ოქტომბრის შუა რიცხვებში ‘შავი ლომი’ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და Toyota Challenge-ს ტურნირის ფარგლებში ‘ტოიოტა ჩიტასთან’ ორ თამაშს გამართავს.

Toyota Challenge არის ტურნირი, რომელიც სამხრეთ აფრიკული კლუბის, ‘ჩიტასის’ სპონსორმა „ტოიოტამ“ 2021 წელს დააფუძნა. ტურნირი არ ავლენს გამარჯვებულს, თუმცა თითოეული მატჩის გამარჯვებული გუნდი სპონსორისგან 250 000 რანდს (დაახლოებით 38 ათასი ლარი) იღებს, რაც თამაშებს დამატებით მოტივაციას სძენს.

Toyota Challenge-ში ყოველ წელს თამაშობს ‘ჩიტასი’, ვისთვისაც შეიქმნა ეს ტურნირი. განვლილი 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს მასში მონაწილეობა მიუღიათ სამხრეთ აფრიკულ გუნდებს ‘შარქსი’, ‘სტორმერსი’, ‘ვესთერნ პროვანსი’, ‘ბულსი’, ‘გრიფონსი’, ‘გრიქასი’ და ‘პუმასი’.

მათ გარდა ტურნირში უთამაშიათ ავსტრალიურ ‘ვესთერნ ფორსს’, განვითარებად ირლანდიას (მეორე ნაკრები), აშშ-ს ა ნაკრებს, რუმინულ ‘ბაია მარეს’ და ესპანურ ‘ბარსელონას’.

თამაშები ბლუმფონტეინში, ‘ჩიტასის’ საშინაო არენა ‘ტოიოტა სთედიუმზე’ იმართება და მასპინძელთა შეხვედრებს SuperSport-ი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

‘შავი ლომი’ ‘ჩიტასთან’ პირველ თამაშს 17 ოქტომბერს, საქართველოს დროით 20 საათზე გამართავს, მეორე შეხვედრა კი 26 ოქტომბერს ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.

„მოხარულები ვართ Toyota Challenge-ს შეჯიბრში მონაწილეობის შესაძლებლობით. ‘ჩიტასი’ მთელი მსოფლიოსთვის ნაცნობი ფრენჩაიზია, ‘ტოიოტა სთედიუმი’ კი შესანიშნავი ადგილია რაგბის სათამაშოდ. ველოდებით თბილ დახვედრას სამხრეთ აფრიკაში და ორ რთულ თამაშს“ - აღნიშნა ‘შავი ლომის’ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს სამხრეთ აფრიკული ტურნეს ფარგლებში ‘ჩიტასს’ ბორჯღალოსნები შეერკინნენ და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 24:20. ‘შავი ლომის’ მსგავსად, ‘ჩიტასი’ ჩელენჯ თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც დეკემბერში დაიწყება.

მეტოქე

‘ჩიტასი’ 1895 წელს დაარსდა. ის მონაწილეობს ქვეყნის შიდა ჩემპიონატ ქარი ქაფში, რომლის ჩემპიონი ჯამში 7-ჯერ გახდა, 9-ჯერ მეორე, ხოლო 15-ჯერ მესამე ადგილზე გავიდა. 7 ჩემპიონობიდან 5 უკანასკნელ 20 წელიწადზე მოდის. ‘ტოიოტა ჩიტასმა’ თასი ბოლოს 2023 წელს შემართა, წლევანდელ გათამაშებაში კი ნახევარფინალში დამარცხდა და მესამე ადგილს დასჯერდა.

2006-2017 წლებში ‘ჩიტასი’ სუპერ რაგბიში თამაშობდა, 2017 წლიდან კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადმოინაცვლა და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში, იმხანად პრო 14-ში ჩაერთო, თუმცა 2020 წლის შემდეგ კოვიდ-პანდემიამ მათ ამ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცა. 2022 წელს, ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ, ‘ჩიტასი’ ‘შავ ლომთან’ ერთად ჩელენჯ თასზე მიიწვია და მას შემდეგ წვეული გუნდის სახით ევროტურნირების მონაწილეა.

‘ჩიტასის’ საშინაო არენა "ტოიოტა სთედიუმი" 1955 წელს აშენდა, ორჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და დღესდღეისობით 42 ათას მაყურებელს იტევს. 1995 წლის რაგბის მსოფლიო თასზე მან სამ შეხვედრას უმასპინძლა, 2010 წელს კი, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის 6 თამაში გაიმართა.

Rugby.ge

"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
"შავი ლომი" | ქარი ქაფის ლიდერები თბილისში - "თბილისის თასი 2026" 24 სექტემბერს დაიწყება
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"