ამერიკელმა ბიზნესმენმა, მარკ უოლტერმა "დოჯერსის", "სპარკსისა" და "ჩელსის" აქციების ყიდვის შემდეგ, "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 10 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეიძინა. აღნიშული ინფორმაცია, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მმართველმა საბჭომ გუშინ, ხუთშაბათს დაადასტურა.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" ზოგადად სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, განსაზღვრული გამორჩეული ისტორითა და სრულყოფილების დაუღალავი ძიებით. ჩემთვის დიდი პატივია ჯინი ბასთან ერთად თანამშრომლობა" - აღნიშნა უოლტერმა.

"მარკს დიდი ხანია ვიცნობ, თავდაპირველად როგორც ბიზნესმენს, შემდეგ როგორც მეგობარს, ახლა კი როგორც პარტნიორს. არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი ლოსანჯელესური გრანდისთვის ჩემპიონობის დაბრუნებაა. მე კი, როგორც რიგითი "ლეიკერსის" გულშემატკივარი, ძალიან გახარებული ვარ" - განაცხადა ბასმა.

უოლტერი "ლეიკერსის"-ის მინორიტარული მფლობელი 2021 წლიდან იყო. ის ხელმძღვანელობს საინვესტიციო ჰოლდინგს TWG Global, რომლის საქმიანობაც მრავალფეროვან მიმართულებებს მოიცავს. გუნდის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ბასის ოჯახს. ჯერი ბასმა გუნდი 1979 წელს შეიძინა $67.5 მილიონად, გარიგებით, რომელიც მოიცავდა NHL-ის "კინგსისა“-სა და „ფორუმ“-საც. მოგვიანებით მან გაყიდა „კინგსი“-ის საკონტროლო პაკეტი (1988) და არენა (1999). ბასის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წელს, კლუბის მფლობელობა მის შვილებზე გადანაწილდა, ხოლო ჯინი ბასი გუნდის გუბერნატორად დაინიშნა. ბასის ოჯახის ხელმძღვანელობით "ლეიკერსი" იქცა არა მხოლოდ კალათბურთის, არამედ მთლიანად სპორტის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და წარმატებულ ფრენჩაიზად. კალიფორნიელებს ტიტული 17-ჯერ აქვთ მოპოვებული.

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე