2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ბულგარეთი დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩამდე მედიასთან ჩვენი გუნდის მომავალი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ დიმიტროვმა ისაუბრა.

"მინდა, რამდენიმე საათით უკან დავბრუნდე და თურქეთთან მატჩზე ვისაუბრო. უკეთესი თამაში გვქონდა, მაგრამ საკამათო პენალტმა და ავტოგოლმა საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა.

ვიცით, როგორი გუნდის წინააღმდეგ ვიბრძოდით, მაგრამ ფეხბურთელების დამოკიდებულება და ქცევა ძალიან კარგი იყო, ეს არის ის, რაც გვინდა ვნახოთ. მოგიწოდებთ, რომ მათზე ზეწოლას თავი დაანებოთ, რადგან ავტოგოლების სერია შექმნილი დაძაბულობით არის გამოწვეული.

ნათელია, რომ ამ მომენტში ზეწოლის ქვეშ ვმუშაობთ, მაგრამ ეს ჩემზე უნდა იყოს და არა ფეხბურთელებზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შრომით გავაუმჯობესებთ ჩვენს თამაშს და კარგი შედეგებით გულშემატკივარს სტადიონზე დავაბრუნებთ.

ყველა მოთამაშეს და ყველა გუნდს სჭირდება გულშემატკივრები. სტატისტიკა კარგია, მაგრამ ისინი წარსულშია, ჩვენ კი აწმყოში. საქართველოს ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავს, რომლებთანაც ჩვენი მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ. მათი მოთამაშეები ბოლო დროს ძალიან განვითარდნენ.

გვინდა, საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა დავამთავროთ. რაც შეიძლება კარგად ვემზადებით, ყველაფერს გავაკეთებთ და ამ მატჩში მაქსიმუმის მიღწევა გვსურს.

როდესაც ჩვენი ფეხბურთელები ისე ითამაშებენ, როგორც ეს წარსულში ხდებოდა, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაზე და აშშ-ში დაუვიწყარი ზაფხულის გატარებაზე ოცნება შეგვიძლია.

მანამდე კი ყველა ასპექტში უნდა ვიმუშაოთ. ბიჭებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. ინდივიდუალური კლასი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევეა გუნდური თამაშიც. მანამდე კი ყველაზე ასპექტში უნდა ვიმუშაოთ და ფეხბურთელებს გვერდში დავუდგეთ", - თქვა დიმიტროვმა.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის წინ E ჯგუფს 15 ქულით ესპანეთი ლიდერობს, მეორე პოზიციაზე მყოფ თურქეთს კი 12 ქულა აქვს. მესამე ადგილზე 3 ქულით საქართველოა, ჩვენს დღევანდელ მეტოქეს კი 0 ქულითა და ბურთების -17 შეფარდებით ბოლო პოზიცია უკავია.

სინათლე
დაასრულეთ აბა რა ხონჩით მოგართვით 3 ქულა
ხვიჩა მაგარია!
მოუგებენ დღეს ჩვენები და დაბრალდება წარმატება სანიოლას.))))))))))))
შაქრო პაპა
დაგასრულებინებენ დღეს თავაწეულს, ხვიჩა, ზურიკო, იურა და ბუდუ რო შეგიპამპალებენ!))
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის