ორი დღე და სამხრეთ კორეის ქალაქ ტეგუში დაიწყება წლის მთავარი სტარტი - მსოფლიოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში
ორი დღე და სამხრეთ კორეის ქალაქ ტეგუში დაიწყება წლის მთავარი სტარტი - მსოფლიოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში.

გასული ერთი თვის განმავლობაში ვწერდით იმის შესახებ, რომ წლევანდელ პირველობას ტრავმების გამო ბევრი ვარსკვლავი დააკლდა, თუმცა პლანეტის ნომერ პირველი მძლეოსანი, მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანი უსაინ ბოლტი უკვე ტეგუშია, ასე რომ, სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებს მოსაწყენად არ ეცლებათ.

წესით და რიგით, იამაიკელ ფენომენს არ უნდა გაუჭირდეს ტეგუში ორი წლის წინ მოპოვებული ტიტულების დაცვა. არადა, სეზონის დასაწყისი 2011 წელს სპრინტერულ დისტანციებზე დიდ ბრძოლას გვპირდებოდა. ბოლტი ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესით იყო დაკავებული და ძველებურ სისწრაფეს ვერ აჩვენებდა, სამაგიეროდ, ბრწყინვალე შედეგებს აფიქსირებდნენ ტაისონ გაი, ასაფა პაუელი და სტივ მალინგსი, რომლებსაც ამ მომენტისთვის ბოლტზე უკეთესი შედეგები აქვთ ნაჩვენები წელს "მოკლე სპრინტში".

მაგრამ გაიმ ტრავმა მიიღო და ამის გამო ჩამოშორდა ჩემპიონატს, ხოლო მალინგსმა შესარჩევი ტურნირი ვერ გაიარა. რაც შეეხება ბოლტის თანამემამულეს ასაფა პაუელს, მან ტრავმის გამო "ბრილიანტის ლიგის" ბოლო ტურნირი გამოტოვა, თუმცა ტეგუსთვის მზად უნდა იყოს. სეზონში მეოთხე შედეგის ავტორს მაიკ როჯერსს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი უპოვნეს და მას სამუდამო დისკვალიფიკაცია ელის. საინტერესოა, როგორ გამოვა ჩემპიონატზე ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ჯასტინ გეტლინი, რომელიც დიდ სპორტს ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა.

ასე რომ, ბოლტს ყველაფერი წესრიგში აქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ წელს 100 მეტრი 9.88 წამზე სწრაფად არ გაურბენია.

რაც შეეხება 200 მეტრს, აქ უსაინს სეზონის საუკეთესო შედეგი აქვს დაფიქსირებული. "გრძელ სპრინტში" მისი მთავარი კონკურენტი უოლტერ დიქსი თანდათან პროგრესირებს, მაგრამ თითქმის არავის სჯერა, რომ ის კონკურენციას გაუწევს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს.

იქნება თუ არა ბოლტისგან ტეგუში სარეკორდო გარბენები? თავად იამაიკელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამჯერად მაყურებელი რეკორდს ვერ იხილავს, თუმცა იამაიკელს უყვარს პუბლიკის გაკვირვება.

კალენდარი

27 აგვისტო

04:00 - მარათონი, ქალები

05:00 - 100 მ, ათჭიდი

06:00 - სიგრძე, ათჭიდი

07:50 - ბირთვი, ათჭიდი

15:00 - სიმაღლე, ათჭიდი

16:00 - 10 000 მ, ქალები

17:40 - 400 მ, ათჭიდი

28 აგვისტო

04:00 - სიარული 20 კმ, კაცები

04:05 - 110 მ/თ, ათჭიდი

05:00 - ბადრო, ათჭიდი

08:00 - ჭოკი, ათჭიდი

11:30 - შუბი, ათჭიდი

13:15 - სიგრძე, ქალები

14:15 - ბადრო, ქალები

14:30 - 10 000 ს, კაცები

15:15 - 1500 მ, ათჭიდი

15:45 - 100 მ, კაცები

29 აგვისტო

05:00 - 100 მ/თ, შვიდჭიდი

06:00 - სიმაღლე, შვიდჭიდი

14:05 - ბირთვი, შვიდჭიდი

14:15 - ურო, კაცები

14:25 - ჭოკი, კაცები

15:35 - 200 მ, შვიდჭიდი

15:40 - ბირთვი, ქალები

16:05 - 400 მ, ქალები

16:25 - 110 მ/თ, კაცები

16:45 - 100 მ, ქალები

30 აგვისტო

05:00 - სიგრძე, შვიდჭიდი

06:40 - შუბი, შვიდჭიდი

14:05 - ჭოკი, ქალები

14:55 - ბადრო, კაცები

15:00 - 800 მ, შვიდჭიდი

16:00 - 800 მ, კაცები

16:20 - 3000 მ/ს, ქალები

16:45 - 400 მ, კაცები

31 აგვისტო

04:00 - სიარული 20 კმ, ქალები

1 სექტემბერი

14:10 - სიმაღლე, კაცები

14:20 - სამხტომი, ქალები

15:25 - 3000 მ/სპ, კაცები

15:55 - 1500 მ, ქალები

16:15 - 400 მ/თ, ქალები

16:30 - 400 მ/თ, კაცები

2 სექტემბერი

14:00 - ბირთვი, კაცები

14:10 - შუბი, ქალები

14:20 - სიგრძე, კაცები

15:25 - 5000 მ, ქალები

15:55 - 200 მ, ქალები

16:15 - ესტაფეტა 4x400 მ, კაცები

3 სექტემბერი

03:00 - სიარული 50 კმ, კაცები

14:00 - სიმაღლე, ქალები

14:10 - შუბი, კაცები

14:45 - 800 მ, ქალები

14:55 - 400 მ, კაცები

15:15 - 1500 მ, კაცები

15:40 - ესტაფეტა 4x400 მ, ქალები

16:00 - 100 მ/თ, ქალები

16:20 - 200 მ, კაცები

4 სექტემბერი

04:00 - მარათონი, კაცები

13:15 - ურო, ქალები

14:05 - სამხტომი, კაცები

14:40 - 5000 მ, კაცები

15:15 - 800 მ, ქალები

15:35 - ესტაფეტა 4x100 მ, ქალები

16:00 - ესტაფეტა 4x100 მ, კაცები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის