ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 91:89 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, რიდი, სანაძე, შენგელია, ბითაძე. ესპანელთა უპირატესობა თავიდან თვალსაჩინო შეიქნა, მეტოქე ყველა კომპონენტში გვჯაბნიდა და პირველი მეოთხედი 32:14 მოიგო. უნდა აღინიშნოს, მსაჯებმა ორ ეპიზოდში აშკარად მათ სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება.

მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა დაცვაში თამაში გამოასწორა, შეტევაშიც უკეთ მოქმედებდა, რიდის და შენგელიას ძალისხმევით ანგარიში შეამცირა და პირველი ტაიმი 38:52 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ მოკლე სათადარიგო სკამის პრობლემამ იჩინა თავი, რიდს დაღლა დაეტყო, ესპანეთმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ჩვენმა გუნდმა სხვაობის შემცირება შეძლო და ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 57:71 დაფიქსირდა.

მეოთხე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა შესნგელიას და რიდის ბრწყინვალე თამაშის შედეგად ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. მოწინააღმდეგე იძულებული გახდა წუთშესვენება აეღო, რის შემდეგაც რიდმა სამიანით ანგარიში გაათანაბრა, შენგელიამ წინ გაგვიყვანა. მოწინააღმდეგემ თანფარდობა აღადგინა, ბოლოს შენგელიამ ვერ ჩააგდო და ძირითადი დრო 83:83 დასრულდა.

ოვერტაიმში ესპანეთი 5 ქულით გაგვექცა, გმირმა შენგელიამ ისევ დაგვაწინაურა. სანაძემ მეხუთე პერსონალურის გამო დატოვა პარკეტი. მსაჯმა თორნიკეს შეტევისას ესპანელზე ჯარიმა "ვერ დაინახა", 19 წამით ადრე რიდმა მაინც გაგვიყვანა წინ, ბოლოს მეტოქემ ვერ ჩააგდო და გავიმარჯვეთ.

37 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო, რომლის ანგარიშზე 10 მოხსნაა, რიდმა 32 ქულა და 7 გადაცემა მიითვალა. ჯინჟარაძემ 6 ქულა ჩააგდო, სანაძემ 5, ბითაძემ და ტურძილაძემ 4-4, მერკვილაძემ 3, ოჩხიკიძემ კი - 1.

ესპანელთაგან 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ვილი ერნანგომესი იყო, 14 ქულა კარდენასმა ჩააგდო, ხოლო 13 სენტ-სუპერმა.

ჩვენი ნაკრების ახალგაზრდა, კალათბურთელების გასაგონად! ბიჭებო! თქვენს ადგილზე დარბაზიდან არ გამოვიდოდი იმდენი გაქვთ სავარჯიშო

• საბა

ბითაძეს და ანდრონიკაშვილს რა დაემართათ??ესეთი რეგრესი არ ვიცი რაა, არადა ახაგაზრდა ბიჭები არიან, ახლა თუ ვერ ითამაშეს მერე რაღა დროს?

• ვაჟა მასწავლებელი

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თოკომ და რიდმა ნაკრების დანარჩენ კალათბურთელებს მე-4 ტაიმში უთხრეს, რომ "ბევრი ირბინეთ, მაგრამ ხან აქეთ, ხან იქეთ უბურთოდ ისე,რომ ფეხებში არ მოგვებლანდოთ - დანარჩენს ჩვენ მივხედავთო!!! და ყველამ შეასრულა დათქმა!!!

• რომა

მადლობა ყველას, ვინც გამარკვიეთ

• გოგა

წუხელ ჩვენი მეორე ჯგუფიც მორჩა და რატომ არ დებთ, მომდევნო ჯგუფის ჩვენ მეტოქებზე, ვის რამდენი მოგება გადმოყვა და რა შანსები გვაქ, თამაშის წინადღეს უნდა დადოთ?

• შავ დედალს

პოლიტიკაში ვინც წავიდა გაკეთდა კი არა გაპროჭდა

• ziz

ესაა ეროვნული ნაკრები, როცა ერთი გაკლდება და ორის საქმეს აკეთებ, ორი გაკლდება - სამის!... არ წუწუნებ და არ იწყებ თავის მართლებას, გადიხარ და აკეთებ... იმიტომ რომ ეს შენ ხარ-საქართველოს ნაკრები! მადლობა შენგელიას!

• საქართველო უპირველეს ყოვლისა!

ვისაც არ უნდა საქართველოს ნაკრებში არ შევეხვეწებით,გამოჩნდებიან ქვეყანაზე და ხალხზე შეყვარებული სპორტსმენები ვინც თავს დადებს საკუთარი ნაკრებისთვის!რიდი არ არის ქართველი,მაგრამ ქართულ საქმეს აკეთებს ქართველებზე მეტად!

• შავი დედალი

პოლიტიკაში ვინც კი წევიდა, ყველა შავი დედალივით გაკეთდა!

• ვაჟა

ჰა ...გვქონია ყვ***ი თურმე როცა მოინდომებთ

• alexandre

მეგობრებო, ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას! ძალიან გაგვახარეს ბიჭებმა! თოკოს და რიდს განსაკუთრებული მადლობა. თორნიკე არის ეტალონი ქართველი, ჯიგრიანი, თავდადებული, ქვეყანაზე შეყვარებული სპორტსმენის. ნეტა ქართველთა ნახევარი იყოს ასეთი - მასწავლებელი, მუშა, ექიმი თუ მეცნიერი იქნება. ყველა მიყვარხართ და გაიხარეთ!

• alexandre

არ ხარ, ძმაო, მარტო! უკრაინის თამაშის მერეც დავწერე, როგორ მეტკინა მამუს მოქცევა. დიდი სიყვარულით ვგულშემატკივრობ, ამერიკაშიც, და, რა თქმა უნდა, ნაკრებში! სოსო, ჩვენც ბევრი ვართ, ვისაც ქვეყნისთვის და საქართველოს ნაკრებისთვის თავდადებული ყველა სპორტსმენი გვიყვარს, ვაფასებთ. მიუხედავად შედეგისა!

• მასტერს

სიამოვნებით აგყვებით ამ ხუმრობაში და გილოცავთ, ბატონო ჯიკიჩ! Მართლა მძიმე ამოცანას გაართვით თავი და წარმატებები! 😂

• მასტერს

კი, ელადაც და აკროპოლისის თასიც!

• ქათველი

მართლა არავის უნდა ეხვეწო ნაკრებში თამაში. თორნიკე შენგელია არის მაგალითი იმისა თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდას ნაკრების მოთამაშეს, რამდენჯერ დააყენა მისი კარიერა და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ ნაკრების გამო?! დღესაც, იდეაში მას არაფერში ჭირდება ნაკრებში თამაში, საერთოდ რომ წავიდეს არაფერი მოაკლდება, მაგრამ ბოლომდე არ ტოვებს, წურავს საკუთარ თავს სანამ ჯერ კიდევ შეუძლია.

• ქართველი

ჩვენ გვყავს მოთამაშეები და არა გუნდი. მოაცილეთ ეს მწვრთნელი. გუნდი თამაშობს სტატიკაში, მოთამაშეები ბურთს ელოდებიან და კობინაციები არ ჩანს. ამიტომ აიღეს თავის თავზე თამაში ორმა მოთამაშემ, რომლებიც სხვა მოთამაშეებისკენ აღარ იხედებოდნენ. მათ რომ არ გამოსვლოდათ ინდივიდუალური თამაში, მივიღებდით სრულ კატასტროფას, რის მომენტები კარგად გამოჩნდა პირველ მეოთხედში. მწვრთნელია საჭირო გუნდში.

• შენ ? არავის

სერიიდან დიპსტეითი ანუ ომი გინდათ😀

თორნიკე გთხოვ პოლიტიკაში არ წახვიდე...

შემდეგ ეტაპზე გადავედით საკვალიფიკაციოსი. თუმცა რომც წაგვეგო მაინც განაღდებული გვქონდა გასვლა.

• ნანა

ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავეთ და კიდევ სამი შეხვედრა უნდა გადავლახოთ სხვა ჯგუფის სამეულთან.

• რომანს

მსოფლიომდე კიდევ სხვა ჯგუფია სადაც ისეც გავედით. ეს მოგება მნიშვნელოვანია იმიტომ რომ 1 ქ გადაგვყვება რადგან ესპანეთიც და ასევე უკრაინაც იმ ჯგუფში გავიდნენ. დანიასთან 2 მოგებულიდან არცერთი ქულა არ გადაგვყვება, რადგან დანია ვერ გადმოვა იმ ჯგუფში.

• მასტერს

ყველას გილოცავთ! ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამბავი ვნახეთ ქართულ სპორტში და ამის მონაწილეები ვართ! მადლობა ბიჭებს და მადლობა ჯიკიჩს, რომ გადამწყვეტ წუთებში ზუსტად გამოიცნო, ვინ იყო იყო მზად თავი გაეწირა პარკეტზე ! თოკო - უბრალოდ ბედნიერი ვარ შენ გამო! რიდი - პროფესიონალიზმის შესანიშნავი მაგალითი, უდიდესი მადლობა! ბევრი ბავშვი და ბევრი ახალგაზრდა იყო დარბაზში და მიხარია მათ გამო, იმიტომ რომ ამ ძალიან მაგარი ამბის მონაწილეები გახდნენ!

• zura222

ჯერ რა დროს გასვლაა შემდეგ წრეში გავედით და იქ უფრო ძლიერი მეტოქეები გველოდებიან იქ უკვე მოვხვდით 6 გუნდიან ჯგუფში და მეტოქეები არიან ესპანეთი 11 ქულა უკრაინა 10 ქულა (ამათ აღარ ვხდებით) დანარჩენ ამ სამს ვხდებით--მონტენეგრო 10 ქულა პორტუგალია საბერძნეთი და ჩვენ 9-9 ქულით და მსოფლიოზე გადის 3 საუკეთეო თითო ჯგუფიდან ანუ თუ გასვლა გვინდა მინიმუმ 2 თამაში უნდა მოვიგოთ სამიდან პლიუს უკრაინამ და მონტენეგრომ სამივე თამაში უნდა წააგონ მოკლედ უძნელესი იქნება გასვლა((( აი სად წამოგვეწია ცუდად სახლში უკრაინასთან უაზროდ წაგება @ ის თამაში რომ მოგვეგო ეხლა მეორე ადგილზე ჩვენ ვიქნებოდით და არა უკრაინა და უმაგრესი შანსი გვექნებოდა გასასვლელად ! ეხლა ესპანეთი იმედი უნდა გვქონდეს და სამივე თამაში რომ მოუგოს ჩვენს მეტოქეებს

• zura222

უცხოელებზე ლიმიტია ვინმე კიდევ რომ მოვიწვიოთ მაშინ რიდმა არ უნდა ითამაშოს !

• რომანი

მე კარგად ვერ ვერკვევი და ამ გამარჯვებით გავდივართ მსიფლიოზე თუ ვერა?

• ივერიელ-ს-ს

აბა რატომ გვიხარია ჩვენი კალათბურთელების კარგ კლუბებში გადასვლა თუკი საკუთარი ქვეყნის ნაკრებს არ დაეხმარებიან?!

• ივერიელი

ქვემოთ დავწერე რომ არავის არ უნდა ეხვეწო ნაკრებში რომ ითამაშოს თქო და მამუს ვითომ დამცველებმა:აბა კონტრაქტს აწერდა ხელს და საპატიო მიზეზიაო?! მაგათ ვპასუხობ: გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ ყველაზე მთავარი არის შენი ქვეყანა, შენი ნაკრები, კონტრაქტს აწერდა ხელს ვეფხისტყაოსანს კი არ წერდა, რათ უნდოდა ამდენი დრო? არ იცოდა წინასწარ როდის რა მატჩი გვქონდა და როგორ გვჭირდებოდა გამარჯვება? იურისტი არ არსებობს ან მენეჯერი ვინც მოაწერს ხელს, ვერ შეათანხმებ მანამდე და გინდაც მერე, თუ რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? კონტრაქტი, ანუ იურიდიული დოკუმენტის გაფორმებაა და არა ნბას პლეიოფის მატჩი! თუ მაინცდამაინც ამ დროს დაემთხვა და გაჯიქდა ლეიკერსის შეფობა და არ გამოუშვა? მაშინ ეგეთ გუნდში არც უნდა წახვიდე, გაიხსენეთ თოკოს კონტრაქტი ცეესკასთან, მთავარი რაც მოითხოვა თოკომ ნაკრებში გამოშვება იყო, ასე რომ ვისაც რა პრიორიტები აქვს ცხოვრებაში კონტრაქტიც ეგეთი აქვს. ადრეც იყო ფეხბურთში ეგრე, ზოგი თავს არ ზოგავდა ნაკრებში და ზოგიც კი ფეხებს უფრთხილდებოდა, ხან ვითომ ტრამვის გამო არ ჩამოდიოდა და თუ ჩამოდიოდა მოედანზე ბალერონივით იყო, ზატო კლუბში უცებ ჯანმრთელდებოდა და ბოლომდე თამაშობდა. პირადი არაფერი მაქვს მამუსთან , პირიქით ყველა ვგულშემატკივრობდით და აქედან გამომდინარე უფრო მტკივნეული და მიუღებელია ეგ ნაბიჯი. ფაქტი ასეთია და ეხლა გინდა დისლაიქები წერეთ და გინდა პროკლამაციები)

• გიორგი

ქართველ სპორტსმენებს არ უყვართ ჯანსაღი კრიტიკაც კი,იმის მაგივრად,რომ პროგრესისთვის გამიყენონ ეს შენიშვნები,აქეთ გამუნათებენ და გაბულინგებენ,მე მაგალითად ასე უსუსურად და დამწყები კალათბურთელივით რო მეთამაშა,როგორც მთელმა ნაკრებმა რიდის და თორნიკეს გამოკლებით მე თვითონ გავაკრიტიკებდი ჩემს თავს და ბევრს ვივარჯიშებდი საუკეთესო შედეგის მისაღწევად.არდა გიულერს მაინც მიბაძონ!

• სოსო

გვწყინს მამუკელაშვილის საქციელები და მარტო ნაკრებში ჩამოსვლას არ ეხება დამოკიდებულებებსს შენი ქვეყნის მიმართ,ერთ-ერთი მე ვარ,მესმის რო არ გვეთანხმებით უმრავლესობა,მაგრამ გვაქვს ჩვენც უფლება უკმაყოფილება დავაფიქსიროთ! ამას ვერავინ დაგვიშლის!!

• S.K.K.-ს

საბჭოთა პერიოდში კიევის დინანო ჩვენსას ჯობდა - ორჯერ აიღეს თასების თასი და სუპერთასი, პლიუს ბლოხინის და ბილანოვის ოქროს ბუცი....კალათბურთში ბოლოს ჩვენ ვეღარ ვიყავით ძლიერად და იქაც დადებითიი ბალანსი იქით იყო.

• გიგი

ერთი-ერთში განმეორდა 2022-წლის ოვერტაიმში მოგებული თამაში ესპანეთთან,მაშინაც არ გვეხმარებოდნენ NBA-ის მოთამაშეები მამუკელაშვილი და ბითაძე!

• ივერიელ-ს-ს

ჩამოვა მამუკელაშვილი აგისტოში ნაკრებში სათამაშოდ?

• მადლობა კაპიტანო! ❤️საგიჟეთია ჩემი საქართველო. 🇬🇪

კაპიტანი და რიდი გაბრაზდნენ. მადლობა კაპიტანო . მადლობა რიდს. გილოცავთ ყველას, ძალიან გახარებული ვარ.

• ვატო

ყოჩაააღღ ბიჭეეებს

• ენძო

თორნიკე ტერმინატორი!

• ტორო

ორმა კაცმა მოიგო თამაში. მთელ გუნდს რომ კარგად ეთამაშა ალბათ გადავუვლიდით )))

• Porto

ზურაჯან შენს კომენტარზე არ უნდს დამწერეა ჰეიფორიისგან ამერია :)))))))

• მაია

დაუსრულებელ ისტორიას წერ კაპიტანო, მადლობა რომ დღეს სიხარულის ყველა რეკორდი მოხსენი, წარმოიდგინე კობახიძეც კი შეახტუნეეეე.

• შენ ? არავის !

ქართველები კი ყველას მოვწონვართ. უბრალოდ თავის სამშობლოში არ უნდათ ომი და ჩვენ ლამის მიგვაკლეს უკრაინას. მაგრამ ბიძომ კარტები აურიათ .

• ლევანი

მადლობა კაპიტანო, დიიდი მადლობა! არ ვიცი ეს სიტყვები არის თუ არა საკმარისი? ალბათ არა თუმცა არც ვიცი რა ვთქვა, ხმამაღლა ღრიალის მეტს ვერაფერს ვაკეთებ დიდება საქართველოს!

• S.K.K.

გილოცავთ. და ამ გადასახედიდან ბაგატსკისის დედა .... . რა გახდა ეს უკრაინა კალათბურთში, ფეხბურთში? ყოველთვის ასეთი "ჯილები" იყვნენ ჩვენს წინააღმდეგ. fck thm!!!

• zura 222-ს

პტიბალტები, პოლონელები, რუსები, უკრაინელები ვერ გვიტანენო. ვის უყვარვართ ძმა ვერ დაასახელებ?

• ჰაიმე

ამ დროს ესპანელები აქეთ გვედავებიან მიკერძოებულ მსაჯობას... აბა, იმ ლომის არ იყოს, თავის შვილს ხომ არ მოჭრიან კუდს?

• ტერმინოლოგი

ოყნა - იგივე ესმარხის ჭიქა (სამედიცინო სიფონი)

• დდდ

ელადელები გამოგრჩა...

• დდდ

აი, როგორი მონდომებული ოყნა უნდა იყო, რომ შენგელიას წარბებში სისხლის წერტილი დაინახო?!...

• ივერიელს

ნუ ჩამოეკიდეთ სარეცხივით მამუკელაშვილს. მშვენივრად იცის ყველამ, რომ კონტრაქტს აწერს ხელს. საპატიოდ აცდენს. თავი არასოდეს დაუზოგავს ნაკრებში და არაა ასე აგდების ღირსი.

• ჯიკიჩს

ჩემი პატივისცემა. მარტო ორი კაცით მოგება სახუმარო საქმე არაა. გისურვებთ და ჩვენს თავსაც ვუსურვებ ასეთივე კურაჟით ითამაშოს თოკომ სხვა მატჩებში. რიდი კი ნადიოჟნია. მაგარი ბიჭია. მერკვილაძე ჯერ არ ვიცი რა დონის მოთამაშეა, მაგრამ მგონი ვაჟკაცი ბიჭია. მთელ საქართველოს ვულოცავ და პირველ რიგში თქვენ სერბო.

• zura222

მსაჯების თემა ცალკე სალაპარაკოა ! ვე გავიგე ეს ჩვენი ფედერაცია რას აკეთებს ? მსაჯებს რომ გვინიშნავენ რატომ არ ერევიან საქმეში ? @ ვერ გაიგეს რომ ბალტიელები რუსები უკრაინელები პოლონელები ვერ გვიტანენ და ხმა არ უნდა ამოიღოონ მაგათ რომ გვინიშნავენ ? @@ რაქნეს იმ ნაბ...მსაჯებმა ბოლო წამებზე შენგელიას ხელი რომ კრეს ნახტომის დროს ამას მარტო ბრმა და უნამუსო "ვერ დაინახავდა" @@ ქებათა ქება ბიჭენს რომ მსაჯებიანად დაამარცხეს (ძიუდოისტებივით)ესპანეთი ! და ფედერაციააავ მიხედეთ საქმეეს @@@

• zura222

ბითაძეზე გეთანხმები ერთის გამოკლებით--ალბათ რაღაცა დაემართა რაღაცა იტკინა თორემ მართალია მოკლებული აქვს ძალიან მაგრამ მაინც დიდი ძალაა სამწამიანში (პირწმინდად რომ ვაგებთ და მარტო შენგელიამ რა უნდა ქმას) ბოლო ბოლო ტანს მაინც ჩაუდგამდა და დაეხმარებოდა სხვებს ! მსაჯებზეც გეთანხმები--ბალტიელები დასანახად ვერ გვიტანენ @ და იმათ დანიშვნას ალბათ მართლა აფხაზი და ოსი მსაჯების დანიშვნა სჯობდეს DD

მამუკელაშვილამ რაო??

• ეგრე!

არ შემიძლია არ ჩამოვთვალო ჩვენი გუნდის მიერ დამარცხებული ელიტარული გუნდები: ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, ლიტვა

• zura222

პორტო სად დაინახე ჩემგან ჩვენი ბიჭების კრიტიკა ??

• დემბელეს დედა თამთა

ჯიკიჩი სანიოლივით გასაშვებია. საერთოდ რად გვინდა მწვრთნელი, თუ მხოლოდ ხვიჩას და თორნიკეს იმედად ვიქნებით? ნბას კალათბურთელების გარეშე 21 ქულით წინგასულ ესპანეთს მოუგო და უკრაინასთან თითქმის ამდენივე ქულით წააგო, ეს იმას ნიშნავს რომ მწვრთნელი ფორმალურად გყავს. ორი გამთამაშებლიდან ერთი 32 ქულას აგდებდეს და მეორე მხოლოდ ერთს, მწვრთნელის არაკომპეტურობაზე მეტყველებს. ნბას ცენტრი რომ 4 ქულაზე მეტს ვერ ჩააგდენს, მეორე ცენტრი ფარქვეშიდან კალათსაც რომ ვერ გაარტყამს ბურთს, თანაც ორჯერ, ამას ქვია სწორი სელექცია? ასე ძნელია თუნდაც რიდის ნახევარი დონის უცხოელი კალათბურთელის მოწვევა? ნახევარი გუნდი ფაქტიურად არ გვყავს და რატომ არავინ ეკითხება მწვრთნელს რისთვის იწვევს ისეთ კალათბურთელებს, რომლებსაც დიდი ალბათობით მაინც არ ათამაშებს. ჯიკიჩის დამსახურება მხოლოდ ის იყო დღეს, რომ როგორც იქნა მიხვდა რომ ბითაძე აღარ უნდა ჩაერთო თამაშში. გილოცავთ გამარჯვებას, მაგრამ გუნდი რომ გუნდს არ ჰგავს, ესეც სათქმელია.

ნამდვილად არ მეგიონა ამ თამაშს თუ მოვიგებდით,მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას რო დაბალი დონის თამაშს ვთამაშობთ,შენგელიას და რიდს არ ეხებათ,ტურძილაძემ და მერკვილაძემ დაცვაში კარგად ითამაშეს შეტევაში ცუდათ,ასევე ჩააგდეს თამაში ბითაძემ,სანაძემ და ანდრონიკაშვილმა

სად გაიძურწეთ კლავიატურის ათლეტები!? ხო მშვიდობა გაქვთ!!

• Porto

ასეთი გმირული თამაშის მერე კრიტიკა სისულელეა!!!!!!!!!!!! არავუნ უნდა ბედავდეს დღეს ბიჭების კრიტიკას!!!!! მაგისი დრო მივა და მრიტიკა და მწვავე მოსაზრებები არ უნდა დავინანოთ თუმცა დღეს კრიტიკა უსამართლო იქნება!!!! მადლობა ნაკრების სრულ შემადგენლობას!!!!!!!!!!

• ივერიელი

არავის არ უნდა ეხვეწო ნაკრებში თამაში, პირიქით უნდა დაიმსახუროს, ეამაყებოდეს, აგერ ვისაც უნდა ჩამოდის და თავს დებს, ჯიგარი ხართ ბიჭებო, ასე რომ ლეიკერს და მის ვარსკვლავებს ჩემი თოკო მირჩევნია და ყველაზე დიდი ტიტული მას აქვს მოგებული--ჩვენი სიყვარული

• ეგრე!

ფანტასტიკური თამაში იყო! მთელმა გუნდმა სული და გული დადო! ერთი კანონზომიერება აშკარად შეიმჩნევა: მაღალი კლასის გუნდებთან ბევრად უკეთესად ვთამაშობთ.

• Gurulo

თოკო არის უმაგრესი, როგორც კალათბურთელი და რაც მთავარია როგორც ნამდვილი ქართველის სახე!მადლობა ბიჭებს,რიდი მხეცია!

• დდდ

ყველას გვახსოვს, როგორ არ აეწყო თორნიკე შენგელიას კარიერა ნბა-ში. მისი ამბიციების მქონე სპორტსმენი სკამზე ვერც ერთ გუნდში გაჩერდებოდა და თორნიკემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მაშინვე უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩაუთვალეს და მავანი დღესაც ასე ფიქრობს - შენგელია დაბრუნდა ევროპაში, ტრიუმფით მოიარა წამყვანი ევროპული ლიგები და გახდა ის, ვინც დღეს არის - ქართული და ევროპული კალათბურთის მოქმედი ლეგენდა და რაც მთავარია, ათწლეულებია, იმხელა სიხარულს და ისეთ იმედს გვჩუქნის ქართველებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ( ენაცვალოს ჩემი თავი) კაიძალი ოფლისღვრა მოუწევს, სანამ ამ მხრივ თოკოს დაეწევა... რატომ ვწერ, რაც ყველამ კარგად ვიცით?!.. გაიხსენეთ გოგა ბითაძის გადასვლა ნბა-ში, კაცი ქულების დაგროვებული მანქანა ( მათ შორის პერიმეტრიდანაც) იყო იქ წასვლამდე და იმდენად ეფექტური იყო შეტევაშიც და დაცვაშიც, რომ კარაქივით გაჭრა მსოფლიოს უძლიერესი ლიგისკენ მიმავალი ურთულესი გზა... და რა შეგვრჩა ხელში?!... დათრგუნული და დაკომპლექსებული პიროვნება, რომელიც საჯარიმოებსაც კი 0%-იანი სიზუსტით ისვრის და რაც დრო გადის, ეს უფრო შესამჩნევი ხდება, აღარც ჟინი, აღარც შემართება, თამაშზე საუბარი აღარაა... გასაგებია, რომ გოგამ რაც უნდა ფორმა აღიდგინოს, იმის ნახევარსაც არავინ გადაუხდის ევროპაში, რასაც ამერიკაში სკამზე ჯდომაში უხდიან, მაგრამ როცა გაჭირვებაში გაზრდილი ბიჭი მილიონერი კალათბურთელი ხდები და ამ მილიონების დასათვლელად თითები აღარ გყოფნის, ხომ შეიძლება, ფინანსური ინტერესი ჩააჩოჩო და რაღაც უფრო ამაღლებულზე და დიდზე ოცნებაც გაბედო?!... საცოდაობაა, როცა ასეთ თამაშში ნბა-ს მოქმედი კალათბურთელი სკამზე გიზის და შემოყვანას ვერ ბედავ... იმედია, სანდრო მის გზას არ გაყვება და მაქსიმალურად გამოიყენებს იმ წუთებს, რასაც ლეიკერსში მიიღებს... მადლობა ბიჭებს, მადლობა მთელ გუნდს, მადლობა ჯიკიჩს და მანუს და ფედერაციამ იქნებ, როგორმე აგვაცილოს ეს პრიბალტი მსაჯები, - ამერიკელებს ხომ არავინ დანიშნავს ირანელ მსაჯს და ამ პრიბალტებს კიდევ ჩვენს დანახვაზე ისევ სტალინი ელანდებათ... კიდევ კარგი, ბუნებაში არ არსებობენ, თორემ აფხაზ და ოს მსაჯებსაც დაგვინიშნავდნენ...

გილოცავთ, ბატონო "ჯიკიჩ" ! პ.ს. და იქნებ ისიც გვითხრათ, ბითაძეს რა(იმე) დაემართა ?

• გიორგი

გილოცავთ ყველას და შენგელიას და რიდს უდიდესი პატივისცემა, მაგრამ სამწუხაროდ ყველა დანარჩენი გარტყმაში არ არიან რა სპორტს თამაშობენ, ტურძილაძე და ჯინჭარაძე განსაკუთრებით. როგორ შეიძლება ფარის ქვეშიდან ბურთს ვერ ათავსებდე კალათში, ნუ ტურძილაძე კიდევ დაცვაში კარგად გაისარჯა ბოლოს. შენგელიას წასვლის შემდეგ ამ ნაკრებს სამწუხაროდ იმედისმომცემი მომავალი არ გააჩნია. ღმერთმა ქნას ვცდებოდე🙏🙏🙏

• თოკოს

აი, არ ვიცი ემოცია როგორ გამოვხატო.. ეს რა იყო?! ქედს ვიხრი შენგელიას მიმართ.. კი ვიცოდი როგორი პატრიოტი და თავდადებულიც იყო, მაგრამ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ უფრო დამარწმუნა ამაში. თოკო, შენ ხარ საქართველოს სუპერგმირი , ყველაზე ერთგული და თავდადებული ადამიანი. მთელი ერი ამაყობს შენით. ღმერთმა გაგახაროს და წარმატების კიდევ უფრო დიდი მწვერვალები დაგაპყრობინოს!

• Gurulo

გორგოძე თუ გაგიგონია?

• ბოკინიო

მადლობა კაპიტანო!!! რიდსაც დიდი მადლობა. ყველას მადლობა ამ ემოციებისთვის და ბოლომდე ბრძოლოსთვის! უკრაინამ ითამაშა როგორც გუშინ პარაგვაიმ! ეგ სპორტის გარდა ყველაფერი იყო!

• ჯიკიჩი

ორი კაცით მოუგე ესპანეთს თან სეზონში მეორედ ჩემ ჰეითერებს დიდი მოკითხვა ჩემგან.ვიცი დიდი ვერაფერი ნუგეშია ეს მოგება მაგრამ მაინც.დამიჯერეთ ეს იყო ურთულესი როცა თორმეტი მოთამაშიდან ორი თამაშობს და ათი ქომაგობს.მოთამაშეების კატასტროფული დეფიცი გაქვთ ფარისკენ ბურთის სროლა კიარა მისკენ გახედვისაც კი ეშინიათ.მალე დაგტოვებთ და გისურვებთ უფრო დიდ წარმატებებს.დიდება და გამარჯვება საქართველოს.

თოკო და რიდი ბრავო !

• zura222

ესპანელები უკრაინელ-ბალტიელებთან შედარებით კაცები არიან ! და კაცურად და პატიოსნად ითამაშეს !

• zura222

სასწაულიაა ორი კაცით მოვუგეეთ ! ნუ თოკოზე რა უნდა ვთქვა გმირობის წოდება რომ გვქონდდეეს ნომერი პირველი კანდიდატი იქნებოდა ! და რიდს რაც შეეხება კიდევ ერთხელ მაგლობა ვინც მოძებნა და დაითანხმა ჩვენს ნაკრებში თამაშზე!

• Bs

აუ რა იყო ეს! ამის შემდეგ უფრო გულდასაწყვეტია ორი წაგება უკრაინასთან. გილოცავთ ყველას, მადლობა ბიჭებო. და ვერ ვითმენ რომ არ ვთქვა რადგან ამ თემაზე ძალიან ვნერვიულობ, ბოლოსდაბოლოს სამწამიანში როდის გვექნება უპირატესობა, როდის? და აქამდე რატომ არ გვაქვს ეს უპირატესობა, რატომ ვვაგებთ ფარს მუდმივად და რატომ გვიხსნის ყჰჩვენ ფაარზე მოწინააღმდეგე ზედიზედ ერთ შეტევაში სამჯერ,ან იმდენჯერ სანამ არ ჩააგდებენ. მაცოფებს ეს ამბავი, იმ ფონზე რომ მაგარი (მგონი მაგარი) მაღლები გვჩჰყავს და ესე გრძელდება უკვე ათი წელია, მაგარი მაღლები და წაგებული ფარი! ჯიკიჩ ფარს მიხედეთ! ფარს! მაპატიეთ უბრალოდ ამ გამარჯვების ემოციამ და სიხარულულმა არ მინდა რომ პრობლემა დამალოს. გილოცავთ! მაგარი იყო მართლა!

• llcl

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველა სათამაშო სპორტში, თოკოს ნაირი კაპიტანი არ გვყოლია! თავის პატრიოტიზმით, კლასით, ქარიზმით, ლიდერული თვისებებით, უბრალოდ საოცარია რასაც ის აკეთებს! თამამად შემიძვლია ვთქვა, რომ მსოფლიო სპორტის ისტორიაში კაპიტნობის ერთ-ერთი გამორჩეული ეტალონია!

• Eto eto

გილოცავთ ყველას,შენგელია-რიდი ბრავო,მაგრამ ეს ბითაძე ნბა- ში თამაშობს თუ სომხეთში?

• Ardiles78

დაგლიჯეეეეეს!!!

• გიირგი

მადლიბა! თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!

საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია

საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა

7-კაცა | საფრანგეთს მეორედ ვეღარ ვაჯობეთ

საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია

ვოზინია მალე "კოლო-კოლოსთან" გააფორმებს კონტრაქტს

"იმ მომენტიდან მივიღე გადაწყვეტილება, რომ მწვრთნელი ვიქნებოდი" - მოურინიოს ემოციური განცხადება

უარი პსჟ-ს, "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ჩელსის" - სამერვილი კარიერას "ალ-ჰილალში" გააგრძელებს

გამარჯვებით დაწყებული ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს U18 ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

7-კაცა | სამი წლის შემდეგ - პორტუგალია და საფრანგეთი დამარცხებულია!

Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს

გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში

ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს

ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა

საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა

გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა

ოფიციალურად - ლომინაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია

"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა

"ხვიჩას ასლია, შთამბეჭდავია და დიდ სენსაციას იწვევს" - ცნობილი გამოცემები თორნიკე კვარაცხელიას თამაშს ეხმაურებიან

საქართველოს 18-წლამდელ ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

"ისეთი რაღაცები მესმოდა, კინაღამ გავგიჟდი" - ლეანდრო პარედესი

"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა

თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს

ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი

საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა

გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება

ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

ანტეტოკუნმპომ ესპანეთთან იომა და საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში გაიყვანა!

საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია

საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა

ესპანური მედია: კრახი და კოლაფსი - არაამქვეყნიურმა და "ჭკუიდან გადასულმა" შენგელიამ რიდთან ერთად შეუძლებელი შეძლო