2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში, რომელიც ავსტრალიაში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა პირველად იასპარეზა
2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში, რომელიც ავსტრალიაში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა პირველად იასპარეზა. "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს რაგბის ამ უდიდეს ფორუმზე მონაწილეობით, ფაქტობრივად, ელიტისკენ მიმავალ გაზას დაადგნენ და საუკეთესოთა შორის აგერ უკვე ზედიზედ მესამედ იასპარეზებენ.

მსოფლიოს თასის გათამაშებას წინ მცირე სკანდალი უძღოდა. შეჯიბრება ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას ერთად უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა მერე ავსტრალიელებმა მეზობლებს პირი უცვალეს და ტურნირის ყველა მატჩს ახალი ზელანდია უმასპინძლებს.

ტურნირის აღმოჩენა: სამოას ნაკრები

მსოფლიოს თასის აღმოჩენად თამამად შეიძლება მივიჩნიოთ სამოას ნაკრები, რომელმაც მართალია ჯგუფში ორი შეხვედრა წააგო ფავორიტებთან, ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებთან, მაგრამ შეუპოვარი და ძალიან ეფექტური თამაშით დაგვამახსოვრა თავი. სამოელებმა იოლად სძლიეს ურუგვაის - 60:13 და საქართველოს -46:9. "ბლედისლოუს თასის" მომავალ მფლბელ ინგლისის გუნდთან მართალია, 22:35 წააგო, მაგრამ 64-ე წუთისთვის 22:20-ს უგებდა. რა ძალიან ახლოს იყო სენსაცია...

ტურნირის იმედგაცრუება: სამხრეთ აფრიკის ნაკრები

ჯგუფურ ტურნირზე სამოას, ურუგვაისა და საქართველოს ნაკრებებთან ერთი შხედვით იოლი გამარჯვების შემდეგ სამხრეთაფრიკელებმა ინგლისის ნაკრებთან წააგეს 6:25 და ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდნენ.

მეოთხედფინალში "ბოკეს" აშკარად არ გაუმართლა, რადგან D ჯგუფის გამარჯვებულსა და მსოფლიოს თასის მთავარ ფავორიტს, ახალი ზელანდიის ნაკრებს დაეჯახა. სამხრეთ აფრიკელებმა მატჩი 29:9 წააგო და ისე გამოვიდა, რომ ახალი ზელანდიისა და ინგლისის ნაკრებებთან ორ შეხვედრაში, სამხრეთაფრიკელებმა ლელოს გატანა ვერ შეძლეს.

და კიდევ, 1995 წლის მსოფლიოს თასის გამარჯვებულები პირველად დარჩნენ საუკეთესო ოთხეულის მიღმა.

ტურნირის გუნდი: ინგლისის ნაკრები

ინგლისის ნაკრები პირველი ევროპული გუნდი გახდა, რომელმაც ვებ ელისის თასი შინ წაიღო. "პომების" თავკაცმა კლაივ ვუდვორდმა შესანიშნავი გუნდი შექმნა. ისეთი, რომელსაც ძალიანაც რომ მოენდომებინათ სუსტ წერტილს ვერაფრით უპოვნიდით.

ინგლისელთა შერკინება შეუდარებელი იყო. აქ "პომების" ამჟამინდელი მწვრთნელი მარტინ ჯონსონი და მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსი ლოურენს დალალიო ყოჩობდნენ. ფეხით თამაშის ისეთი დონის ოსტატი კი, როგორიც მგეზავი ჯონი ვილკინსონი იყო, მსოფლიოს რაგბის ისტორიას ცოტა თუ ახსოვს. "ვილკოს", ამ უდიდესი კოზირის გარდა, გუნის თამაშის წარმართვის უნარიც ჰქონდა, დაცვაშიც შესანიშნავად ირჯებოდა და ტაქტიკურად ბრწინვალედ აზროვნებდა.

ჯგუფურ ეტაპზე ინგლისელები საქართველოს ნაკრების მეტოქე იყო. "ბორჯღალოსნებმა" პირველი მატჩი თავის პირველ მსოფლიოს თასზე სწორედ "ვებ ელისის" თასის მომავალ მფლობელებთან გამართეს. ის შეხვედრა ინგლისის ნაკრებმა 84:6 მოიგო. ჩვენი ეროვნული გუნდისთვის საერთოდ, ეს ყველაზე დიდი სხვაობით წაგებული მატჩია. აღსანიშნავია, რომ "პომებმა" კიდევ უფრო უარეს დღეში ჩვენი თანაჯგუფელი ურუგვაის ნაკრები ჩააგდეს, რომელსაც 111:13 სძლიეს.

ფინილისკენ მიმავალ გზაზე ვუდვორდის ბიჭებმა ევროპელები - უელსისა და საფრანგეთის ნაკრებები ჩამოიცილეს. ფინალში კი, მასპინძელი, მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელი ავსტრალიის ეროვნული გუნდი დაამარცხეს - 20:17, რაც იმის დასტურია, რომ ოვალური სამყაროს ახალი ლიდერი, ინგლსის ნაკრები დამსახურებულად გახდა.

ტურნირის მატჩი: ინგლისი- საფრანგეთი

მსოფლიოს თასის მშვენება იყო საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება ნახევარფინალში. თამაში "პომებმა" 24:7 მოიგეს და ფინალში გააღწიეს. ამ მატჩის გმირი, ცხადია, ჯონი ვილკინსონი გახდა, 24 ქულა გუნდს სწორედ მან მოუტანა. "ვილკოს" ანგარიშზე ხუთი საჯარიმო და სამი არეკნი იყო. ამ მოთამაშის სიდიადეზე ნათლად მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ასეთი მაღალი დონის მატჩში, მსოფლიოს თასის ნახევარფინალში სამი არეკნი აქამდე არავის გაუტანია.

ფრანგერბი პირველ ნახევარს 7:3 იგებდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულისკენ ჯონიმ სამჯერ ზუსტად დაარტყა კარში და შესვენებაზე თავისიანები ხუთქულიანი უპირატესობით გაუშვა. "ლე ბლემ" მეორე ნახევარში მონაგარს ვეღარფერი შესძინა. ვილკინსონი კი ისევ ბრწყინავდა და 12 ქულას ამდენივე მიუმატა.

ეს შეხვედრა ბოლო გამოდგა ეროვნულ ნაკრებში, ფრანგული რაგბის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავ ფაბიენ გალტისეთვის.

ტურნირის ლელო: სერჟ ბეტსენი

პირველი ტაიმის დასრულებას ერთი წუთი აკლდა. "ლე ბლე" შოტლანდიის ნაკრებს მხოლოდ 9:3 უგებდა. ფრანგთა მესამე ხაზმა გადაწყვიტა თამაშის სადავეები ხელში აეღო. იმანოლ არინორდოკმა შერკინებიდან ბურთი გამოიტანა, მას ოლივე მანე წამოეშველა და სერჟ ბეტსენს ისღა დარჩენოდა ლელოში დაემიწებინა. ბეტსენის ამ ლელომ მატჩში გარდატეხა შეიტანა.

მეორე ნახევარში ფრანგები გაკადნიედნენ, მეტოქეს კიდევ ოთხი ლელო გაუტანეს და 51:9 მოუგეს.

ტურნირის მორაგბე- ფრედერიკ მიშალაკი

21 წლის ფრანგი ფრედერიკ მიშალაკი მსოფლიოს თასის აღმოჩენა იყო. მან ტურნირზე გუნდს 103 ქულა შესძინა, პლუს ფულჰაუზი (ლელო, გარდასახვა, საჯარიმო, არეკნი) შეასრულა ჯგუფრ ტურნირში შოტლანდიელებთან მატჩში.

მან შესანიშნავად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები მეოთხედფინალში ირალანდიასთან მატჩში, რომელშიც გუნდს 23 ქულა შსძინა. სამაგიეროდ, მიშალაკს გამოცდილება არ ეყო ნახევარფინალში მოძალებული ინგლისელებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავსტრალიაში მიშალაკის ბენეფისი შედგებოდა და არა ვილკინსონის, რომელმაც გუნდს მსოფლიოს თასზე 113 ქულა შესძინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა