ესპანეთთან და ბულგარეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების წინ, კომენტარი საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:

"ესპანეთის წინააღმდეგ წლის ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ. ყოველთვის ბედნიერები ვართ, როდესაც ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის ძალიან მცირე შანსი გვაქვს. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია ჩვენთვის, რადგან სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი წლისთვის.

ოქტომბრის შეკრებაზე, ტრავმის გამო, ასი პროცენტით მზად არ ვიყავი, თუმცა ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. ჩემი ხალხისთვის და თანაგუნდელებისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, არაფერი მაწუხებს და ვეცდები, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ბედნიერები ვართ, რომ კვლავ ერთად გვიწევს თამაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადებითი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები".

NAKREBI.GE

კიდო
აწი გინდ გაიტანე და გინდ არა, თურქებთან შენ იყავი მათიანი. წადი ბაბაია ბევრი ფული დააგროვე და ახლობლებს მაინც გამოადექი.

ესპანეთთან მატჩის შემდეგ,თურქეთში გველოდა თამაში და ნახევარმცველებს,გაფრთხილების შემთხვევაში,მათთან თამაშის გამოტოვება ემუქრებოდათ.თურქეთში ფაქტობრივად ფინალის ტოლფასი მატჩი გველოდა და რა გასაკვირია,იმ თამაშისთვის თავის შენახვა მოეთხოვა,სანიოლს?თურქეთში რა გამოგვივიდა,ეგ სხვა საკითხია,მაგრამ ჩვენგან ასე უჯარიმოდ თამაში,ამით იყო გამოწვეული.ბრძოლაში როცა უკან იხედები,გასაგებია რომ ორთაბრძოლებსაც გაცილებით ხშირად წააგებ.სწორედ ეს მოხდა,ჩვენ შემთხვევაში.ბიჭებიც ვერ იყვნენ სათანადო ფორმაში და ფიზიკურ მდგომარეობაში.ეს თავის გასამართლებლად არა,მაგრამ მიზეზის ასახსნელად გამოდგება.აგერ თურქებმა იბრძოლეს და რა დღეში ჩავარდნენ,კი ვნახეთ.არა მგონია თურქ გულშემატკივარს ნუგეშად მიეღო,წინ გავრბოდით და ამიტომ გადაგვიარესო.სტატისტიკაში თამაშის სტილი კი არა,ანგარიში რჩება და წლების შემდეგ,თურქებს ეს გამანადგურებელი წაგება,სწორედ ანგარიშით გაახსენდებათ,ჩვენც ხომ ის 7 გაშვებული გოლი გვახსოვს,იმ საშინელი წაგებიდან.ეგეც არ იყოს,ესპანელებს ვერც ტექნიკით გავაოცებთ და ვერც ტაქტიკით.რა თქმა უნდა შეტევაზეც უნდა ვიფიქროთ,მაგრამ ეგ ესპანეთშიც გვექნებოდა,სურვილად და გამოგვივიდა?ახლაც,ქოჩორაც არ გვეყოლება,არც ჩაკვეა,დაცვაც სრულიად გადახალისებულია და სათამაშო პრაქტიკა,ბევრს აკლია.ბურთის ამომტანი გვყავს?რაღაცა შეიძლება გაუმჯობესდეს,რაღაცა შეიცვალოს,სათამაშო გეგმაში,მაგრამ ამ შემადგენლობას,მხოლოდ თავდადებული თამაში შემიძლია მოვთხოვო,შედეგის ნულპროცენტიანი გარანტიით.ითამაშონ მობილიზებულად და რაც გამოვა,გამოვა.ბულგარეთიც არ უნდა დაგვავიწყდეს, მათ ქულა არ აქვთ,თურქები სახლში რა თქმა უნდა მოუგებენ და სულ უქულოდ ტურნირის ჩამთავრება რას ნიშნავს,ახსნა აღარაა საჭირო.ჩვენ წინააღმდეგ სრული მობილიზაციით და თავგანწირვით იომებენ.არც თავს დაინდობენ და არც ჩვენ.მათთან სათამაშოდ და მოსაგებადაც უნდა გადავინახოთ ძალები და შემადგენლობა,რადგან მათთან წაგებას და ჯგუფში ბოლო ადგილის განაწილებას,მართლაც არ უნდა ვპატიობდეთ,ჩვენ ნაკრებს.ღმერთმა დაიფაროს და მათთან თუ წავაგეთ,ესპანეთთან თავდადებული თამაში,აღარავის გაახსენდება და სრულად სამართლიანადაც.თავდადებულ თამაშს,გაფრთხილებებიც მოსდევს და ზოგჯერ გაძევებებიც,ჰოდა ჩვენი ისედაც დაფაცხავებული დაცვა და შუა ხაზი,კიდევ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე თუ აღმოჩნდა,თანაც რამდენიმეს,ბულგარელებმაც შეიძლება გაგვამწარონ.ასე არ არის?ჩვენთვის ყველა წამყვანი ფეხბურთელი,ფაქტობრივად შეუცვლელია და ყოველი საკვანძო ფეხბურთელის გაფრთხილება გვჭირდება.ამიტომ პრაგმატიზმის უგულვებელყოფა,გულშემატკივრებისაგან კიდევ შეიძლება,მაგრამ მწვრთნელებისათვის დაუშვებელი საქმეა.
.-ს
მე არ ვადარებ ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხს ესპანეთის ნაკრებისას, აქ საუბარია მენტალიტეტზე. გალახული ძღლივით კუდამოძუებული რომ გახვალ მოედანზე, მეტოქეს ხომ კიდევ უფრო მეტად მიეცემა გული და გადაგივლის, მაგრამ თუ ეს ბურთის დაჭერა არ გამოგდის, დააპრესინგე მაინც, დაეჯახე, ძალა აგრძნობინე, ბურთზე აგრესიულად მიდი! ამასაც ბურთის ცოდნა ხომ არ უნდა? ეს უბრალოდ ფიზიკური მზადყოფნის ამბავია და თუ არც ეს გვაქვს, არც ტექნიკა, არც ტაქტიკურად ვართ განსწავლულები, არც ბურთის დაჭერა ვიცით და არც შეტევა, მაშინ ჩნდება კითხვა - რომც გავიდეთ მსოფლიოზე ან თუნდაც ევროპაზე განმეორებით, სასირცხვინონი ხომ არ ვიქნებით??? ამაზეა საუბარი მეგობარო თორე წინ გაქცეული ნაკრების დაცვა რომ დირკაა ეგ ვიცი, თუმცა უკან ჩამჯდარი ნაკრების ყურებაც რომ საცოდაობაა ამაშიც დამეთანხმე! ხოდა თუ მაინც საცოდაობას უნდა ვუყუროთ, თამაშის მცდელობა მაინც გვქონდეს არ აჯობებს?!
მირო
ხვიჩა და ბიჭებო ყველას!! ოლმომ რო გაგვიტანა და ბოლო წუთს წავაგეთ!! კვარას გოლით პირველი ტაიმი მოვიგეთ...მაშინდელ გუნდში მხოლოდ კიტე იყო შტურმში ყველა დანარჩენი დაჟე კაკაბაც ეხლა სადაც ხართ ახლოსაც არ იყავით მამარდა დაჟე ლოკოში იყო...ხოდა ეხლა ვარსკვლავური თი არა სერიოზული ძალა ხართ ეს რატო ამოგივარდათ თავიდან? ევროპაზე იყავით ღირსეულად ბრძოლით ძლივს გამოგვისტუმრეს იქიდან!!! მართალი ეწერა ერთ კაცს ფეხბურთი უნდა ითამაშოთ მიუხედავად იმისა როგორი შედეგი იქნება,გაგვიტანენ უნდა ვიბრძლოთ შესატევად ცოტა მეტი შრომა ცოტა მეტი სიხისტე კვარა ისეთი დრიბლინგი სადაც არ წაიქცევი ბარათი გვკიდია შენი გოლი ან საგოლე შანსია ჩვენი გადარევა!!! შენ რო უფრო მეტად იცოდე რა ხდებოდა თბილისში ყველა შენ გოლზე თუ ღამის თამაში იყო!! ნეაპოლი იყო თბილისი ხოდა აქ აღარაფერია დამთავრებულია მაგრამ შენ უნდა ჩახვიდე გოლ გატანილი და ბულგარელებთანაც მოგებული!!!

0-10 თუ წააგეს, ასეულები იქნებიან,ნაკრებიდან ყველას გაყრას რომ მოითხოვს.ჩვენი დაშლილი დაცვის პატრონი უკანმოუხედავად წინ თუ გაიქცა,ეგ 10 გოლიც სანატრელად დაგვრჩება,თუმცა რომ გაიქცე,ბურთი უნდა მოიპოვო და დაცვიდან ამოიტანო.სწორედ ეგ გვიჭირდა პირველ თამაშში,ყველაზე მეტად.ახლა როცა არც ქოჩორა გვყავს,არც ჩაკვე და დაცვაც გადახალისებულია,ბურთის დაჭერას,თანაც ესპანეთთან როგორ ვაპირებთ?სურვილი კარგია,მაგრამ საბანი ისე უნდა დაიფარო,როგორც გაგწვდება.ქეცბაიას ბოლო სანაკრებო მატჩისა არ იყოს,სანიოლმაც შესაძლოა გარისკოს და მართლაც შემტევი თამაში სცადოს,მაგრამ რაც თურქებს დაემართათ,ჩვენც იგივეს დაგვამრთებენ და სერიოზულად მზად ხარ,გამანადგურებელი ანგარიში აიტანო და ვითომ შეტევაზე წახვიდე,მაგრამ ბურთზე ფეხი ვერ დაადო და აქეთ გაგდირკონ?რეალურად ეგ გამოვა.ალბათ ესპანეთში როგორც ვიყავით,ისე აღარ ჩავჯდებით დაცვაში,მაგრამ იმისი იმედი ნამდვილად არ უნდა გვქონდეს,რომ ბურთზე კონტროლის საშუალებას მოგვცემენ,თუნდაც იამალი და პედრი არ ჰყავდეთ.
FaBro
ეხლა მაინც, როცა ყველაფერი გადაწყვეტილია და აღარ არსებობს ფსიქოლოგიური წნეხი - შეეცადეთ მაინც ფეხბურთი ითამაშოთ! თუნდაც 0:10 დასრულდეს თამაში დასაკარგი უკვე დაკარგულია, ჯიგარი ჩადეთ და ნუ ივლით მოედანზე უსისხლოდ და უღიმღამოდ, ცოტა ჟილკა აჩვენეთ #$%ად!!! ყველას გახსოვდეთ, რომ ეროვნულ ნაკრებში ხართ ჩამოსულები და არა არდადეგებზე, ამიტომ კეთილი ინებეთ, ბრექაობას მოეშვით და დაიხარჯეთ ისე, როგორც ამას ჩვენი 5 ჯვრიანი დროშა იმსახურებს!

ესპანეთი რომ ძალიან მაგარია,ხვიჩამ ჩვენზე კარგად იცის და თავის თავზე აქვს გამოცდილი.პასუხისმგებლობაზე რომ ლაპარაკობს,სწორედ მაგას გულისხმობს,რომ იცის,იციან,ვისთან უწევთ თამაში და გვპირდებიან,რომ რაც შეუძლიათ,ყველაფერს დადებენ.აქედან რა გამოვა,ეგ უკვე თამაშის შემდეგ გვეცოდინება.იმის ნაცვლად გვერდში დავუდგეთ ბიჭებს,წინასწარვე მიწის დაყრა,გულშემატკივრობას კი არა,გულშემატკივრობის საწინააღმდეგოს ნიშნავს.ნუ ვიქცევით დათვის ბიძაშვილებად.
მეგრელი
შანსი აღარ გვაქვს და რა პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობ კვარა? დაცვაში დადექით და შეეცადეთ 5 ბურთით არ წააგოთ ჯობია
სიმართლე
გინდა ფორმაში იყავი გინდა არა ძამია ესპანეთი 3 კაცით მოგიგებთ მთელ გუნდს...
გიგა
რა ვიცი ასე იტყვით და კი ჩაიძინებთ კარგა-მაგრად!
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
რისთვის გადაინახა "კვარას" ტრანსფერში აღებული 75 მილიონი დე ლაურენტისმა სეიფში? - la Repubblica განმარტავს
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
[VIDEO]"პრესა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს" - კვარაცხელიამ დემბელეს ნეგატიური იმიჯის შესახებ ისაუბრა
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
ცნობილი გახდა, ვინ შეცვლის კვარაცხელიას "უდინეზესთან" მატჩში
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
Corriere dello Sport-მა კონტესთვის პოლიტანოს, კვარაცხელიას და ნერესს შორის ხელშეუხებელი დაასახელა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
La Gazzetta dello Sport: კვარაცხელია "ნაპოლის" რენესანსის სიმბოლო გახდება
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
სიომინი: ხვიჩას გოლი შედევრი იყო - ლუის ენრიკეს პრობლემა ყველას მისცა