მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებთან ესპანეთის მარცხს (89:91), ესპანური მედია გამოეხმაურა, შენგელიას და რიდის შესანიშნავ თამაშს გაუსვა ხაზი, აგრეთვე გაგიკვირდებათ და მსაჯობა მიკერძოებულად მიიჩნია.

„მარკა“: ეს იყო კრახი და კოლაფსი. ესპანეთი თბილისში 34 წუთის მანძილზე იგებდა და საბოლოოდ დამატებით დროში მძიმე მარცხი განიცადა. მეოთხე მეოთხედში ჩვენი გუნდი დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, როდესაც გულმხურვალედ მოქომაგე გულშემატკივრებმა გამარჯვება ირწმუნეს. ზემოტივირებული შენგელიას და დიადი რიდის წინამძღოლობით მათ იფრინეს და გაიმარჯვეს“.

As: „ბოლო პერიოდში ესპანეთმა მეტოქის დაცვას ვერაფერი მოუხერხა და მარცხი განიცადა, რომლის „გადახარშვა“ ადვილი არ არის. არა იმიტომ, რომ შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, არამედ იმის გამო, რომ ჩვენი გუნდი 22 ქულით იყო დაწინაურებული. ეს ნაკრების სათავეში ჩუს მატეოს პირველი წაგებაა“.

კატალონიური „სპორტი“: „ქართველთა ვარსკვლავებმა შენგელიამ და რიდმა უძლეველ ესპანეთს სძლიეს. საქართველო 42:64-ს აგებდა, მაგრამ აღდგა და დამატებით დროში გამარჯვება მოიპოვა. მათ არაამქვეყნიური, უცხოპლანეტელი შენგელიას და ნატურალიზებული რიდის ძალისხმევით შეუძლებელი შეძლეს.

„ბარსელონას“ ფენომენალურმა კალათბურთელმა „თოკომ“ ბოლოს მხოლოდ 29 წამი დაისვენა და 37 ქულასთან ერთად 10 მოხსნა მიითვალა. რიდის ანგარიშზე 32 ქულაა. არ შეიძლება არ აღინიშნოს მასპინძელთა სასარგებლოდ ძალიან მიკერძოებული მსაჯობაც, რაც მესამე მეოთხედში დაიწყო, როდესაც ქართველების ბევრი ფოლი არბიტრების მხრიდან შეუმჩნეველი დარჩა. ოვერტაიმში ესპანეთს ნერვიულობა და ქაოსი დაეტყო, შენგელია „ჭკუიდან შეიშალა“ და წავაგეთ“.

ქომაგი
კალენდარი ვიცი მაგრამ ერთი რამ გამაგებინეთ, ოღონდ ვინც ზუსტად იცის მან დაწეროს (ვარაუდებით არა) - მეორე ჯგუფურ ეტაპზე გუნდებს ყველა თამაშის ქულები გადაჰყვებათ თუ ბოლოადგილოსანთან თამაშები არ ჩაითვლება? ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მეორე ჯგუფიდან შემოერთებულ გუნდებთან მიმართებაში. უფრო კონკრეტულად: ჩვენს ჯგუფში ეს მომენტი უმნიშვნელოა, რადგან დანიამ ყველა თამაში წააგო. თუმცა, იქითა ჯგუფში ბოლო ადგილზე რუმინეთი გავიდა, ვინც ორი თამაში მოუგო მაგ ჯგუფიდან გასულ გუნდებს (პორტუგალია-საბერძნეთს). ჰოდა, თუ ეს თამაშებიც ითვლება მაშინ ეგ ჩვენთვის კარგია, ხოლო თუ არა - მაშინ ჩვენ უფრო ცუდ სიტუაციაში დავიწყებთ ახალ თამაშებს, ვიდრე ჩვენი კონკურენტები
თენგაბი
დღევანდელი ინფორმაციით მეორე ეტაპზე ჩვენთან ერთად მოხვდა მონტენეგრო, პორტუგალია და საბერძნეთი. 28 აგვისტოს სახლში ვეთამაშებით მონტენეგროს, 31 აგვისტოს გასვლა გვაქვს პორტუგალიაში, 26 ნოემბერს ვთამაშობთ საბერძნეთში, 29 ნოემბერს ვღებულობთ პორტუგალიას, 26 თებერვალს გავდივართ მონტენეგროში, 1 მარტს ვღებულობთ ბერძნებს.
tngh
სომხები სხვის კალათში არაფერს ყრიან...
თაზოს
ცავატანემ😁😁😁😁😁😁😂😂😂😂😂😂😂👍👍👍👍👍👍👍👍
მიკერძოებული კომენტარი"ს
ორივე მხარეს იყო რაღაც გადაცდომები, მარა მაგათ ეტყობა თავის სასარგებლოდ დაინახეს.
თაზო-ს
თაზო-ს ვენაცვალე სომხები რომ მოგდის თავში ესპანეთ-საქართველოს თამაშზე რისი ბრალი უნდა იყოს? Რა იყო ფესვები ხომ არ გაწუხებენ?

ეტყობა თამაშებს არ უყურებ,თორემ ყველაფერს ადვილად მიხვდებოდი.ჯერ ერთი სწრაფ კალათბურთს თამაშობენ და ტემპის აყოლა გვიჭირს,მეორე კი,ყველა საშუალებას იყენებენ,ჩვენი წყობილებიდან გამოსაყვანად და ნერვების მოსაშლელად.მსაჯები ყოველთვის მათ მხარეს იჭერენ,მათი მწვრთნელი,ბაგაცკისი კი საქართველოში ნამუშევარია, კარგად იცნობს ჩვენ ფსიქოლოგიას,თან არც ნამუსი აწუხებს და წარმატებით ახერხებს,ჩვენი კალათბურთელების ნერვების მოშლას.ისე,წუხელაც ლატვიელი მსაჯი იყო და ცდა არ დაუკლია,ჩვენ წინააღმდეგ.
თაზო
ეს ესპანეთი ფეხქვეშ რო გაქვთ გაგდებული და უკვე მე-3 თამაში მოუგეთ, თუ მაგრები ხართ აბა სომხებს მოუგეთ.😂😂😂
"მიკერძოებული კომენტარი"
სად დაინახეს კატალონიაში მიკერძოებული მსაჯობა ?! ანუ, სიტუაცია, როცა ეპიზოდი ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ გადაწყდა ? აშკარად ვერაა ობიექტური შეფასება . პ.ს. ყველას ვულოცავ, მილოცვა ნაკრებს, მაგრამ იმასაც აღვნიშნავ, რომ შენგელიას გარდა კიდევ ერთი (ერთი მაინც!) "ქართველი კალათბურთელი" (გვ)ჭირდება საქართველოს ნაკრებში ...
ზურა56
უკრაინა.შეეცოდათ.რა.არი.გაუგებარი😄
სუხია
ყოჩაღ ბიჭებს. მაგრამ უკრაინასთან რა ემართებათ ვერ ვხვდები, გინდა ფეხბურთში და გინდა კალათბურთში
რაბუუ
ეს ხომ სუფთა ქართული ხასიათიაა
გოგია
თუ ამდენი შეუძლიათ ხო უკრაინასთან რა ფოკუსი ჩაატარეს? შეუძლიათ რომ არ შეეძლოთ არ ვიტყოდი.
Geo
Sanadze, geyofa, wadi baba saxlshi, yvela rogor gamaze?? Toko bravisimo!!!! Ridi bravo 👏
რაბუ-ს
ესპანეთი ისეთი გრანდი ვეღარ არის!
გიორგი
ბევრმა ჩვენი ნაკრების კალათბურთელმა საკუთარ თავს კრიტიკული თვალით უნდა შეხედოს,მოძებნოს სუსტი მხარეები და მის გამოსწორებაზე იმუშაოს,უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს ზოგირთის თამაში!
რაბუ
რა უცნაური ნაკრებია, წინა დღეს ჭე კლასთან შეუძლიათ წააგონ და მეორე დღეს გრანდი დაამარცხონ
საგიჟეთია ჩემი სამშობლო 😁❤️
ბოდიშით ბიჭებო რაც სისაძაგკე აქ მე და სხვებმა დაგიწერეთ. მადლობა თქვენ ბიჭებო და ყცელას გილოცავთ. თამაშს ვერ უყურე ახვა დროის სარტყელში ვარ და გამომეჩა. მიბდოდა თანაშის ეინ დანეწერა მარტო რიდი ვერ მოუგევს ესპანეთა თოკო გადაღლიკი მეჩვენა უკრაინელებთან. კაპიტანმა როგორც ჩანს იკაპიტნა და რიდთან ერთად გაგვახარეს. მადლობა ბიჭებს და ყველას გილოცავთ. სიტყცებს ვერ ვპოულობ გამოვხატო როგორი გახარებული ვარ. გაიხარეთ ყველამ ვინც ქართულ დროშით ხარობთ. 🇬🇪❤️

ენას ჭალი არა აქვს და ქაღალდი ყველაფერს იტანსო,ჭკვიან ხალხს უთქვამს.ერთხელ არ დაუსტვენიათ საჩვენოდ და აშკარად ესპანელისაგან რომ გადავიდა,ის ბურთიც მათ დაუტოვეს.შენგელიას ზურგში დაეჯახნენ და მოედნიდან გარეთ გაჰკრეს,ბურთზე ჯაჯგურისას,ესპანელმა ბურთი ფეხზე მიიბჯინა და მაინც სადავო დანიშნეს.ეს ყველაფერი მეორე ტაიმში მოხდა.ორმა კაცმა დაამარცხა ესპანეთი და მაგ ვიღაცამ ეგ ვერ აიტანა.არა მგონია,ესპანეთში ყველამ ასე დაიბრმავოს თვალები.ფაქტია,სასწაულის მოწმეები გავხდით და ეს გამარჯვება ისტორიაში ჩაიწერება!
გგ
რიდმა სულ რამდენიმე მატჩი ჩაატარა ნაკრებში, მაგრამ ნატურალიზებულებს შორის, ალბათ საუკეთესოა!
ჟორა
უკრაინასთან თამაშის შემდეგ რომ ასეთ თამაშს აჩვენებ მართლაც რომ კარგი გაგებით, დიდი შერეკილი ვინმე უნდა იყო.
Კალათბურთი
Არ მახსოვს ნებისმიერ სპორტში მსაჯი საქართველოს მხარეს იჭერდეს, ყოველთვის ყველა ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. Ამ შტერს ეტყობა სახელი აერია
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
პსჟ-მა ევრო 2016-ის ჩემპიონს კონტრაქტი გაუწყვიტა
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
1 სეზონით სერია A-ში - ვოლტემადე "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
ახალი კონტრაქტი ხვიჩას - კვარაცხელია პსჟ-ში დიდი ხნით დარჩენას გადაწყვეტს?
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
ოფიციალურად - "ლივერპულმა" მეკარე შეიძინა
"შთამბეჭდავი იყო "ემპოლიში", ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია" - "მონცამ" გოგლიჩიძე დაიმატა და შეაქო
This Is Anfield-ი მამარდაშვილის შესახებ უტყუარ ინფორმაციას ავრცელებს
"Open" - წიგნი, რომელშიც ლუკა მოდრიჩმა საკუთარი თავი იპოვა
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
ანტეტოკუნმპომ ესპანეთთან იომა და საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში გაიყვანა!
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა