი 69-ე წუთზე დატოვა, როცა მისი გუნდი 2:0-ს იგებდა. ამის მერე “ფროზინონემ” ორი გოლი გაუშვა და შეხვედრა ფრედ დასრულდა. გიორგიმ შეხვედრა 4 წარმატებული დრიბლინგით (ცხადია, ყველაზე მეტი), 3 დარტყმითა და პასების 85%-იანი სიზუსტით დაასრულა.

მომდევნო შეხვედრას ქართველის გუნდი ხვალ, 23 სექტემბერს, იტალიის თასზე “კალიარისთან” გასვლაზე გამართავს. იქნებ ამ შეხვედრის კარგ ხარისხში ნახვა მაინც მოვახერხოთ.

yleebo
ყლეები ხართ ვინც კრიტიკას ბლოკავთ
ჯეიმი კარაგერის ფანი
უტევს გიორგი კვერნაძე,ბევრად სწრაფია კვერნაზე. )
ერიჰაა
ამ ბიჭზე ქების მეტი არაფერი გამიგია. ძალიან კარგი, ოღონდ მარტო ქება დიდებით ფეხბურთელი არ იზრდება. ანუ დაწერეთ რაში უნდა მოუმატოს. ეს უფრო დაეხმარება.
გიორგი
ყოჩაღ გიორგი საქართველოში არცერთ კლუბში ძირითადში არ ათამაშებდნენ და ჯუღელმა სერია აში მოაწყო პროგრესი აშკარაა ცოტაც და ნაკრებს საიმედო კადრი დაემატება
L.J.
Hiorgis warmatebebi,magram es satauri da ukve sxva gundshi gadasvla dzalian nachqarevi mgonia,es sezoni unda chaataros umagless doneze da ra tkma unda dziritadis ucvleli wevri gaxdes!!!!
მამუკა
გიორგის სერია "ბ"-ში რომ დიდხანს აღარ გააჩერებენ, ცხადია. ძალიან გაიზარდა და იტალიელ თუ არა იტალიელ სკაუტებს ეს ნამდვილად არ გამოეპარებათ. მადლობა ღმერთს, რუსეთში რომ არ არის. შრომისმოყვარეობა ყოველთვის ფასდება, და გიორგისაც აუცილებლად დაუფასდება. ამ ბიჭს რომ ვუყურებ, სულ ისეთი განცდა მაქვს, რომ ძალიან წინ უნდა წავიდეს.
ალიოხა
რა მაოცებს იცით? ეს თქვენი ვიდეოები რომ გამაღიზიანებლად ნელა, ჭედვით და ზოზინით მიდის, ნუთუ ამდენი ხანი ეს ვერ უნდა გამოასწოროთ? ნუ დადებთ საერთოდ, კაი ხანი უნდა იცადო რომ 1 წუთიანი ვიდეო როგორმე ჩაამთავრო.
toy
იფრინა რას ნიშნავს? არც გოლია და არც ასისტი.დ

ლაივბალზე ვცდილობდი მენახა,მაგრამ რეპორტაჟი არ იყო.მერე,იური ტაბატაძის კადისს და ლომინაძის ეშტორილს ვუყურებდი,პარალელურად.სჯობდა რომელიმე ამერჩია,მაგრამ ვერ ამოვირჩიე და ასე წვალებით გავედი ბოლოში.სადაც ხმასაუწევდა დიქტორი,იქ გადავრბოდი.ლომინაძის გუნდმა წააგო,თუმცა თვითონ ნორმალურად გამოიყურებოდა,ტაბატაძე,საკმაოდ აქტიური იყო,მისმა გუნდმა კი,მალაგასთან გასვლაზე გაიმარჯვა.ერთი ინფორმაციაც მაქვს,პსჟს მფლობელი,მალაგასაც ყიდულობსო.მალაგას ყიდვამდე,ხვიჩას და პსჟს წარმატებას ვუსურვებ,მარსელში.იმედია გოლს გაიტანს და გაიმარჯვებენ.
TT
კარგია ძალიან. კიდევ ბევრს ველოდებით მისგან.
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონემ" "სამპდორიას" მოუგო
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "ჩეზენასთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 77 წუთი - "ფროზინონე" აუტსაიდერთან წაგებას გადაურჩა