ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

[ეროვნული ლიგა] ...ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება! ანუ, გვჭირდება თუ არა "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემა?

[ეროვნული ლიგა] ...ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება! ანუ, გვჭირდება თუ არა "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემა?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2017 წლიდან ატარებს ეროვნული ლიგის გათამაშებას "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემით. ეს იყო პირველი სერიოზული ცვლილება, რომელიც სფფ-ის სათავეში ლევან კობიაშვილის გუნდის მოსვლის შემდეგ ჩემპიონატს შეეხო 10-გუნდიან ფორმატზე გადასვლასთან ერთად.

პატარა ისტორიული ექსკურსი - როცა 1990 წლის 15 თებერვალს დაფუძნდა ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაცია, მაშინვე იყო ცნობილი, რომ ფეხი უნდა აგვეწყო ევროპისთვის (რომელიც არ ჩქარობდა ჩვენს აღიარებას) და "შემოდგომა-გაზაფხულის" სისტემით გვეთამაშა.

სხვა გზა არ იყო - პირველი ჩემპიონატი "გაზაფხული-შემოდგომის" ფორმატით ჩატარდა, მერე ვითამაშეთ გარდამავალი ჩემპიონატი და 1991 წლის შემოდგომიდან გადავედით ახალ მოდელზე.

...და ეს ყველაფერი შეიცვალა 2017 წელს. გადაწყვეტილების მოტივი ასეთი იყო - თუ ჩემპიონატს გაზაფხულზე დავიწყებდით და (პირობითად) პირველ ეტაპზე ივნისამდე ვითამაშებდით, ჩვენი კლუბები უკეთესად მომზადებულები შეხვდებოდნენ ევროტურნირების სტარტს.

მაშინაც ვწერდი, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე არ იყო გამაგრებული არგუმენტებით. აქ არაფერ შუაშია "საბჭოური მოდელი", რადგან "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემით თამაშობდნენ და დღესაც თამაშობენ შვედეთში, ფინეთში, ირლანდიაში...

მეორე მხრივ, ცალკე ფორმატის ცვლილება ვერაფერს მისცემდა ჩემპიონატს, თუ კლუბები ისევ ისე იმუშავებდნენ, როგორც დიდი ხანია მუშაობენ. მესმის მათი გასაჭირი, ინვესტორების ნაკლებობა (ეს კიდევ რბილად ნათქვამია), მაგრამ... როცა გუნდების უმეტესობა სეზონის განმავლობაში ორჯერ იშლება და იწყობა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სისტემით ჩავატარებთ ჩემპიონატს.

თავად განსაჯეთ - მარტში რომ იწყებ ერთი შემადგენლობით და ევროტურნირების წინ ლამის ნახევარ შემადგენლობას ცვლი, რომელ ფორმატებზე თუ მოდელებზე ვლაპარაკობთ? ფაქტია, 2017 წლის რეფორმამ არაფერი მოუტანა ჩვენს ფეხბურთს ისეთი, რაც გვათქმევინებდა, რომ - "მოდი, კიდევ დაველოდოთ, იქნებ..."

არანაირი "იქნებ" - სანამ კლუბებში არ შეიცვლება ამ საკითხისადმი მიდგომა, არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. შეიძლება ვინმემ იკითხოს - თუ ეს ყველაფერი მაინც არ იცვლება, ძველ ფორმატზე დაბრუნება რაღად გვარგია, რატომღა ავიტკიოთ თავიო?

არის ამაში ლოგიკის მარცვალი, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ "შემოდგომა-გაზაფხულის" სისტემაზე დაბრუნებით, ავტომატურად დავბრუნდებით საერთაშორისო სატრანსფერო "ფანჯარაში".

როცა ჩემპიონატი მაისში დასრულდება, წესით, ევროტურნირებზე გასულ გუნდებს, წარსულის მძიმე გამოცდილებებიდან გამომდინარე, აღარ უნდა გაუჩნდეთ შემადგენლობაში რადიკალური ცვლილელების "ცდუნება" - ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე უფრო შესაძლებელია სწორი მუშაობით წერტილოვანი გაძლიერება ორი-სამი ნორმალური მოთამაშით.

დღეს თუ არა ხვალ, საქართველოში შეიქმნება (თუ აღდგება) პროფლიგა და ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, აღდგენის ინიციატორთა ერთ-ერთი იდეაც ეს იქნება - დაბრუნება "შემოდგომა-გაზაფხულის" მოდელზე.

აქ ბევრი მიგვითითებს კლიმატურ ფაქტორსა და ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ წლების განმავლობაში ვატარებდით ჩემპიონატებს "შემოდგომა-გაზაფხულზე" და ეს გამოცდილება გვაქვს. მოედნებიც მეტი გვაქვს და ძველებზე ბევრად უკეთესიც (თუმცა კიდევ მეტი გვჭირდება)...

კი ბატონო, შეიძლება, 10-გუნდიანი ფორმატი ოპტიმალურია ჩვენთვის, მაგრამ 36 ტური ბევრია. ოღონდ, აქ შეიძლება 2 წრის შემდეგ ეროვნული ლიგის გაყოფა საჩემპიონო და გასავარდნ ზონებად.

შეიძლება განვიხილოთ 12-გუნდიანი ეროვნული ლიგა 3 წრედ (მაგალითად, ირლანდიის პრემიერ ლიგის მოდელი). ეგ არის, რომ ეს ფორმატი ბოლომდე ვერ დაიკვეხნის სამართლიანობით (სიტყვაზე, თბილისის "დინამო" "ტორპედოსთან" ორჯერ იქნება მასპინძელი, ხოლო "ტორპედო" ერთხელ, ან პირიქით), მაგრამ სამაგიეროდ, ვატარებთ 3 ტურით ნაკლებს, ეს კი ნახევარ თვეზე მეტია.

საქართველოში თამაში შეიძლება დეკემბრის ბოლომდე. ცხადია, მთლად 1 იანვრამდე არა, ავიღოთ საორიენტაციოდ 20 დეკემბერი. დღევანდელი ფორმატით, საქართველოს ჩემპიონატი, ზოგადად, დეკემბრის პირველ კვირაში მთავრდება. და თუ დეკემბერს უფრო მეტად ავითვისებთ, მაშინ შევძლებთ, მარტის პირველ რიცხვებში ან ცხელი ზაფხულის პერიოდში საღდაც 3 ტური "მოვტეხოთ".

ერთი სიტყვით, ვარიანტები არის და ვფიქრობთ, ფეხბურთის ფედერაციამ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. ოღონდ, ეს არ იქნება დაბრუნება წარსულში (შეიძლება, ვინმეს ეს სიტყვათა შეთანხმება აშინებდეს) ან "შეცდომის" (ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ის გადაწყვეტილება შეცდომა იყო) აღიარება, უბრალოდ, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება!

• უვიცი

ამ საკითხზე არაერთხელ დამიწერია,მგონი განხილვაც არაა საჭირო

• ბუხუტი

ძალიან გთხოვთ არ არის საჭირო სსრკ-ს აღდგენა, არ არის საჭირო საერთო ჩემპიონატის ჩატარება,არც ორჯონიკიძე და ლენინი არის საჭირო, კარგი იქნება რეფორმების გატარება,აი დანია ავსტრია ან სლოვაკეთი, ლიგა 2 ში 16 გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, შემოდგომა გაზაფხულზე , გადასვლა, და წავა პროცესი, გისურვებთ წარმატებებს

• ბაბუ-ძია

საქართველოს ჩემპიონატის დონე ,რომ ამაღლდეს-საჭიროა (ზოგადად)სახელმწიფო გახდეს წარმატებული .ყველაფერი ხომ ერთმანეთთან არის დაკავშირებული.---სამართალი ,ეკონომიკა,განათლება,ჯანდაცვა.შეიძლება სხვადასხვა დარგში ,სხვადასხვა სფეროში მიღწეული იქნას პატარ-პატარა წარმატებები,მაგრამ ეს ხომ დროებითი იქნება და მდგრადობა დიდხანს ვერ შენარჩუნდება.ფეხბურთში დღეს უფსკრული გვაქვს,ავად არის ჩვენი ფეხბურთი და მისი მორჩენა ძალიან ძნელია ,რამეთუ ის წარმოადგენს დაავადმყოფებული ორგანიზმის ერთ პატარა ნაწილს.და მაინც,ცოტათი,რომ (ამ პირობებში) აიწიოს მისი დონე ,ჩემი აზრით საჭიროა შემდეგი:1)დაიხვეწოს და გამკაცრდეს სატრანსფერო სისტემა.ერთწლიანი და ნახევარწლიანი გუნდები შედეგებს ვერასოდეს ვერ დადებენ ,-გინდ შემოდგომიდან დაიწყე და გინდ გაზაფხულიდან.გინდ პროფლიგა დაარქვი და გინდ სამოყვარულო.2) მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს(სულაც აკრძალვამდე)ლეგიონერების შემოდინება(ჩემი ფული უვარგის უცხოელს რატომ უნდა ვაძლიო,ქართველ ახალგაზრდებს,რომ მოხმარდეს არ ჯობია?)3)უნდა აიკრძალოს 24 წლამდე ასაკის ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერები უცხოურ კლუბებში(დაბალი ლიგის გუნდებში ისინი ვერ ვითარდებიან და საერთოდ იკარგებიან.400 -ამდე ფეხბურთელია საქართველოდან გასული და სანაკრებო დონის 15 კაცი ვერ მოგვიძიებია) გარდა იმ ფეხბურთელებისა ,რომელთაც ტოპ ხუთი ლიგის წამყვანი კლუბები ეპატიჟებიან.4)მუშაობა ფორმატზე,აზერბაიჯანთან ან სომხეთთან(ან ორივესთან)საერთო ჩემპიონატის ჩასატარებლად.

• Levani

ეს ფული რაც ლეგიონერებზე იხარჯება ხალხს რომ დაურიგოთ.მაყურებლებს ჯობია. მიხვედი თამაშზე?ჩაგერიცხა ხუთი ლარი-ასე უფრო წინ წავა ფეხბურთი

• 555

სამაგიეროდ ფედერაციის პრეზიდენტი ხომ ამბობს ჩემპიონატი თუ დაბალი დონისაა მე რა შუაში ვარო? მერე რაა თუ ანდორამ გაგვისწრო რეიტინგში? ისე რა გინდა შენ, ეს ფული ცენტრალური ბიუჯეტიდან ეძლევათ, სპორტულ შედეგებზე პასუხს არავინ ითხოვს და მათი რა მიდის? იღებენ ამ მსუყე ხელფასებს და შენ დაუკაააა...

• ფოთი

16 გუნდი, მეტი ახალგაზრდა ითამაშებსს

• ქობულეთიდან

ბევრი დაიწერა და ბევრი ითქვა ამ თემაზე, აზრები ყოველთვის იქნება განსხვავებული და ეს ნორმალურია.ჩვენს მაჩანჩალა ჩემპიონატს რომ მარტო ფორმატის ცვლილება ვერ უშველის ეს ცხადია, თუმცა ფაქტს ვერსად გავექცევით- შემოდგომა-გაზაფხულის ფორმატზე ყოფნისას ჩვენი კლუბები უკეთ გამოიყურებოდნენ ევროტურნირებზე და ამას სტატისტიკაც ამბობს. 10 დეკემბერს რომ დაამთავრებ ჩემპიონატს და მთელი 6 თვის მერე რომ ერთვები ევროტურნირებზე, ის გუნდები ვინც საპრიზო ადგილებზე გავიდნენ და მეტნაკლებად ნორმალურ ფეხფურთს თამაშობს,6 თვის მერე ნარჩენებიღაა იმ გუნდებიდან. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში რომ გუნდმა აიღო საპრიზო ადგილი, სულ რაღაც 20-25 დღეში დაიწყება ევროტურნირები და გუნდებიც ისე თუ ასე შემადგენლობას შეინარჩუნებენ. ასე რომ, კარგი იქნება თუ გადავალთ შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე.

• გიორგი

აზერბაიჯანთან ერთად რომ მოხდეს ასეთი იდეის განხილვა: პირველი წრე შემოდგომა, შემდეგ პირველი 6-6 გუნდი აგრძელებს მაგ. კავკასიის თასზე ბრძოლას, ორ წრედ. ამასთან, ერთი ქვეყნის წარმომადგენლებს ერთმანეთთან ნათამაშები ჩაეთვალოთ შიდა ჩემპიონატის ქულებათ, ხოლი ორივე ერთად კი ერთიანი შეჯიბრის ქულებათ. ამ გზით ყველა თამაშს ექნება მნიშვნელობა. ანუ. მაგ დინამო, დილა, ბათუმი, ტორპედო, იბერია, კოლხეთი და ყარაბახი, ნეფთჩი, განჯა, ...; დინამო-ტორპედოს შედეგი დავუშვათ ფრე 1 ქულა, იქნება 1 ქულა ჩვენი ჩემპიონატის მიზნებისთვის და ანალოგიურად 1 გაერთიანებული ჩემპოონატისთვის. დინამო-ყარაბახი, 3 ქულა დინამოს დაემატება მხოლოდ გაერთ. ჩემპიონატში. გაერთიანება მოიზიდავს მაყურებელს, სპონსორებს და შესაბამისად დონის ამაღლებას. წესით უეფასთანაც პრობლემა არ შეიქმნება და შიდა ჩემპების როლიც იზრდება. თუ 3 ქვეყნის იქნება ეს გაერთიანება კიდევ უკეთესი (სომხეთი ან ყაზახეთი).

• Gio

ამდენი მილიონერი ცხოვრობს თბილისში და ერთი ნორმალური ვერ გამოჩდა რომ დინამო მოხოდოს განა ყარაბაღზე უკეთესები არ ვართ გინდა ისტორიით და გინდა მიღწევებით

• რომანი

სანამ პროფესიული ლიგა არ შეიქმნება გაზაფხული შემოდგომა სისტემაზე უნდა ვიყოთ. თუ იცით რატომ შეცვალა ფედერაციამ შემოდგომა-გაზაფხული? პირველი იმიტომ რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება ჩემპიონატი და ერთ კალენდარულ წელში 2 ჯერ ბიუჯეტში ვერანაირად ვერ მოხდება ფეხბურთის დაფინანსება. მეორე გუნდს რომ შუა სეზონში ფული მიცე (აუცილებლად შეჭამენ ნახევარს) მომდევნო ჩემპიონატის დასაწყები ფული არ ექნება. ჩემპიონატის წინ აძლევენ ბიუჯეტიდან ფულს და მერე ყველა შემთხვევაში ისე ალაგებს გეგმებს (ცოტა შეჭამოს) ჩემპიონატი ჩაამთავროს რომ მეორე წელის დასაწყისში როცა ახალი ჩემპიონატი დაიწყება და ახალი ბიუჯეტიც დამტკიცდება იქნებ მეტი გაიმეტოს ბიუჯეტმა (იქნებ მომავალ წელს ბევრი შეჭამოს) და ის წელიც ისე ჩაამთავროს. ასე ბრუნავს წრეზე 8 წელია ქართული გუნდები. მესამე ჩვენ ჩემპიონატი გვაქვს( ვაი ასეთ ჩემპიონატს) ქვეყანა უეფას რეიტინგშია (ვაი ასეთ რეიტინგს) კლუბების მესვეურები და დირექტორები გამდიდრდნენ (ჩვენი ფულის ხარჯზე). ასე რომ აზრი არააქვს შევცვლით თუ არა ფორმატს კლუბები თუ კერძო საკუთრებები არ გახდება და პროფლიგა არ შეიქმნება ასე ჯობია.

• გია ხარებავა

აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ შემოდგომა გაზაფხულის სისტემაზე და ფეხი ავუწყოთ ევროპულ ფეხბურთს და რუსეთს და ბელარუს ესენი თამაშობენ მაგ სისტემით და რამდენიმე ჩრდილოეთის ქვეყანა მაისში მთავრდება და გუნდები გადიან ევროტურნირებზე და არა 7 თვის შემდეგ უკვა სულ სხვა გუნდი. 10 გუნდიანი 4 წრედ უნდა დარჩეს. თასზე ნახევარფინალები მაინც იყოს ორი თამაში შინ და გარეთ. ჩვენი მეზობლებიც კი სომხეთი და აზერბაიჯანი შემოდგომა გაზაფხულს თამაშობენ.

• ოღონდ კობი არაფერ შუაშია. აბა ნაცი ვარ კობი დავადანაშაოლო? 😁

არა მგონია რამე მნიშვნელობა ქონდეს როდის ჩატარდება ასეთი ჩემპიონატი, რაც გვაქს დღეისათვის, ეს არის კატასტროფა! მხოლოდ 2 ქვეყანაზე წინ არის რეიტინგით ჩვენი ჩემპიონატი და ამით ყველაფერი ნათქვამია. ორივენაირი სისტემით მოთამაშე ქვეყნები ჩვენზე წინ არიან რეიტინგში. აზრი მითხარით რა იქნება სისტემის შეცვლით ან არ შეცვლით? ინვესტიციის გარეშე ვინმე მოვა ხეირიანი? ფეხბურთი უნდა ჩამოსცილდეს პარტიულობას. ეს ახლო პერიოდში არ მოხდება. ასე რომ ტყუილია ამაზე ლაპარაკი.

• რამაზი

ვერ დაგეთანხმებით, ვთვლი რომ დღევანდელი სისტემა იდეალურია... ის, რომ გუნდები ევროსარბიელზე საშინლად გამოდიან, სულაც არაა ჩემპიონატის სისტემის ბრალი. ეს კლუბების არასწორ და უსუსურ მუშაობაზე მიუთითებს.ნორმალური გამართული სისტემით მომუშავე კლუბს ვერ დაასახელებთ და ესეც ჩემპიონატის ჩატარების სისტემის ბრალია ?

• tngh

გაზაფხული-შემოდგომის სისტემამ არანაირი დადებითი შედეგი არ მოიტანა. ამიტომ სჯობს ეტაპობრივად დავუბრუნდეთ შემოდგომა-გაზაფხულის სისტემას ნორმალური ინფრასტრუქტურის მქონე 16 გუნდით...

• კობა

სტატიაში მცდარი შეხედულებებია!!!...ჯერ კლუბებში შინაარსია შესაცვლელი, რაც ჯერჯერობით მიუღწეველია!!!.. ამიტომ მსჯელობაც მცდარია!!!...

ასეც ვცადე,ისეც ვცადე, არაფერი გამოვიდა! სადაც რომ ვარდი დავთესე, ნამყენი ... ამოვიდა! იეთიმ გურჯის მშვენიერი ლექსის სკრაბეზული პერიფრაზია,რომელიც ყველამ იცის და იმისათვის მოვიტანე,რომ არსებულ სიტუაციას უფრო მძაფრად გამოსახავს. სანამ ფეხბურთელები უკანმოუხედავად გარბიან საქართველოდან,სადმე,ევროპაში,საშველი არ გვექნება.პროფესიული ლიგის კვლავ შექმნა კარგი იქნებოდა,მაგრამ ამ გადაწყვეტილებამდე კლუბები უნდა მივიდნენ, მისი ორგანიზება და ხელმძღვანელობა,ვიღაცამ უნდა ივალდებულოს.„უნდა“,აქ მთავარი სიტყვაა!სანამ პროფლიგა იყო,რაღაცა დადებითი ძვრებიც ხდებოდა,მაგრამ დაიშალა და აღარ გამოჩნდა ის ხარი,რომელსაც რქებზე სანთელს დავაკრავთ და ისიც ქალაქის აშენებას შეუდგება.რა აზრი აქვს,როდის დაიწყება ჩემპიონატი,თუ საზაფხულო არდადეგებზე,ყველა ცოტად თუ მეტად წარმატებული ფეხბურთელი,კვლავ უცხოეთში,ან სხვა კლუბში გაიქცევიან,ხელფასის თუნდაც ოდნავ უკეთესი შეთავაზების შემთხვევაში?არც ლეგიონერების შეუზღუდავი რაოდენობის მოყვანა წაადგება ქართულ ფეხბურთს.თუ მოხერხდება და შეიქმნება პროფესიული ლიგა,კლუბები იმასაც შესძლებენ,რომ ყველასათვის საერთო ინტერესების გათვალისწინებით,ცვლილებები შეიტანონ განაწესში და ერთად დაიწყონ ორმოდან ამოძრომა.მშვენიერი ქართული ფილმია,„ქართველები ცაში“,სადაც მთელი საქართველო იგავურად არის დახატული.ყოველი მგზავრი,ყოველი ეკიპაჟის წევრი,თავისას ეწევა,ყველას თავისი ცოდვა და საიდუმლო აქვს,ერთმანეთს სჭამენ,ებრძვიან,დასცინიან,ლანძღავენ,„ჟუჟუნა წვიმა მოვიდა“საც კი,ერთმანეთისაგან განსხვავებულად მღერიან,მაგრამ როცა თვითმფრინავი საჰაერო ორმოში ჩავარდა და საშველი თითქოს აღარც ჩანდა,ყველა გაერთიანდა,გაიხსენეს,რომ ქართველები არიან და გაერთიანებული ძალებით,ერთად ამოიყვანეს თვითმფრინავი,ორმოდან.როცა ერთად ვიყავით,საქართველოს ნაკრებმაც სასწაულები მოახდინა ევროპის ჩემპიონატზე.ესეც გვარწმუნებს,რომ როცა ერთად ვართ,იმაზე გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია,ვიდრე წესით უნდა შეგვძლებოდა.ეს უკვე ფილმიდან კი არა რეალობაში გვაქვს ნანახი და მისი გმირები,ჩვენ,დღეს კვლავ ერთმანეთს დატაკებული ქართველები ვიყავით.როცა ვივიწყებთ მეს და ვიწყებთ ფიქრს,როგორც ჩვენ,მთების გადადგმა შეგვიძლია და იმედია კვლავაც შევძლებთ.როცა ასე დავიწყებთ ფიქრს,ფეხბურთსაც ვუშველით და საქართველოსაც.საქართველოს შველა,ქართველების საქმეა და ჩვენ უნდა ვუშველოთ.ქართველებმა,საქართველოს შვილებმა და არა მხოლოდ ეროვნებით ქართველებმა.

• tovs

მთავარია უცხოელების რაოდენობა შეიზღუდოს მოედანზე მაქ 2-3

• ლუკა

საუკეთესო ვარიანტია ორი არის შემდეგ გაყოფა და ისევ ორი წრე.საინტერესოც იქნება და 28 თამაში გამოუვათ

• ძვირფას ჟურნალისტს

კარგია ამ თემას რომ შეეხეთ, თუმცა პასუხი მანდ ერთია - სანამ ფონდის დაფინანსება მუშაობს და ბიუჯეტი კალენდარული წლის განმავლობაში უნდა გაიხარჯოს, გაზაფხული-შემოდგომა სამწუხაროდ უალტერნატივოა. ასე რომ, ძვირფასო ჟურნალისტებო და სპორტალის რედაქციავ, იქნებ დაწეროთ ხოლმე პირდაპირ სიმართლე და ეს შემოვლითი გზები საჭირო არაა

• დათა თუთაშხია

ძალიან სუსტი სტატიაა იმისათვის, რომ ჩემპიონატის სტრუქტურის ცვლილება მოითხოვო. ცვლილებას თავის დროზე სუსტი არგუმენტი ქონდაო, მე აქ არგუმენტების მეტ ნაკლები დასაბუთება ვერსად დავინახე, უფრო სურვილების ჩამონათვალს გავს. ჯერ ერთი, ევროთასებზე რამიდენიმე გუნდის გამოსვლის ირგვლივ რომ აწყობ მთელს ჩემპიონატს, მანდ არის უკვე ყველაფერი დამთავრებული. მერე მეორე რა სამი წრე, რა ზედმეტი თამაშების რაოდენობა? რატომაა ზედმეტი ეს რაოდენობა? სადმე რამე მეტ ნაკლები ლოგიკური ახსნა წერია? რაც დალაგებულია, იმის თხრას მაინც შეეშვით. მოედნები დღეს რომ მეტ ნაკლებად უკეთესია, ზუსტად ამ სისტეკის დამსახურებაცაა - ორი სამი კვირით ადრე ან ორი სამი კვირით გვიან დაიწყებ ზამთარში მათზე თამაშს და ისე მოსპობ, რომ ზაფხულამდე ვერაფერს უშველი (თუ საერთოდ არ გაანადგურებ). და ნუ დავიწყებთ, ინგლისში ხომ ახალ წელსაც თამაშობენო - ჯერ იკითხეთ, სეზონში (!?!) რამდენჯერ იცვლება მათი საფარი და გვაქვდ თუ არა ამის შესაძლებლობა ჩვენ უბრალო ახირების გამო და დაბეჯითებით მერე ვამტკიცოთ, რა და როგორ ვცვალოთ.

• დათა თუთაშხია

ძალიან სუსტი სტატიაა იმისათვის, რომ ჩემპიონატის სტრუქტურის ცვლილება მოითხოვო. ცვლილებას თავის დროზე სუსტი არგუმენტი ქონდაო, მე აქ არგუმენტების მეტ ნაკლები დასაბუთება ვერსად დავინახე, უფრო სურვილების ჩამონათვალს გავს. ჯერ ერთი, ევროთასებზე რამიდენიმე გუნდის გამოსვლის ირგვლივ რომ აწყობ მთელს ჩემპიონატს, მანდ არის უკვე ყველაფერი დამთავრებული. მერე მეორე რა სამი წრე, რა ზედმეტი თამაშების რაოდენობა? რატომაა ზედმეტი ეს რაოდენობა? სადმე რამე მეტ ნაკლები ლოგიკური ახსნა წერია? რაც დალაგებულია, იმის თხრას მაინც შეეშვით. მოედნები დღეს რომ მეტ ნაკლებად უკეთესია, ზუსტად ამ სისტეკის დამსახურებაცაა - ორი სამი კვირით ადრე ან ორი სამი კვირით გვიან დაიწყებ ზამთარში მათზე თამაშს და ისე მოსპობ, რომ ზაფხულამდე ვერაფერს უშველი (თუ საერთოდ არ გაანადგურებ). და ნუ დავიწყებთ, ინგლისში ხომ ახალ წელსაც თამაშობენო - ჯერ იკითხეთ, სეზონში (!?!) რამდენჯერ იცვლება მათი საფარი და გვაქვდ თუ არა ამის შესაძლებლობა ჩვენ უბრალო ახირების გამო და დაბეჯითებით მერე ვამტკიცოთ, რა და როგორ ვცვალოთ.

• ლა მასია

ჩვენს საფეხბურთო ისტორიაში გვქონდა ერთხელ ასეთი სისტემა 12 გუნდი, 2 წრე ერთად შემდეგ 2 წრე გაყოფილი 1-6 და 7-12 , შედეგად მივიღებთ 22+10=32 თამაშს სამ წრეს ეს გაცილებით აჯობებს, რომელ ცხელ ზაფხულზე ვწერთ როცა ყველა სტადიონზე (თითქმის) შესაძლებელია განათების ქვეშ თამაში. თასზე თითო თამაშები უკვე მოკლებულია ვერც ვერაფერს დავაკლებთ. ცვენები თამაშობენ სავარაოუდოდ 40 თამაშს მაქსიმუ ყველა ჯანმრთელად ამყოფოს მეტი არ უწევთ წელიწადში, ევროპის ქვეყნებში ეს 50-60 მდეც კი ადის სანაკრებო მატჩენთან ერთად. ჩვენი პრობლემები არც სისტემის (ზირითადად თუმცა შემდგომა-გაზაფხული ჯობია) არც თამაშების რაოდენობის ბრალია, სისტემური ცვლილებები გვინდა კანონებიდან დაწყებული აზროვნებით დამთავრებული, გინდა და გიყვარს გადაიხადე ეს პრინციპი უნდა იყოს დაცული . ასე მგონია მე და რა ვიცი აბა, რას იტყვით ? :)

• მერაბი ჩხოროწყუ

ასი პროცენტით გეთანხმებით, პირველი უნდა გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე, მეორე გაკეთდეს პროფესიონალური ლიგა, მესამე არაფერი შემცირება თამაშების 36 ტური შეხედეთ,ლა ლიგას,ან აპლ ს და ასე შემდეგ, ერთი მაგალითი ნოემბერს გუნდი გახდა ჩემპიონი 9 თვის შემდეგ ის უკვე სულ სხვა გუნდი არის, ძალიან გთხოვთ ფედერაციას გაკეთდეს რეფორმები, მჯერა რომ თქვენ პროფესიონალები ხართ, კიდევ ბევრი სხვა რამეს დაამატებთ, რომ ეროვნული ლიგა გაუმჯობესდეს და გახდეს კონკურენტუნარიანი,

• გუგა

ხო აი, ძლიან ბევრს თამაშობენ ჩვენი ელიგის ფეხბურთელები, ძალიან დატვირთულები არიან, აქეთ ევრო-ტურნირები, იქეთ ნაკრების ტამაშები და გადაიწვებიან, რა პრემიერლიგა და რა ელიგა... ნახევარი თვე გამოვუტავისუფლოდ კი არა, ისედაც დაღოღავენ მინდორზე, მათი ტამაში ევროპული ფეხბურთის შენელებულ კადრებს ჰგავს და კიდე ტურის შემცირებაზეა საუბარი?...

[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] აწყვეტილი ამირანი და ერთი ნაბიჯი ოქრომდე...

[VIDEO. ლეგიონი] აშორტიას შორეული გასროლა, ჯიღაურის მაგარი პასები...

"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...

[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] ფავორიტებმა იოლად მოიგეს! "იბერიას" ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება აშორებს...

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] აწყვეტილი ამირანი და ერთი ნაბიჯი ოქრომდე...

[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ "კლასიკოში"! ბრინჯაო "ტორპედოს" დარჩა

[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] ყველაზე მოტივირებული ფანცულაია იყო! "სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" შანსი არ დაუტოვა

[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...