ლა ლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში "მადრიდული დერბი" გაიმართა, სადაც "ატლეტიკომ" შინ "რეალი" 5:2 დაამარცხა.

შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა და მატჩის პირველი წუთიდან ინიციატივას სიმეონეს გუნდი ფლობდა. მე-14 წუთზე ლე ნორმანმა ანგარიში გახსნა, 25-ე წუთზე საოცარ ფორმაში მყოფმა კილიან მბაპემ სხვაობა აღადგინა, 36-ე წუთზე კი არდა გიულერმა "რეალი" წინ გაიყვანა.

45+3-ე წუთზე სორლოტმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში ხულიან ალვარესის დრო დადგა. წინა ტურში შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, არგენტინელმა შემტევმა ჯერ 50-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, შემდეგ კი 64-ე წუთზე ტიბო კურტუას კარი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით აიღო. თავისი გოლის გატანა ცვლილებაზე შემოსულმა ანტუან გრიზმანმაც მოახერხა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, "ატლეტიკო" სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, დიეგო სიმეონეს გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 30 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ფრანკფურტის "აინტრახტის" წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება "რეალს", ეს ჩაბი ალონსოს გუნდისთვის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იყო. "სამეფო კლუბი" 30 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "კაირატს" დაუპირისპირდება.

fani
როგორც ვატყობ, წარსულს ბარდება ზიდანის და კარლიტოს დროინდელი წარმატებები. ამ ალონსოს შუა სეზონში გააგდებენ - თუ არადა, რეალს გაჭიანურებული კრიზისი ელის (იმედია, არა მანჩესტერისნაირი)
ფიდუცი
სრულიად ვიზიარებ აზრს, რომ ფიზიკური უხეშობა ზღვარს გასცდა, რაც ამ თამაშმაც აცვენა. ხელით მოქაჩვა საერთოდ გაუგებარი არ საფეხბურთო ელემენტია. აუცილებლად უნდა იყოს მიღებული მკაცრი ზომები, რათა ფეხბურთი ნამდვილი სილამაზითა და სხვა სპორტის სახეობებიდან განსხვავებული მიმზიდველობით გამოიყურებოდეს. განზრახი ხელით მოქაჩვა, მიწოლა უნდა ისჯებოდეს უმკაცრესად.
ბირსი
რეალია მეგობარო - ბაბუ პერესს მსაჯები და ფედერაცია ჯიბეში ჰყავს
912
რა მაგარი გუნდია ყველასთან შეუძლიათ წააგო და ყველასთან შეუძლიათ მოიგონ... მეტი სტაბილურობა წარმატებები ატლეტიკო

პირველ ტაიმს ვერ ვუყურე,მაგრამ მეორე ტაიმში,ატლეტიკო შთაგონებული თამაშობდა და ასეთ განწყობაზე მოთამაშე გუნდს,ალბათ ვერავინ დაამარცხებს.ძალიან მაგარი თამაში იყო,მაგრამ მსაჯები ყოველდღიურად სულ უფრო დიდი დოზით უშვებენ ფიზიკურ ორთაბრძოლებს და ალბათ უკვე შეიძლება ჰოკეიში დამკვირდებული ძალისმიერი ილეთი,საფეხბურთო ტერმინადაც მოვნათლოთ.განსხვავება ის არის,რომ ჰოკეისტებს სპეციალური დამცავები აცვიათ ფორმის ქვეშ,თავზე სპეციალური დამცავი ქუდები ახურიათ,ფეხბურთელებს კი არავითარი დაცვა არა აქვთ.ამ თამაშში,მეორე ტაიმში,რომელსაც მე ვუყურე,ჯერ იყო და კონტრშეტევაზე გაქცეული ატლეტიკოს ჯერ ერთ ფეხბურთელს დაეჯახნენ უხეშად და წააქციეს,მაგრამ შეტევა გაგრძელდა და ორი წამის შემდეგ,ახლა მეორე ფეხბურთელს გაუმასპინძლდნენ ანალოგიურად.შეტევა გაგრძელდა და მსაჯმა არც ახლა ჩასტვინა.შედეგად არაფერი გამოვიდა,მაგრამ შემდეგ ხომ შეეძლო მსაჯს,დაესაჯა უხეში ფეხბურთელი?არა,დაივიწყა!მატჩის მიწურულსაც ბურთი აუტზე გადადის,ატლეტიკოს ფეხბურთელი,ბურთს ატარებს და კორპუსით იცავს.ვინისიუსი გარბის და პირდაპირ ზურგში ეჯახება მცველს,რომელიც მოწყვეტით ეცემა.თან ისე ეჯახება,რომ ბურთზე თამაშს არც კი ცდილობს და მერე,წაქცეულს თავზე დაადგა და რაღაცას უყვირის.გასაგებია,რომ მცველმაც ცოტა გააფორმა ალბათ,მაგრამ ბურთს რომ არც კი უყურებ და პირდაპირ კაცს ეჯახები,მსაჯები რატომ ტოვებენ ამას დაუსჯელად,ეგ ვერ გამიგია.რა,მართლა ჰოკეია?ფეხბურთი ბალეტი არ არისო,მაგრამ ჰოკეია თუ რაგბი?რასაც აქ უთმენენ,იქაც კი არ რჩება დაუსჯელად.მაგარი თამაში იყო და მსაჯებმა ბოლოსკენ კინაღამ აფეთქებამდე მიიყვანეს სიტუაცია.
aburjga
კაირატი შეჭამს რეალს! )))
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
"არ იყიდება" - "ატლეტიკო" ალვარესის გაშვებას არ აპირებს
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს