მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე თურქეთთან 1:4 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდისა და გრაცის "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.

"პირადად ფეხბურთელებს სულ სხვა მოლოდინები გვქონდა, მაგრამ წინა შეხვედრაშიც და დღესაც რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. ალბათ, მეც და სხვა ფეხბურთელებმაც, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს წარმოვადგენთ, საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ.

რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის დასასრული არ არის და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის თუ სხვა საკვალიფიკაციოებზე შანსი გვექნება, მაგრამ ყველამ საკუთარ თავში ჩავიხედოთ, რადგან მივხვდეთ რა გვჭირდება მოედანზე.

წარმოვადგენთ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თითქოს რაღაც ნაპერწკალი დავკარგეთ. ეს ნაპერწკალი სულ უფრო ქრება და აუცილებელი იქნება, რომ ის დავიბრუნოთ. სხვა გზა არ გვაქვს, არ უნდა დავნებდეთ, საკუთარ თავებზე მუშაობა და შრომა უნდა გავაგრძელოთ.

ამ ორ თამაშში დავეცით და ვერ შევძელით რაც გვინდოდა, მაგრამ ყოველთვის ახალი შანსი გეძლევა. წამოდგომა აუცილებელია და ახალი შანსი ძალიან მალე მოგვეცემა. მალე დადგება დრო, როდესაც ახალი მოლოდინები მოგვეცემა და ჩვენს შანსს ყოველთვის მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ.

ფეხბურთში გამართლების არ მჯერა და ყოველთვის შენი შანსი უნდა გამოიყენო. ამიტომ მომავალ საკვალიფიკაციო ეტაპსა და ერთა ლიგას სულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ", - თქვა კიტეიშვილმა.

Nakrebi.ge

ემიგრანტი
ბრძოლაში მიმავალ ჯარს ნაპერწკალს ვინ უნთებს, ვინ განაწყობს საბრძოლველად? ზუსტად იგივე სიტუაციაა ფეხბურთშიც, თუ მწვრთნელი მაგას ვერ ახერხებს, ტაქტიკას ვერ ამუშავებს, თამაშის მიმდინარეობას ვერ ცვლის, შეცვლებს ვერ იცნობს და აგვიანებს, მაშ რაღაა მწვრთნელი ხელფასს მეც ავიღებ რა პრობლემაა. ევროპაზე მაინც გავიდოდით ყველა ვარიანტში ერთა ლიგის C ჯგუფის მოგება და ცუდ მდგომარეობაში მყოფ საბერძნეთთან ძლივს მოგებაა სანიოლის მონაგარი! რა ქნა B ჯგუფში? ისევ იმ დონეზე ვართ სადაც ვიყავით უბრალოდ კარგი თაობა დაემთხვა სანიოლს და ვანიავებინებთ უაზროდ. ფედერაცია იხრჩობა კორუფციაში და ფულის ჭრაში ფეხბურთი ვის აიუნტერესებს პარლამენტში ზიან. ხალხის ფსიქოლოგიას რომ უშვებიან და ამონებენ ესენი, მაგდენი საბჭოთა კავცშირს არ დაუშავებია. იმდენად ჩუმად ვართ რომ თვითონ სიჩუმე ყვირის!
კოფე გნებავთ?
რა ყველა ერთი და იმავეს იმეორებთ, დაცემა, წამოდგომა, თქვენც საერთო ჩათში გიგდებენ რა უნდა თქვათ? ))) ვერ დარბიხართ სწრაფად და მოწინააღმდეგეს ვერ აპრესინგებთ, აი ეს არის თქვენი მთავარი ნაკლი. იმ თურქ აყლაყუდა მცველს რომელმა ჭკუათმყოფელმა მიგამაგრა, წელამდეც რომ ვერ წვდებოდი ოთარ? აი ეგ გვითხარი. რატომ ვერ მოუგეთ თურქებს, რაშია მიზეზი? ხალხს გვაინტერესებს. ეგ ზოგადი ფრაზები, ქოჩორამ და შენ ვილიკოს მოუყევით. ათასჯერ გვაქვს მოსმენილი.

ჰო და მაშინ წადით სუყველა,ვისაც ეს ნაპერწკალი ჩაუქრა,ნაკრებიდან და კლუბებში ფულის შოვნით დაკავდით მარტო.ნაკრებში ვინ ითამაშებს. ვისაც ეს ნაპერწკალი არასოდეს ჩაუქრება და თავი რაღაც განსაკუთრებული არ ეგონება და ქვეყანას არ შეარცხვენს.
Lelo
Სუფთა საფეხბურთო თვისებები არ არ იყო მოედანზე რასაც მწვრთნელი უნდა აკონტროლებდნენ სტრატეგია ტაკტიკაზე და ფეხბურთელის შერჩევაზე აღარავის ლაპარაკი. Ევროპის ჩემპიონატმა თურმე ცუდი სამსახური გაუწია გუნდს თქვენ დალოცვილებო ევროპა არ მოგიგიათ რა იყოთ რამ დაგიხშოთ მოტივაცია ესეც მწვრთნელის ბრალი რო ეს ყველაფერი არ აკონტროლა ან ვერ აკონტროლა. Ხორვატიის ნაკრები პირველად რო მოხვდა მსოფლიოზე მე-3 ადგილზე გავიდა მაგრამ მას შემდეგ თამასა არ დაუგდია ჩვენ კი სადღაც ჩავიფერფლეთ ეს არის საწყენი გუნდი ვერ განვითარდა, ვიღაცეები აქ ფედერაცია ტეხავენ ჯოხს რომელმაც ბევრი გააკეთა. Სტადიონები და ბაზები აკადემიები იქ ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებულებიდან იწყება პრობლემები იქ რა მწვრთნელები მუშაობენ როგორ და რა მენტალიტეტი ზრდიან ბავშვებს კაცმა არ იცის, ფედერაცია ვერ შეარჩევს ფეხბურთელებს ვერც ნაკრებში ვერც კლუბებში ეს მისი საქმე არ არის, ფედერაციის საქმე არის ახლა პირდაპირ ვამბობ სანიოლი რომელიც თავის თავის გარდა ყველას ბრალის ამ შედეგს ეს კაცი რაც შეიძლება მალე მოაშორეს ნაკრებს. Მწვრთნელი კი შეირჩეს იმ ხედვები როგორი ფეხბურთის თამაში უნდა ნაკრებს რა ფილოსოფიის მიმდევარია, ვგულისხმობ იმას რო საქართველოს ნაკრები უნდა მიდიოდეს იქეთ რო ბურთის კონტროლი და ბურთზე მუშაობა უნდა იყოს პრიორიტეტი. Ამას მუშაობა მოძებნა ჭირდება ასეთი მწვრთნელები არიან როგორც უცხოეთში ისე საქართველოში, ქართველებისგან 2 დავასახელებ, გეგუჩაძე ან ცხადაძე, ასევე კაჭარავა დინამო საინტერესო ფეხბურთს თამაშობდა, აგრეთვე ჭიაბრიშვილი და კორღალიძეც კარგი მწვრთნელები არიან იგივე სვანაძე ეს კაცი სასწაულებს ახდენს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით, ჩვენიანის დაფასება და დანახვა ვისწავლოთ ეს არის ზუსტად ფედერაციის საქმე.
იკა
ასეთი შეფასება ნაკრებში არავის გაუკეთებია.., კი, ბიჭებმა თქვეს რომ საჭიროა მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე და ა.შ., მაგრამ კიტეიშვილის ეს განცხადება პრობლემის არსს ხსნის, ეს არის ნამდვილი კაპიტნის განცხადება, კაპიტანი რომელმაც პრობლემა სიღრმისეულად დაინახა. კვარაცხელია არ არის კაპიტნის თვისებების ფეხბურთელი, ძალიან ნარცისია.
დავით 67
ოღონდ რუსეთთან არ წავაგოთ და თურქეთთან არაუშავს,ჩვენი ძმები არიან
მააშ
ოთოოო, დემირალს შემოუთვლია სადამდეც მწვდება, იქ მაკოცოსოო ))))
174 სმ & 194 სმ
კიტე ვისი დავალება იყო კუთხურის დროს 194სმ დემირელის აყვანა? 2 გოლი ასე სულელურად მივიღეთ. სანიოლი სტანდარტულების დროს არაფერს გავალებთ მოთამაშეებს და თუ გავალებთ, ეს რა დავალება იყო?
FaBro
მორიგი "თავისუფალი ჯაზური კომპოზიცია" კომენტარის სახით. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნაკრებსაც საერთო ჩათში უვარდება "სფიჩი" (იდეოლოგი ვინაა ვერ გეტყვით) და მწვრთნელიან ფეხბურთელიანად ყველა დაახლოებით ერთსა და იმავეს საუბრობს, ფრაზების უმნიშვნელო გადანაცვლებით. ნაპერწკალი და ფხა რომ არ ჩანს კიტეს ვენაცვალე, ეს გულემატკივარმაც დავინახეთ,საქმე იმაშია, რატომ ხდება ასე?! და იქნებ მიზეზებზე გესაუბრა და არა "პოსტ-ფაქტუმ" ფაქტების კონსტატაცია გეკეთებინა. საკუთარ თავებში ჩახედვას რაც შეეხება - მგონი აქამდეც უნდა მოგესწროთ, აბა სხვას რას აკეთებთ?! ყველაფრით ხართ უზრუნველყოფილი და ერთადერთი რაც გევალებათ ისაა, თქვენი საქმის პროფესიონალები იყოთ და ამასაც ვერ ახერხებთ, სირცხვილია!!! ათობით თუ არა ასობით ათასი გულშემატკივარი თქვენით გახარებას ცდილობს, რადგან ქართველს სხვა დიდი გასახარი არა აქვს რა, თქვენ კი გამოდიხართ მოედანზე აპრიორი უმოტივაციოდ, დამარცხებულის მენტალიტეტით, უსისხლოდ და უღიმღამოდ გაირბენთ მოედანზე, მერე კი დადგებით და არაფრისმთქმელ კომენტარებს არიგებთ უხვად. იქნებ ამაზე გეფიქრათ თითოეულ თქვენგანს და კიდევ იმაზე, რომ თქვენს მაგალითზე მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ, ამიტომ ნუ იქნებით ასეთი უსისხლოები და თამაშს თუ ვერ იგებთ, ცოტა ხასიათი მაინც გამოაჩინეთ!!!
LEVANI
"ფეხბურთში გამართლების არ მჯერა და ყოველთვის შენი შანსი უნდა გამოიყენო" ეს კიტეს სიტყვებია! გამართლება არაა როცა ევროპაზე გავედით? აი რამდენჯერ გამართლება/იღბალინ იყო: 1. ერთა რიგა შემოიღეს ჩვენისთანა სუსტუ გუნდებისთვის ( ეს რომ არა ევროპა საოცნებო გექნებოდათ) 2. უსუსტესი ლუქსემბრუგრი შეგხვდა (თან სახლში) 3. დიდ კრიზისში მყოფი საბერძნეთი შეგხვდა (ესეც სახლში) 4. ევროპაზე ჯგუფიდან გადიოდა სულ ორი გუნდი, გამონაკლისი დაუშვეს და სამი გუნდი გაიყვანეს) 5. ბოლოს ტურში უმოტივაციო პორტუგალიასთან თამაში და მოგება. აი რამდენ გამართლებას ჰქონდა ადგილი ჩვენს შემთხვევაში. ერთა ლიგა რომ არ შემოეღოთ, ან სახლში რომ არ შევხვედროდით საბერძნეთს და ლუქსემბურგს გავიდოდით? ვერა, იმიტომ რომ ვერასოდეს გავდივართ ჩვენით ვერც ევროპაზე და ვერც მსოფლიოზე. რომ ვერ გავდივართ ვერასოდეს ჩვენისთანა ქვეყნებისთივს ამიტომ შემოიღეს ერთა ლიგა. ლუქსემბურგს და იმდროინდელ საბერძნეთს სახლში ჩვენი ყველა დროის გუნდი მოუგებდა
რეალობა
მოდი, მივყვეთ თანმიმდევრობით. ესპანეთთან სახლში, დინამოს სტადიონზე, საშვილიშვილო სირცხვილი გვაჭამა — თავისი უაზრო ტაქტიკური ექსპერიმენტით სან მარინოს დაგვამსგავსა: 1:7. თვითონაც აღიარა შეცდომა. კარგი, გადავდოთ გვერდზე თავმოყვარეობა და ემოციები. შემდეგ — ალბანეთთან სახლში. მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გავიდოდით, და სწორედ ეგ სამი ქულა დაგვაკლდა. რა ქნა? ხუთი შემტევით ითამაშა 90 წუთი. მე ეგეთი ტაქტიკა 90-იანი წლების შემდეგ აღარ მინახავს. ან საიდან მოიგონა? ყველა მაგარი სასტავში,მნიშვნელობა არ აქვს პოზიციას — ეს არაა პრაგმატული გადაწყვეტილება, ეს იყო ბავშვური სისულელე. მესამე შემთხვევა — თურქეთთან, ისევ სახლში. ისევ ტაქტიკური ექსპერიმენტი მაშინ, როცა ფაქტობრივად ფინალი იყო. გლობალური ექსპერიმენტებისთვის არსებობს ამხანაგური მატჩები, და არა ის თამაშები, როცა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაქვს. მით უმეტეს, საქართველო იმ დონის ნაკრები არ არის, რომ ერთ თამაშში მოერგოს სრულიად ახალ ტაქტიკას. ფაქტობრივად, მისი ორი არასერიოზული შეცდომის გამო დავკარგეთ მსოფლიოზე გასვლის შანსი. ფეხბურთელებს რა სჭირთ? დაბნეულები არიან — არ იციან, როგორ უნდა ითამაშონ, ვინ სად უნდა იდგეს, ვინ ვის უნდა მიჰყვეს და როდის 🙂
ჟორა გაბრიჭიძე
რა თქმა უნდა, თამაში კატასტროფა იყო, მაგრამ კიტეს სიტყვები: "სულ სხვას ველოდითო" კიდევ უფრო კატასტროფაა, რადგან კი არ უნდა დაელოდოთ, არამედ ბრძოლით უნდა მოიპოვოთ. დაგავიწყდათ, რომ ფეხბურთს გარდა ფეხებისა, კბილებით თამაშობენ. სწორედ ეს კბილები არ ჩანს ნაკრების თამაშში და ეს ფეხბურთელების ბრალია.
მირიანი
კიტე კუთხურების დროს ორმეტრიანი ტიპი რომ აგყავს რის ხარჯზე ფიქრობ რომ დაფარავ და აჯობებ ))) ასეთ თამაშით ვერც შენ ვერც ნაკრები წინ ვერ წავალთ სულის და გულის ჩადება ეკლდა გუშინდელ თამაშს
FF
კიტე კუთხურების დროს შენზე ორი თავით მაღალს რომ უდგები რის ხარჯზე ფიქრობ რომ აჯობებ )))
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
ერიკ გარსია "ბარსელონასთან" კონტრაქტს გააგრძელებს
ალექსანდერ ისაკმა ანტირეკორდი დაამყარა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
იური ტაბატაძე ნაადრევად შეცვალეს - "კადისი" სახლში დამარცხდა
[VIDEO] ეზეს ჰეთ-თრიქი - "არსენალმა" ჩრდილოლონდონურ დერბიში "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] წიტაიშვილის პირველი გოლი საფრანგეთში და ორი პენალტი კომპენსირებულ დროში - "მეცი" "ბრესტთან" დამარცხდა
[VIDEO] წიტაიშვილმა ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მედია-სემინარი ჩატარდა
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
[VIDEO] კიტეიშვილის ეფექტური გოლი და მაღალი შეფასებები!
ლოჩოშვილის კარგი მატჩი - "ნიურნბერგი" წინ მიიწევს
5-ქალა | დიდი უპირატესობით რუმინეთთან
ფერსტაპენის დომინანტური გამარჯვება და დისკვალიფიცირებული "მაკლარენი" - სეზონის ბოლოს ყველაფერი თავდაყირა დადგა
"საშინელი ატმოსფეროა, სარკეში უნდა ჩავიხედოთ" - ვან დაიკმა "ლივერპულის" მორიგი მარცხის შემდეგ ისაუბრა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
"მათი ბოლომდე მჯერა" - ენრიკემ ზაბარნი და შევალიე დაიცვა
[VIDEO] "თავს წაგაცლი შე ბ*ზო" - იან გარიმ ჩიმაევი გააბრაზა
"ჩემს მოწინააღმდეგეს, რომელსაც დიდი გული და წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს, დღეს არ წაუგია" - ალექსანდრე თოფურიას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] იოკიჩის 44 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ვესტბრუკმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიბრწყინა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა
[VIDEO] კიტეიშვილის ეფექტური გოლი და მაღალი შეფასებები!
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
კიტეიშვილის "შტურმი" ჩემპიონატზე ისევ დამარცხდა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
კიტეიშვილი შეცვალეს - "შტურმმა" "ნოტინგემთან" ქულები გაიყო