საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში იწყება თანამედროვე დეფრიბლირატორების განთავსება და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება, რაც კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს ქმნის სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად.

საქართველოში სპორტულ დარბაზებში ჩატარებულ სათამაშო სახეობებს შორის კალათბურთი პირველი გახდა, რომლის მატჩების მსვლელობისას საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი. ეს სამედიცინო მოწყობილობა გულის გაჩერების შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს, რადგან გულის გაჩერების შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამინის დახმარება პირველი 5-6 წუთის განმავლობაში, მანამ სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ შეიძინა ამერიკული კომპანია Zoll-ის უახლესი მოდელის Zoll AED 3 დეფიბრილატორები – მსოფლიო სტანდარტებით შექმნილი ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორები, რომლებიც საკუთარი ტექნიკური მახასიათებლებითა და უპირატესობებით გამოირჩევიან სხვა დეფიბრილატორებისგან.

Real CPR Help® ტექნოლოგია – Zoll AED 3 აღჭურვილია უნიკალური Real CPR Help® ტექნოლოგიით, რომელიც აფასებს გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) სიღრმესა და სიჩქარეს, აწვდის რეალურ დროში ვიზუალურ და აუდიო უკუკავშირს, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის CPR-ის (გულ-ფილტვის რეანიმაციის)განხორციელებას.

RapidShock™ ანალიზი – Zoll AED 3 აღჭურვილია RapidShock™ ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფ რითმის ანალიზს და საშუალებას აძლევს მოწყობილობას საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ 5 წამში მიაწოდოს ელექტრო შოკი. ეს მინიმალურად ამცირებს CPR-ის შეწყვეტის დროს და ზრდის პაციენტის გადარჩენის შანსებს.

უნივერსალური ელექტროდები – Zoll AED 3 იყენებს CPR Uni-padz® ელექტროდებს, რომლებიც ერთდროულად გამოდგება როგორც მოზრდილების, ისე პედიატრიული ასაკის პაციენტებისთვის. ბავშვის მკურნალობისთვის საკმარისია იგივე ელექტროდების გამოყენება და უბრალოდ “ბავშვის რეჟიმის” ჩართვა.

სრულ ფერად ეკრანი და ვიზუალური მხარდაჭერა – მოწყობილობას აქვს სრულ ფერადი ეკრანი ნათელი გამომსახველი სურათებით, CPR ციკლის ტაიმერით და ფერადი ზოლის მაჩვენებლით, რომელიც რეალურ დროში აჩვენებს CPR კომპრესიის სიღრმეს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თანამედროვე სპორტი ასოცირდება მაღალ ფიზიკურ დატვირთვებთან და სტრესთან. სპორტში მატულობს უბედური შემთხვევები, რომელთა შორისაც სჭარბობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე და ფატალური გართულებები. Zoll AED 3-ის ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობები მას გახდის იდეალურ არჩევანს სპორტული ღონისძიებებისთვის, სადაც სწრაფი და ეფექტური ჩარევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამჟამად კალათბურთის ფედერაციის რამდენიმე თანამშრომელმა, რომლებსაც მატჩების მსვლელობისას ხშირად უწევთ დარბაზებში ყოფნა, სპეციალური ტრენინგი გაიარეს აღნიშნული მოწყობილობის სამართავად.

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც აღნიშნული დეფიბრილატორის გამოყენებას ეხებოდა. ტრენინგი ჩაატარა ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა, ZOLL Medical Corporation -ის ავტორიზებულმა პარტნიორმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა ელენე შენგელიამ, რომელსაც ასისტენტობას უწევდა კალათბურთის ფედერაციის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი, ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი თორნიკე გოგიჩაიშვილი. ტრენინგს დაესწრნენ და დეფიბრილატორის გამოყენება შეისწავლეს სუპერლიგის, “ა” ლიგისა და ასაკობრივი ჩემპიონატების გუნდების სამედიცინო შტაბისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ახალი სეზონიდან დეფიბრილატორები განთავსდება თამაშების ჩატარების ადგილებში და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება მათი გამოყენება.

თორნიკე გოგიჩაიშვილი: “კიდევ ერთხელ მსურს მადლობა ვუთხრა კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ამ სამედიცინო პროექტის მხარდაჭერისა და ძალიან საჭირო აპარატურის შეძენისთვის. ასევე მადლობა ქალბატონ ელენე შენგელიას, რომელმაც დრო გამონახა და კიდევ ერთხელ ჩაატარა ტრენინგი. სანაკრებო პაუზის შემდეგ, დეკემბერში დაგეგმილია პირველადი დახმარების გაწევის შესასწავლი ტრენინგები, რომლის შემდეგაც გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები. აღნიშნულ ტრენინგებს დაესწრებიან სუპერლიგისა და ა ლიგის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების გუნდების სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები.”

GBF

მაცნე
კალთბურთი არა - კალათბურთი ჩაამათეთ ასო -ა
ფონიჭალის მერი
რამე რო იყოს პაპაჩემს გააცოცხლებს?))
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა