სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რუსი მარია შარაპოვა გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს Head-to-Head-ის საპრეზენტაციო შოუში შეხვდნენ
სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რუსი მარია შარაპოვა გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს შეხვდნენ Head-to-Head-ის საპრეზენტაციო შოუში, რომელიც სპორტული ინვენტარის მწარმოებელი ცნობილი კომპანიის - Head-ის მიერ იყო ორგანიზებული.

სწორედ ამ ფირმის ჩოგნებით თამაშობენ ჯოკოვიჩი და შარაპოვა. ღონისძიება გუშინ ნიუ იორკის "ბენჰამინ ოტელში" ჩატარდა.

თავდაპირველად გულშემატკივრები მარიას გამოჩენას ელოდნენ, მაგრამ ძალიან გაკვირვებული დარჩნენ იმით, რომ სცენაზე გამოჩნდა ნოვაკი ქერა პარიკით. მან მაშინვე დაიწყო შარაპოვას პაროდირება და როლიდან არც მაშინ გამოსულა, როცა წამყვანის - ბილ მაკეტის კითხვებს პასუხობდა.

როცა გულშემატკივრების კითხვების ჯერი დადგა, ყველასთვის და, პირველ რიგში, ჯოკოვიჩისთვის გასაკვირად (ყოველ შემთხვევაში, მან გაკვირვება გამოხატა) დარბაზში შარაპოვა გამოჩნდა. მან ხუმრობით "გაკიცხა" სერბი ცნობილი პაროდიების გამო.

ამის შემდეგ ჩოგბურთელები დასერიოზულდნენ და Head-ის ახალი კოლექციის პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა, ბოლოს კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა