„არსენალს“ „რეალიდან“ 29 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის, კაკას იჯარით გადაყვანა უნდოდა, მაგრამ მადრიდელებმა უარი შეუთვალეს
„არსენალს“ „რეალიდან“ 29 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის, კაკას იჯარით გადაყვანა უნდოდა, მაგრამ მადრიდელებმა უარი შეუთვალეს. სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის გაყიდვით გაბრაზებული ფანების დასამშვიდებლად „მეთოფეთა“ თავკაც არსენ ვენგერს მალევე სურდა რაიმე ეღონა და კაკა გაახსენდა, თუმცა აქაც მოეცარა ხელი.

მსოფლიოს 2007 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გაქირავებაზე „სამეფო კლუბი“ უარს აცხადებს. კაკას ხელში ჩასაგდებად ერთადერთი ვარიანტი მისი ყიდვააო, თქვეს მადრიდელებმა. ცნობილია, რომ „რეალის“ პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ბრაზილიელის თავიდან მოშორებას ცდილობს, ვენგერმა კი უნდა აწონ-დაწონოს, უღირს თუ არა ამ ფეხბურთელის ყიდვა.

„რეალის“ ჩანაფიქრო ნათელია - „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კაკას, ინგლისურად თუ ვიტყვით, კვირაში 153 ათას ფუნტს უხდიან, ეს კი ძალიან დიდი ხელფასია კაცისთვის, რომელსაც არ ათამაშებენ. და რა თანხა უნდათ მადრიდელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ? რამდენადაც ინგლისური გაზეთები ამბობენ, ისინი 17,5 მილიონ ფუნტის ანუ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.

რასაკვირველია, ფანების დაწყნარების თვალსაზრისით ვენგერის მხრიდან კაკას ყიდვა საინტერესო ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ რამდენად სწორი საქციელი იქნებოდა ეს კომერციულად? ბრაზილიელი ხომ ის ფეხბურთელია, რომელსაც იყიდი და ძვირად ვეღარ გაყიდი. სხვა სიტყვებით, მისი შეძენა მატერიალური ზარალია.

კაკა გასულ სეზონში „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ოცჯერ გამოჩნდა. მისი შეძენა „პარი სენ ჟერმენსა“ და „სან პაულუსაც“ უნდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე