აბაშაში სახალისო ფეხბურთის ეგიდით ხუთდღიანი ღონისძიება მიმდინარეობს. სახალისო ფეხბურთის ქართულმა წარმომადგენლობამ (კოორდინატორი მაცი კვარაცხელია) გადაწყვიტა, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს იმ რეგიონებს, სადაც ფეხბურთს განვითარება ყველაზე მეტად ესაჭიროება...

აბაშაში სახალისო ფეხბურთის ეგიდით ხუთდღიანი ღონისძიება მიმდინარეობს. სახალისო ფეხბურთის ქართულმა წარმომადგენლობამ (კოორდინატორი მაცი კვარაცხელია) გადაწყვიტა, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს იმ რეგიონებს, სადაც ფეხბურთს განვითარება ყველაზე მეტად ესაჭიროება.

აქციის აბაშაში ჩატარებაში დიდი წვლილი მიუძღვის იქაური საფეხბურთო კლუბის, ~რიონის" პრეზიდენტ ზაზა კუციას.

~მაქსიმალურად მოვინდომეთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის სათანადო დონეზე გვემასპინძლა და ამ მოვალეობას თავი პირნათლად გავართვით. დიდი მადლობა სახალისო ფეხბურთის ხელმძღვანელობას, რომ არჩევანი აბაშის სასარგებლოდ გააკეთა. ჩვენთან ფეხბურთს განსაკუთრებით უჭირს, გვყავს მხოლოდ ბავშვთა გუნდი, რომელსაც საკუთარი სახსრებით ვინახავთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ გვაქვს იმის პერსპექტივა, რომ უფროსების გუნდი ჩამოვაყალიბოთ და იმედია, ამის დროც მოვა. ამჟამინდელი აქციის მოწყობისთვის კი სახალისო ფეხბურთის მესვეურების გარდა, მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ადგილობრივ გამგეობას. ეს ღონისძიება ჩვენი კლუბის განვითარებას ხელს შეუწყობს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახალისო ფეხბურთისგან საფეხბურთო ინვენტარი გადმოგვეცემა, რაც ჩვენთვის დიდი შეღავათია", - გვითხრა ზაზა კუციამ.

სახალისო ფეხბურთის აბაშის ტურნირში, რომელიც 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის მიმდინარეობს, სულ 190 ბავშვი მონაწილეობს, გუნდების უმრავლესობა სამეგრელოს წარმოადგენს. ხუთდღიანი აქციის ბოლოს აბაშაში დანიიდან სახალისო ფეხბურთის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები ჩავლენ და ღონისძიება საზეიმოდ დაიხურება.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა