დუბლინში ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის პირველობაზე ქართველი სპორტსმენები დღეს რინგზე მეოთხედფინალურ პაექრობებს გამართავს
დუბლინში გრძელდება ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის პირველობა. მედლებისათვის ბრძოლაში საქართველოს ხუთი წარმომადგენელიც ჩაება.

მათგან სამმა პირველი ბარიერი წარმატებით გადალახა და დღეს ირლანდიურ რინგზე მეოთხედფინალურ პაექრობებს გამართავს. ასპარეზობის სტარტზე ჩვენს გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა ვანეთიკ ერანოსიანმა (52 კგ), რომელმაც რუმინელ დავიდ რიზოიუს აჯობა - 13:9. დღეს იგი ბრიგა ალმოჯის (ისრაელი) მძლეველ (14:11) რომან ფორმანეკს (სლოვაკეთი) დაუპირისპირდება.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი მელიქიშვილმა ორი ქულის სხვაობით (15:13) დაამარცხა რიო ხარმატსი (ისრაელი). მეოთხედფინალში მისი მეტოქე იქნება ალექსანდრო კუკიურეანუ (რუმინეთი), რომელმაც ბელგიელი ფრანჩესკო პატერა დაჩაგრა - 21:6. უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა ალექსანდრე დოკვაძემ (81): ქართველი მოკრივის შეხვედრა ანდრიუს მაჟლეკასთან (ლიტვა) ფრედ - 8:8 დამთავრდა.

არბიტრებმა უპირატესობა ჩვენებურს მიანიჭეს და მომდევნო ეტაპზეც ის გავიდა, სადაც მასპინძელ გარი სუინისთან გაარკვევს ურთიერთობას. ირლანდიელმა გუშინ უკრაინელ ბოგდა კრიჟნის იოლად მოუგო - 16:7.

სამწუხაროდ, კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას ჩამოსცილდნენ ალეკო ჭადაშვილი (56) და ნიკოლოზ სეხნიაშვილი (75), რომლებმაც პირველივე ორთაბრძოლები დათმეს, შესაბამისად, მარკ მკოენთან (შოტლანდია, 11:20) და მაგომედ მადიევთან (რუსეთი, 7:14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა