ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ლიდერ საბერძნეთთან 0:3 დამარცხდა.

დებიუტში ლორთქიფანიძის კარგი დრიბლინგის პარტნიორებმა დაგვირგვინება ვერ შეძლეს, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და პირველი ტაიმის დასასრულს ორი გოლი გაგვიტანეს: ჯერ ბუკიამ საჯარიმოში სმირლისი წააქცია და ციმასმა პენალტით ბერძნები დააწინაურა, მერე კი ბერუაშვილის კარი კალაგეროპულოსმა დალაშქრა.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა თამაში გამოასწორა, შეტევებზე გადავიდა, ბასილაძემ გაიტანა კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. სწრაფი კონტრიერიშისას ელადელებმა მეტად სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა კუციასის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. 75-ე წუთზე სვანაძის შეგირდებმა ანგარიშის შემცირების ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს - შეცვლაზე შესულმა წულუკიძემ პენალტი მოიპოვა, თავად დაარტყა და ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მასპინძლებმა მორიგი სტანდარტულიდან გაგვიტანეს, როდესაც საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთს კერამიცისმა თავურით ბერუაშვილის კარში მიუჩინა ადგილი. ბერძნებს უფრო დიდი სხვაობით მოგება შეეძლოთ, მაგრამ კალოსკამისის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ჩვენი გუნდის კაპიტანმა ლაცაბიძემ და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

საქართველოს ნაკრები 5 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 18 ნოემბერს, თბილისში გერმანიასთან გამართავს.

ათენი. „აპოსტოლოს ნიკოლაიდისი“

საბერძნეთი - საქართველო 3:0

გოლები: 1:0 ციმასი (44, პენ), 2:0 კალაგეროპულოსი (45+1), 3:0 კერამიცისი (79)

გამოუყენებელი პენალტი: წულუკიძე (75)

საქართველო: ბერუაშვილი, ხარებაშვილი, ბუკია, ლაცაბიძე (გიუნაშვილი 83), გვასალია (წულუკიძე 72), ლორთქიფანიძე (ქარსელაძე 72), დადიანი, ჯაფარიძე, ბასილაძე, ტაბატაძე (პარკაძე 58), გოცირიძე (დეისაძე 46)

ზაზა-ბუხუტის
რათქმაუნდა ფული რომ მქონდეს საკმარისი ფეხბურთში აუცილებლად ჩავდებდი და შენი ჭკუის დარიგება ნაღდად არმჭირდება და კიდე ცხრა ნაირად შეფუთულმა პირადულში სხვას როარუნდა შეეხო ესეცუნდა იცოდე..
ედიშერი
სვანაძე არავინ გააკაროს ეროვნულ ნაკრებს
სვანაძე ეროვნულში?! არაა ძმაო!!!
გამოჩნდით ერთი ვისაც სვანაძე ეროვნულში გინდოდათ სანიოლის ნაცვლათ... (სანიოლიც უდავოდ გასაშვებია)
Achi
Bicho magari icit am mwvrtnelebis caze axvana evroze ro gavedit dakvirdit shemadgenlobas vin gxavda axla vin gxavs elementarulia berdznebs erti pexburtelit yavdat chveni gundis pasida ragindat to raqnas svanadzem jadoqari Kiara arvicav prosta paqtia saxezea
ბუხუტი
ჯერ შენ ჩადევი შენი შემოსავლის 10 პროცენტი და მერე სხვა დაამუნათე. ამ ჭაობში ფულს არავინ ჩაყრის.
tedo
amdens vwer,rom svanadze,iseve ,rogorc sanioli,,xizanishvili,dvalishvili,iashvili da msgavsni uambicioni , mudam tavis martlebis madziebelni verasoses ver moitanen shedegs(evroze gasavlaze cota davfiqrdet da ise vizeimot).adamiani, romelic ar mushaobs codnis gagrmavebaze , arasodes ar xedavs tavis tavshi marcxis mizezs , kmakofildeba minimalurit , ar esmis xalxis , am shemtxvevashi gulshematkivris da aqet gvadanashaulebs daunaxavobashi, ra unda velaparakot asets? tavmovareobaze , sportul riskze ,piradulis gverdze gadadebaze saubaric ar maqvs -arc aqvt da arc moetxoveba amati codnis da mentalite tis xalxs.
ზაზა
მარტო ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთს ფეხზე ვერდააყენებს დიდი ფინანსების გარეშე წინ ვერწავალთ მაყუთიან ბიძიკოებს კიდე ურჩევნიათ ფული პოლიტიკაში ხარჯონ ვიდრე სპორტის განვითარებაში ეგაამთავარი პრობლემა თავის დროზე ვინც ქვეყანა გაატყავა და მილიონები იშოვა იმას ქვეყანადა ფეხბურთი არაინტერესებთ მილიონერი როხარ ბანკირი და 120-მ როგაქ წელიწადში შემოსავალი ჩადევი ერთი ათი პროცენტი ამ მოგებიდან სპორტის ნებისმიერ სახეობაში.მაგრამ არა, მიზეზი მარტივია ,მენტალობა და ცხოვრების წესი.რაც გაკეთდა ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მთლიანად კობიაშვილის და მისი დიდი თანამდებობის დამსახურება იყო იმ უ21 დან რომელმაც ფინალურ ეტაპზე ითამაშა სადარიან ეხლა ხომ ვერ მეტყვით თამაშობენ სადმე საშუალო ევროპულ დონეზე მაინც არა. მიზეზი მარტივია დაბალი კლასი და არასათანადო ფიზიკური მომზადება.
ვაჟა
შემაძულეს ფეღბურთი რა, ამდენი ბუჩქი თუ იყო სტადიონზე არმეგონა
SOS
ყველგან რეგრესი გვაქვს!

მოსავალი რომ აიღო,ჯერ უნდა ადგილი გქონდეს,მერე ის მოხნა,დათესო,მოუარო,გაზარდო და დრო როცა მოვა,მოსავალი დააბინავო.ასე არ არის?ქვეყანამ სამი ომი გამოიარა,მეოთხე სამოქალაქო ომი იყო.ამ დროს,ქვეყანაში თითქმის ყველაფერი განადგურდა,რაც არ განადგურდა,ის გაყიდეს,დაანგრიეს და სასტუმროები,ან ავტოსადგომები გახადეს.რა თქმა უნდა სტადიონ მოედნების განადგურებას,ფეხბურთის განადგურების პირზე მიყვანაც მოჰყვა,რადგან თუ ვერ იტამაშე,ვერც კარგ ფეხბურთელად გაიზრდები.მორჩა ომიანობა,დამყარდა მშვიდობა და ქვეყანამ,სპორტისთვისაც მოიცალა.გაყიდულ დანგრეულის ადგილებზე,ახლების მშენებლობა დაიწყეს,ფეხბურთის აკადემიებიც ააშენეს და თანდათან იქ გაზრდილი ნიჭიერი ახალგაზრდობაც გამოჩნდა,რომლების საკმაოდ მაღალ დონეზე მიყვანაც მოხერხდა და საქართველოს ნაკრებმა,ევროპის ჩემპიონატზე გააღწია,ითამაშა და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა.სტადიონების შენება,საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ერთბაშად ყველას აშენება,რა თქმა უნდა ვერ ხერხდება,მაგრამ ფაქტია,რომ ეს მთავრობა,მაგ საქმეში მაინც,საკმაოდ ბევრს აკეთებს და ნაკლოვანებების მიუხედავად,სულ უფრო მეტო სტადიონი დგება მწყობრში.ყველა რაიონში ნორმალური სტადიონის აშენება,პირველი რიგის ამოცანაა და თანდათან კეთდება.ამ სტადიონებზე და ბაზებზე,სულ უფრო მეტი ფეხბურთელი გაიზრდება და მეტიდან,უფრო მეტი და ნიჭიერი ფეხბურთელებიც გაიზრდებიან.მერე უკვე მწვრთნელების მმზადების ხარისხი და რაოდენობა იქნება გასაზრდელი და ტექნიკური თუ სამედიცინო მომსახურების თნამედროვე დონემდე განვითარება,რომ ახალგაზრდას,მაქსიმალური სსწრაფით განვითარების საშუალება მიეცეს.ამ ყველაფერს,დიდი დრო,ფული და სწორი მართვა სჭირდება.შეცდომებიც აუცილებლად არის და იქნება,მაგრამ მთავარია,რომ კეთდება და თანდათან სულ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა იქმნება ქვეყანში.ახალგაზრდა ტალანტებს თვითონ კი არ ჰყიდიან,კაპიკები გულისთვის,თვითონ ფეხბურთელები ცდილობენ სასწრაფოდ ქვეყნიდან გასვლას და ვერ აკავებენ,თორემ ვინ არის გიჟი,ერთ წელში მილიონად გასაყიდი,ასი ათასად გაყიდო,დღეს?ისე,ეგეც დიდი პრობლემაა და მაგის წამალიც მოსაძებნია,მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი მოიფიქრეს.რომ კეთდება,იმიტომ ამოვყვინთეთ 128 ადგილიდან 68 ადგილამდე და ევროპის ჩემპიონატზე გავაღწიეთ,მაგრამ კიდევ უფრო წინ თუ ვერ წავიწიეთ,68 ადგილოსანი ნაკრები,სისტემატურად ევროპის,ან მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გააღწევს.საამისოდ საშუალო დონის კიდევ უფრო მაღლაა ასაწევი.უფრო მეტი ახალგაზრდობა გვჭირდება ვარჯიშობდეს,მაგრამ მოსახლეობის კლების ფონზე,ეს ახალგაზრდობაც სულ უფრო ცოტა იბადება ქვეყანაში და ეგ კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას.სანამ ქვეყანაში სიმშვიდე არ დაისადგურებს და მშენებლობის გზას არ დაადგება,ვერც ქვეყანა და ვერც სპორტი,სტაბილურად წინსვლას ვერ მოვახერხებთ.როცა ერთის აშენებულს,მეორე ანგრევს,ქვეყანა წინ როგორ უნდა წავიდეს?რამდენი პარკი ააშენეს და პირველივე ღამეს დაანგრიეს და დაამტვრიეს,იქ დაყენებული ტრენაჟორები თუ სათამაშოები.ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და იმის საშუალება არა გავქვს,თან ერთმანეთს ვებრძოლოთ და თან მაინც წინ ვიაროთ.ჩვენ მხოლოდ ერთიანობა მიგვიყვანს,გამარჯვებებამდე.ამის შეგნება იქნება პირველი ნაბიჯი,ამ გზაზე

რა იქნება აბა სვანაძე პირად ინტერსებს ნაკრებზე მაღლა აყენებს..ფეხბურთელებთან კონფლიქტი,ფინანსური სარგებელი აი სვანაძეს სახე
თბილგიოს
პირველი გოლი პენალტიდან გაგვიტანეს და რა ექნა, კარში ჩამდგარიყო??? თუ პენალტის აკიდებას გულისხმობ, ეგ ბუკია იყო, ორივე ფეხით რომ წავიდა ვარდნაში, ბურთს ორივე ააცილა და მეტოქის ფეხებს - ვერცერთი... ხარებაშვილი 17 წლისაა და უკვე მილიონი ღირს, მაგრამ საქმე მაგაშიც არაა, მოაზროვნე ბიჭია და მინდვრის ბრწყინვალე ხედვა აქვს, სწორედ მაგიტომაც სჯობს გოგლიჩიძეს და რაც უფრო ადრე მიეჩვევა ნაკრებს, მით უკეთესი.
ვოოტ
შედეგი რატომ აქვს ნული?!... შედეგი არის ის, რომ ამ თამაშამდე წაუგებლად მოვიდა და გასვლაზე წააგო ჯგუფის ფავორიტთან, რომლებმაც, სხვათაშორის გერმანელ თანატოლებს გასვლაზე მოუგეს.
ჭინჭრაქა
ჩვეულებრივ ქუჩის ფეხბურთს ვთამაშობთ, ყველა ცდილობს 3-4 კაცის მოტყუებას. მერამდენედ ჩააგდო სვანაძემ თამაში? რო მახსენდება სიმეონე, ინძაგი, მოურინიო, ყველა ლამის შარვლიდან ამოხტეს, განიცდიან, მითითებებს აძლევენ, ნერვიულობენ. დგას ეს სვანაძე და თითქოს ბალეტს ადევნებსო თვალს, წარბიც არ უტოკდება მთელი თამაში. ბიჯო ახალკაცი ხო არა ხარ, გაინძერი, შეცვალე ტაქტიკა, რო აგიკლო ხვიჩას ფლანგზე მთელი პირველი ტაიმი საბერძნეთმა, რეაგირება არ უნდა გააკეთო? სანამ 2 გოლს არ გაგიტანენ არ უნდა შეუტიო? რა ყველას უწვებით ამ ავტობუსით, ხომ ხედავთ რო მაინც გიგებენ?
გიო თბ
რა უნდა ნაკრებში? პირველ გოლზე რა გააკეთა ნახე? ეზოში არ თამსშონენ ეგრე. გოგლიჩიძეს არც შეედრება
ელიასი
კალიაძის, კობიაშვილისა და მთელი მათი საძმოს გასახარად საქართველოში ბლომად არიან იდიოტები, რომლებიც, სანამ ნაკრები ზედიზედ 10 მატჩში არ დამარცხდება 0-10 ანგარიშით, მანამდე არ ჩაიგდებენ მუცელში ენას, რომელიც იმაზე ჰქონდათ მომართული, რომ მსაჯები გვჩაგრავენ რადგან არ სურთ ქართულმა ფეხბურთმა გაიხაროს, ვინაიდან ეშინიათ მისი, ძალიან ეშინიათ, უ-უ-უფ-ვაი-ვაი-ვაი! აი, მაგალითად, ევრო2024-ზე 1/8 ფინალში ესპანეთთან 1-4 წაგებულ მატჩში მარცხს მსაჯებს ტენიდნენ და ეს მაშინ, როცა კარში დარტყმების ანგარიში იყო 14-0 მეეტოქის სასარგებლოდ. თუ არ გჯერათ, აიღეთ და გადაამოწმეთ. (საქმეში ჩაუხედავი მოტროლო ტიპი ხითხითით იკითხავს, აბა, ჩვენი გატანილი ის ცალი ბურთი კარში დარტყმა არ იყოო?! ჩვენი დარტყმა არ იყო, ესპანელმა გაჭედა საკუთარ კარში არც მაინცადამაინც სახიფათო სიტუაციაში)
ვოოტ
კვერნაძე და იეგოიანი არ გამოუშვეს, ბართიშვილი 19 წლამდელებშია, სალიაზე საერთოდ აღარ გვაქვს ინფორმაცია... მაგრამ მარტო წინ არა, ყველა რგოლში გვიჭირს და ეს ახალგაზრდულის მუდმივი პრობლემაა - თუ რომელიმე ახალგაზრდამ ევროპისკენ გზა გაიკაფა და თან ძირითადშიც დამკვიდრდა, ის ნაკრებისთვის, ფაქტობრივად, დაკარგულია, სანამ პირველ ნაკრებში არ უხმობენ, ამიტომაც უწევს სვანაძეს ყოველ შესარჩევზე გუნდის თავიდან ჩამოყალიბება ძირითადად ეროვნული ჩემპიონატიდან და აქ რა რესურსიც გაგვაჩნია, იმის შესაბამისად კიდევაც კარგი შედეგი აქვს...ნებისმიერ შემთხვევაში, სვანაძეს რომ პირველი ნაკრები ჩაბარდეს, სანიოლზე უარეს ფეხბურთს ვერ ათამაშებს და უკეთესის მოლოდინი კი ბევრად უფრო რეალურია...
Giorgi
არა მგონია როდესმე რამე გვეშველოს 30 წელზე მეტი გავიდა რაც დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია გვაქ და ფეხბურთს ვთამაშობთ ყოველ წელის დასრულებისას მომავალი წლის იმედზე ვართ მარტო იმედზე, არაფერი არ კეთდება იმისთვის რომ განვითარდეთ მარტო ლაპარაკი მეტი არაფერი ყველამ ვიცით რა არის გასაკეთებელი მაგრამ გაკეთებით თავს არავინ ვიწუხებთ. კლუბში გამოჩდება ვინმე კარგი ფეხბურთელი და პრეზიდენტი გუნდის ეგრევე გაყიდვას ფიქრობს თვალებში ევროები უტრიალებს, წავა მერე ეს უბედური ესპანეთის ან იტალიის მეორე ლიგაში და დაამთავრა კარიერაა რჩება მარტო პერსპექტიულ ფეხბურთელად როცა შეიძლება ერთი ორი წელი შეინარჩუნო ევროპის ჩემპიონ ან და კონფერებს ლიგისთვის გამოიყენო უფრო ისწავლის უფრო დაიხვეწება და გაუშვი მერე მომზადებული და ძლიერი უმაღლეს ლიგებში, ესეთი ფეხბურთელი ნაკრებსაც ხო გამოადგება. გენკის მაგალითი ავიღოთ რამდენი ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელი წაიყვანა ზარანდია ოქრიაშვილი ქვილითაია ვინმემ უმაღლეს დონეზე ითამაშეეს? სამწუხაროდ ჩვენ არასოდეს არაფერი გვეშველება როგორი ერიც ვართ ისეთი ფეხბურთიც გვაქ
zaza
რა არის ჩვენი ფეხბურთის მთავარი პრობლემა?რადა სირცხვილის გრძნობის უქონლობა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისდა ქომაგის მიმართ.სრული კატასტროფა სათამაშო დისციპლინა და მაღალი ინტენსივობით თამაში ნული გადაცემების უდიდესი უმრავლესობა უკან მეკარეს ისიც ფეხით აკურატულად მეტოქეს ამარაგებდა გადაცემებით და ხომარავის გაგონებთ ნეტა ამათი ნაწვალ ნაჯაფარი?.იმედია ოდესმე მიეხედება ქართულ ფეხბურთს ისე როგორსაც იმსახურებს მისი ისტორია და ტრადიციები.
ქომაგი
ნიკზევე გეტყობა, რომ ფეხბურთის და კონკრეტულად ქართული ფეხბურთის გაგებაში არა ხარ.
დდდ
ამ ბიჭებიდან საბა ხარებაშვილის, მიუხედავად ასაკისა, პირველ ნაკრებში დაყენება უკვე შეიძლება. გოგლიჩიძესაც და ლოჩოშვილსაც უკვე ახლავე სჯობია, მაგრამ კაშიას და სანიოლს რა მოვუხერხოთ?!...

ჩვენი ფეხბურთელები,თითქოს არაფრით ჩამორჩებოდნენ,ბერძნებს,მაგრამ მათ იცოდნენ,რასაც აკეთებდნენ,ჩვენ კი,მიმართულება დაკარგული ფეხბურთელები გვყავდა,მოედანზე.უკვე მერამდენე წელია,საქართველოში ცენტრალური თავდავსხმელი ვერ გამოვზარდეთ და გუნდს ის მახვილი არა აქვს,რომლითაც მეტოქეს გადამწყვეტი დარტყმა უნდა მიაყენოს.რაც გინდა გააკეთე,ბურთი მაინც კარის წინ უნდა მიიტანო და როცა იქ არავისი იმედი არა გაქვს,გინდა თუ არა,მაინც მოედანზე ბურთის გორაობა გამოგვდის.ალბათ ამიტომაცაა,როგორც კი გოლს გავუშვებთ,იქვე ვიშლებით და მეორე გოლსაც დუბლეტად ვუშვებთ.ჯერ პირველტაიმში,მერე კი,მეორე ტაიმშიც,ჯერ პენალტი გავაფუჭეთდა იქვე ჩვენ მივიღეთ გოლი და კიდევ ერთი თვითონ ბერძნებმა ვეღარ გაიტანეს.ეს ყველაფერი,პირველ რიგში ფსიქოლოგიაა.ახლა ლაცაბიძემაც,კონტაქტის გარეშე მიიღო ტრავმა და ღმერთმა ქნას ვცდებოდე,მაგრამ ისე დაეცა,კუნთის სერიოზული ტრავმა უნდა იყოს და გერმანიასთან ალბათ გადამწყვეტ თამაშში,ისიც დაგვაკლდება.ლუკა მხოლოდ დაცვაში კი არა,დაცვიდან ბურთის გრძელი პასით ამოტანაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი დაკლებაც,სულ დაშლის ჩვენ ნაკრებს.მთლიანობაში,ჩვენ ფეხბურთელები,ერთი ერთზე არაფერს უთმობენ,მაგრამ მთლიანად გუნდს არა აქვს,საკუთარი თავის რწმენა და ამის გამოა,ყველაფერს რომ ვკარგავთ.საწყენი იცით რა არის?შეგვიძლია,ყოველ თამაშში შეგვეძლო,უკეთესი შედეგი დაგვედო,მაგრამ ის რაღაცა გვაკლდება,რამაც ნაკრები,ერთიან გუნდად გადააქციოს და ეს დანაკარგები,ერთმანეთს ემატება.ჯერ კიდევ გვაქვს,შანსი,მაგრამ ის სულ უფრო მცირდება და თუ ვერ გამოვიყენეთ,სულ მალე მთლიანად დაიკარგება. შეტევის ლიდერს ვეძებთ!!!!
ვულოცავ სვანაძეს ნაკრების ბრწყინვალე თამაშს
სად ხართ, ვინც სანიოლის შეცვლას სვანაძეთი ითხოვდით? სანიოლზე მშიშარა სვანაძეა. ორივე ერთმანეთზე უარესია. ტაქტიკა 0, სტრატეგია 0, შედეგი 0!
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია