სუპერლიგის მე-4 ტური დასრულდა. შედეგად, ჩემპიონატში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა. გუშინ ქუთაისმა წააგო, რის შემდეგაც ერთადერთი წაუგებელი გუნდი დარჩა და დღეს ისიც დამარცხდა. ლაპარაკია საკალათბურთო კლუბ ბათუმზე, რომელსაც მთავარი გამთამაშებელი და ერთ-ერთი ლიდერი – გიორგი ოჩხიკიძე ტრავმის გამო გამოაკლდა. შესუსტებული შემადგენლობით მყოფი ზღვისპირელები თბილისში ვსა-ს ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 87:93 (სტატისტიკა) წააგეს.

პირველი პერიოდი სტუმრებმა ქულით მოიგეს, თუმცა შემდეგ ვსა-მ დაცვა გამოაკეთა, ფარქვეშ პოზიციებიც გაიმაგრა, რაშიც ლუკა კალატოზიშვილი გამოირჩეოდა. თუმცა მასპინძელთა მთავარი იარაღი მაინც სამქულიანი სროლები გახლდათ – პერიმეტრიდან დემარი კინგის ზუსტი სროლების წყალობით ვსა-მ მეორე და მესამე პერიოდები ერთნაირი ანგარიშით – 25:20 მოიგო და დიდი დასკვნითი პერიოდის წინ 9 ქულით დაწინაურდა.

ბოლო მეოთხედში ბათუმელებმა იბრძოლეს, მაგრამ მაქსიმუმი რაც მოახერხეს, მეტოქესთან 3 ქულით მიახლოება იყო. დიდებულად თამაშობდა ზღვისპირელთა კაპიტანი, აკაკი დვალიშვილი, რომლის 33-მა ქულამ ბათუმელებს ვერ უშველა. საბოლოოდ ვსა გამარჯვებამდე მივიდა, რითაც ჩემპიონატში მე-3 გამარჯვება მოიპოვა და შეუერთდა მოლიდერე დუეტს – ორბსა და თსუ-ს. ვსა-ს შემადგენლობაში 24 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ლუკა კალატოზიშვილი, 20 ქულა (6 სამქულიანი) და 5 პასი დემარე კინგის ანგარიშზე დაგროვდა.

მე-4 ტურის დასკვნით შეხვედრას რუსთავმა უმასპინძლა. “ა” ლიგიდან დაბრუნებულმა ქვემოქართლურმა გუნდმა გორის ივერიონს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 84:86 (სტატისტიკა) წააგო. ვითარება მხოლოდ ბოლო 2-3 წუთში დაიძაბა, თორემ მანამდე გორელებს იმხელა უპირატესობა ჰქონდათ, თავი მოგებულად ჩათვალეს. სწორედ ამიტომაც კინაღამ დაისაჯნენ.

თავად განსაჯეთ: თამაშის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რჩებოდა, ივერიონი რომ 19 ქულით – 83:64 რომ იგებდა. აქედან კი დაიწყო: დონოვან ნიუბის, გუგა პატაშურის, ლუკა ტაბაღუას, ვილი ისიანის ზუსტი შეტევები და ბოლო წუთზე ჩამორჩენა მინიმუმამდე შემცირდა. 3 ქულით ჩამორჩენილი რუსთავის ფორვარდმა, გუგა პატაშურმა ფარქვეშიდან შეუტია, არადა, დროის სიმცირის გამო (6-7 წამი დასრულებამდე) სამქულიანის სასროლად გამზადებული ტაბაღუასთვის რომ მიეცა, ალბათ აჯობებდა. ასე კი, პატაშურის ორქულიანით, თამაშის დასრულებამდე 6 წამით ადრე რუსთავმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 84:85.

ცხადია, მასპინძლებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და ენდრიუ ლუისმა პირველი ჩააგდო, მეორე ააცილა და რუსთაველებმა ბურთის მოხსნა და შედეგიანი შეტევის განხორციელება ვეღარ მოასწრეს. ეს მესამე მარცხი აღმოჩნდა რუსთაველთათვის, რომელსაც გურჯაანის დელტასა და თბილისის რაშის მსგავსად მიმდინარე სუპერლიგაში მოგება ჯერ არ გააჩნია.

სუპერლიგის მე-5 ტური 7, 8 და 9 ნოემბერს – ბათუმში, თბილისში, გორსა და გურჯაანში გაიმართება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა