ნიუ ჰევენის ტურნირზე შუა მატჩების დროს 5.9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა და ორგანიზატორებმა ჩოგბურთელებისა და მაყურებლის ევაკუაცია მოახდინეს
ამერიკის კორტებზე აშშ-ის ღია პირველობისთვის ბოლო რეპეტიცია მიმდინარეობს. ყველაზე წარმომადგენლობითი ტურნირი ნიუ ჰევენში იმართება, რომელიც გუშინ, კინაღამ ჩაიშალა. შუა მატჩების დროს 5.9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა და ორგანიზატორებმა სასწრაფოდ მოახდინეს ჩოგბურთელებისა და მაყურებლის ევაკუაცია. მიწისძვრის ეპიცენტრი ვირჯინიას შტატში იყო და ბიძგები "ფლეშინგ მედოუს" კორტებზეც იგრძნობოდა, თუმცა იქ ამერიკის ღიას საკვალიფიკაციო მატჩები არ შეწყვეტილა.

საბოლოოდ, ნიუ ჰევენში სათამაშო დღე განაახლეს. იმ მომენტისთვის განრიგით ერთი მატჩი იყო დარჩენილი - პირველ წრეს ასრულებდნენ რუსი ელენა ვესნინა და სერბი ელენა იანკოვიჩი. ეს უკანასკნელი გასულ კვირას ცინცინატის სუპერტურნირის ფინალში თამაშობდა და ვესნინასთან მატჩში ფავორიტი იყო. მეტოქეებმა სეტები გაცვალეს, რის შემდეგაც გადამწყვეტ პარტიაში იანკოვიჩმა თითქოს გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ 3:1 დაწინაურებულმა რუსს ჯერ ანგარიშის გათანაბრების, 4:5-ზე კი ბრეიკის საშუალება მისცა და დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში იანკოვიჩმა ერთით მეტი გათამაშება მოიგო - 95:94.

დიდ ინტერესს იწვევდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის კაროლინ ვოზნიაცკის მატჩი სლოვენიელი პოლონა ჰერცოგის წინააღმდეგ. დანიელი ზედიზედ სამი წაგებით შეხვდა ამ შეხვედრას და, როგორც იქნა, ნორმალური დონის ჩოგბურთი აჩვენა, მაგრამ ჰერცოგი არ არის ის ჩოგბურთელი, რომლის მეშვეობითაც რეიტინგის ლიდერის მზადყოფნის შემოწმება იქნება შესაძლებელი. დანიელმა მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო სლოვენიელს (პირველ სეტში 3:3-დან კაროლინმა ზედიზედ ცხრა გეიმი მოიგო) და დამაჯერებლად შეაბიჯა მეოთხედფინალში, იქ კი მართლაც საინტერესო ბრძოლის მოწმენი გავხდებით.

ვოზნიაცკის მორიგი მეტოქე იქნება ამერიკელი კრისტინა მაკჰეილი. სწორედ ამ ჩოგბურთელმა მოუგო ცინცინატიში დანიელს და ახლა კაროს რევანშის საშუალება ეძლევა, თუმცა ეს არ იქნება იოლი გასაკეთებელი. 19 წლის მაკჰკეილი აშკარად კარგ ფორმაშია - პირველ წრეში მან რუსი სვეტლანა კუზნეცოვა დაამარცხა, გუშინ კი გამოცდილ ესპანელს კარლა სუარეს ნავაროს მხოლოდ ოთხი გეიმი მოაგებინა. თამაში საათი და 11 წუთი გაგრძელდა.

ვოზნიაცკის ნიუ ჰევენში არასოდეს წაუგია (ზედიზედ 16 მოგება) და აქ ზედიზედ მეოთხე ტიტულს უმიზნებს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამ ბრწყინვალე სერიის შეწყვეტას ამერიკული ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი.

WTA

New Haven Open

ნიუ ჰევენი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 618 000 დოლარი

I წრე

ელენა ვესნინა (რუს)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 7) 6:4, 2:6, 6:4.

II წრე

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:3, 6:0; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 3)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:2, 6:1; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 6:2, 6:2.

მამაკაცები ამ კვირას ქალაქ უინსტონ-სალემში შეიკრიბნენ, თუმცა შემადგენლობა ძლიერი არ არის - პირველ ნომრად განთესილია ამერიკელი ენდი როდიკი, ვინც ამ კვირას რეიტინგის საუკეთესო ოცეულიდან გავარდა.

როდიკმა, როგორც იქნა, გაახარა თავისი გულშემატკივარი. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში მხოლოდ მეორე შეხვედრას ატარებდა და პირველ გამარჯვებას მიაღწია. ფეხის ტრავმამ ენდი ფორმიდან ამოაგდო და ახლა ის ინტენსიურად ემზადება ამერიკის ღია პირველობისთვის.

28 წლის ამერიკელმა 72 წუთში მოუგო მსოფლიოს 107-ე ჩოგანს, ფრანგ ედუარდ როჟე-ვასელენს - 6:2, 6:4. როდიკმა 11 ეისი შეასრულა, სამჯერ მოიგო მეტოქის გეიმი და პირველ მოწოდებაზე ქულების 66 პროცენტი აიღო. მისი შემდეგი მეტოქე სანტიაგო ხირალდო იქნება.

ჩვეულ სტილში მოიგო მეორე წრის შეხვედრა მეორე ამერიკელმა ჯონ ისნერმა. პირველ სეტში მან ტაი-ბრეიკი ითამაშა დუდი სელას წინააღმდეგ, მეორეში კი ორი ბრეიკი გააკეთა - 7:6(3), 6:2. ისნერის ანგარიშზე 77 წუთში 17 ეისი იყო.

ვერაფრით ახერხებს ოპტიმალური ფორმის დაბრუნებას ვეტერანი ამერიკელი ჯეიმს ბლეიკი. მასპინძელმა 61 წუთში წააგო ტურნირის მეათე ნომერთან რობინ ჰაასესთან - 4:6, 1:6. ამ ციფრებით თითქოს ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ ბლეიკი მთლად უშანსოდ არ ყოფილა - მას ათი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ცხრა შანსი გაანიავა, ჰოლანდიელმა რვა ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გამოიყენა.

ATP

Winston Salem

უინსტონ სალემი (აშშ). ჰათრდი

საპრიზო ფონდი: 618 000 დოლარი

II წრე

ენდი როდიკი (აშშ, 1)-ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ) 6:2, 6:4; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 3)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:4, 6:4; ჯონ ისნერი (აშშ, 4)-დუდი სელა (ისრ) 7:6(3), 6:2; ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 5)-მაიკლ რასელი (აშშ) 6:2, 6:2; ხუან მონაკო (არგ, 7)-ტობიას კამკე (გერ) 7:5, 6:0; სერგეი სტახოვსკი (უკრ, 9)-ანდრეი გოლუბევი (ყაზ) 6:1, 2:6, 6:4; რობინ ჰაასე (ჰოლ, 10)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 6:4, 6:1; სტივ დარცისი (ბელ)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს, 11) 3:6, 6:1, 6:3; კეი ნიშიკორი (იაპ)-პაბლო ანდუხარი (ესპ, 12) 7:6(3), 6:2; იარკო ნიემინენი (ფინ, 13)-დენის ისტომინი (ყაზ) 3:6, 6:4, 6:4; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 14)-დონალდ იანგი (აშშ) 6:4, 2:6, 7:6(2); სანტიაგო ხირალდო (კოლ, 15)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:2, 6:3; ჟულიან ბენეტო (საფ)-იგორ კუნიცინი (რუს, 16) 6:3, 6:1; პიერ ლუდოვიკ დუკლო (კან)-რაიან ჰარისონი (ს. აფრ) 7:5, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის