ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნერვების თამაში - "დინამო"-აეკ 1:1 (დ.დ)

ნერვების თამაში - "დინამო"-აეკ 1:1 (დ.დ)

თბილისის "დინამო" აეკ-თან დამატებით დროში, პენალტით გაშვებული გოლის გამო ევროპის უეფას ლიგას გამოეთიშა
25. 08. თბილისი. ეროვნული. 40000 მაყურებელი

ევროპის ლიგა. პლეი ოფი. განმეორებითი მატჩი

დინამო-აეკ 1:1 (დ.დ)

(პირველი შეხვედრა 0:1)

1:0 კოშკაძე (2), 1:1 ლეონარდო (111, პენალტით)

დინამო (4-3-3) აეკ (4-2-3-1)

ლორი ა კონსტანტოპულოსი

ოდიკაძე გეორგეასი

თომაშვილი მანოლასი

კაკუბავა კალა

რეხვიაშვილი კარაბელასი

კვეკვესკირი მაკოსი

ალვარო გენცოღლუ

კოშკაძე ხოსე კარლოსი

ჩისკო გუდიონსენი

იაგუე ლაგოსი

რობერტინიო ლიბეროპულოსი

მწვრთნელი: ალექს გარსია მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი

დინამო

74. რობერტინიო-კოტო

79. კოშკაძე-ჯიღაური

105. ჩისკო-კახელიშვილი

სათადარიგოები: ნადირაძე, თექთურმანიძე, ბერაია, ჰომოლა

აეკ

36. კონსტანტოპულოსი-არაბაცისი

63. ლიბეროპულოსი-ლეონარდო

106. ხოსე კარლოსი-კაფესი

სათადარიგოები: კონტოესი, ბელეკი, კლონარიდისი, ჰელგასონი

გაფრთხილება: ხოსე კარლოსი (32), ჩისკო (51), მაკოსი (68), კალა (68), ალვარო (68), კაკუბავა (74), კარაბელასი (77), გუდიონენი (115)

გაძევება: კაკუბავა (109)

არბიტრი: დ. ჩეფერინი (სლოვენია)

ეს, ალბათ, მაქსიმუმი იყო...

ათიოდე წუთიც და პენალტების სერიაც დაიწყებოდა: "დინამო" მინიმალური ანგარიშით ამარცხებდა ათენის აეკ-ს და გულახდილად რომ ვთქვათ, სტადიონზე შეკრებილ ქომაგთა უმრავლესობის მსგავსად, ჩვენც გიორგი ლორიას იმედად ვიყავით!

ჰო, ისედაც ზღაპრული მატჩის ჩამტარებელ მეკარეს საკუთარი ოსტატობა პენალტების სერიაშიც უნდა გამოევლინა და შვიდწლიანი პაუზის მერე ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კვლავაც ვიხილავდით თბილისის "დინამოს"; თუმცა, ასე არ მოხდა: ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ფეხბურთელი, სტუმართა ისლანდიელი ლეგიონერი ეიდურ გუდიონსენი ჩვენ საჯარიმოში წააქციეს და პენალტების სერიის ნაცვლად "დინამოს" კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვიხილეთ!

აი, ამ შემთხვევაში კი ლორია მართლაც უძლური იყო: სტუმართა შორის, უდავოდ, გამორჩეულმა ლეონარდომ პენალტი ზუსტად შეასრულა და, ფაქტობრივად, თამაშიც აქ მორჩა! არ დაგვავიწყდეს, რომ სლოვენიელმა არბიტრმა დარკო ჩეფერინმა (იმედია, მსაჯთა ბრიგადაზე აუგს ვერავინ იტყვის, - ობიექტურობაც არ დაეწუნებოდათ და მასპინძელთა მიმართ "მცირეოდენი" სიმპათიაც), ამ ეპიზოდში ლევან კაკუბავა გააძევა მოედნიდან. ჰოდა, დარჩენილ დროში ათკაციანი და გადაღლილი "დინამო" ორ ბურთს რომ ვერ გაიტანდა, ამას, ალბათ, ყველა შეეგუა. ასეც მოხდა - სტუმრებს აღარ გასჭირვებიათ თავიანთვის სასურველი ანგარიშის შენარჩუნება; ეგ კი არა, შეცვლაზე შემოსულ კაფესს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა.

აი, ასე დასრულდა უაღრესად დრამატული და ნერვული მატჩი, რომელსაც ისეთი დასაწყისი ჰქონდა, უკეთესს რომ ვერ ვინატრებდით. თუმცა, სჯობს ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ, მაგრამ ვიდრე პირველი ტაიმიდან მოყოლებული, მთელი შეხვედრის პერიპეტიებს გავიხსენებდეთ, სხვაც გვინდა ვთქვათ. რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ასე ახლოს რომ იქნები და მხოლოდ დამატებით დროში გაშვებული ბურთის წყალობით ვერ მიაღწევ მიზანს; მაგრამ, მოდი, კვლავაც გულახდილები ვიყოთ და ისიც ვაღიაროთ, რომ წლევანდელ ევროტურნირებზე "დინამომ" ალბათ, მაქსიმუმს მიაღწია, როცა ევროპის ლიგის სამი ეტაპი გაიარა.

აღარ გვინდა იმის "გახსენება-შეხსენება", თუ რამდენად მეტი ბიუჯეტი აქვს აეკ-ს ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდზე, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო გამოცდილებაზე! კოსტას მანოლასს, პანტელის კაფესს, ნიკოს ლიბეროპულოსს, გრიგორის მაკოსსა და უკვე ნახსენებ ეიდურ გუდიონსენს, ვინ მოსთვლის, რამდენი ათეული მატჩი ჩაუტარებიათ ევროტურნირებზე. ჩვენ გუნდში კი, ორი-სამი ფეხბურთელის გარდა, უმრავლესობა ასეთ დონეზე ასპარეზობას მიუჩვეველია, - 18-19 წლის ნიკა კვეკვესკირსა და ჯაბა ჯიღაურზე რომ აღარაფერი ვთქვათ; თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ლაპარაკია, ფაქტობრივად, სამი თვის წინ ჩამოყალიბებულ გუნდზე, - გუშინ ეროვნულ სტადიონზე 40 000 მაყურებელი რომ "მოიყვანა"!

მოკლედ იმის თქმა გვსურს, რომ მთლად ენაც არ გვიბრუნდება დინამოელთა ვერშესრულებული მიზნის გამო - მომდევნო ეტაპზე გასვლა ჩვენზე ბევრად გამოცდილ და, რაც მთავარია, ბევრად უფრო ძლიერ და დაბალანსებულ აეკ-ს ეკუთვნოდა.

იმედიანი ტაიმი

მატჩის დასაწყისი მართლაც ზღაპრულზე მეტი გამოდგა: ჩვენების პირველივე შეტევა გუნდის კაპიტნის, ალექსანდრე კოშკაძის ეფექტური და ზუსტი დარტყმით დამთავრდა! თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო: "დინამომ" შეტევების კორიანტელი დაატეხა მეტოქეს და დროის მოკლე მონაკვეთში ორი ლამაზი კომბინაციაც ვიხილეთ; ოღონდ პირველ ჯერზე მხოლოდ კუთხურს გამოვრჩით, მეორედ კი დავით ოდიკაძეს სტუმართა მცველებმა დაასწრეს.

პირველი ტაიმში "დინამოს" კიდევ ჰქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი: კოშკაშის პასის მერე რობერტინიო მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ აეკ-ის მეკარემ იყოჩაღა, ჩისკომ "ერთი შეხებით" დარტყმული ბურთი მიზანს ააცილა; ტაიმის ბოლო წუთზე კი ყველაზე რეალური მომენტი შევქმენით: ალვაროს კუთხურის მერე ლევან კაკუბავა ოთხიოდე მეტრიდან თავით ურტყამდა, მაგრამ სტუმართა სარეზერვო მეკარემ იანის არაბაცისმა (ტრავმირებული დიმიტრის კონსტანტოპულოსი რომ შეცვალა) საკუთარი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.

აი, ჩვენს კართან კი ხიფათი, ფაქტობრივად, არც მომხდარა: ერთადერთი მაშინ ვინერვიულეთ, როცა აეკ-ის ესპანელმა ლეგიონერმა ხოსე კარლოსმა საჯარიმო დარტყმა მართლაც მზაკვრულად შეასრულა, მაგრამ ბურთი მიზანს მცირე მანძილით აცდა. მოკლედ, პირველი ტაიმი ჩვენთვის სასურველი სცენარითა და ანგარიშით დამთავრდა და ყველას იმედი გვქონდა, რომ შესვენების შემდეგაც "დინამოს" დომინირებით "წაყვანილ" თამაშს ვნახავდით; სამწუხაროდ, თურმე, ვცდებოდით...

სახეშეცვლილი სტუმრები, ხელჩართული ჩხუბი და ლორია-შოუ!

იმას კი შეგუებული ვიყავით, რომ საერთოდ მთელი მატჩი "ნერვების თამაში" უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭრაბა. აი, სწორედ აქ იჩინა თავი სტუმართა გამოცდილებამაც და... მწვრთნელის ფაქტორმაც. ვიდრე თანამემამულე კოლეგასთან ალექს გარსიასთან ხელჩართულ ჩხუბში ჩაებმეოდა, აეკ-ის თავკაცმა მანულო ხიმენესმა მართლაც გონივრული და, როგორც მერე გაირკვა, წარმატების მომტანი შეცვლა გააკეთა. გუნდის კაპიტანი, ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოასპარზე ლიბეროპულოსი მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად ლეონარდო შემოიყვანა, ვინც ჩვენი მარჯვენა ფლანგი მართლაც ააწიოკა გაუთავებელი რეიდებით. მანამდე ჩრდილში მდგომი გუდიონსენი კი გამოკვეთილ ცენტრფორვარდად მოგვევლინა და ჩვენს კართანაც ხიფათი-ხიფათს ცვლიდა: განსაკუთრებით მეორე ტაიმის დასაწყისში გაგვიჭირდა, როცა სტუმრები ფლანგებიდანაც გვიტევდნენ და ცენტრიდანაც. სამწუხაროდ, "დინამოში" არ აღმოჩნდა ისეთი ფეხბურთელი, ბურთს რომ "დაიჭერდა"; ანუ, მეტოქე, ფაქტობრივად, მთელი გუნდით გვიტევდა და კიდევ კარგი, არბიტრებს ერთი შეცდომაც არ დაუშვიათ, თორემ დამატებით დრომდე საქმე არ მივიდოდა.

65-ე წუთი მიმდინარეობდა, "დინამოს" ნახევარმცველ ალვაროსა და სტუმართა მთავარ მწვრთნელს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება რომ მოხდა; ამას კი ისეთი ამბავი მოჰყვა, ევროტურნირებზე კი არა, ჩვენს ჩემპიონატშიც კარგა ხანია რომ არ გვინახავს: გუნდმა გუნდზე ხომ გაიწია, ყველაზე "საინტერესო" მაინც ესპანელი მწვრთნელების ლამის ხელჩართული ჩხუბი იყო! თამაში, სულ მცირე, 3-4 წუთით მაინც იყო შეჩერებული და ჯობდა არ განახლებულიყო: ჯერ იყო და გუდიონსენმა ძალიან ახლო მანძილიდან თავით დაუცველ კუთხეში ზუსტად ვერ დაარტყა, მერე კი გიორგი ლორიას "ჯერიც" დადგა!

უკვე მერამდენედ გვიწევს სიამოვნებით იმის აღნიშვნა, რომ "დინამოს" და, საერთოდ, ქართულ ფეხბურთს მართლაც ისეთი მეკარე ჰყავს, ვისი იმედიც ნებისმიერ მატჩსა და ნებისმიერ მეტოქესთან უნდა გქონდეს. ლორიამ გუშინაც შთამბეჭდავზე-შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და ლეონარდოსა და კარლოსს ისეთი ბურთები აუღო, მხოლოდ და მხოლოდ, უმაღლესი კლასის მეკარეები რომ ახერხებენ ხოლმე!

საბედნიეროდ, ძირითადი დროის ბოლო წუთებში სტუმრებიც შედარებით "დამშვიდდნენ" და ჩვენმა ხუთკაციანმა დაცვამაც (მეორე ტაიმში ნიკა კვეკვესკირი, ფაქტობრივად, მესამე ცენტრალურ მცველად მოგვევლინა) ცოტა ამოისუნთქა; მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ხეირიან და გააზრებულ შეტევებს ვერ ვახორციელებდით: დაცვასა და თავდასხმას შორის "კავშირი" ხომ საერთოდ არ არსებობდა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფეხბურთელიც არ გვყავდა შეტევების ორგანიზებას საკუთარ თავზე რომ აიღებდა. ისე, მთავარმა მსაჯმა კიდევ ერთხელ "სასიამოვნოდ" მაშინ გაგვაოცა, როცა ძირითად დროს მხოლოდ 4 წუთი დაამატა - ისედაც ზედმეტად აჟიტირებული სტუმრები ამ ფაქტზეც გადაირივნენ, მაგრამ დამატებით დროს მაინც ვერ აცდნენ.

დამატებით ტაიმებზე საუბარი არც ღირს - წერილის დასაწყისშივე ვთქვით, რომ პენალტების იმედად ვიყავით, მაგრამ გუდიონსენის კლასმა და გამოცდილებამ "დინამოს" ახალგაზრა მცველს ლევან კაკუბავას საბედისწერო შეცდომა დააშვებინა და 120-ე წუთის ნაცვლად, თამაში, ფაქტობრივად, ათი წუთით ადრე მორჩა!

P.S.სამწუხაროდ, მატჩი ასე "მშვიდობით" არ დასრულებულა და ფეხბურთელებს შორის კვლავაც მოხდა შეხლა-შემოხლა. ამას მერე უკვე ტრიბუნებიდან ნასროლი ბოთლებიც მოჰყვა და ვეჭვობთ, რომ უეფა ამდენს არ გვაპატიებს.

დაბოლოს, ერთ მეტად პრობლემატურ საკითხზეც, რომელსაც სხვა დროს განვავრცობთ: სამწუხაროდ, "დინამოს" ესპანელი ლეგიონერებიდან ზოგიერთი საერთაშორისო მოთხოვნებს ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს. ყოველ შემთხვევაში, კოტოც და იაგუეც ის ფეხბურთელები არ ჩანან, ქართველებს "ათი თავით" რომ აღემატებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ramazi

dinamodan unda cavidnen espaneli mcvrtneli da espaneli fexburtelebi,qartveli mcvrtneli,qartveli fexburtelebit unda movidnon rasac espanelebs uxdian imis naxevari qartvelebs gadauxadon da ufro jigrulad kargad itamasheben,doduashvili,masxaradze,geguchadze,xachidze umushevrebi arian garsias sukvelani jobia,ufro kargi shedegi ekneba vidre axla aqvs dinamos,nu krit tkuilad milionebs espanel fexburtelebshi

• dudu

ერთი ცენტრფორვარდი ძალიან ჭირდება დინამოს. იაგე ვერ ქაჩავს. კოტოც. აეკი რითი ჯობდა დინამოს? ზოგიერთ პოზიციებზე უკეთესი შემსრულებლებით, ტაქტიკური განსწავლულობით და გამოცდილებით. დინამო ჯობდა მომენტებში ტექნიკურად. ისე, არაფერი არაა ეგ აეკი. ერტი ბანძი გუნდია. კოშკაძის შეცვლა იყო საბედისწერო შეცდომა.

• ggiorgi

რა ამის პასუხია და ჟურნალისტების მხრიდან დინამოს მიმართ მეტ სიმპათიას ვგრძნოფ და სუბიექტურობას ვიდრე ზესტაფონის მიმართ.არადა დინამოსგან განსხვავებით საერთო ჯამში ბევრად უფრო ლამაზი,ჯიგრიანი ფეხბურთი ითამაშეს ბევრად უფრო ძლიერ მეტოქესთან. შტურმიც და ბრიუგეც საკმაოდ ზლიერები არიან აეკზე.

• mentalitet

ესპანელები კი არა, ბასკია ალვარო, გარსია კი კატალონიელია და მაგიტომ არ შეაჩინა:) . . ეს იგივეა რაც, თბილისელმა რო მეგრელს უთხრას რამე .. ესპანელებსაც აქვთ ასეთი მენტალიტეტი

• დავითი (საბერძნეთი)

არა უშავს ჯერ გარსიაც ახალია და ესპანელებიც ნელნელა შეეწყობიან,ჩვენი ბიჭებიც გამოცდილებას მიიღებენ,უცბათ ხო არ მოხდება ვაცალოთ ამ კაცს რაც კაის გააკეთებს უფრო მეტი მოვინდომოთ ეს არასწორია!ვაცალოთ რა!

• დავითი (საბერძნეთი)

ბერძნები რომ ევროპის ჩემპიონები გახდნენ,მაშინ არა მაგრამ ახლა კრიზისის დროს სკანდალი წამოტივტივდა რომ ჩაწყობილი ყოფილა,მაგრამ მალე მიაჩუმათეს,ალბათ უვროპელმა ძიებმა დაურეკეს და უთხრეს ხმა გაიწყვიტეთ და აზრზე მოდითო!გაჩუმდნენ მაგრამ ინტერნეტში მაინც მიდის ჭორაობა

• დავითი (საბერძნეთი)

ძალიან ნიჭიერები ვართ სხვებთან შედარებით,მაგრამ ერთმანეთის გატანა და ამ ნიჭის გონივრულად გამოყენება რომ შევძლოთ,გეოგრაფიულად მაგარი ადგილი გვაქვს,ევრაზიის გეოპოლიტიკური ცენტრი.აქედან ყველაფრის კონტროლი შეიძლება,აბა ამერიკა რატო გვიჭერს მხარს თაუგამოდებით,თან ისე გვიჩალიჩებენ აქეთ ჩვენ ვეტენებით,ერთი სტალინისნაირი თეთრ სახლშიც უნდა გაიჩითოს

• zuxusha

evani! თქვენ მე რაც არ ვიკადრე, levani kaxeti-მ გიპასუხათ. კიდევ მრავალჯერ წაიკითხე და ეგებ მიხვდე, რომ გუნდის სიყვარულით ხართ დაბრმავებული და ამიტომ ვერც გაგამტყუნებთ.

• Tornike

გაიხარე დავით, შენნაირი ქართველები უმრავლოს ღმერთმა საქართველოს! რაც შეეხება ბერძნებს, მალე უფრო მეტად დარწმუნდებიან, რომ მათზე ნაკლები ნაღდად არ ვართ. ვყოფილიყავით ცოტა ახლოს ევროპასთან (გეოგრაფიულად) და ვნახავდით ვის უფრო განვითარებული ეკონომიკა და ფეხბურთი ექნებოდა

• დავითი (საბერძნეთი)

ისე თუ რომელიმე ქართული გუნდი კიდევ ჩამოვა აქ სათამაშოდ,უფრო მეტი ორგანიზებულობას გავაკეთებთ და ერთ კაი დოლსაც წავიღებთ სტადიონზე,გააფრენენ ბერძნები!

• დავითი (საბერძნეთი)

ბერძნები არ ელოდნენ თუ დინამო ასე ითამაშებდა,მათ საერთოდ საქართველო და ყველაფერი ქართული ჩამორჩენილი გონიათ! მაგრამ გაოცდნენ დინამოთი და ერთადერთი რასაც ხაზი გაუსვეს ის იყო რომ ხიმენესმა აჯობა გარსიას ლეონარდოს კოზირითო,ორივე მატჩში იგივე ლეონარდოთი!

• Levani

zuxusha-ს მინდა ვკითხო, კომენტარებში კი აქტიურობ მარა ისე Fეხბურთი თუ გაქვს ნაყურები, ან ნათამაშები და თუ გაქვს სად?? რა რობერტინიოს აზარტული თამაშის აფეთქება, და როცა ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებზე ლაპარაკობთ იქნება დააკონკრეტოთ რომელს გულისხმობთ, ზედაპირულად ლაპარაკი ადვილია, გარსიას რო აკრიტიკებს იქნებ ისაც თქვას რა ცვლილება უნდა გაეკეტებინა და არ გააკეთა???

• levani kaxeti

და თქვენ ამას თამაშს უწოდებთ?, ეს იყო ყველაფერი თამაშის გარდა, ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როცა "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასვლა შემრცხვებოდა; რა იყო ხალხო ეს; რა საზიზღრობა ვნახე, ამ ჩვენმა "გაძლიერებულმა" გუნდმა რა თამაში ჩაატარა; ამ გადაბერებულმა "აეკ"-მა მიწასთან გაგვასწორა, აბსოლიტურად ყველა რგოლში დაგვჯაბნა, 120 წუთის მანძილზე უპირატესობას ფლობდა და მხოლოდ სასწაულით გადავურჩით წაგებას, რასაც ვიმსახურებდით კიდეც. ეს გარსია "ბარსელონას" სტილის დანერგვას აპირებს და ბურთის გაჩერება უჭირთ ჩვენს ფეხბურთელებს. ათიდან ცხრა შემთხვევაში ბურთს ვერ იმორჩილებდენ ან საერთოდ კარგავდნენ; ისე უმწეოდ გამოიყურებოდნენ, სიბრალულით ვიწვოდი, მეტოქის სწრაფი შეტევისას, ქარში მოყოლილი წიწილებივით წიოკდებოდნენ და შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ; "აეკ"-ის ადგილას ოდნავ მაღალი კლასის გუნდი რომ ყოფილიყო, წარმომიდგენია რა დღეში ჩავვარდებოდით; დათო მინაშვილი კი ამართლებს, რა ქნან, მოედნის საფარია ცუდიო; შე დალოცვილო, ბერძნებისთვის არ იყო ცუდი?, რა ისინი "უემბლიდან" ჩამოტანილ ბალახზე დარბოდნენ?; ასე რომ ვაღიაროთ სიმართლე და ვთქვათ, რომ ქართული ფეხბურთი ისევე შორსაა ევროპულისგან, როგორც მთლიანად ქართული სახელმწიფო (თუ შეიძლება ამას სახელმწიფო ეწოდოს), ევროპული სახელმწიფოსაგან. მე-19 ხარისხოვანი, ყველასგან მივიწყებული მოთამაშეების ჯგროდ "ჩამოზიდვა" წარმატებს რომ არ მოიტანდა ეს ყველასთვის მგონი ნათელი იყო; ესპანელები რომ არიან , რა პასპორტებით დაამარცხებენ მეტოქეებს?,... კოტო და იაგუე მაინც და მაინც "ვერ ქაჩავენო" აცხადებს სტატიის ავტორი; ჰო აი ჩისკო ხომ სულ ვარსკვლავებს ეთამაშება რაღა; აი ალვარო ცოტა რაღაცას "ხლაფორთობს", სიმართლე უნდა ითქვას. სანდრო იაშვილი სკამზე დააბერეს, კაციშვილი არ არის პატრონი, ათამაშეთ თქვე ოჯახქორებო, გულიანი ბიჭია, თავს არ ზოგავს, მიეცით შანსი, რა იქნება. ან რამდენი ქართველი პერპექტიული ფეხბურთელი "იკარგება" აზერბაიჯანში და მსგავს უპესპექტივო ქვეყნებში, და თუ ნორმალურ პირობებს შესთავაზებთ, აუცილებლად დაბრუდებიან, ამისთვის ლევან კორღალიძის მაგალითიც კმარა.

• lasha

ქართული ფეხბურთისათვის. რა თავდადებაზე იყო ლაპარაკი თამაშის წინ? ამნაირი თამაშით"დინამო" საქართველოსაც ვერ მოიგებს! გუნდმა ფაქტიურად პირველი 10 წუთი ითამაშა, რის მერეც ცდილობდა თამაში პენალტებამდე მიეყვანა,ე.ი. ლატარიის იმედზე ვიყავით(იღბალს ვგულისხმობ). არც ეს ესპანელები ჩანან დიდი "ფუდბალისტები", მაგათ ადგილას ისევ ჩვენი ნიჭიერი, ახალგაზრდა ბიჭების დაყენება, ბევრად უკეთესი მგონია

• chagara

სავსებით ვეთანხმები ავტორს,ტუხაშვილი როგორც ყოველთვის პროფესიონალურად წერს.წაიკითხეთ გოლი.ჯი-ს ფორუმზე რეებს წერენ "ფანები",რატომ არ კითხულობენ ეს ბავშვები სპორტულ გაზეთებს?

• zuxusha

ყველაფერზე დავხუჭავ თვალს, მაგრამ იმაზე, რაც გააკეთა გარსიამ -ვერა. ერთერთი (თუ არა ერთადერთი) ვინც გუშინ მოედანზე გამოირჩეოდ ტექნიკით, ვისაც დაძაბულობაში ჰყავდა მოწინააღმდეგის მცველები , იყო რობერტინიო. და როცა დადგა მომენტი, რომ სადაცაა იფეთქებდა მისი აზარტული თამაში, გარსიამ ის შეცვალა, მაშინ, როცა ის მთელი თავით მაღლა დგას კოლეგა ესპანელებზე და თანაც სულ ახალგაზრდაა.

[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა

ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან

[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია