სერ ალექს ფერგიუსონმა რიო ფერდინანდსა და ნემანია ვიდიჩს გამოუცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად გვარიანი ბრძოლა მოუწევთ
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თავის ვეტერან მცველებს, დიდ ვარსკვლავებად აღიარებულ რიო ფერდინანდსა და ნემანია ვიდიჩს გამოუცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად გვარიანი ბრძოლა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ როგორც 32 წლის ფერდინანდი, ასევე 29 წლის ვიდიჩი ამჟამად დაშავებულები არიან, თუმცა ფერდინანდი კვირისთვის უკვე ჯანმრთელად იქნებაო, ამბობენ ინგლისის ჩემპიონთა ექიმები. კვირას „მანჩესტერ იუნაიტედი“ „არსენალს“ მასპინძლობს. რაც შეეხება ვიდიჩს, მას გამოჯანმრთელებამდე სამი კვირა აკლია.

ორი გამოცდილი ვარსკვლავის არყოფნაში „იუნაიტედის“ დაცვაში ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, 19 წლის ფილ ჯონსმა, 23 წლის ჯონი ევანსმა და 21 წლის კრის სმოლინგმა იყოჩაღეს. მათ, პრემიერლიგის ერთ-ერთ წამყვან გუნდად მიჩნეულ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ შეხვედრაში გამოიჩინეს თავი - მანჩესტერელებმა ჩრდილოლონდონელებს 3:0 მოუგეს.

გუშინაც მოგახსენებდით, რომ იმ დღეს ფერგიუსონმა მოედანზე გაიყვანა შემადგენლობა, რომელიც, ინგლისელი სტატისტიკოსების ცნობით, ამ დიდი მწვრთნელის მიერ „ოლდ ტრეფორდზე“ გადატებულ 23 წელიწადსა და 191 დღეში ახალგაზრდობის მიხედვით მეორე იყო. ამ დღის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ფერდინანდსა და ვიდიჩს ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებისთვის გვარიანი ოფლის დენა მოწევთ.

ფერგიუსონმა თქვა: „რიომ და ნემანიამ კარგად იციან ამ ყმაწვილების მონაცემებისა და ნიჭის ამბავი. მათი უნარები ეჭვს არ იწვევს. როდესაც ისინი ან ერთ-ერთი მათგანი გამოჯანმრთელდება, მე დაფიქრება მომიხდება, დავაბრუნო ასე პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში თუ კვლავ რომელიმე ახალგაზრდა ვათამაშო“.

მანჩესტერელმა ყმაწვილებმა, რასაკვირველია, ინგლისის ნაკრები გუნდების მწვრთნელთა ბლოკნოტებშიც განსაკუთრებულ გვერდებზე გადაინაცვეს. ასე მაგალითად, კრის სმოლინგს დიდი ნაკრების თავკაცი, ფაბიო კაპელო ოქტომბერში დანიშნულ შესარჩევ შეხვედრებში უპირებს გამოძახებას, ჯონსი კი სტიუარტ პირსის 21 წლამდელთა გუნდის წევრია.

სმოლინგმა თქვა: „მე ინგლისის ნაკრებში გამოძახებას პრემიად აღვიქვამ, ჯერჯერობით კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დამკვიდრებას ვცდილობ. თუ „იუნაიტედის“ ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი გავხდები, ნაკრების კარი ჩემთვის უფრო იოლად გაიხსნება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა