ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ლატვიას დაუზავდა - 1:1.

თითქმის ცარიელ 2 300-იან სტადიონზე თამაში დიდად სანახაობრივი არ იყო, სტუმრები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ და მთელი პირველი ტაიმი ისე გაილია, საინტერესო ვერაფერი ვერ ვიხილეთ. მასპინძლებმა დაინახეს რა მათ კარს საფრთხე არ ემუქრებოდა, შემოგვიტიეს და დაწინაურდნენ კიდეც. თუმცა მალე ბუკიამ ანგარიში გაათანაბრა. აქედან მოყოლებული ჩვენმა გუნდმა ინიციატივა დაიბრუნა, მეტოქის ნახევარზე აიწია, რასაც სამწუხაროდ შედეგი არ მოჰყვა და საქართველოს ნაკრები ისევ ფრეს დასჯერდა.

მომდევნო მატჩს რამაზ სვანაძის გუნდი, რომელიც ჯგუფში 2 ქულით მეოთხე ადგილზეა, 14 ოქტომბერს ტა’ქალში მალტასთან ჩაატარებს.

რიგა. „სპორტა პარკსი“

ლატვია - საქართველო 1:1

გოლები: 1:0 პატიკა (59), 1:1 ბუკია (62)

საქართველო: მაქაცარია, ხარებაშვილი, ნარიმანიძე, ლაცაბიძე, ბუკია, ლორთქიფანიძე (პარკაძე 59), ეგოიანი, დადიანი, წულუკიძე (ოდიკაძე 80), ბასილაძე (ტაბატაძე 46), გოცირიძე (დეისაძე 59)

რამდენი წლისა ხარ?ისეთ სისულელეებს წერ,არ მჯერა,რომ საბჭოთა კავშირს შეგნებულ ასაკში მოესწარი.იმ ანეგდოტისა არ იყოს,სულ პირიქით,სულ პირიქითო,შენი პოსტია,სულ პირიქით რომ უნდა მიიღო.წაიკითხე მაშინდელი ქართველი ვარსკვლავების ისტორიები და თვითონვე შეგრცხვება,შენი დაწერილის.
lasha-s
რა უაზროდ და უნამუსოდ ლაპარაკობ.რაღა დროს საბჭოთა კავშირია,შედარებაც კი არ შეიძლება იმ დროსთან.მაშინ ბავშვთა ფეხბურთში ჩაბმული იყო ბევრად მეტი ვიდრე დღეს.სპორტსკოლები იყო უფასო და ტარდებოდა მრავალი ტურნირი.მწვრთნელები ნიჭიერებს ყველა კუთხე-კუნჭულში ეძებდნენ და ზოგიერთს მამებივით პატრონობდნენ.ამ დამპალმა,თავსმოხვეულმა კაპიტალისტურმა წესმა ,გაანადგურა და გააპარტახა ყველაფერი.ფულზე იყიდება ნიჭიც და პატიოსნებაც.ეს შენი პიროვნების შემთხვევაშიც კარგად ჩანს.რა დონის უნამუსო უნდა იყო,რომ დღევანდელი წარუმატებლობები საბჭოთა ეპოქაში ჩარჩენას დააბრალო,როცა მაშინდელ დონესთან დღევანდელი ახლოსაც ვერ მივა.და განა მარტო ფეხბურთში.
მწვრთნელი
სამწუხაროდ ყველა ადარებს წინა თაობას და ავიწყდებათ რომ ევროპაზე 2002-03 ები თამაშობდნენ ანუ 22-23 წლის ბიჭები და ესენი აქ 19-20 წლისები არიან. ეგ საერთოდ სხვა რამეა ვერ ხვდებით? თან შეკრების გარეშე ეგრევე ევროპა დააწყებინეს და ნუ ლანძღავთ ბიჭებს, ნურც ლეგიონერებს რიმლებსაც არავინ აიყვანდა იქ ლამაზი თვალებისთვის და ნურც ჩვენთან აქ მოთამაშეებს რომლებიც საშინელი დონის ჩემპიონატს თამაშობენ.
lasha
სამწუხაროდ საქართველო მაინც ვერ გამოვიდა საბჭოთა მენტალობიდან. ვინც კარგად არის ჩახედული კულუარებში. ყველამ იცის რომ ბავშვთა ფეხბურთში ისევ მოქმედებს ის მანკიერი პროცესი რაც არის. ბავშვის მიღება ფულის სანაცვლოდ. ნაცნობის და ახლობელი, პატრონის ყოლა და ასე შემდეგ. ანუ ამ ქვეყანაში ფეხბურთი ვერ გახდა პროფესიონალური. ფეხბურთი არის ბიზნესი. კლუბის თუ სკოლის მფლობელის ინტერესი არის ფულის შოვნა. ამიტომ ის ყოველთვის მოტივირებულია იმით რომ მიიროს ნიჭიერი კადრი, რაც შემდგომში ფულს მოაგებინებს. ხოლო საქართველო ისევ საბჭოთა ჭაობშია. ამიტომაც არის ჩვენი გუნდები პირველივე ეტაპზე ვარდებიან. არავის ჭირდება მათი წარმატება და იმიტომ. ჩვენთან ფეხბურთელი იზრდება თუ მის პატრონს აქვს ფული, საახლობლო და თან ნიჭიც აღმოაჩნდება. ხოლო ბევრი ნიჭიერი კი უპატრონობით იკარგება. ასე რომ სრული ლოგიკურია ახალგაზრდული ნაკრების მდარე შედეგი
მაგას ფეხბურთი კი არა, უფრო ფაფხური ჰქვია)))
სრულად ვეთანხმები გამოთქმულ აზრს ეგოიანის შესახებ. ძალიან მოძრავი და დაუღლელი კი არის ვიტინიასავით, მაგრამ რაღაცნაირად ფაფხურა ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს, სულ გვერდზე და უკან პასები აკეთა, არავითარი გამწვავება. სვანაძე რომ კურდღელი მწვრთნელია, მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული თამაშიდანაც კარგად გამოჩნდა. ეტყობოდა რომ გუნდს ბურთის გაფრთხილება და შენარჩუნება დაავალა და ისინიც პირნათლად ასრულებენ. უგორეს და უგორეს მეკარეს რაც შეეძლოთ. შედეგი მწვრთნელის ბრალია და არა ბიჭების. ისე, ამ შემადგენლობიდან მხოლოდ ლაცაბიძეს აქვს შანსი ძირითადში დაწინაურების, თავდაჯერებული მცველის შთაბეჭდილებას ტოვებს. მოკლედ, თუ არ ვითამაშეთ შეტევითი ფეხბურთი, გოლები თავისით არ გავა მოწინააღმდეგის კარში. ვვინმემ იგრძენით გუშინ რომ ორი ცენტრალური თავდამსხმელი გვყვავდა მინდორზე? მე ვერ დავინახე მაგალითად. აბა სხვა რა შედეგს უნდა ველოდოთ ასეთი გუნდისგან? მერე გაგვიკვირდება გერმანია რომ დაგვახევს თავზე ბურთს!
ეგოიანი
რა მაინტერესებს იცით. შეიძლება ვხდები მაგრამ არა მგონია. ამ ეგოიანზე რო აპიარეთ ეგოიანი ჩვენტან რჩება და აჭრელეთ მთელი გაზეთები. ტიპმა წინა შესარჩევი ითამაშა გამოცდილება მიგო. ამ ნაკრებმაც ხელი შეუწყო საკლუბო კარიერაში. მერე ევროპაზე წაიყვანა სვანადძემ. ამის მერე ამხელა გამოცდილება მიგო. დგეს უნდა და წინა მატჩებშიდაც მე პირადათ ამის ვაა რა კარგი ბიჭია თამაშიდან გამომდინარე არ მითქვამს. ნახევარ მცველი სულმარჯვნივ მარცხნივ და უკან პასებს აკეტებს. ერტი არ მოტრიალდება დარტყამს გამწვავებს ტამაშს. ჩემი აზრიტ ნოლი იგროკია. ასევე სვანაძეს კომენტარს უსმინე და შეტევაში გვიჭირსო. ქვეშაჯვია მწვრთნელია. ეს იზრაელტანაც გამოჩნდა. იცის გამართულად საუბარი შედარებით სხვა მწვრტნელებტან შედარებით. რაგაცა კვალიფიკაციაც დაგროვა მაგრამ. როგორც მწვრტნელი რა გიტხრად. .. აშკარა ტონკად ვიგაცებს წინ აყენებს მაგალიტი კი ვთქვი უკვე ეგოიანი. ისე წერდნენ ეგოიანმა სომხეთის ნაკრებს უარი უტხრა. ერტი სიტყვიტ ეგოიანის იმედზე ვართ. …
კონტე
უპირატესობა ჰქონდათო?
Lasha
Chveninchempionatisndone rac aris.imas tamashoben avanqdzem gamotena nacnobobit mcvrtnelta shtabi nurjanadzeebit dekanosodzeebit .
ზაალ სიხარულიძე
ბუნებრივი შერჩევის მაგივრად საახლობლო არ უნდა ჩასვა ნაკრებში
ჟორა
ადრეც ვწერდი და კიდევ გავიმეორებ: რამ მოკლა ეს ახალგაზრდა ბიჭები, რას გავს მაგათი თამაშის ტემპი. რატომ არ შეუძლიათ ერთი ტაიმი ისეთივე ტემპით ითამაშონ, როგორც ბურთის გატანის შემდეგ ითამაშეს? ქულები ვისთანაც უნდა მოგვეგროვებია, გავანიავეთ აწის კი რისი იმედი აქვთ არ ვიცი.
საჩინო
გუნდმა მძიმე შთაბეჭდილება დატოვა.ფეხბურთელები თამაშობენ ძალიან დაბალ ტემპში და ძირითადად, პირით თავის კარისაკენ.პასები კეთდებოდა პასებისათვის და არა შედეგისათვის.რამეთუ მოწინააღმდეგე ტექნიკაში ჩამოგვრჩებოდა,10-15 წუთიანი მაღალი პრესინგი კალაპოტიდან ამოაგდებდა და საგოლე მომენტებიც შეგვექმნებოდა(ეს ჩემი სუბიექტური აზრია) ,პრესინგს იქნებ გოლიც მოყოლოდა და შემდეგ პოზიციურ თამაშით ,კონტრშეტევებზე გაკეთებული აქცენტით,კიდევ უფრო მეტი გვეხეირა.რაც შეეხებათ ფეხბურთელებს ,---ამ თამაშით ,მე,ვერცერთზე ვერ ვიტყოდი ,რომ პერსპექტივა აქვს.ფეხბურთელის მოტყუების გარეშე ,მეტოქის ორგანიზებულ დაცვას ვერ გადალახავ,ჩვენ გუნდში კი ასეთი არ ჩანდა.
მალხაზ ჯობავა
ვულოცავ ჩემს ხობელებს, ხობის კოლხეთის აღზრდილის, ბუკიას კარგ თამაშს და გოლის გატანას.

რას ჰქვია,ისევ ვერ გაიმარჯვა?ქულა მოვიპოვეთ და ამ თამაშით,ეგეც არ გვეკუთვნოდა.მთელი თამაში ბურთის ფლანგზე გატანით და იქიდან ჩაწოდებით მიდიოდა.თითქმის არ ყოფილა მომენტი,რომ იმ ბურთზე რეალურად სათამაშოდ,ვინმე წასულიყო და მაშ რისთვის აწვდი?რამდენჯერ იყო,რომ კარისკენ მიმავალი დერეფნები გაგვიხსნეს,მაგრამ იმ მომენტებშიც,დაპროგრამირებულებივით,ისევ ფლანგზე გადაქვქონდა ბურთი.ლატვიელებმა იცოდნენ რა შეეძლოთ და იმას აკეთებდნენ,ჩვენები კი,თითქოს აზრზეც არ იყვნენ რა უნდა გაეკეთებინათ.ცენტრი წავაგეთ და არც შეტევაში გამოჩნდა ვინმე,ვინც თუნდაც ინდივიდუალურად შეეცდებოდა დაცვის გარღვევას.რაც მცდელობები იყო,არც ისინი მთავრდებოდა წარმატებულად.ეტყობა არც კაცის მოტყუება შეუძლიათ.დღეს ბერძნებმა გერმანელებს მოუგეს გასვლაზე 3-2,თუმცა ამ ბიჭების თამაშის შემხედვარეს,დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს.ფეხბურთელი პირველ რიგში აზროვნებით ფასობს და ტყუილად ვერ ვიტყვი,რომ მოაზროვნე გუნდი გვყავს.ჩვენი ფეხბურთელები თითქოს გაცილებით უკეთეს გუნდებში თამაშობენ და უპირატესობა უნდა გვქონოდა,მაგრამ ჩვენგან განსხვავებით,ლატვიელებმა იცოდნენ რა უნდოდათ და აკეთებდნენ რაც უნდოდათ,ჩვენები კი,მგონი ოცნებაში იყვნენ.მეკარე რომ მეკარეა,თითქოს კარგი ბურთები აიღო,მაგრამ გოლიც მისი შეცდომაც იყო და ორ-სამჯერაც ძალიან არასწორად ითამაშა.კერესელიძე იმ დონის მეკარე კი არის,რომ ხვდებოდეს,როდის უნდა გამოვიდეს კარიდან და როდის კარში დარჩეს.ერთი სიტყვით,ჩვენი ნაკრები ჯერ კიდევ ვერ შედგა და საკუთარი თავი საპოვნელი აქვს.ირაკლი იეგოიანს თითქოს შეტევების წარმართვა ევალებოდა.დაცვაში ცუდი არ იყო,თითქოს,შეტევაშიც ცდილობდა,მაგრამ ვერ ვიტყვი,რომ კარგად და რაც მთავარია,ვინც უნდა მოემარაგებინა პასებით,ისინი პრაქტიკულად არაფერს აკეთებდნენ.ნაკრები მოხუცივით უკბილოდ ირჯებოდა.წინა ნაკრებში,რამდენიმე ბიჭი,ჯერ პიროვნებები იყვნენ და უკვე შემდეგ,ფეხბურთელები,ამ ნაკრებში,პიროვნებები თითქმის არ ჩანან.იმედი დავიტოვოთ,რომ გამოჩნდებიან და ნაკრებს წინ გაუძღვებიან.ასაკობრივი ნაკრების საბოლოო დანიშნულება,ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა,გაზრდა და ეროვნულ ნაკრების დონეზე მიყვანაა.რამაზ სვანაძე კარგი მწვრთნელია და თუ ვინმეს ნაპერწკალი აქვს,შეამჩნევს.ალილო და ხვალეო!
ვაჟა
სვანაძე ყოველთვის თამაშობდა 3 ცენტრ.მცველით და 2 საყრდენით.ამ ციკლში 2 ცენტრ.მცველი და 1 საყრდენია რომელიც დაცვის ხაზთან ახლოს უდგას და ფაქტიურად ვერ ელევა 3 მცველს.რატომ მოინდომა ექსპერიმენტები პირდაპირ შესარჩევში,თან ახალი შეუთამაშებელი გუნდით, არ ვიცი, თან ძლიერი ფლანგელებიც არ ყავს.ბიჭები თავისი თავის 30% საც ვერ ანახებენ ვერცერთი. აქ ვერავის დავაბრალებ ვერაფერს. მექანიზმი არ მუშაობს და ასეთ ტაქტიკურ ცვლილებას მინიმუმ 3 ამხანაგური მაინც ჭირდებოდა.არადა,აშკარად მეტი შეუძლია ამ კონტიგენტს, რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ ბიჭები.ზოგი წერს მონდომება არ აქვთო.უფრო დაბნეულები მგონია ტაქტიკური სქემებით.წარმატებები სვანახეს და უ21 ნაკრებს.
llcl
არც ამათ წინა ორ თაობაში იყვნენ მაღალი კლასის ფეხბურთელები რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, მაგრამ შრომას და თავდადებას ვერ დაუწუნებდი, ესენი კი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს სიცოცხლე ეზარებათ ამ ახალგაზრდა ხალხს!
goga
ეგოიანის გარდა, საფეხბურთო განათლება არავის ეტყობოდა. გამოთქმა -"თავმოჭრილი ბატებივით ბორიალი", ზუსტად ასახავს ჩვენს თამაშს. ლატვია გაცილებით მაღალ დონეზე იყო თამაშის ორგანიზების თვალსაზრისით და მოგებას იმსახურებდა.
Givi
ძალიან დაბალ ტემპში თამაშობს გუნდი და კარგი ცენტრფორვადის ნაკლებობაა, ეს პრობლემა წინა 21 აც ქონდა და კვერნაძეს ათამაშებდნენ იძულებით, საგულისხმო ფაქტია რომ ბომბარდირები არ იზრდებიან რატომღაც ჩვენს აკადემიებში, კიდევ კარგი ჟორჟი გამოჩნდა თორემ დიდ ნაკრებსაც სერიოზული პრობლემა ექნებოდა.
გოგა
ამათ იმედზეა ქართული ფეხბურთის მომავალი? რო იკითხო აკადემიებით არის სავსე საქართველო მარსიდან და იუპიტერიდან ჩამოგვყავს სპეციალისტებიო და ნეტავ ეს აკადემიები თავისი უცხოპლანეტელი სპეციალისტებით ამას ასწავლიან ბავშვებს რაც ამ ნაკრების შესრულებით უკვე მეორე თამაშია თვალს ვადევნებთ
ამატაკი
სამწუხაროდ, ასეთი სუსტი 21 წლამდელები კარგა ხანია არ გვყოლია.
givi
და რა გახდა ეს სვანაძე? ერთხელ ყარაულის თოფივით გაისროლა ნაკრებმა, ისისც იქ მყოფი ვარსკვლავების ხარჯზე და ამის მერე, მწვრთნელმა ხელი ვერ დაატყო გუნდს. ვერ გაიგებდი, 21 წლამდე ბიჭები თამაშობდნე თუ ვეტერანები დაღოღავდნენ!
აზრი
თამაშით გვაჯობა ლატვიამ ფაქტია, მომენტებიც ჩვენზე მეტი ჰქონდათ და უფრო გააზრებულად თამაშობდნენ. ამ ნაკრებში დაცვის ხაზი ასე თუ ისე ნორმალურია, საყრდენებზე რა ვთქვა ლორთქიფანიძე იტალიის სერია ა გუნდის სათადარიგოა და მოედნის ცენტრში აშკარად დაჯაბნეს დღეს და სათამაშო პრაქტიკა არც აქვს და არც არის გასაკვირი. ეგოიანი დაცვით ფუნქციების არა უშავდა კარგად იმუშავა აი წინ ვერაფერი გააკეთა და მეტი მოეთხოვება. შემტევებიდან წულუკიძე არის გამოსაყოფი, თუ მოუმატებს საინტერესო ფეხბურთლია. სხვებზე არც ღირს ლაპარაკი, 9 ნომერი რომ გამოიყვანეს რა მიზნით გამოვიდა ვერ გავიგე, პარკაძე ერთ დროს იმედისმომცემი ფეხბურთელი დიდი ვერაფერი, მარტო კუთხური რომ მოიპოვა საიდანაც გოლი გავიდა ის არის მისი აქტივი. ბუკიამ კარგად იმუშავა გოლის გარდა დაცვაშიც პროდუქტიული იყო. ხარებაშვილს აქვს მომატების რესურსი. ამ ნაკრებს ამ შესარჩევი შანსი ძალიან მინიმალური და იმედია უფრო მეტ ფეხბურთელს გამოცდის სვანაძე და მოიყვანს ახალ სახეებს. კომენტატორებს უფრო მეტი ობიექტურობა მოეთხოვება დღეს ქულა მოვიპოვეთ და არა ორი ქულა დავაკრგეთ, რადგან ლატვია თამაშის დიდი ნაწილი ჩვენზე კარგები იყვნენ.
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
U17. თორნიკე კვარაცხელიამ რუმინეთსაც გაუტანა - საქართველოს ნაკრები ისევ დამარცხდა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ახალგაზრდული აშშ-ს და მოლდოვას დაუპირისპირდება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. მსაჯმა თამაში გააფუჭა - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლატვიასთან ქულები გაიყო
U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია