თბილისს სპორტული პროდუქციის ცნობილი მწარმოებლის, ~ადიდასის" უკრაინული ფილიალის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ოლექსანდრ ონიჩშენკო ესტუმრა...

თბილისს სპორტული პროდუქციის ცნობილი მწარმოებლის, ~ადიდასის" უკრაინული ფილიალის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ოლექსანდრ ონიჩშენკო ესტუმრა. თბილისში მან ხელშეკრულება ~ჯორჯიან სპორტ გრუპის" ხელმძღვანელ გიორგი გოგოლაძესთან გააფორმა და ~ადიდასის" ქართველ წარმომადგენელი ოფიციალურად დანიშნა. მანამდე გოგოლაძე კავკასიის ბაზარზე დანიურ კომპანია ~ჰუმელს" წარმოადგენდა.

~გერმანული კომპანიის წარმომადგენლებთან პარტნიორობა ჩვენი იდეაა და ვფიქრობ, სასარგებლო ურთიერთობა გვექნება. თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით ვგეგმავთ, თუმცა უპირატესობას მაინც ~ტიმ-ლაინის" ხაზს ვანიჭებთ, ანუ გუნდების ეკიპირებაზე მუშაობას. ~ადიდასის" უკრაინელი წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ჩივაძეს, სპორტის დეპარტამენტის თავჯდომარე გია გალდავასა და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს.

~ადიდასი" დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესო სპორტული პროდუქციას ამზადებს და ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ მათ საქართველოს ნაკრებებისა თუ კლუბების მიმართ ინტერესი გამოიჩინეს. ~ადიდასის" პროდუქციის ხარისხსა და სახელზე არაფერს ვიტყვი, ეს ისედაც ცხადია. ჩვენი მიზანი ნაკრებებისა თუ გუნდების ხარისხიანი ფორმით შემოსვაა", - გვითხრა გოგოლაძემ.

~საქართველოს მოსახლეობა სულ რაღაც 4-მილიონიანია და შესაბამისად, პატარა ბაზარია. ამას გარდა, მდიდარიც არ ეთქმის და ეს ყველაფერი მისი მინუსია. ამის მიუხედავად, საქართველოში დიდია სპორტული კულტურა და ისტორია გაგაჩნიათ – ფეხბურთში, ჭიდაობის სახეობებში, კალათბურთში, რაგბში, ბევრი ვარსკვლავიც გყავთ, რომელთაც მსოფლიოში კარგად იცნობენ და აფასებენ. სწორედ ამის გამო გახდა ჩვენთვის საქართველოს წარმომადგენლობა მიმზიდველი პარტნიორი. არაა გამორიცხული, მალე რომელიმე ნაკრებთან კონტრაქტი გავაფორმოთ. მოლაპარაკებები დამაიმედებელია, მაგრამ წინასწარ არაფერს ვიტყვი", - გვითხრა ოლექსანდრ ონიჩშენკომ.

გიორგი გოგოლაძე: "კალათბურთის ფედერაციას ტექნიკურ სპონსორთან კონტრაქტი წელს უმთავრდება და მოლაპარაკება დავიწყეთ, რომ ჩვენ შევმოსოთ. მძლეოსნები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ და ~ადიდასის" ეკიპირებით მოვამარაგებთ – კონტრაქტი თვის ბოლოს გაფორმდება. ვთანამშრომლობთ კლუბებთანაც, მაგრამ არა მთლიანად ეკიპირებაზე, არამედ მხოლოდ მის ნაწილზე. ბათუმის ~დინამოსა" და ქუთაისის ~ტორპედოს" ბუცებით მოვამარაგებთ".

~ადიდასის" წარმომადგენლების ვიზიტმა ჩვენი სპორტის სავალალო მდგომარეობაც გააშიშვლა – თუკი ადრე ჩვენი კლუბების ტექნიკური სპონსორობით მსოფლიო ბრენდები მეტ-ნაკლებად ინტერესდებოდნენ, ახლა მოთხოვნა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებებსა და ორიოდე წამყვან კლუბზეა.

ონიშჩენკომ სამართლიანად შენიშნა: ~ტექნიკურ სპონსორობას მხოლოდ ეროვნულ ნაკრებებს და ცნობილ კლუბებს ვთავაზობთ და ეს ჩვენი ახირება არაა. თქვენი გუნდები უნდა გაძლიერდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გახდებიან საინტერესოები. მერე ტექნიკური სპონსორობაც შესაძლებელი იქნება. ახლა კი გერმანული ოფისი მხოლოდ საუკეთესოებთან თანამშრომლობას თანხმდება".

სტუმრებმა ისიც გაგვიმხილეს, რომ შესაძლოა, მალე რამდენიმე ცნობილ ქართველ სპორტსმენთან ხელშეკრულება გააფორმონ და ისინი საქართველოს ბაზარზე ~ადიდასის" სარეკლამო აქციაში ჩაერთვებიან – თუმცა კონტრაქტის გაფორმებამდე გვარების დასახელებისგან თავი შეიკავეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაჩი ფოფხაძე – გამოცდილების უარყოფა ჩვენი უბედურებაა

26 წლის მცველ დაჩი ფოფხაძეზე ქართულ ფეხბურთში საკამოდ დიდი მოთხოვნაა. ის კლუბიდან კლუბში ბევრისთვის შესაშური სიიოლით გადადის – თბილისის ~ლოკომოტივიდან" ცხინვალის ~სპარტაკში", შარშან რუსთავის ~ოლიმპშიც" გამოდიოდა, ზაფხულში კი ამბიციურ ~ტორპედოში" მიიწვიეს.

ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელ რამაზ მუმლაძეს მისი დამატება ჯერ კიდევ ~ვიტ ჯორჯიაში" მუშაობის დროს სურდა, მაგრამ თანამშრომლობა მხოლოდ ახლა მოუწევთ:

- ბატონი რამაზი ~ვიტ ჯორჯიაში" რომ მიწვევდა, მაშინ ტრანსფერი არ გამოვიდა. გუნდი უკვე დაკომპლექტებული იყო და ვეღარ მოხერხდა. ქუთაისის ~ტორპედოში" კი ლამის ერთ-ერთი პირველი მიმიწვია. სასიხარულოა, რომ ეს ტრადიციული კლუბი უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა და ამბიციები გაუჩნდა. დარწმუნებული ვარ, ქუთაისში თამაში ფეხბურთის ზეიმი გახდება. ეს ფეხბურთელისთვის ყველაზე დიდი სტიმულია. რაც უფრო კარგად ვითამაშებთ, მით უფრო მეტი ხალხი მოვა.

- ცხინვალის ~სპარტაკიდან" ამბიციურ კლუბში 26 წლის მოთამაშის მოხვედრა მოულოდნელიც იყო – ჩვენთან ხომ მოთხოვნა უმთავრესად პატარა ასაკის ბიჭებზეა.

- ეს არის ყველაზე ცუდი, რაც კი ბოლო დროს ქართულ ფეხბურთის სენი გახდა – 26 წლის ფეხბურთელი ვეტერანად რატომ ვითვლები? მე მგონია, ამის გამოცაა, დიდი პრობლემები რომ გვექმნება. საკუთარი ნებით ყველაზე საჭირო ასაკისა და გამოცდილ მოთამაშეებზე ვამბობთ უარს. ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკი ხომ 25-დან 30 წლამდეა. ამ ასაკში ავლენ საუკეთესო თვისებებს, სისწრაფეს, ჯანსა და გამოცდილებას. მიხარია, რომ ~ტორპედოში" უაზრო შეხედულებებით არ საზრდოობენ. ვისაც გამოცდილი ფეხბურთელები არ ჰყავდა, კარგად ნახეთ, გასული სეზონი როგორ დაასრულეს.

~ტორპედოშიც" დიდი ყურადღებას აქცევენ ნიჭიერ ბავშვებს, ~ვისოლი-ავაზადან" ბევრი ნიჭიერი ბავშვი მოიყვანეს, მაგრამ გამოცდილებისთვის ხელი არ უკრავთ. პირიქით, ეს ბავშვები ჩვენს გვერდით უფრო გაიზრდებიან და ასეთი პოლიტიკა გუნდისთვისაც უფრო გამოსადეგია.

- დარწმუნებული ვარ, ბევრი გუნდის მოთამაშე ტორპედოელების ბედს შენატრის, რადგან გუნდს გულშემატკივარი ჰყავს. თქვენი ძველი გუნდების, ~ლოკომოტივისა" და ~სპარტაკის" საშინაო მატჩებს კი მაქსიმუმ 200 მაყურებელი თუ ესწრებოდა.

- ქუთაისში ფეხბურთი ძალიან უყვართ და დარწმუნებული ვარ, ტრიბუნები შეივსება. თანაც, გუნდი უმაღლეს ლიგას წელს დაუბრუნდა და ხალხს ~დინამოსთან", ~ზესტაფონთან" და სხვა ლიდერებთან თამაშები მოენატრა. ისე, საქართველო უცნაური ამბები ხდება. მაყურებელი უცხოეთში ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენ კი მისი მოსვლა გვენატრება. სხვათა შორის, როდესაც ~ტორპედოში" მიმიწვიეს, პირველი ეს ვიფიქრე, რამხელა სიამოვნებაა, ცარიელი ტრიბუნების წინ აღარ ვითამაშებ-მეთქი.

- უმაყურებლო ფეხბურთი ვარჯიშზე მეტ ემოციას არ აღვიძებს.

- ემოცია იქით იყოს, სტიმულიც არაა, ვისთვის უნდა მოინდომო, მხოლოდ პრემიისთვის? პრემია კარგია, მაგრამ მაყურებლის მსგავსი სტიმული არაა. დარწმუინებული ვარ, ქუთაისში ტრიბუნები შეივსება, რადგან აქ ძალიან უყვართ ფეხბურთი. სხვათაშორის, კარგი სტადიონიც გაკეთდა, საფარი მაგარია და საფეხბურთო ატმოსფეროა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ~ტორპედოს" საშინაო მატჩები ისეთივე ზეიმი იქნება, როგორც ზესტაფონსა და სამტრედიაში.

მერაბ მამულაშვილი

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა