„გარდიანმა“ ტრადიციულად მსოფლიოს 60 ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი არა რეიტინგით, არამედ საერთო სიით დაასახელა, რომელთა შორის თბილისის „დინამოს“ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი საბა ხარებაშვილი შეიყვანა.

გამოცემა წერს, რომ ხარებაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად თბილისის „დინამოს“ ცნობილი აკადემიის აღზრდილია, ბევრის აზრით შეუძლია მისი დონის მიღწევა, კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროტურნირებზე მონაწილეობა მიიღო (15 წლისა და 10 თვის ასაკში), მარცხენა მცველია, თუმცა უნივერსალია და შეტევაშიც და 10 ნომრის პოზიციაზეც კი შეუძლია ითამაშოს.

ქართველი დახასიათებულია როგორც მრავალფეროვანი, ზრდილი, ინტელექტუალური, შრომისმოყვარე ახალგაზრდა, რომელიც სწრაფია, დარტყმებით და ზუსტი ჩაწოდებებით გამოირჩევა და ევროპის წამყვანი კლუბები და მათ შორის „რეალი“, „ბარსელონა“ და „ლივერპული“ აკვირდებიან.

საბას ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა, გუშინ კი 21-წლამდელთა ნაკრებში მალტასთან გოლი გაიტანა.

ეეეჰჰ მდააა
ხომრობაზე აცრილი ხარ? 29-34 წლისა რაღა დროს გამოსაცდელია? 😁 რა თქმა უნდა ახლა უნდა მიაჩვიონ ნაკრებს. აგერ იამალი და დუე რა ბიჭები არიან.

ფეხბურთელმა გამოცდილება კლუბში უნდა მიიღოს და არა ნაკრებში!ნაკრებში უკვე გამზადებული ფეხბურთელი მიდის,ნორმალურ ქვეყანაში.ნაკრებს იმისი ფუფუნება არა აქვს,ფეხბურთელის გამოუცდელობის გამო,ქულები დაკარგოს.პირველობის პრეტენდენტმა,პირველ ნომერს თუ არ აჯობა,კვლავ მეორე ნომრად რჩება,სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში.ეს იმიტომ ხდება,რომ როცა ის ჩემპიონი გახდა,მან ჩემპიონი დაამარცხა და სანამ უძლეველია,ის ჩემპიონია,თუ რა თქმა უნდა ადგილი არ გაათავისუფლა,ან აქტიურ სპორტს თავი არ გაანება.ამ დროსაც ორი უძლიერესი პრეტენდენტი ხვდება ერთმანეთს და გამარჯვებულს ცნობენ,ჩემპიონად.
მდაა
რა გამოცდილება ქონდათ ყენიას ანანიძეს მაკარიძეს კვარას ჩაკვეს და რა ვი რამდენს მცველებიდანაც კალაძეს თვით გოგლიჩიძეს და რავი უამრავი მაგალითია ნაკრებში დებიუტი ქონდათ 16-19 წლის ასაკში და თითქნის ყველამ გაამართლა უბრალოდ ზოგიერთებს ტრამვებმა შეუშაკეს ხელი …ფაქტი არის ის რომ არ აქვს მნიშვნელობა ასაკს მნიშვნელობა აქვს ნიჭს ტალანტს და მათ შესაძლებლობას უეჭველი ვხვდები მაგალითისთვის თუ გოგლიჩიძეს დაუყენებენ ნარიმანიძეს ორთავე მაღლები სწრაფები თან ორთავეს დიდებში ბევრი თამაში დაუგროვდათ ნარიმანიძე ჟილინაში კი არ დარჩება რამდენიმე სეზონს არამედ ეგრევე გადავა ტოპ 5 რომელიმე გუნდში …თან ეს ბიჭი სლოვაკეთში ყოველივე ნაკრებების გარეშე მოხვდა …ახლა რომ ვუკვირდები არ იყო ცუდი პრაქტიკა ადრე როდესაც ნაკრების მეშვეობით ეხმარებოდნენ ბიჭებს კარგ კლუბებში წასვლას ამ ბოლო დროს კი პირიქით ხდება ნაკრების ახლანდელი ყველა წევრმა თავისით აიწყო კარიერა ჯერ და მერე დაუძახეს ნაკრებში გაიხსენეთ კვარა ზურიკო მამარდა გოგლიჩიძე მიქაუტაძე ქოჩორაშვილი და რა ვი კიდევ ბევრმა ჯერ იწვალენ და მერე გააპიარეს ნაკრებში ამხანაგურ თამაშებში რომ აუცილებლად მოგება გვინდა და მხოლოდ ძირითადის ფეხბურთელებს ვათამაშებთ აი იქ უნდა ხდებოდეს 4-5 დებიუტი მაინც ან ყველაზე სწორი და ბევრ ქვეყნებში გამართლებული პრაქტიკა გაკეთდეს საქართველოს ნაკრები -2 აბ თუნდაც დაარქვან ოლიმპიური ნაკრები და ჩაინიშნონ ამხანაგური თამაშები აკ ყველას ყავს ნაკრები U-20 ჩვენს გარდა რატომ არ ვაკეთებთ ..?! დავნიშნოთ კარგი მწბრთნელი და დამხმარეებად ერთი კაცი ეროვნულიდან ( იმედია წავა ვილიკო მალე) ერთი კაცი სვანაძეს შტაბიდანაც აი იქ მიეცემათ შანსი და გამოცდილება ბევრ იმ ნიჭიერ ბიჭებს ვინც დღეს ვერ ხვდებიან იმ 46 კაცში იქ ვნახავთ ჩვენც და სკაუტებიც ვის რა შეუძლია არ არის საკმარისი ის u17 და u-19 და u21 ბევრი კარგი ნიჭიერი ფეხბურთელი რჩება ამ ასაკობრივების მიღმა რამდენჯერ ყოფილა საერთოდ არ გაუვლია ასაკობრივებში და მერე გახსნილა ასე რომ დროა ნაკრები-2 გაკეთების ( რაც უნდათ ის დაარქვან U-20 U-23 ოლიმპიური ნაკრები-2 )აი მანდ შეიძლება ყველანაირი ექსპერიმენტების კეთება 2 მცველი 3 მცველი და ა.შ .
მდაა-ს
ჯერ ვაცადოთ ცოტა გამოცდილება და წლები აკრიფოს, რომ გახდება ასე 29-34 წლის მერე დაუძახებენ. 😁
მდაა
გამაგიჟებს ეგ ვილიც და ბევრი ჩვენი ექსპერტ-ჟურნალისტებიც …ყველა პატარა ბავშვმაც იცის რომ ჩვენი დაცვა არის არამარტო მობერებული არამედ ძველი ყაიდის ანუ დაბალ სიჩქარეებზე … გოგლიჩიძეს გარდა გვყავს ახალი თაობის თანამედროვე სტილის მცველები ოკ ( საზონოვს და ხვადაგიანს ტრამვები აქვს) გელაშვილი ნარიმანიძე ლაცაბიძე რომლებაც გამოარეს ახალგაზრდულში ( ნარიმანიძე თუ ევროპაზე არ იყო სამაგიეროდ მეორე სეზონია სლოვაკეთის მეორე ადგილოსან გუდში ხშირი პრაქტიკა აქვს თითქმის ძირითადის ფეხბურთელია)ასევე არიან ბევრი ბიჭები ვისაც შეუძლიათ დაცვაში თამაში უგრეხელიძე მაისურაძე თანაც ყველა ამ ბიჭებმა ტოლ-სწორად ეთამაშეს საფრანგეთს ხორვატიას პოლონეთს და თუ იმ ახალგაძრდულიდან თავდახსმის და ნახევარდაცვის ინტეგრირება ხდება ნელნელა კვერნაძე სიგუა აბუაშვილი ( რაც ძაან მაგარია )მაგრამ ამ რგოლებში არ გვაქვს ისეთი კატასტროფა როგორც დაცვაში რატომ არ ეძახიან ამ მცველებს …?! და აი ზუსტად ექსპერტთა უმრავლესობა გაიძახის ჯერ ახალგაზრდები არიან აკლია გამოცდილება …!!! ჯერ ერთი რაღა ახალაგაზრდები როდესაც 20-24 წლისანი არიან მეორე თუ არ მიეცი შანსი საიდან გამოცდილება მადლობა ღმერთს რომ გოგლიჩიძეს ენდო ემპოლიმ თორემ ჩვენთან შანსს არ მისცემდნენ 10 წელიწადს ალბათ თან ის ბიჭები ნაკრებში რომ გამოჩნდნენ ეგრევე უკეთეს კლუბებში წავლენ …რა ვერ მიხვდა ეგ ხალხი დღეს ფეხბურთს თამაშობს 18-25 წლის ბიჭები გადახედეთ პსჟ-ს ასაკს ბარსელონას და ბევრ მაგარ კლუბებში წინა პლანზე 18-23 წლის ბიჭები არიან მცველებიც კი ეგეთი ახალგაზრდები არიან ოღონდ ერთ 28- 29 წლისას დაუყენებენ კარნახის პონტში მარკინიოსი -პაჩო ხეისენი -მილიტაო კუბარსი-არაუხო სხვა დანარჩენი მცველებიც ასაკით ძაან ახაგაზრდები არაიან ჩვენც გვყავს თანამედროვე სტილის სწრაფი მცველები ვინებმაც ვიმეორებ საფრანგეთს ხორვატიას ბელგია პორტუგალიას ტოლსწორად ეთამაშეს მაგრამ არ ვაძლევთ შანსს ისევ 40-29-30 წლის ნელი ძველი ყაიდის მცველებს ვათამაშებთ …თუ გუნდის წამყვანი ძალა კვარა ჩაკვე ზურიკო მიქაუტაძე არიან 23-24 წლისანი მცველთა უმრავლესობაც უნდა იყოს მათი თაობის ჯერ ერთი სისწრაფეები მეორე შეთამაშებულები უკეთ იქნებიან …და ფილოსოფიაც ერთი ექნებათ ….!!!ასე რომ ეს რომ მოხდეს მხოლოდ მაგისთვის მირჩევნია ნაკრებში სვანაძე ის ააწყობდა იმ ბიჭებით ახალ დაცვას და ჩვენი ნაკრები რეგრესის მაგივრად ავიდოდა სულ სხვა საფეხურზე ვილის კი ეს არც ესმის არც ენდობა ახალ მცველებს და ვიქნებით ეგრე ძველ ყაიდის დაცვით და 4-5 ბურთით კარში …!!!
მირო-ს
მარჯვნივ?
მირო
ნაკრებს კიდე მარცხნივ უჭირს
კუკურელია
უკვე ვიცით ასეთი "ტალანტები" როგორ როგორ თამაშობენ ნაკრებში
მიმდინარე სეზონში მეორედ - “სელტიკმა” მწვრთნელად ო’ნილი დააბრუნა
"დღევანდელი მსაჯობა მაფიაა" - კაპელოს მკაცრი კრიტიკა და შესაძლო გამოსავალი
"სპორტინგმა" "ვესტ ჰემისგან" ბრაზილიელი შემტევი შეიძინა
პრესკონფერენცია ძვირად დაუჯდა - "იუნაიტედმა" ამორიმი გაათავისუფლა
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"მე მენეჯერი ვარ და არა მწვრთნელი" - ამორიმი "იუნაიტედის" ხელმძღვანელებს დაუპირისპირდა
"სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელები არ მყავს, შეშფოთებული ვარ" - პეპ გვარდიოლა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ
სიყვარულიდან სიძულვილამდე - "ბაიერნის" ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
[VIDEO] ტაბატაძემ "კადისი" მარცხისგან ლამაზი გოლით იხსნა
ხვიჩას გარეშე - პსჟ-მ ნაკლებად სანახაობრივ პარიზულ დერბიში გაიმარჯვა
[VIDEO] ...იქნებ, ამიტომაც დაისაჯა გვარდიოლა - "ჩელსიმ" "ეტიჰადიდან" დამსახურებული ქულა წაიღო
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა - მოედანზე "ხალიჩა" იყო გადაფარებული
წიტაიშვილმა 84 წუთი ითამაშა - "მეცმა" "ლორიენთან" ქულა მოიპოვა
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისი" გაანადგურა, გონსალო გარსიამ ვან ნისტელროის მიღწევა გაიმეორა...
[VIDEO] ალისონის დაბალი შეფასებები და გოლები კომპენსირებულ დროში - "ლივერპულმა" "ფულჰემთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
რატომ არ იყო ჩაკვეტაძე განაცხადში და რატომ გადაიდო მატჩი?
[VIDEO] შენგელიას 20 წუთი "რეალთან" - "ბარსელონამ" "ელ კლასიკოში" გაიმარჯვა
ჩიქოვანი "უოტფორდში" დაბრუნდა და ჩაკვეტაძესთან ერთად ითამაშებს
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
"ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია" - დეკლან რაისმა ვიქტორ იოკერეში დაიცვა
ალონსო როდრიგოს თამაშით კმაყოფილია - ბრაზილიელი "რეალიდან" წასვლაზე აღარ ფიქრობს
ჯუდ ბელინგემმა "რეალს" "კრისტალ პალასიდან" ნახევარმცველის დამატება მოსთხოვა