საქართველოს 15-ქალა ნაკრები 21 ნოემბერს რუმინეთში გაემგზავრება და 22 ნოემბერს რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის ფარგლებში, თავის პირველ ოფიციალურ თამაშს გამართავს.

ისტორიული შეხვედრა ბუქარესტიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე სნაგოვში გაიმართება, სადაც 9 ათასამდე მაცხოვრებელია. CSN Elisabeta Lipa-ზე თამაში ჩვენი დროით 13 საათზე დაიწყება.

რუმინეთის ქალთა ნაკრები პირველად 2007 წელს შეიკრიბა და სადებიუტო მატჩში სერბეთი 65:0 დაამარცხა. 2007-2008 წლებში რუმინელმა გოგონებმა ფირა-ს (რაგბი ევროპის წინამორბედი) ეგიდით 9 თამაში გამართა, საიდანაც 5 წააგო (ბელგიასთან 2-ჯერ, რუსეთთან 2-ჯერ და გერმანიასთან) და 4 მოიგო (სერბეთთან, ლუქსემბურგთან და 2-ჯერ ფინეთთან).

ამის შემდეგ რუმინეთის 15-ქალა დაიშალა, ის შარშან აღდგა და 22 სექტემბერს რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ბულგარეთი 66:12 დაამარცხა. მას შემდეგ მათ ოფიციალური თამაში აღარ ჰქონიათ.

საქართველოს 15-ქალა ნაკრები პირველად წელს გაზაფხულზე შეიკრიბა და ქუთაისში ყაზახეთის ნაკრებთან ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. გამოცდილმა მეტოქემ ორივეჯერ გაიმარჯვა.

15-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მაისურაძემ უკვე შეარჩია ის 23 მოთამაშე, რომლებიც პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავენ.

ქალთა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონი

სნაგოვი (რუმინეთი). CSN Elisabeta Lipa. 13:00 საქ. დრო

რუმინეთი - საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. მანონი საღარაძე, 14. ირმა გულიაშვილი, 13. კირა დანელია, 12. ნინო მეფარიშვილი, 11. მარიამ ბერანძე, 10. თეონა ჩიტაიშვილი, 9. სალომე საღარაძე;

შერკინება: 1. ანა რურუა, 2. თამარი მანაგაძე, 3. ანა კაპანაძე, 4. ნათია გავაშელიშვილი, 5. ლიკა ხუფენია, 6. ნინო წიკლაური, 7. სალომე მაკასარაშილი, 8. ანა დათიაშვილი.

მარქაფა: 16. ანასტასია ახვლედიანი, 17. ნინო გოგონიძე, 18. გურანდა ხიჯაკაძე, 19. მირანდა სააკიანი, 20. ვერო კუნდუხაშვილი, 21. ანანო ხაბულიანი, 22. ტატა ბუზალაძე, 23. თინი გორდეზიანი.

Rugby.ge

ალბათ მხოლოდ ქალების რაგბის დროს
ალბათ, მხოლოდ ქალთა რაგბის დროს და კაცების შემთხვევაში, საჭირო არაა დამატება - "კაცები" და მხოლოდ ასაკობრივი ნაკრებ(ებ)ის თამაშებზე, ასაკის მითითებით.
ბევრისმომსწრე
უპირველესას: ინფორმაციისათვის მადლობა! და ერთი მოკრძალებული მოსაზრება: ვფიქრობ უფრო სწორი ფორმაა: - "რაგბი 7, ქალები/ კაცები"; - "რაგბი 14, ქალები/კაცები"; -"რაგბი 15 ქალები/კაცები" . ან, მხოლოდ ქალების შემთხვევაში ე.წ. დაზუსტებით -"ქალები". ------- პ.ს. არაერთ ჩემს ნაცნობი სპორტის/რაგბის მოყვარულიც ასევე თვლის და "7 ქალა რაგბს", "15 კაცა რაგბს" და ა.შ. "რაგბი 7, ქალები" და ა.შ. უფრო მისაღები და სწორი ფორმა გვგონია.
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია