ეროვნულ ლიგაში ბოლო სანაკრებო პაუზაა. ფინიშის ბოლომდე 4 ტურია დარჩენილი და, როგორც იტყვიან, თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს - იმ ოქროსი, რომელიც ახლაც სასწორზე დევს. ბევრი გუნდისთვის ეს 4 მატჩი 4 ფინალია!

თბილისის "იბერია 1999" და "დილა" - კარგა ხანია გამოიკვეთა ეს ორი კანდიდატი საჩემპიონო რბოლაში. სხვათა შორის, თასის ფინალშიც ისინი ხვდებიან ერთმანეთს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ საქმე გვაქვს წლევანდელი ქართული სეზონის მართლაც ორ გამორჩეულ გუნდთან...

დავუბრუნდეთ ჩემპიონატს და ხაზი გავუსვათ ერთ ფაქტს, რომელმაც მთავარი როლი შეიძლება ითამაშოს ტიტულის ამბავში - თუ ბოლო ტურის შემდეგაც გუნდებს ქულები თანაბრად ექნებათ, გამარჯვებული გახდება "იბერია", რომელსაც ურთიერთშეხვედრებში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - უშუალო კონკურენტს წლეულს ოთხივე თამაში მოუგო, თან ერთი - განსაკუთრებით სასტიკად: 6:0 - გორში!

ერთადერთი, რაშიც "დილამ" იბერიელებს აჯობა, საქართველოს სუპერთასის 1/2 ფინალი იყო, რომელიც გორელებმა 3:1 მოიგეს.

ახლა რაც შეეხება დარჩენილი გზის სირთულეს ორივე გუნდისთვის. უახლოეს ტურში "იბერია" გასვლაზე თამაშობს "კოლხეთთან", რომელსაც ლიგაში პლეი-აუტით დარჩენის შანსი მიეცა მას მერე, რაც თბილისში 3:1 მოუგო "გაგრას".

თუ ფოთელები ამ სულისკვეთებას შეინარჩუნებენ, მოქმედ ჩემპიონს "ფაზისზე" ძალიან გაუჭირდება. ამ დროს კი "დილა" სტუმრად ითამაშებს ბათუმის "დინამოსთან", რომელსაც ჩემპიონატში უკვე 12 მატჩია არ მოუგია და უკან-უკან მიდის.

ამის შემდეგ "იბერიას" კიდევ ერთი მოტივირებული მეტოქე ელოდება - თბილისის "დინამო", რომელიც მე-3 ადგილისთვის იბრძვის და კონკურენციაშია ქუთაისის "ტორპედოსთან". ესეც არ იყოს, თბილისურ დერბიში არ არსებობს ლიდერი და აუტსაიდერი.

იმავე ტურში "დილა" უმასპინძლებს "სამგურალს", რომელიც, ძალიან მაღალი ალბათობით, აიცილებს პლეი-აუტში მოხვედრის საფრთხეს.

გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ამ ორ ტურში "დილას" ქულათა მაქსიმუმის აღების უკეთესი შანსი აქვს და არ გამოვრიცხავთ, პაუზისშემდგომმა ამ ტურებმა ბევრი რამ გადაწყვიტოს.

ახლა კი ბოლო ტურებში ლიდერების განრიგი უფრო თვალსაჩინოდ და შეგიძლიათ, შანსებზე თავად იმსჯელოთ:

XXXIII ტური

კოლხეთი 1913-იბერია 1999

დინამო (ბთ)-დილა

XXXIV ტური

დილა-სამგურალი

იბერია 1999-დინამო (თბ)

XXXV ტური

გარეჯი-იბერია 1999

კოლხეთი 1913-დილა

XXXVI ტური

დილა-დინამო (თბ)

იბერია 1999-გაგრა

რეზო
როდემდე უნდა ჰქონდეს ვინმეს ილუზია რომ საქართველოს ჩემპიონატი არსებობს? ვერბალური ონანიზმი ქვია იმას, რაც ამის გარშემო ხდება !!! რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიგებს ამ ჩემპიონატს? ეზოს ჩემპიონატი მარტო ეზოელებს ახსოვთ. სანამ გუნდები ევროპულ თასებზე გასვლას არ დაიწყებენ, ისინი არ არსებობენ!!!! ან ამდენი " მაღალი კლასის" ლეგიონერი რას ემსახურება? ფულის გათეთრების იქიტ არ მიდის საქმე 35 წელია. თუ ვინმეს კორუფციასთან, ჭაობთან და სამშობლოს ღალატთან უნდა ბრძოლა, აჰა ბურთი და მოედანი!!!! როოგრ შეიძლება აზერბაიიჯანული, ყაზახური, მოლდავური, ბელორუსიული და რაღაც კიდევ ჯუჯა სახელმწიფოების გუნდები გადიოდენენ ევროთასებზე და ჩვენ ვერა??? ამას ერთი ახსნა აქვს, ტოტალური კორუფცია!

მაინც მგონია,რომ იბერია დღევანდელ დინამოზე ძლიერია და ქულებს არ დაკარგავს.თუ ეს მოხდა და გაიმარჯვა,მაშინ დინამოს გორში ექნება მოსაგები და დილასთან ბოლომდე იბრძოლებენ.ასე რომ ხარისხისა არ ვიცი,მაგრამ ძალიან დაძაბული ფინიში კი გველის.არაფერი იქნება გასაკვირი,თუ გორმაც და იბერიამაც ოთხივე თამაში მოიგეს.
alexandre
კარგია ასეთი დაძაბული ფინიში! რაც უფრო საინტერესო იქნება, მით უკეთესი. საიტს კი მადლობა, ბოლო დროს ქვეყნის ჩემპიონატს რომ ყურადღებას აქცევთ!
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"დილას" ამბები - გორელებმა 21 წლის მცველი 100 000 დოლარად გამოისყიდეს