საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველ ოფიციალურ შეხვედრაში მასპინძელი რუმინეთი დიდი უპირატესობით, 43:0 დაამარცხა.

ისტორიული შეხვედრა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის ფარგლებში სნაგოვში, CSN Elisabeta Lipa-ზე გაიმართა. გიორგი მაისურაძის შეგირდები სრულად დომინირებდნენ და მეტოქეს 7 უპასუხო ლელო გაუტანეს.

პირველ ტაიმში საქართველომ სამი ლელო გაიტანა. თავი ნინო წიკლაურმა, მარიამ ბერანძემ და თეონა ჩიტაიშვილმა გამოიჩინეს. ჩიტაიშვილმა მონაგარს ერთი გარდასახვაც შემატა - 17:0.

მეორე ტაიმში ჩვენი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა რუმინეთს კიდევ 4 ლელო დავუდეთ. 5-5 ქულა ანა კაპანაძემ, ანანო ხაბულიანმა, მანონი საღარაძემ და ლიკა ხუფენიამ მიითვალეს. ჩიტაიშვილმა ამჯერად 4 გარდასახვა გამოიყენა და ისტორიულ მატჩში ისტორიული, პირველი გამარჯვება დააფიქსირა - 43:0.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანა ხაბულიანი გახდა.

ქალთა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონი

სნაგოვი (რუმინეთი). CSN Elisabeta Lipa

რუმინეთი - საქართველო 0:43 (0:17)

საქართველო

ხაზი: 15. მანონი საღარაძე, 14. კირა დანელია, 13. ანანო ხაბულიანი, 12. ირმა გულიაშვილი, 11. მარიამ ბერანძე, 10. თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), 9. სალომე საღარაძე;

შერკინება: 1. ანა რურუა, 2. თამარი მანაგაძე, 3. ანა კაპანაძე, 4. ნათია გავაშელიშვილი, 5. ლიკა ხუფენია, 6. სალომე მაკასარაშილი, 7. ნინო წიკლაური, 8. ანა დათიაშვილი.

მარქაფა: 16. მირანდა სააკიანი, 17. ანასტასია ახვლედიანი, 18. ნინო გოგოლიძე, 20. გურანდა ხიჯაკაძე, 21. თინი გორდეზიანი, 22. ვერო კუნდუხაშვილი, 23. ნინო მეფარიშვილი, 25. ტატა ბუზალაძე.

7 ლელო: წიკლაური, ბერანძე, ჩიტაიშვილი, კაპანაძე, ხაბულიანი, მ. საღარაძე, ხუფენია

4 გარდასახვა: ჩიტაიშვილი

Rugby.ge

ვაჟა
გილოცავთ, გამეხარდა

ვულოცავ ჩვენ გოგოებს,წარმატებულ დებიუტს.იმედია სწრაფი პროგრესი ექნებათ,ადმინ,თქვენ კი,სტატიის სათაური შეასწორეთ.5 ქალა გიწერიათ,15 ქალას ნაცვლად.
კობა
გილოცავთ გოგოებო!!!...მაღლა ასწიეთ ახლა უკვე 15-ქალა ქართული რაგბის დროშა!!!...
Dato
გილოცავთ გოგონებო, იმედია კაცებს დაეწევით რეიტინგში მალე
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს