სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ‘შავმა ლომმა’ „შევარდენის ბაზაზე“ ღია ვარჯიში გამართა.

რიჩარდ ქოქრილის შეგირდები ბლუმფონტეინისკენ გეზს 13 ოქტომბერს აიღებენ და ადგილობრივ ფრენჩაიზს, ‘ტოიოტა ჩიტასს’ 17 ოქტომბერს ჩვენი დროით 20, ხოლო 26 ოქტომბერს 17 საათზე ერკინებიან.

‘შავი ლომისთვის’ ეს იქნება ბოლო მოსამზადებელი ეტაპი ჩელენჯ თასის მატჩებისთვის, რომელიც დეკემბერში დაიწყება, ხოლო ბორჯღალოსნებს აფრიკაში მიღებული პრაქტიკა ნოემბრის ტესტ-მატჩებშიც გამოადგებათ.

„ნოემბრის ტესტებისთვის ჩვენს მორაგბეებს საკმაოდ ხარისხიანი თამაშებით გამოვცდით. ორჯერ შევხვდებით ‘ჩიტასს’, რომელიც სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატ ქარი ქაფში საკმაოდ ძლიერი გუნდია. ახალი მოთამაშეები ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ შეიძენენ გამოცდილებას და განსხვავებულ გარემოში შეძლებენ თავის გამოცდას“ - აღნიშნა ‘შავი ლომის’ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა.

გუნდის კაპიტანი მიხეილ ბაბუნაშვილი იმედოვნებს, რომ ზაფხულში ნაკრების კვართით განცდილი მარცხისთვის (20:24) რევანშს ‘შავ ლომთან’ ერთად აიღებს:

„იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ მეოთხე კვირაა ინტენსიურად ვემზადებით. სამხრეთ აფრიკაში ორშაბათს მივდივართ, სადაც ორი თამაში გვექნება ‘ჩიტასთან’. ის საკმაოდ მაღალი დონის გუნდია და მათთან თამაშები ჩელენჯ თასისთვის უკეთ მომზადებაში დაგვეხმარება“.

„ზაფხულში ‘ჩიტასს’ საქართველოს ნაკრები შეცვლილი შემადგენლობით ეთამაშა. იყო გადაადგილებებიც და სამწუხაროდ შეხვედრა ჩვენი გეგმის მიხედვით არ წარიმართა. თამაში დავთმეთ, რადგან ‘ჩიტასი’ ძალიან ძლიერი აფრიკული გუნდია, რომელიც აქცენტს ფიზიკურობაზე აკეთებს. შესაბამისად, ეს კარგი გამოწვევა იქნება ‘შავი ლომისთვის’ და ვეცდებით რევანშის აღებას“.

‘შავი ლომის’ მგეზავი ლუკა ცირეკიძე მიიჩნევს, რომ სამხრეთ აფრიკულ ტურნეს გუნდი კარგად მომზადებული ხვდება:

„ვასრულებთ მზადების მეოთხე კვირას და ვფიქრობ ძალიან კარგ ფორმაში ვართ. ‘ჩიტასთან’ შეხვედრები ჩელენჯ თასზე კარგი შედეგების ჩვენებაში დაგვეხმარება. ჩვენი მიზანია, რომ ჩელენჯ თასზე შარშან ნაჩვენები შედეგი გავაუმჯობესოთ“.

შეგახსენებთ, ‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასზე ორჯერ ითამაშა და ორივეჯერ თითო-თითო გამარჯვება მოიპოვა.

Rugby.ge

როგორც გავიგე,ლადო კილასონია,შავი ლომის შეტევის მწვრთნელი გამხდარა.ძალიან კარგი სპეციალისტია და 20 წლამდელთა ნაკრებში,ვიტო კოლელიშვილი რომ დანიშნეს,შევფიქრიანდი,ასეთი კადრი სხვაგან არ წავიდესო.მიხარია,ისევ ჩვენთან რომ დარჩა.თითქმის დარწმუნებული ვარ,დრო რომ მოვა,მასაც მოუწევს საქართველოს პირველი ნაკრების გაძღოლა და სადაც არ უნდა იყოს,მუდამ წარმატებებს ვუსურვებ.
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"