საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ხვალ, 22 ნოემბერს, ზედიზედ მეათედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ფინალს და მეშვიდედ ეცდება ტიტულის მოგებას.

პრაღის „მარკეტა სთედიუმზე“ საქართველოსა და ესპანეთის 18-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე საქართველომ მეოთხედფინალში პოლონეთი 64:7, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელი ჩეხეთი 26:7 დაამარცხა. თავის მხრივ ესპანეთმა ჯერ ბელგიას სძლია 64:0, მერე კი ნიდერლანდებს 52:0 და ფინალს ისე უწია, ქულა არ გაუშვია.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა ჩეხეთთან მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს იწყებს ლუკა ჭაკუა, დავით არობელიძემ კი ფრთაზე გადაინაცვლა. ცენტრში გამოჩნდა გიორგი კეკელია, რომელიც დათა ახვლედიანს შეუწყვილდება. მეორე ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა ლუკა ტაბატაძემ. უცვლელი დარჩა ღერძი - გოგა უშვერიძე და ლევან ბუცხრიკიძე.

ასევე უცვლელია შერკინების პირველი და მეორე ხაზი, სადაც თამაშს იწყებენ საბა მშვილდაძე, ლუკა წიკლაური, გიორგი ბერძენიშვილი, ანდრია ბილანიშვილი და ნიკოლოზ ჩხორთოლია. ორი ცვლილებაა მესამე ხაზში. ესპანეთს პირველივე წუთებიდან შეუტევენ გიორგი ზაზაძე და მათე ბერუაშვილი. კვლავ დამწყებთა შორისაა გიორგი არძენაძე.

დებულების თანახმად, განაცხადში პრაღაში მყოფი 26-ივე მოთამაშეა და შესაბამისად, ყველა მათგანს ექნება ფინალშითამაშის შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, ესპანეთს 18-წლამდელთა ფინალში შარშანაც ვეთამაშეთ და 32:11 დავამარცხეთ. მანამდე მათ 2019 წლის ფინალში 20:10 ვძლიეთ.

2025 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“

ფინალი. 22 ნოემბერი. 21:30 საქ. დრო

საქართველო - ესპანეთი

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა (ლელო), 14. დავით არობელიძე (არმია),13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი),11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. საბა მშვილდაძე (აია), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. გიორგი არძენაძე (ფოთი), 8. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი).

მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ყაზბეგი), 17. ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), 18. იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), 19. გიორგი ქევანიშვილი (აია), 20. საბა გიორგიძე (ლელო); 21. ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. გიორგი მუშკუდიანი (აია), 24. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 25. მათე მახარაძე (ბათუმი), 26.ლუკა შულაია (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

Rugby.ge

წინასწარ შეხვედრებში,ესპანელებმა ჩვენზე საგრძნობლად შთამბეჭდავი გამარჯვებები იზეიმეს და ვფიქრობ,ფინალი,წინა წლების ფინალებზე საგრძნობლად დაძაბული გამოვა.საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,რადგან რაც ძლიერები იქნებიან ჩვენი მეტოქეები,მით უკეთესი იქნება,ჩვენი ბიჭებისთვისაც.აშკარაა,რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ,რაგბის განვითარებაზე სერიოზულად დაიწყო,მუშაობა და ამას ,ჩვენც სერიოზულად უნდა შევხედოთ.
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება