17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან 1:5 დამარცხდა.

სტუმრებმა 2:0 დაწინაურება მოახერხეს, ავდოევმა (მცველისგან რიკოშეტით) ანგარიში შეამცირა, შესვენებაზე გასვლის წინ კი ისლანდიელებმა კიდევ ერთი გოლი გაგვიტანეს. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სწრაფი კონტრშეტევებისას ორი გოლი გაუშვა და უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

სამგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე სამი გუნდი გადის. 27 ოქტომბერს ერთმანეთს საბერძნეთი და ისლანდია შეხვდებიან, ხოლო 30 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

საქართველო - ისლანდია 1:5

საქართველო: ჭელიძე, შარიქაძე (კილაძე 75), ცქვიტაია, გეთიაშვილი, გოგიჩაიშვილი (ფოცხვერია 69), ავდოევი, შარვაშიძე, ფილაური (კვარაცხელია 46), კუნჭულია (გორგაძე 58), მიქაუტაძე, ბართიშვილი (სვანაძე 75)

გოლები: 0:1 გუდიონსონი (4), 0:2 ჰალმასონი (30),1:2 ავდოევი (38), 1:3 ინგოლფსონი (44), 1:4 გარდარსონი (71), 1:5 გუდიონსონი (85)

საჩინო
შედეგები მოდის მასობრიობიდან.იმ "ავადმოსაგონარ" დროს უამრავი ბავშვი იყო ჩაბმული ფეხბურთში .ტარდებოდა ტურნირები და ეზოში ბავშვები ერთმანეთს ვხოცავდით.ორი გუნდი რომ თამაშობდა ,მესამე და მეოთხე ელოდებოდა რიგს.ახლა ,10-15 წელი იქნება ეზოში ,ჟინს ვინ ჩივის,საერთოდ ორი გუნდი,რომ ერთმანეთს ეჯიბრებოდეს არ მინახავს.
ადამიანური შეცდომაა, გაგებით მოვეკიდოთ.
კობახიძე თვითონ არის გასაწვრთნელი ჯერ ისევ, მაგან ვინ უნდა გაწვრთნას? მთავარია დაასაქმეს ქოცებმა და ქოცების ბავშვები ექსკურსიაზე დაყავთ ევროპაში ჩვენს ხარჯზე, სირცხვილის გრძნობა საერთოდ უცნობია ფედერაციაში.
სტალინი
არა და ამ ჯგუფიდან პირველ მეორე ადგილზე გასული გუნდი ახალ 48 გუნდიან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისთვის აგრძელებს ბრძოლას.
Lelo
Აკადემიები, ბაზები, სტადიონები კეთდება, კი მეტია საჭირო, ნაკრებებისთვის კარგი პირობებია და ამ დროს რა ხდება გვიგებს გუნდი სადაც ბალახი საერთოდ არ ამოდის არ დამიწყოთ ახლა ისლანდიას შედეგები ქონდა ფეხბურთში, მაგათი ფეხბურთი თუ ვინმეს მოგწონდათ თავისი 50 მეტრიანი ჰაუტით და თავისი გუდიონსნნებით მაშინ გაგახსენებთ საქართველოში ვიქნები თამაშობდნენ პაიჭაძე, მესხი, ხურცილავა, მეტრეველი, ყიფიანი, დარასელია, შენგელია, ქინქლაძე, ქეცბაია, არველაძე, კალაძე და ახლა კვარაცხელია მიქაუტაძეც მგონი საკმარისია ჩამოსათვლელად. Ზემოთ ნათქვამიდან კითხვა მიჩნდება რა ხდება ბავშვთა ფეხბურთში, როგორი მწვრთნელები მუშაობენ, როგორ ექცევა მედიცინას ყურადღება, როგორ ამზადებენ ბავშვებს ფსიქოლოგიურად ტაქტიკურად, ან რა პირობებით დადიან ბავშვები ფეხბურთზე, ფაქტია რო ბავშვთა ფეხბურთში არაპროფესიონალი ხალხი მუშაობს რომლებიც ტალანტების ვერ გაზრდიან, სახელმწიფოს მხრიდან არის ეს საქმე მისახედი რადგან ფულს სახელმწიფო ხარჯავს. Ისლანდიას საქართველოს ნაკრები უნდა უგებდეს ვითუმეტეს ასაკობრივი.
toy
მომავალი მოდის იტირებ რა.
ბუხუტი
არაუშავს. ჩაუნიშნავენ ამხანაგურს ლიტვა-მალტის კალიბრის გუნდებთან და განწყობაც გამოგიკეთდებათ.
tedo
L.J. madloba sandro kobaxide .. ra lamaad jgers ... sad aigo licenzia ,ra gamocdileba aqvs ,rit daimsaxura,...mokled ra ...erti fafxura fexburteli iko
გიორგი
მსოფლიოში ფეხბურთი არ ითვლება ელიტარულ სპორტად, ანუ ღარიბებსაც აქვთ შანსი და საშუალება ითამაშონ! ეგ კი არა უმეტესად დიდი ფეხბურტელები გაწირვებული ოჯახებიდან წამოსული ბავშვები ხდებოდნენ! საქართველოში კიდე დღეს ყველაფერი არის უკუღმა - გაჭირვებული ამათ რიგებში ვერასოდეს იოცნებებს მოხვედრას, სამაგიეროდ იმდენად ელიტარული და პრესტიჟულია ფეხბურთზე (ნორმალურ სკოლაზე მაქვს საუბარი) სიარული, რომ სულ ფასიანი სკოლის ბავშვები, თანამდებობის ტიპების და ფულში ჩამხრჩვალი ტიპების შვილების გახდა! ამათში კიდე ამაზე კარგგუნდს ვერ გააკეთებს ვინც არ უნდა იყოს! ფედეარაციავ გააძლიერეთ სელექცია, ნიჭიერი ბავშვები ეძებეთ, განსაკუთრებით რეგიონებში - თუ გინდათ მომავალი! მაგრამ თქვენ მომავალზე კი არა აწმყოში ფულის ხაპვაზე ხართ ორიენტირებული, დედაბუდიანად გავსებული გყავთ ფედერაცია შინაური არაფრის მაქნისი პარაზიტებით და წოვთ ქვეყნის ბიუჯეტს!
ამო
კადრები წყვეტენ ყველაფერს. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ საქართველოში სამართლიანად შერჩეულ 11 კაცს ისლანდიამ 5:1 მოუგოს. ღარიბ, ნიჭიერ ბავშვებს მიეცით ასპარეზი. ქართველებს ფეხბურთი, ჭიდაობის არ იყოს, გენში გვაქვს, გენში.
123
სირბილი ვერ ისწავლეს "ბავშვებმა". ფიზიკურად გაარღვევდნენ, რადგან ჩვენი ფეხბურთელები არასდროს უთმობდნენ დროს ფიზ. მომზადებას. ტექნიკით ვერ აჯობებდნენ ისლანდიელები, მაგრამ არხაა საჭირო.
ეჰჰჰჰ
ყველა მეთევზეს დიდ პატივს ვცემ. შეიძლება 1-5 წააგო და მეტიც. ჩვენი უბედურება ისაა, რომ არავინ არ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ გადადგეს, მაგალითად ...
aburjga
კონკრეტულად იცით ვინმემ განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვი, რომელსაც ვარჯიშის საშუალება არ ეძლევა, პირობები არ აქვს?! დაასახელეთ 3-4 მაინც! თუ ისე უბრალოდ ჰაერზე იმეორებთ ამ ბრალდებას?! დღეს წააგეს უფრო ძლიერთან, ხვალ გაძლიერდებიან და მოიგებენ! რა უეფას სამწვრთნელო სკოლა, რას ლაპარაკობთ, სიბინძურის და უკეთურობის გასრდა რას ისწავლიან იქ?!
ვერ გავიგე
სამგუნდიანი ჯგუფიდან სამი გუნდი გადის?
ბოროტი ბეჰემოთი
ხით ხით ხით, ჩაიხითხითა ბოროტმა ბეჰემოთმა, ტოტიდან ტოტზე ისკუპა და პომიდვრის ჩითილებში გაუჩინარდა
კუკუ
ეს არის ჩვენი მომავალი თაობა? ამათ იმედზეა ფედერაცია?
ირაკლი
სანდრო კობახიძის გაწვრთნილი გუნდი არ გაიშვას!
გაგებით მოეკიდეთ:)
რატო ნერვიულობთ, რატო განიცდით? ბავშვები დარბიან, ბურთს ეხებიან, ევროპას ნახულობენ:)))
მეგრელი
ყველაზე მაგარი იცით რა არის? აქ რო ნეგატიურ კომენტარებს რო ბლოკავენ.
L.J.
Sandro Kobaxidze
კობა
თბილისელი 100% იანი. ჩემი სათქმელი თქვი. და ზემოთ როგორ ვერ ხვდებიან რომ მწვრთნელებიდან უნდა დაიწყონ და სახელმწიფომ ბიზნესმენებს უნდა მისცენ შეღავათები, რომ ფული ჩადონ და ღარიბი ნიჭიერი ბავშვები შეარჩიონ და ფული არ გადაახდევინონ
Tedo
რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამთავსლაფდასხმაზე ? კითხვა მაქვს ,ამ ნაკრების მწვრთნელადწოდებული ვინ არის თუ იცით დაწერეთ .
მდაა
გამოაქვეყნეთ კომენტარები, ნუ ხართ ფედერაციის ბიურო.
L.J.
Sandro ras iyvis magram mainteresebs,aseti angarishi??tan sakutar moedanze???
Napoleoni
ნიᲭიერს და უფულოს ვინ გააᲭაᲭანებს . . .პირველ რიგᲨი მამიკოების Შვილები მერე დედიკოების Შვილები და დედიკოების საყვარლების Შვილები აუცილებლად რაᲗქმაუნდა. . .უბრალოდ დააბირᲟავეᲗ აკადემიაბᲗან ვარჯიᲨების დროს და ნახავᲗ 100 000 იანზე ნაკლები მანქანიᲗ არავინ არაა. აბსოლუტურ უმრავლეაობას მᲫᲦოლები ემსახურებიან. . ვიმეორებ აბსოლუტურ უმრავლეაობას. . .პირადი მცველებიც კი. . .ფეხბურᲗი არა Შიპლიპიტო. . .
ჰო კიდე
დააწერეთ "განადგურდნენ", "გაირღვნენ", როგორც იცით ხოლმე საპირისპირო რეზულტატის შემთხვევებში. ესაა მთლიანად ფედერაციის პასუხისმგებლობა. საგუნდო ფეხბურთი დაიძირა, ახლა სანაკრებოების ჯერია.
ეს კატასტროფაა
მიხედეთ ბავშვთა ფეხბურთს! მოიცილეთ ეს ძმაკაცობით დანიშნული ტრენერები, ჩამოიყვანეთ ბავშვთა სკოლებში შესაბამისი კვალიფიციური ესპანელი სპეციალისტები. გაუშვით აქედან ტრენერები ხარისხიან სტაჟირებებზე. სწორედ განკარგეთ ფინანსები, თორე საგანგაშო ვითარებაა.
გოგა
ეგა არა ფეხბურთის განვითარება? მამიკო დედიკოს ბიჭებით გავსეს გუნდები და კი არის შედეგიც, ისლანდიასთან კი არა პორტუგალიასთან და ესპანეთან არ უნდა ვაგებდეთ ასე სამარცხვინოდ
თბილისელი
ალბათ არ გამოაქვეყნებთ ჩემს კომენტარს,მაგრამ მაინც ვეცდები. ისლანდიამ 20იოდე წლის წინ მრავალი ახალგაზრდა მწვრთნელი გააგზავნა ევროპის წამყვან ფეხბურთის მწვრთნელთა სკოლებში, შეიქმნა საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურა. შედეგად ჯერ იყო და მოზრდილთა ნაკრების დონემ მოიმატა,ეხლა ეტყობა რომ ახალგაზრდებსაც მოუწია დრომ.ჩვენ რას ველით? ყველა ფიფიას გონებაზე არის გადართული ( თუმცა მაგის აღზრდილები არიან ძირითადად ნაკრებში). 500 თუ 600 მილიონი ( საბიუჯეტო ე.ი. ჩვენი ჯიბიდან გადახდილი) დაიხარჯა სად და რისთვის გაუგებარია. ფედერაცია გადაიქცა პარტიულ ქვეგანაყოფად,რომელიც ყველა არჩევნების წინ მართავს პენსიონერი ფეხბურთელების წინასაარჩევნო შეხვედრებს. განათლება ყველა დონეზე ნული,პროფესიონალიზმი ნული. ამ ჩაბნელებულ ქვეყანაში საიდან უნდა მოხდეს ბრილიანტი ფეხბურთელების აღზრდა?
L.J.
Ra sashineli angarishia :((( yan islandiastan
ლაშა
ეგ იმის ბრალია, ნიჭიერი ბავშვები რო ვერ ახერხებენ ფეხბურთელობას და ფულიანი მამიკოს შვილებით რო გაივსო გუნდები და ნაკრებები!
ლადო
დამარცხდნენ კი არა გაირღვნენ! ასეთი მარცხის შემდეგ თავმოყვარე მწვრთნელი გადაგებოდა! მაგრამ უთავმოყვარეოებით გაივსო ჩვენი ფეხბურთი!
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"თუ მოიგებს, მისი მთელი ცხოვრება შეიცვლება" - დეინა უაითმა ისლამ მახაჩევზე ისაუბრა
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ - დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
"მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა" - შენგელიას "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
"დაბრუნდება თუ არა მესი "ბარსელონაში"? - "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა არგენტინელის ირგვლივ კითხვებს წერტილი დაუსვა
[VIDEO] ბითაძემ 16 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა - "ორლანდო მეჯიქმა" "ნიუ იორკ ნიქსი" "მედისონ სკვერ გარდენში" დაამარცხა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]