ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას

სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად თურქეთთან 1:4 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

„პირველ და მეორე ტაიმს შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო. მატჩი ისე დავიწყეთ, თითქოს მოგება ინტენსივობის და აგრესიული თამაშის გარეშე შეგვეძლო. თურქეთის ძალიან კარგი ნაკრების წინააღმდეგ კი, ეს შეუძლებელია.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას. ვფიქრობ, არა მხოლოდ ფეხბურთელები, ჩვენ ყველა კომფორტის ზონაში აღმოვჩნდით, საიდანაც გამოსვლა რთული აღჩმონდა. როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ, მნიშვნელოვანია, რომ რეალობა გულწრფელად მიიღო.

ბოლო 10 თვის განმავლობაში გვაკლია ის, რაც ჩვენს გუნდს ახასიათებდა - ბრძოლისუნარიანობა, ერთიანობა და პირველიდან ბოლო წუთამდე ისე თამაში, თითქოს ეს ცხოვრების ბოლო მატჩია. თუ გვსურს, რომ კვლავ გვქონდეს წარმატება მომავალში, როგორც საკვალიფიკაციო ეტაპზე, ისე გადამწყვეტ თამაშებში. სწრაფად უნდა მოვახდინოთ გადატვირთვა და დავუბრუნდეთ იმ პერიოდს, როდესაც ვიცოდით, რომ თითოეულ მატჩში საჭიროა ბრძოლა შედეგის მისაღწევად. ბოლო პერიოდში ეს გვაკლია და, უახლოეს მომავალში, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება წარმოვადგინოთ ბევრად უკეთესი საქართველოს ნაკრები, ვიდრე ეს უკანასკნელ შეხვედრებში იყო“.

NAKREBI.GE

• რეზი

მაინც უნდა წავიდეს ახალი სისხლი ჯობია

• Ზ. Ვ.

Კარგს ივიწყებენ. Მხოლოდ ცუდი ახსოვთ

• სანიოლი

ეჰ, სად მაქვს მე ჩემოდანი? ერთი საწყალი კაცი ვარ, პაპისეული ხურჯინით ვმოგზაურობ. რო წავიდე კომპენსაციას ხო მომცემთ?

• ნუ ვიქნებით არაობიექტურები

როცა გამარჯვებები იყო,სანიოლს ვაქებდით.ახლა- წადი,ყველაფერი შენი ბრალიაო.ვინმემ აუკრძალა მონდომება და თავდადება ეროვნული ნაკრების რომელიმე ფეხბურთელს? გავა დრო,სხვა მწვრთნელის ეპოქა იქნება. მე ვილი სანიოლის მადლიერი ვარ იმ სიხარულებისათვის,რაც მოგვანიჭა!!!

• კობა

დროა ჩაალაგო ჩემოდანი ვილი სანიოლ!!!...შენი მისია შესრულებულია!!!...უფრო ჭკვიანებს და მიზანდასახულებს ეკუთვნის შენი ეგ ადგილი!!!...

• დავით-ს

იმიტომ რომ ქვაბიაშვილი კოტეტიშვილზე დაბალია და სხვებს კიდევ არ ეცალათ.

• დავითი

საინტერესო კითხვა მაქვს როგორც ყოფილ ფეხბურთელს. დაბალი კოტეტიშვილი რატომ უდგას ამ 2 მეტრიან მცველს ,თან ორჯერ და ორჯერ გაგვიტანა გოლი ??? საზიზღრული ტაქტიკა და სტრატეგია იყო , ორივე თამაშზე

• მართლა?

შენ კი ალბათ გგონია რომ 9 თვის ბავშვი ქვევრში თვითონ ჩავიდა ზედ არჩევნების წინა დღეს, რაც შენებმა მშვენივრად გამოიყენეს, კიწმარიშვილმა თავი მოიკლა , გენერალ თავთუხაშვილის შვილი და სხვა ქართველი სპეცრაზმელები შემთხვევით დაიღუპნენ, ათასი ქარხანა აგუგუნდა და უფასო ფული დარიგდა საქართველოში და ევროპას კი დიფსტეიტი მართავს. შენ უსამშობლო არ ხარ, შენ სამშობლო გაქვს, ოღონდ ეგ სამშობლო საქართველო არ არის, ჩვეულებრივი რუსეთუმე ხარ, რაც მოღალატეზე უარესია.

• კობი წადი-ს

შენ ეჭვიც არ მეპარება მიშა დემენციანი გგონია და კლავდნენ,მზიას ამაღლობელს აბრმავებენ,ლაზარე შენთვის ეროვნული გმირია,ღობე თავისით გადაინგრა და უსამშობლო ნაც აკაცუკები ეზომ შეისრუტა და ა.შ.და კიდევ არველაძეები გინდა ფედერაციის პრეზიდენტად რომლებმაც აქტიური სპორტის დროიდამ მოყოლებული დაღუპეს ქართული ფეხბურთი და მერე ხო საერთოდ ნაცარტუდად აქციეს.უსამშობლო ხარ და იცი რას ნიშნავს უსამშობლობა? მანქურთზე უარესი ხარ

• დდდ

ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ სანიოლი თავის ნებით წამსვლელი არაა,- ირლანდია ეპატიჟებოდა რაღათქმაუნდა, ჩვენზე უკეთესი პირობებით, მაგრამ არ წავიდა, რადგან აქ პასუხს არავინ თხოვს და კომფორტულადაა... არც ფედერაცია გაუშვებს, აქეთ დაგვამუნათეს - ვილი მიზერულ ხელფასზე მუშაობს და რა ნამუსით ითხოვთ მის წასვლასო და სასწრაფოდ ახალი კონტრაქტი გაუშანშალეს... ჰოდა, ვისაც მწვრთნელის შეცვლა გინდათ, ფედერაციით დაიწყეთ...

• კობი წადი შენი ბანდით.

D ჯგუფის დაბალი ფონის გუნდებიდან გავედით ევრო 24-ზე და პლე ოფში სახლში საბრეძნეთ ლუქსემბურგთან ვივარგეთ. მას შემდეგ 2 ციკლი ჩააგდო ნაკრებმა. მწვრთნელს ასეთჩავარდნაზე უშვებენ ყველგან და ყოველთვის. საქართველოში ყველაფერს რევოლუციორი ახქმა უნდა ვიღაც რომ მიხვდეს თავის წასვლაზე. საქმე იმაშია რომ სანიოლს აწყობს ნაკრების მწვრთნელობა და ფედარაციას აწყობს სანიოლი მწვრთნელად. მშვენივრად არიან შეხმატკბილებული. ამდენ ბალასტს არცერთი მწვრთნელი არ აიტანს ნაკრებში, მაგრამ ნაკრებში საქმის “დამლაგებელი “ დვალიშვილი სანიოლს გვერდში უზის. კობიაშვილი არაფერზეა პასუხისმფები, მან საერთოდ არც იცის რაა პასუხისგება და არც აინტერესებს. ამ ნაკრებით სტაფს(ბანდას) ყველას თავისი საქმე წინ მიყავთ. ესაა ხროვა ადამიანებისა რომლებმაც მიაფურთხეს ფეხბურთს და ქვეყნის ინტერესს, ჩვენ ქართველ ხალხს. აქ ნაც/ქოცობა მგონი აღარ უნდა იყოს რადგან ყველას აქვს თვალები. ყველაფერი ხელის გულზე დევს და მარტო ბრმა არ/ვერ დაინახავს. კობი არის ამ ბანდის ატამანი და მფარველი.

• მირო

ვილი,მოკლედ გეტყვი,შენ ამოწურე შენი თავი(ამოსაწურიც არაფერი გქონდა მაინცდამაინც)საქართველოს ნაკრებში და ეს მოხდა ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე.იმის მერე წვალობ შენც და აწვალებ ბიჭებსაც.მადლობა და წადი,დროა.სანამ პატივს გცემენ დაგვემშვიდობე.მერე შეიძლება ძალიან ცუდი სიტყვებით შეგამკონ,თუ დროზე ვერ იგრძნობ თავს ზედმეტად.მთლიანად შენი ტაქტიკური ექსპერიმენტების ბრალია ამ ციკლის ჩავარდნა.ფეხბურთელებს ნუ აბრალებ,ძირითადი შემადგენლობის სტაბილური ბირთვი ვერ შექმენი ბოლო ბოლო.ყოველ თამაშში სხვადასხვა შემადგენლობით და ტაქტიკით თავგზა აურიე ბიჭებს,დაბნეულები დარბიან სულ.წადი დროზე.

• Lelo

Რა თქმა უნდა ფეხბურთელების წვლილიც არის უსახური თამაშების ჩატარებაში მაგრამ სანიოლი რო აქამდე 5-3-2-ის გარდა სხვა სქემა დამუშავებული არ ქონდა მაგალითად 4-2-3-1 ეს ვისი ბრალეულობა??? Ან შემადგენლობას რო სწორად ვერ დააყენეს მაგალითად მექვაბიშვილის მაგივრად რო გაგნიძე არ თამაშობს ძირითადში ეს ვისი საქმეა სანიოლი მინდა ვკითხო!!! Ან რო შეც ძლებს აგვიანებდა ხოლმე ესეც ფეხბურთელების ბრალიაა!!!! Ლივერპულის, სპორტინგი, ვილიარეალი, პსჟეს, მეხის, სენტ ეტიენი, შტურმის, ფეხბურთელები რო გვყავს 4-5 პასი გადაბმულად ცენტრში უნდა გააკეთოს, არ ვიძახი ესპანეთივით და არგენტინასავით 40-45 პასი უნდა გააკეთოს საქართველოს ნაკრებმა ან ყველა თამაში უნდა მოიგოს თქო უბრალოდ თურქეთმა 2 თამაში ასე უშანსოდ ვერ უნდა მოიგიგოს არ არის ამხელა სხვაობა ამ გუნდებს შორის. Მწვრთნელი შესაბამისი მწვრთნელი არის საჭირო რო გუნდმა ფეხბურთი ითამაშოს ეს ფეხბურთი არ არის რასაც ახლა უყურებთ.

• art

ეს ისევ ფეხბურთელებს აბრალებს! ან სულელია იმდენად, რომ ვერ ხედავს თავის ძალიან მძიმე შეცდომებს, ან ძალიან უტიფარია!რა ნაპერწკალზე გველაპარაკები ადამიანო როდესაც: 1. სტანდარტულებისას ვინ ვის იჭერს ყოველთვის წინასწარ განისაზღვრება და მეტრანახევრიანი კიტეიშვილი რომ იმ ორმეტრიან კაცს დაუყენე და ორი გოლი მაგიტომ მივიღეთ, ვისი ბრალია? ნაპერწკლის? 2. ლოჩოშვილ-გოგლიჩიძის წყვილს დაცვის ცენტრში ერთად რომ აქამდე არასდროს უთამაშია, და ისედაც პრობლემური რგოლი რომ დაცვა გყავს სხვა რგოლებთან შედარებით (ფეხბურთელების კვალიფიკაციას ვგულისხმობ), რა დროს ექსპერიმენტები იყო? ესეც ნაპერწკალის ბრალია? 3. დამუშავებული კომბინაციის ნასახი რომ არ ეტყობა გუნდის თამაშს, გუნდური მოძრაობა რომ არ არსებობს, გუნდურს ვამბობ, თორემ, ცალ-ცალკე თავისთვის ყველა ცდილობს ირბინოს და თავს ზოგავენ-თქო ვერ ვიტყვით, ესეც ნაპერწკლის არქონის ბრალია? 4. პრესინგის თამაში მოითხოვს სწორ სქემას, ვინ როდის და სად გადაადგილდება, რაც მწვრთნელის დასალაგებელია და არა უბრალოდ ბევრ სირბილს. ნაპერწკალი უშველის მაგას? გაგრძელებაც შეიძლება, მაგრამ ესეც საკმარისია. ადრეც ვწერდი და კიდევ ვიმეორებ - საქართველოს ნაკრები იაფად ნაშოვნი, სამწვრთნელო პრაქტიკის არმქონე , დაბალი კვალიფიკაციის მწვრთნელის ხელში არ უნდა იყოს. არ არის ლაპარაკი კლოპზე, გვარდიოლაზე, ანჩელოტიზე და ვინმე ტოპ მწვრთნელზე. იგივე მონტელა არ არის ტოპ მწვრთნელი, მაგრამ არც სანიოლის დონისაა, ყოველ შემტხვევაში სერია ა-ს რამოდენიმე გუნდი გაუწვრთნია, მატ შორის "მილანი" და სამწვრთნელო კვალიფიკაცია და გამოცდილება გააჩნია. სანიოლის გაწვრთნილი გუნდები ჩამომითვალეთ ვინმემ! საქართვლოს ნაკრები ტრენაჟორი არ არის, სხვაგან ისწავლოს ხელობა სანიოლმა! თუმცა ერთიცაა - ჩვენი ფედარაციის ხელში უნდა გეშინოდეს, ეს რომ გაუსვან, ამაზე უარესი არ მოიყვანონ ვინმე.

• მართალი კაცი

ცოტა სხვანაირად რომ შევხედოთ და ემოციები გვერდით გადავდოთ არა? რეალურად ნაკრებს აქვს თუ არა პროგრესი ვილი სანიოლის ხელში? პასუხი: კი აქვს, რაც გამოისახება d დან c კატეგორიაში ასვლით, სადაც 4 გუნდში მესამეზე გავედით და გადათამაშება მოგვიწია დარჩენისთვის. ბოლო თამაშების ხარისხიდან პოზიტიური დინამიკა ჩანს ნაკრების თამაშში, რომ მეტი პროგრესი განვიცადოთ მომავალში ამ ფორმაციით? ბოლო თამაშებით არ ჩანს და საჭიროა ცვლილებები, სამწვრთნელო შტაბში მეტად.. რეალურად როგორ მოვხვდით ევროპაზე? მოვუგეთ ერთა ლიგაზე ქვედა დონის გუნდებს(ნუ იქამდე მაგასაც ვერ ვიგებდით, მაგრამ არც ასეთი ფეღბურთელები არ გვყავდა) და ვეომეთ თბილისში სავერძნეთს და გავედით ევროზე, ხო იქამდე ლუქსემბურგი და აქვე ავღნიშნავს რომ სავერძნეთი მის მერე რეგრესშია და ბოლო ადგილზეა შესარჩევში წელს. გავედით ევროზე და იქ მართლაც მშვენიერი მატჩები ვითამაშეთ, რაც ვფიქრობ დღევანდელიდან გამომდინარე ზოგადი მაღალი მუხტის და მოტივაციის შედეგი იყო. ევროზე თურქეთან წავაგეთ სანიჩიო თამაში, ჩეხეთთან ნიჩია წასაგები თამაში და უმოტივაციო პორტუგალიასთან მოვიგეთ, გავედით ისტორიული შედეგი დავდეთ და ესპანეთთან გავნადგურდით იმას იქ იმაში რო ის ექნა, მაგას და ილიზიებს დავანწბოთ თავი. მერე ახალო ციკლი და მესამეზე გავედით სა ვერაფერი თამაში თუ არ ჩავთვლით ჩეხეთთან თბილისის თამაშს და ალბანეთს, სხვა ძალიან სუატი იყო და ეს ციკლი სადაც ჩავაგდეთ თამაშები… მოცემულობა არია რომ ჩემი სუბიექტური ხედვით გვყავს პოტენციურად უფრო კარგი გინდი ვიდრე ხარისხს ვაჩვენებთ. თუ პროცესი რეგრესულია ბოლო 8 თამაში ევროს მერე ანუ დგება საკითხი, რომ რაგაც შწვცვალოთ. და რა უნდა შეიცვალოს? ფეღბურთელების გამოძახების და უსამართლობის პრობლემა არ არის, უფრო არის კომპეტენტური სამწვრთნელო შტაბის, რომელთა შეცდომები და მუშწობა რიგ შემთხვევეში უკვე კომიკურია. თავმოყვარე მწვრთნელი რომელოც რეალისტია უკვე წასული იქნებოდა

• გიორგი

madloba.kargad brZandebodeT!!

• ზვიადი

ეს ჯერ კიდევ არ წასულა?

• L.J.

Ertxel mainc gegiarebina sheni shecdoma she arasworo kaco!!!

• shota

ვილი, მადლობა შრომისთვის, მაგრამ შენი წასვლის დროა მეგობარო!

• მალხაზ ჯობავა

უშენოდ ვილი უშენოოოოდ!!!!

• R. M.

ვილი მადლობა, ნახვამდის ! ახალი, პროგრსირებადი მწვრთნელი გვჭირდება ვინც არსებული რესურსით შედეგებს დადებს. (აუცილებლად ჩართული უნდა იყოს ყველა დონეზე რათა ყველა რეზერვი და შესაძლებლობა გამოიყენოს, საქართველოს სამწუხაროდ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ მზა 11 ფეხბურთელი დავახვედროთ და შედეგები დადოს,,,,ბევრი სამუშაო ყველა დონეზე...)

• ქიშო

რა ვიცი ხალხო, თუ გინდათ სპალეტის დავებაზრები, იქნებ დათანხმდეს ჩვენს მწვრთნელობას. დედაჩემი მაგისი ცოლის ბებიას უვლის რავენაში და მაქვს სვიაზები.

• ardiles78

ვეთანხმები ვილის,რომ გადატვირთვაა საჭირო.ოღონდ,ამას ახალი მწვრთვნელი სჭირდება

• ზორო

ჩავია თავისუფალი, ახალაზრდაა, ესპანელი, ნამუშევარიც სერიოზულად აქვს, შეიძლება მოწვევა. თუნდაც სპალეტი. რა ვიცი, არიან კიდევ ცნობილი და ძლიერი მწვრთნელები. ზოგ ქვეყანაში 2 წაგების შემდეგვე ხსნიან მწვრთნელს და ეს სავსებით ნორმალურია. მარტო ჩვენთან წაგების შემდეგ რამდენმე ქვეყანამ გადააყენა მწვრთნელები თანამდებობიდან? მხოლოდ ჩვენთან რჩებიან თანამდებობებზე 10-20-30 წლით. სირცხვილია. თაობები იკაგრება ამ დროს. დამიჯერეთ, ჟორჟის და ხვიჩასნაირი ბიჭები კიდევ დიდხანს არ გვეყოლება და გამოყენება უნდა მათ პოტენციალს. კარგი მწვრთნელით უკვე ეხლაც კი ვიქნებოდი 40 საუკეთესოში. ამ ბიჭებით ოცეულშიც შეიძლება შესვლა. სიახლეების არასოდეს უნდა გვეშინოდეს. ყველა სფეროში ჭირდება განახლება, ახალი სისხლი ქვეყანას. თუ ასე გაგრძელდა, უზბეკეთი კი არა, ყირგიზეთი და თურქმენეთიც ითამაშებენ ჩვენზე ადრე მსოფლიოზე. კეთილი ნებაა საჭირო, უნდა შეიგნონ რომ ხალხის ფულით ინახავენ ოჯახებს, ფედერაციებს, ამიტომაც უნდა მოუსმინონ ხალხს.

• მალხაზი

წადი ბიძია სახლში,რა! გეხვეწებით!

• ფანს

ფარერების ხსენებაზე წყალი გამოივლე პირში. მასე იძახდით კაბუ ვერდეზე, მაგრამ მსოფლიოზე ითამაშებს გუნდი. შენ კი ბინოკლით უყურე მსოფლიო ჩემპიონატს.

• maximus

სანიოლმა კარგა ხნის უკან ამოწურა მისი მაქსიმუმი, ამ ნაკრებს ახალი და ბევრად უფრო ძლიერი მწვრთნელი სჭირდება, მაგრამ ამის გამშვები ეს ფედერაცია არაა აგერ ნახავთ და ამ თაობასაც გადააყოლებენა მას. ეს ხალხი რომ ყოლოდა ქეცბაიას ბევრად მაგარ შედეგს დადებდა...ასეთი უჯიგრო და ყოვეგვარი ტაქტიკის არ მქონე თამაში არცერთ ნაკრებს არ ქონია ამ შესარჩევ ციკლში, ნახეთ ფარერების შედეგები ან ისლანდიის თამაში საფრანგეთის წინააღმდეგ.

• ვა რა დონეა

სასწრაფოდ სანტუში უნდა მოვიყვანოთ.

• semi

ბრძენი ქართველი გულშემატკივარი ყველაფერს რომ კაშიას აბრალებს, ხომ არ იყო გუშინ კაშია? და საერთოდაც ბოლო თამაშებს ჩახედეთ კაშიას უკეთესი შეფასება აქ მთელ დაცვით ხაზში.

• რეზი

მეგონა განცხადებას გააკეთებდა წასვლაზე

• ფანი

მარტში ყველაფერს მოვიგებთ ფედერაცია ფარერებთან და მალტასთან დანიშნავს ამხანაგურებს

• FaBro

ამასობაში ვილიც გაგვიგრუზინდააა. დაამუღამა ჯიგარმა, რომ ამ ქვეყანაში ნებით არავინ არ ტოვებს პოსტს და თქვა თავისთვის - მე რაღას წავიდე, კარგი ყოფილა დარმავოი ცხოვრებაო. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელი დღესვე უნდა აკეთებდეს განცხადებას და მიდიოდეს, რადგან უკვე მაქსიმუმის მაქსიმუმს მიაღწია ევროზე გასვლით, ხოლო მსოფლიოზე გასვლის ყოველგვარი შანსი დაკარგა და თანაც უშანსოდ გამოვიყურებოდით ყველა ასპექტში. ასე რომ მკითხაობა და "ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ" არ ჭირდება ამ საქმეს, მისი შეგნება და კაცობა იმითაც გამოჩნდება, თუ რას მოიმოქმედებს უახლოეს დღეებში და თუ მაინც ურცხვად გვატენა საკუთარი თეორიები სველ მოედნებზე, მეტოქე გუნდების უძლეველობაზე, ნაგვის სუნზე, დინოზავრებზე და დიფ სთეითზე, არ ჰქონია სინდისი და დაველოდოთ მაშინ ფედერაციის რომელ ბოსს შეაწუხებს სინდიდი და მიუთითებს მას გასასვლელი კარისკენ.

• მამუკა ბათუმი

წაი აწი ძამა.🙏 მადლობა და კარგად! ✌️

• ბოლო-ბოლო არ დაგვანებებ თავს?

ახალმა მწვრთნელმა უნდა ჩაამთავროს ჯგუფური, უკეთ მოემზადება მარტისთვის.

• რაგბის ფანი

ჩვენი ფეხბურთელების დაბალ დონეზე რა ნამუსით ლაპარაკობ?! სანიოლო, შენზე დაბალი დონე ბავშვთა ფეხბურთშიც კი არ არსებობს. კუთხურზე 2 მეტრიან თავდამსხმელს 1,5 მეტრიანი დამცველი რომ დაუყენე და ყველა ჩაწოდებაზე გოლი გაგვიტანა... შენ სხვის დონეზე რა ნამუსით ლაპარაკობ? ქართველი რომ ყოფილიყავი, არავინ გაგაჩერებდა გუნდში! უბრალოდ, ამ ერს "უცხოს" მიმართ კუდის ქიცინი გენში აქვს გამჯდარი. მხოლოდ ამიტომ ხარ მწვრთნელის პოსტზე, თორემ ჯერ კიდევ მაშინ უნდა გაგდებულიყავი, როცა 6/6 ქულიანი ნაკრები ერთა ლიგაზე 4-3-3-ზე გადაიყვანე და იმ დღიდან ყველაფერი წავაგეთ!

• ალფა

დღესვეა გასაშვები, რათა ახალმა მწვრთნელმა ჩაიბაროს დარჩენილ 2 თამაშში გუნდი ალღოს დროულად ასაღებად.

• ერთი შაიკაა

ესაც გადატვირთვაზე ალაპარაკდა. ბოლოს გვეტყვის დიფსთეითთან დავმარცხდითო.

• ემიგრანტი

წესით სასწრაფოდ უნდა წავიდეს სანიოლი რომ ახალმა მწვრთნელმა რაღაც მოასწროს მარტის თამაშებისთვის, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში აზრი არ აქვს პატიოსანი მწვრთნელი ვერ გაჩერდება ამ ფედერაციის ხელში და ფულის მხაპავი ეხლაც გვყავს.

• დიდო

ანუ,გადადგომას საერთოდ არ აპირებს,მისი ნათქვამიდან!

• ბორია წიფურია

ეს ადამიანი თავის დანაშაულის აღარებს არასდროს არ აპირებს და ყველაფერს ფეხბურთელელბს აბრალებს. ი გასაგებია თვითონ მოედანზე არ არის რომ შეცვალოს რამე მაგრამ რა ფეხბურთელებიც შეყარა ნაკრებში თუ შეაყრევინეს და ვერ ხვდება ტაქტიკურად როგორ დაუპირისპირდეს ამა თუ იმ გუნდს გასაშვებია და დასავიწყებელი!

• ვერ ისწავლე ჩვენზე მწვრთნელობა წააადიიიი.

შენ და შენი ევროპის ჩემპიონატი რაა…შენ თვითონ ვეღარ ივიწყებ და ამოგვადინე ყელში უკვე. ვინ ხარ ყოველ თამაში ექსპერიმენტებს რომ გვიდგავ? წადი რა გაიარე შენი ექსპერიმენტები ალქომიკოსი ხარ ვიღაცა. ძალიან მარტივი კითხვა მაქვს. რას აკეთებს დვალიშვილი ნაკრებში, რას წარმოადგენს? ეგ ნაკრებიდან ვერ მოვიშორეთ ფორვარდობდა 2 წელი უგოლოდ, ვიღაცას რომ უმაზავდა ახლა თვითონ ჩალიჩობს. როგორ მეჯერ ფრანგი მენტალობის ევროპელი ჩემპიონი მეგონე და მწარედ შებცდი. იგივე ხარ რაც დვალიშვილი ჩემთვის. მეხინკლეები ხაღტ ორივენი. ალბათ ერთად დატვინეთ 174 სმ კიტეიშვილი რომ დაუყენეთ 194 სმ დემირელს. აი მაგ შენ თავში ჩამახედა ეგ რომ დაავალე კიტეს. რომ წახვალ გაიყოლე დვალიშვილი საფრანგეთში და მექვაბიშვილიც არ დაგავიწყდეს კაშიასთან ერთად.

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა

"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა

შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"

დიდი მატჩები იწყება - "ლივერპულის" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია

"ბორჯღალოსნები" | უკეთესი ადგილის დასაკავებლად მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის

გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა

ვართანოვი პოლონეთში, თვაური – ბულგარეთში | ფიბა ევროპის თასის მატჩებზე

[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა

"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო

ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ

როგორია შენგელიას მდგომარეობა - ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს

"ბორჯღალოსნები" | მზადება დაიწყო

გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს

"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა

"იცით რატომ მიყვარს უესტბრუქი?" - "საკრამენტოს" მწვრთნელმა რასზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა

[VIDEO] დონჩიჩის ისტორიული მიღწევა, რივზს ბრაიანტის გადასასწრებად ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" მორიგი მატჩი მოიგო

ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს

"ფეხბურთსა და ცხოვრებაში ახალი რაღაცის სწავლა ყოველთვის შეგიძლია" - ლიონელ მესი

"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა

დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია - "კვარა" ცეკვის შემდეგ

ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება

დღეს, თურქეთი VS საქართველო - რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება

სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება

მონტელა: ძლიერ მეტოქესთან ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ

ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?

ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

არსებობდა სხვა გზა? - არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში

თურქეთი - საქართველო | ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრებისთვის

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

თურქეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:3 მარცხდება

[VIDEO] სრული კატასტროფა - საქართველოს ნაკრები თურქეთთან განადგურდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა

"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა