სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება. საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი პსჟ პარასკევსვე ითამაშებს და დღეს, 22:45 საათზე, მესამეადგილოსან "სტრასბუგს" უმასპინძლებს.

ლუის ენრიკეს გუნდმა უკვე წაგებაც "მოასწრო" და ფრეც აქვს. ესპანელი მწვრთნელი როტაციას ხშირად მიმართავს, ჰყავს ტრავმირებულებიც. თუკი კაპიტანი მარკინიოსი და დუე მომჯობინდნენ, დემბელე კვლავ ლაზარეთშია. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას უკვე საკმაოდ ბევრი გაუცდა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა და ახლა სასტარტოში ველით. შუა კვირაში პარიზელებს ჩემპიონთა ლიგა აქვთ და ესეც გათვალისწინებული იქნება.

გასულ სეზონში, ამ დროს პარიზელებს ერთი ქულით მეტი ჰქონდათ. საკუთარ მოედანზე გუნდი ძალიან კარგად თამაშობს და გოლს არ უშვებს, შინაური არენა გატანილი გოლის გარეშე კი 2023 წლის აგვისტოს შემდეგ არ დაუტოვებიათ. ისე კი პსჟ შინ "სტრასბურგთან" არასოდეს დამარცხებულა.

"სტრასბურგმა" 2025 წელს 17 მატჩი მოიგო. ერთიც და ისინი 1996 წლის მიღწევას გააუმჯობესებენ.

დემბელე, ნევეში, რუიზი და ალბათ ბარკოლაც ვერ ითამაშებენ.

ამ გუნდების ბოლო მატჩი, 3 მაისს, "სტრასბურგმა" (2:1) მოიგო, პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე იყო გადართული და ხვიჩა კვარაცხელიას საერთოდ არ უთამაშია.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე, ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი - დუე, ვიტინია, ნჯანტუ - ლი, რამოში, კვარაცხელია.

შაბათი, 20:30 სთ, ესპანეთი, ლა ლიგა, ვილიარეალი (გიორგი მიქაუტაძე) - ბეტისი;

კვირა, 19:30 სთ, ინგლისი, პრემიერლიგა, ლივერპული (გიორგი მამარდაშვილი) - მანჩესტერ იუნაიტედი.

toti
მერაბი ჩხოროწყუს მაგრად გცოდნია.. ვინაა ახალი თაობა ან სად ხედავ? ტაბატაძე 26 წლის ხდება და ლომინაძე 24-ის.. ამათ ეძახი ახალ თაობას? სამწუხაროდ არავინ ჩანს ჰორიზონტზე, როგორც თავის დროზე ჩაკვემ და კვარამ გაიბრწყინეს
DEEP STATE
სულ ფეხზე არ მკიდია პსჟ, აი დარდი თუ არ დაბრუნდება, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს და არა მარტო ჩემთვის, რა თავში ვიხლით მაგის ვასკვლავთ ვასკვლაობას, პსჟ-ს,მაგის ხელფასს თუ ტიტულებს თუ ისედაც ყველა საკვალიფიკაციო ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილზე გავდივართ და ვისაც გაუხარდება პრინციპულ თამაშს ყველა გვიგებს, მ.შ. თბილისშიც. იმ ევროზეც მხოლოდ უეფას კეთილი ნებით მოვხვდით, როდესაც ფორმატი შეცვალა და საეჭვოდ ორჯერ პლეიოფის თამაშები თბილისში ჩანიშნა, ერთხელ მაკედონიამ მოგვიგო მეორედ მხოლოდ თერთმეტმეტრიანებით გავაღწიეთ, სხვათა შორის მაშინაც კვარა საერთოდ აღარც იყო მოედანზე..... პსჟ-ს ქომაგობა კი არა ბჭობა უნდა იყოს გახურებული თუ როგორ გამოვიდეს ამ მოჯადოებული წრიდან ქართული ფეხბურთი, შემდეგი 4 წელი ხომ დაიკარგა, ახლა დაითვალეთ რამდენი წლისანი იქნებიან შემდეგი ციკლისთვის კვარა და ჯორჯი, სხვაზე არაფერს ვამბობ, ახლებიდან ვისი იმედი გაქვთ -კვერნაძესიი!!, ხოლო კვარას დონის ტალანტი შეიძლება კიდევ ერთი გაჩდეს ამ საუკუნეში...უპირველესად საჭიროა შევეშვად ამ უაზრო ყოყლოჩინობას და ბაქი- ბუქს, რაშიც ჩართულია ათასი რჯულის ტროლ- ბოტები და ქოც-ნაცები, თორემ არაფერი გვეშველება...არა და ბრიყვობაა და მეტი არაფერი, როდესაც ეროვნული ჩემპიონატის რეიტინგით ევროპაში ერთ-ერთი მაჩანჩალა ხარ და გინდა მოუგო ესპანეთის ან თურქეთს ნაკრებს, რომელთა ჩემპიონატებში 70-200 მლ. ღირებულების ფეხბურთელები თამაშობენ და თამაშები უზარმაზარ, გადავსებულ სტადიონებზე იმართება. ნაციონალური ჩემპიონათის გარეშე არსად მაგარი, სტაბილური და ბრძოლისუნარიანი ნაკრები არ არსებობს, ვერ დაასახელებთ - მარტო გაზულუქებული ლეგიონერებით ეროვნული ნაკრებები არ კეთდება...
patrioti
ხვიჩას თამაშს კვლავ მოუთმენლად ველით, ტყუილად საყვედურობთ, მონდომებით ითამაშა, ილდიზივით ერთი მცველი რომ ყოფილიყო მის წინააღმდე, ისიც გაიტანდა, თამაში მწვრთნელმა წააგი, ნახეთ რა თქვეს თურქებმა, სტანდარტულებზე ვმუშაობდითო, რა თქვა სანიოლმა, ვესაუბრეო, საუბარი კი არა , დაცვას უნდოდა დალაგება, კუთხურის დროს ლილიპუტს კი არ უნდა აეყვანა გოლიათი მცველი, მამარდას უნდა ემუშავა გამოსვლებზე, ერთხელ გამოვიდა კუთხურის დროს, ისიც თამაშის ბოლის, განა ასე არ იყო დარიგებული დონარუმა ლივერპულთან? ის თამაში ლუის ენრიკემ მოიგო, ეს თამაში სანიოლმა წააგო, აბა ხვიჩა თავის ფლანგზე დაცვას ეხმარებოდა, წინ რაც შეეძლო თამაშობდა, რა მონდომება აკლდა?
lasha
რაღა გვიჭირს
ooooooooooooo
სამაგიეროდ ნაკრებში დაფრინავს, ბრდღვნის ყველაფერს, ბრდღვნის. მაგარი კაცია, ნაღდი პატრიოტი, ოჯახის მუჭუჭი............
papai
ეჰ რა დრო იყო კვარას თამაშებს მთელი საქართველო გულის ფანცქალით რომ ველოდით.. არანაერი დრაივი და ინტერესი ამ ლიგა ერთს არ მოაქვს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
ოფიციალურად: "ლივერპულის" კარს სეზონის ბოლომდე მამარდაშვილი დაიცავს
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ