მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ Nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთს ბევრი ფეხბურთი აკლდა, უმეტესობა ადამიანი ალბათ უფრო ადვილ თამაშს მოელოდა, მაგრამ ესპანელებს ყველა პოზიციაზე არაერთი ჩამნაცვლებელი ჰყავთ.

მათ წინააღმდეგ ასპარეზობა ყველას უჭირს და გამონაკლისი არც ჩვენ გამოვდექით, წინ კი უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება.

თურქეთთან გასვლაზე თამაში საერთოდ სხვა რამეა, რადგან იქ ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ და სტადიონზე ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოვა. იქნება ისეთი ატმოსფერო, რომელიც თურქებს დაეხმარებათ, თუმცა ყველაფერს ვიზამთ, რომ ამ რთული თამაშის შემდეგ ძალები აღვიდგინოთ.

ჩვენი მიზანია, რომ თურქეთთან ისეთი თამაში ვაჩვენოთ, რაც ესპანეთთან ვერ გავაკეთეთ და ამ მატჩს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ", - თქვა მამარდაშვილმა.

ჯაბა მეგრელი
მგონია რომ შანსი არ გვაქვს ნეტავი ვცდებოდე!
alexandre
გიორგი, შენი იმედი გვაქვს. ნაკრების ყველა ფეხბურთელი გვიყვარს და ყველათი ვამაყობთ! წარმატებებს გისურვებთ! ვიცი, არცერთი თავს არ დაზოგავს და უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება. გაიხარეთ და გაგვახარეთ!
გიო
მწვრთნელი უნდა წავიდეესს..საერთოდ არ ეტყობა გუნდს მწვრთნელის ხელი. შეცვალეთ ახალი სისხლი უნდა გუნდს ვერ ხვდებით?!
გუსანი
ნეტა რამდენს გჯერათ თურქეთთან მოგების? არ ვიცი სიხარულის აფექტში რას ვიზავ, ის კი ვიცი რომ მოგება ფანტასტიკის სფეროში გადაგვიყვანს, სიამოვნებით მოვუხდი ბოდიშს ბიჭებს, ნეტამც...მაგრამ რეალობა რომ სხვაა, მოგებაც არ იძლევა გარანტიას, ბულგარეთს იმაზე მეტ ბურთს გავუტანთ ვიდრე თურქეთი? თან იქ ....ამათ არა ფერი ეშველებათ წლებია მიდის ლაპარაკი ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთო და მიხედეს? ასაკობრივი ნაკრებებს შეხედეთ, იგივე პრობლემები.... ,,ტვინით" თამაში არ იციან, რა დროს,სად, როგორ იმოძრაონ და წაიკითხონ მომენტი არ იციან, პირველ გოლზეც, აბა გაშიფრეთ მომენტი, ბურთის ტრაექტორიას ვერავინ ხვდება, დგანან ჩვენი მცველები და ერთმანეთს უყურებენ... სირბილი ჩვენ არ გამოგვდის და იქნებ ტვინით თამაში ვისწავლოთ...
ერიჰაა-ს-ს-ს
მერე რა რომ ლაცაბიძე და ხარებაშვილი დინამოში არიან? ეგრე ხვიჩაც იყო თავიდან რუსთავში. თუ არ გამოცადე და არ ათამაშე, მარად პერსპექტიულ ფეხბურთელებად დარჩებიან. ეთამაშებინა თუნდაც ლომინაძე კაშიას ადგილას, ხო მაინც არაფრისმომცემი თამაში იყო? კაშიაზე მეტ შეცდომას დაუშვებდა? თუნდაც დაეშვა, არაფერი დაშავდებოდა. მომავლისთვის დააგროვებდა გამოცდილებას. ხომ შეიძლება მოძიება 15-16 წლის ბიჭის ეროვნული ჩემპიონატიდან და კაკაბაძის ადგილას მოსინჯვა? ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა სტიმული იქნებოდა პატარა ბიჭისთვის? თუ ეს დაცვის ხაზი დვალიანად არ შეიცვალა წინ კიდევ ბევრი იმედგაცრუება გველოდება. თამამი ექსპერიმენტებია საჭირო, რომელსაც ლუბიმჩიკების მოყვარული ჯიუტი სანიოლი არ ან ვერ განახორციელებს. კაცი რომ ნაკრებში 30 წლამდე თავს ვერაფრით გამოიჩენს, რა აზრი აქვს მისი ძირითადში დაყენებას, რა სასწაულს უნდა ველოდეთ მისგან? სხვათა შორის კაკაბაძე დაცვაშიაც სუსტია და თქვენ წარმოიდგინეთ აუტსაც კი უაზროდ აწვდის.
საზონოვი ნაკრებში, გურამა სახლში
უთამაშებელი საზონოვი ახტება და თავით მაინც ითამაშებს, გურამას აღარ შეუძლია და სანიოლი დაბრმავდა? კარგი რა ვილი ნუ შემაჯავრე კაშია, თვითონ ნამუსი არა აქვს და შენ ფეხბურთს თამაშობდი ადრე მაინც. იქნებ დაცვის ცენტრში ლომინაძე მოისინჯოს? მახსოვს ჩივაძეს გარდაქმნა ნახევარმცველიდან მცველად. ლომინაძე გამოსაყენებელია აუვცილებლად თურქებთან, მაინც წავაგებთ და იქნებ ცადოს ვილიმ გურამას მაგივრად დააყენოს, მაღალია თავით კარგად თამაშობს, ფიზიკურად ძლიერია და წინ წასვლა კარში დარტყმაც შეუძლია.
ერიჰაა-ს-ს
კარგო კაცო, შენ ვინც ჩამოთვალე მაგ ახალგაზრდებიდან რამდენა აქვს კარგ გუნდში თამაშის პრაქტიკა. ლაცაბიძე დინამოშია, ხარებაშვილი პერსპექტიულია მაგრამ ჯერ დინამოშია და გამოუცდელია. საზონოვს ტრავმის შემდეგ პრაქტიკა არ აქვს. გოჩო ათამაშა ხომ ნახე. რაც შეეხება საზონოვს , არის თამაშები სადაც შეტევაზე მეტად დაცვა გჭირდება და ფიზიკური ძალა. მაგიტომ არ დააყენა ირაკლი ამ თამაშში. რაც შეეხება კაკაბას, დვალს და კაშიას, გურამზე გეთანხმები, უკვე წასვლის დროა. კაკაბა და დვალი 30 წლისები არიან. მცველისთვის ეგ იდეალური ასაკია და თან ორივე კარგი ფეზბურთელია რას ერჩი. შეტევაში შეიძლება არა მაგრამ დაცვაში ნამდვილად სჯობია კაკაბა გოჩოს.
ლორდს
ლორდ,ნაპოლეონი გელაპარაკება და მისგან აზრიანს,რაიმეს ელი?ასათიანზე რომ საავადმყოფო გააუქმეს,იქიდან უნდა იყოს გამოქცეული.მალე,შეიძლება სტალინობა,ან ლენინობა მოინდომოს და თბილისის თავზე წითელი დროშის აფრიალებაც მოითხოვოს.ახლა არ გამოუვიდათ,მაგრამ კიდევ ეცდებიან.საწყალი ავლიპ ზურაბაშვილი,მაგისთანების ხელში
ერიჰაა-ს
მაგალითად ლაცაბიძე, გელაშვილი, საზანოვი გვყვავს, ფლანგებზე აზაროვი, წიტა, გოჩო. ხარებაშვილის დაწინაურებაც შეიძლება. ცოტაა? აბა ვუყუროთ დვალს, კაკაბაძეს და კაშიას და ვიოცნებოთ?
ერიჰაა
ჩვენც გვითხარით ვინ 16-18 წლის ბიჭები დაფრინავენ, ქართველები? გვითხარით ეს დაცვა რომ გავუშვათ, ვინ უნდა ვათამაშოთ? სანიოლი, კი არა პრობლემა ქართულ ფეხბურთშია, არასწორ არზრდაში.
Lord
Napoleoni შენი კომენტარი არის, ყველაზე გულისამრევი, არაკომპეტენტური და ბოროტული, რაც კი წამიკითხავს ქართველისგან))) რაიყო ბიჭო, ჩასაფრებული იყავი, ერთი ფეხის დაცდენა და მიწასთან გაგესწორებინა? ვის არ ქონია ცუდი თამაში? ვის არ ქონია ცუდი დღე? რო აკენწლე მამარდა, მაგის ნახევარი გააკეთე და მერე გამოდე ბრტყელ-ბრტყელი ტექსტები)) ნონსენსი შენი კომენტარია, მამარდა ტოპ მეკარეა, ტიპ რეაქციით და მაღალი საფეხბურთო IQ თი მარა აი შენ, არც შენი ქვეყნის წარმატება გიხარია, არც ნამდვილი გულშემატკივარი ხარ და ალბათ ფეხბურთსაც ტოსტერში უყურებ ))
Napoleoni
ᲗურქეᲗᲗან ისეᲗი კატასტროფა გველის რომ . .დ საერᲗოდ ევროპაზე მოზვედრამ ყალბი ილუზია Შექმნა.ჯგუფიდან პორტუგალიამ კეᲗილი ᲟესტიᲗ გაგვიყვანა. .ᲩეხეᲗᲗან მამარდაᲨვილმა უბრალოდ უცხოპლანეტელივიᲗ იᲗამაᲨა. . . ეხლა კი ყველაფერი Თავის ადგილზე დადგა. . . გუნდᲨი 190 იანი მცველები გვყავს და 170იანები ყველა,ვიმეორევ ყველა მაᲦალ ბურᲗს უგებენ. . .ნებისმიერი Ჩაწოდება სრულ პანიკას იწვევს.ამას ემატება ის რომ მამარდაᲨვილი გამოსვლაზე უბრალოდ ენიᲗაუწერელი კატასტროფააა,რაც მცველებსაც ედება და ვიᲦებᲗ იმას რომ როცა კაციᲨვილი ხელს არ უᲨლიᲗ მაᲨინაც კი არაᲗუ ვერ იგერიებენ ბურᲗს უბრალოდ Თავს ურტყამენ და საიᲗ ურტყამენ გარტყმაᲨი არ არიან. . .სხვა საქმეა ის რომ ფეხებᲨი Ძალა საერᲗოდ არ აქვᲗ. . .მამარდაᲨვილია და ᲦმერᲗო Შენ მიᲨველე ამ ბოლო დროს გამოსწორდა აᲨკარად,რადგან პირდაპირ აუტებᲨი ისვრის ბურᲗს.ადრე მეტოქეს აწვდიდა და ეხლა ნუ პროგრესი აᲨკარააა. . .ორჯერ გადაგარᲩენს(უფრო სწორედ მეტოქე ვერ ააცელს ბურᲗს)გუნდს და მიდის პიარი.ამ დროს პენალტი Თავად გამოიგონა და კუᲗხურების ნახევარიც მამარდაᲨვილმა გამოიგონა. . . გადადის ბურᲗი და ელემენტარულს ვერ საზᲦვრავს და უაზროდ კიდებს ბუეᲗებს ხელს და ვერც იᲭერს. ესეᲗი კატასტროფა მეკარე გამოსვლაზე . . . საფეხბურᲗო ნონსენსია მამარდაᲨვილი არაᲗუ ლივერპულᲨი არამედ საერᲗოდ ევროპაᲨი. . . ბებერი ლორიას პერიოდი გადაახვიეᲗ და ნახეᲗ მაᲨინდელი დაცვა. . .
მამარდას
ვერ დაგეთანხმებოდი, გიორგი. რა ვერ გააკეთეთ ესპანეთთან? ყველაფერი იდეალურად შეასრულეთ. ერთადერთი დავალება ქონია სანიოლს(თავად ამბობს), რომ ყვითელი ბარათები არ მიგეღოთ და 100% - ით შეუსრულეთ. ისე მართლა, თუ მოწინაამდეგეს 5 მეტრში დაუდგები და ახლოსაც არ გაეკარები, როგორც ამას მაგალითად კაშია აკეთებს, რა თქმა უნდა არავინ მოგცემს ყვითელ ბარათს. ))) სხვათაშორის შენც იყავი გასაყვითლებელი და მსაჯმა დაგინდო. მგონი არ მოუცია ყვითელი ბარათი.)) სუსტი მწვრთნელი გყავთ გიორგი, მეგობრული და პოზიტიური ადამიანი სულაც არ ნიშნავს კარგ მწვრთნელობას. კარგი მწვრთნელი ესპანელებს ყავთ, რომლებმაც მეორე შემადგენლობითაც კი თავზე გადაგვახიეს ბურთი! პირრადად შენ დიდი მადლობა, ბევრჯერ გადაგვარჩინე, მაგრამ შავს თუ შავი არ ვუწოდეთ, თეთრს სახელად რა დავარქვათ? ჰო, დაცვის ხაზიც ძალიან სუსტი გყავთ, მთლიანად შესაცვლელია და ეგაც გაითვალისწინეთ. რაღა დროს დვალი, კაშია და კაკაბაძეა? 16-18 წლის ბიჭები ევროპაში დაფრინავენ.
სანიოლი მაგარია
ესპანეთთან მთავარი იყო შედეგი და ძალიან კარგი შედეგია ( ფრევჯობდა, მარა ეგ აშკარა ფანტასტიკა იქნებოდა). სხვა ყველა კომენტარი არისნუადგილო, უზნეო და ამორალური
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება
დაბრუნდება ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კომენტარი გააკეთა
"არსენალი" საკას კონტრაქტს გაუგრძელებს
"ვირცის შეძენაზე უარს ვერავინ იტყოდა" - "ლივერპულის" პრეზიდენტი
"მესი უკვე 38 წლისაა, აწყმოსა და მომავალზე უნდა ვიფიქროთ" - "ბარსელონას" პრეზიდენტი
კალათბურთის მაგიდის მსაჯთა კოლეგიას კახეთის რეგიონიდან 6 წევრი შეემატა
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
[წინათქმა. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი ინტრიგა და დაძაბულობა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
პსჟ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის შეძენას გეგმავს
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
შენგელიას ჩამოსვლა წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
"ჩემს თავს გამოვრიცხავ" - კურტუამ ამჟამად ევროპის სამი საუკეთესო მეკარე დაასახელა
"მთელი კარიერის "ბარსელონაში" ბედნიერად გატარება მსურდა, თუმცა..." - ლიონელ მესი
"შემდეგი აუცილებლად ის იქნება" - ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა
"მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ" - ალ-ხელაიფიმ პსჟ-ს მოთამაშე გამოარჩია
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
კვარაცხელიამ გოლების გატანა უნდა გააგრძელოს - ითამაშებენ მამარდაშვილი და მიქაუტაძე?
მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" გადაწყვეტილებაზე
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებული პენალტი, რეკორდი და სამი გაშვებული გოლი (ორი რიკოშეტით) - "ლივერპული" "სიტისთან" დამარცხდა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ