წლის ბოლო თვე დაიწყო, სადაც უფრო განვლილის შეჯამება და ანალიზი ხდება. მანამდე კი გეტყვით, თუ რა გველის დეკემბერში. სპორტული კუთხით ეს თვე ერთ-ერთი ყველაზე პასიურია.

ახალგაზრდული ლიგა

მთელი ყურადღება უეფას ახალგაზრდული ლიგისკენ უნდა გვქონდეს, სადაც თბილისის "დინამო" გადამწყვეტ ეტაპთან ახლოსაა. ამისთვის ახალგაზრდა თბილისელებს მინსკის "დინამოს" ბარიერის გადალახვა სჭირდებათ. ორივე შეხვედრა თბილისში (5 და 10 დეკემბერი) ჩატარდება, პირველი დაპირისპირება მაყურებლის გარეშე შედგება.

პსჟ და სხვები

წლის ბოლომდე ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მხოლოდ სამ შეხვედრას ვნახავთ.

6 დეკემბერს (ჩვენი დროით უკვე 00:05 სთ) პარიზელები "რენს" უმასპინძლებენ. 10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ბილბაოსთან" დაპირისპირებაა, 13-ში (22:00 სთ) კი გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის "მეცთან"(მანამდე, 7 დეკემბერს, ეს გუნდი ოსერს ეწვევა).

პარიზელები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჯერ მეტოქეს ელიან. ამას 20 დეკემბერს საფრანგეთის თასი დაემატება.

რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" "დიუნკერკს" ესტუმრება და "ბასტიას" უმასპინძლებს.

ინგლისი

როგორც პრემიერლიგა, ასევე ჩემპიონშიპი დეკემბერში ყველაზე დახუნძლულია.

გიორგი მამარდაშვილის "ლივერპული" 6 შეხვედრას ჩაატარებს, მაგრამ რამდენს ითამაშებს ქართველი მეკარე, რთული სათქმელია.

ჯერ "სანდერლენდთან" და "ლიდსთან" პრემიერლიგური შეხვედრებია, რომლებიც სლოტის გუნდმა კრიზისის დასაძლევად უნდა გამოიყენოს, რასაც "ინტერთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლითი დაპირისპირება მოჰყვება.

ამის შემდეგ ლივერპულელებს "ბრაიტონის" მასპინძლობა, "ტოტენჰემთან" სტუმრობა და 27 დეკემბერს წლის "ენფილდზე" "ვულვზთან" დასრულება ელით.

გიორგი ჩაკვეტაძის გუნდს წლის ბოლომდე 7 შეხვედრა აქვს. უახლოესი პირველი დეკემბრის ღამეს (ჩვენი დროით 00:00 სთ) "ბირმინგემთანაა", ბოლო კი 29 დეკემბერს, "ნორვიჩთან." მანამდე, 26 დეკემბერს, "ლესტერთან" ასევე სტუმრობაა.

ახლადმომჯობინებული "ჩაკვეს" უფრო და უფრო დატვირთვას ველით.

მიქაუტაძე

უკვე აქტიურად იწერება, რომ გიორგი მიქაუტაძე იანვარშივე "ტოტენჰემში" გადავა. ეგ ზუსტად არავინ იცის, მანამდე კი გვინდა, "ვილიარეალში" კვლავ დიდი სათამაშო დრო მიიღოს და ისევ გაიტანოს.

3 დეკემბრის ღამეს ქვედალიგელ "ანტონიანოსთან" კოპა დელ რეის მატჩია. ამას "ლა ლიგაში" "ხეტაფე", "ლევანტე" და შინ "ბარსელონა" (21 დეკემბერს) ემატება. შუალედში, 10 დეკემბერს კი "კოპენჰაგენთან" ჩემპიონთა ლიგაა.

გერმანია

გიორგი გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" ჯერ თასზე "კილთან" ითამაშებს, ბუნდესლიგაში კი დეკემბერში 3 მატჩია.

მხოლოდ ბუნდესლიგაში ითამაშებს ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი", 21 დეკემბერს კი წელს მიუნხენის "ბაიერნის" მასპინძლობით დაასრულებს.

წლის ბოლომდე მეორე ბუნდესლიგაში ასევე სამ შეხვედრას ჩაატარებს ლუკა ლოჩოშვილის "ნიურნბერგი."

იტალია

2 დეკემბრის ღამეს საბა გოგლიჩიძის "უდინეზე" "კოპა იტალიაზე" "იუვენტუსს" შეხვდება. წლის ბოლომდე სერია "ა"-ში 4 ტურია, უდინელებს კი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე "ნაპოლი" ჰყავთ(14 დეკემბერს).

გიორგი კვერნაძის "ფროსინონე" სერია "ბ"-ში მეორე ადგილზეა. დეკემბერში 4 ტური ჩატარდება და იმედია, ქართველის გუნდი ლიდერ "მონცას" არ ჩამორჩება.

ევროტურნირები

ქართველების გუნდები ყველა ტურნირზე არიან. ჩამოთვლილის გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი) და გიორგი ზარია (კაირათი) მონაწილეობენ. პლეი-ოფში მოხვედრა ყველაე მეტად მიქაუტაძისა და ზარიას გუნდებს უჭირთ.

ევროპა ლიგაზე ოთარ კიტეიშვილის "შტურმს" "ცრვენა ზვეზდასთან" მნიშვნელოვანი მატჩი აქვს.

კონფერენს ლიგაზე ირაკლი აზაროვის "შახტარს" კარგი სატურნირო მდგომარეობა გააჩნია, ცუდად არც ანზორ მექვაბიშვილის "კრაიოვა" გამოიყურება, გურამ კაშიას "სლოვანმა" კი ვითარება ცოტათი გამოასწორა.

საახალწლოდ კარგი განწყობის შექმნას გისურვებთ!..

ავთანდილ
პსჟ-ს 17 დეკემბერს აქვს კიდევ ერთი თამაში FIFA Intercontinental Cup 2025 Final
მალხაზ ჯობავა
ოღონდ იანვარში ტოტენჰემში გადავიდეს და თუ უნდათ, მანამდე სულ სათადარიგო იყოს.
მეზღვაური
კონფერენს ლიგაზე სიგუაც ასპარეზობს.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ