ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?

თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?

კითხვა, რომელიც წერილის სათაურში დავსვით, ძალიან აქტუალურია. აქტუალურია განსაკუთრებით დღეს - ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისა და იქ პლეი-ოფის საგზურის მონადირების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ორი შესარჩევი ციკლი ჩააგდო და თუ მომხდარიდან შესაბამისი დასკვნები ვერ გამოვიტანეთ, ჩავაგდებთ მომავალ ციკლებსაც.

ღმერთმა ნუ ქნას და, თუ ასე მოხდა, ეს დიდი დანაშაული იქნება ქართული ფეხბურთის წინაშე, რადგან თუ ჩვენ ახლა არ განვავრცეთ ის წარმატება, რომელსაც გასულ წელს მივაღწიეთ, მერე ამის გაკეთება უფრო და უფრო გაგვიჭირდება...

შევირგოთ აწმყო და უახლოესი მომავალი

ბოლოდროინდელი სანაკრებო წარუმატებლობის შემდეგ ძალიან პოპულარულია აზრი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნაკრები არც ისე ძლიერი გუნდია, როგორც ბევრს ჰგონია. ამაში შეიძლება სიმართლის მოზრდილი მარცვალიც არის, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ შესარჩევი ციკლის ნებისმიერი ჯგუფის დაძლევაზე ხელი ჩავიქნიოთ.

კი ბატონო, ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს აქვს რამდენიმე ნაკლი. მათ შორის, თუნდაც შემადგენლობის სიღრმე, მაგრამ ნუ დავივიწყებთ იმას, რომ ამ დროისთვის, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე მეტი ლეგიონერი გვყავს ტოპლიგებში. გარდა ამისა, გვყავს ერთი მეგავარსკვლავი და რამდენიმე დიდი გაქანების მოთამაშე. ეს კონტინგენტი კი სრულიად საკმარისია კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად.

ჩვენ არ უნდა გვქონდეს ამბიცია იმისა, რომ ტოლ-სწორად ვებრძოლოთ ესპანეთს, პორტუგალიას, საფრანგეთს, ინგლისს და კიდევ ერთ-ორ ნაკრებს, მაგრამ ის კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ თურქეთის დონის მართლა კარგ ნაკრებებთან ვიჭიდაოთ როგორც თანასწორმა და მათთან ერთ ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში შესარჩევ ციკლს მალე არ დაეკარგოს აზრი.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევირგოთ აწმყო და უახლოესი მომავალი, თორემ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში რაც და როგორც ხდება, ეს ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ ამ თაობის წასვლის შემდეგ გაცილებით დამძიმდება სანაკრებო ვითარება.

თუ სანიოლი მაინც რჩება...

ჩვენი აზრით, მოვიდა დრო, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს დამსახურებული, ალალი მადლობა ვუთხრათ და შეველიოთ, მაგრამ ერთია, რას ვფიქრობთ ჩვენ და მეორეა, რას ფიქრობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. არის მოქმედი კონტრაქტის მომენტიც.

თუ მაინც მოხდა სასწაული და სანიოლმა ეროვნული გუნდი დატოვა, სხვისი არ ვიცი და მე პირადად, ნაკრებისთვის ესპანელ სპეციალისტს ვისურვებდი. დღეს ესპანელები თავიანთ სტილს ნერგავენ ყველგან - ყატარში თუ კვიპროსის არაფრით გამორჩეულ გუნდებშიც კი.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოს ნაკრების ამ ფორმაციას ისეთი ფეხბურთის თამაში შეუძლია, როგორსაც "ფურია როხა" თამაშობს ახლა, მაგრამ ის კი მგონია, რომ ამ ბიჭებს შეუძლიათ ძალიან შემტევი, თვალსასეირო, ბურთის კონტროლზე დამყარებული ფეხბურთის თამაში.

თუ ახალი მწვრთნელი მოვა, მაშინ ის თავად განსაზღვრავს საქართველოს ნაკრების სათამაშო სტილსა თუ ტაქტიკურ მონახაზს, მაგრამ რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ სანიოლი დარჩება? რა და როგორ უნდა გააკეთოს ფრანგმა, რომ კრიზისი დაიძლიოს?

ცხადია, სანიოლს ამასთან დაკავშირებთ თავისი აზრი ექნება (წესით, უკვე უნდა ჰქონდეს), უბრალოდ, ძალიან ვრისკავთ - მსოფლიო ფეხბურთში ძალიან ცოტაა იმის მაგალითი, რომ მწვრთნელს მიუღწევია პიკისთვის, გადაულახავს, დაშვებულა დაბლა და მერე ისევ მწვერვალზე დაბრუნებულა. ეს გარემოება, ვფიქრობთ, უსათუოდ გასათვალისწინებელია.

ვფიქრობთ, ვილიმ უნდა აჯობოს საკუთარ თავს, აღიაროს, რომ მის ხელში საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესოა 5-მცველიანი ტაქტიკური სქემა და დაუბრუნდეს იმ განლაგებას, რომელმაც მას და მის გაწვრთნილ ნაკრებს წარმატება მოუტანა.

ნებისმიერი ჭკვიანი მწვრთნელი არ ჩაიციკლება ერთ, თუნდაც ძალიან ჭკვიანურ იდეაზე. მით უმეტეს, თუ ეს იდეა არ მუშაობს და ამას წარმატების ნაცვლად იმედგაცრუება მოაქვს. სხვა მწვრთნელის ხელში საქართველოს ნაკრები, ჩემი აზრით, თავისუფლად ითამაშებს 4-3-3 სქემით, მაგრამ სანიოლი, თავისი სამწვრთნელო რაობით, მაინც დაცვაზე ორიენტირებული სპეციალისტია და რაც იცის, ზუსტად ის უნდა ითამაშოს.

მე კარგად მახსოვს სანიოლი-ფეხბურთელი და თუ რაიმის განსახიერება იყო ის მინდორზე, უდავოდ - სიმშვიდისა და საიმედოობის. რატომღაც მწვრთნელ-სანიოლს ამჩატებები სჩვევია და ხანდახან შემადგენლობის თუ ტაქტიკის შერჩევისას ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, გაკვირვებისგან კაცს თმები ყალყზე დაუდგება.

სიჯიუტე ფეხბურთში ხანდახან კარგია, მაგრამ ყოველთვის არა. ანდა, რა იმის გაჭირვება გვაქვს, რომ ფეხბურთელები მათთვის არაკომფორტულ პოზიციებზე ვათამაშოთ. კლუბში ერთ პოზიციაზე, ნაკრებში მეორეზე - უნივერსალიზმი კარგია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა იმავე პოზიციის სხვა ფეხბურთელი არ გყავს.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ სანიოლმა ამოიჩემა რომელიმე ფეხბურთელი, მაგრამ ირაკლი აზაროვთან დაკავშირებით კითხვები ნამდვილად ჩნდება. არ აქვს ამ ფორმაციის ნაკრებს იმის ფუფუნება, რომ აზაროვზე თქვას უარი. თუ საქმე სხვა რამეშია, თუ ირაკლი ისე მოიქცა, როგორც არ უნდა იქცეოდეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, მაშინ გვითხარით ბატონებო და ხმას აღარ ამოვიღებთ!

ისე კი აზაროვის ნაკრებში არყოფნის პირობებში ჩვენ ძალაუნებურად ძალიან ვამცირებთ ეროვნულ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტურობასაც. მეორეც, თუ მაინცდამაინც საკლუბო კარიერაზე მიდგება საქმე, ვისზე ნაკლები კლუბია დონეცკის "შახტარი"?!

ბოლო დროს სანიოლმა ლამის იდეა-ფიქსად გაიხადა ახალი დაცვის მშენებლობა. ძალიან კარგად მესმის, რომ გურამ კაშია და საბა კვირკველია უკვე ასაკში არიან და, შესაძლოა, მომავალ შესარჩევ ციკლში მათზე დაყრდნობა მთლად მომგებიანი არ იყოს, მაგრამ... სხვა რომელი მცველია ისეთ ასაკში, რომ ნაკრების კარი დავუხუროთ? ცხადია, უნდა გაგრძელდეს ძიება, ოღონდ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

...თვითონ არ არის დამნაშავე?

ცხადია, ყურადღებით ვეცნობი ხოლმე სანიოლის ყველა პრესკონფერენციას და მეტადრე ბოლო დროს ძალიან იშვიათად, პრაქტიკულად არ მახსენდება მაგალითი, რომ მას თავის თავზე აეღოს ნაკრების წარუმატებლობა.

რას ნიშნავს - "ფეხბურთელები კომფორტის ზონაში ჩარჩნენ"? რას ნიშნავს - "ისინი გამარჯვების წყურვილით აღარ იწვიან?!"... თუ ასეა, ვისი ბრალია ეს? და თუ ეს მართალია, რას აკეთებს გუნდში მთავარი მწვრთნელი და არის თუ არა მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარება მისი პასუხისმგებლობა?!

დიდი ხანია, ფეხბურთში მთავარი მწვრთნელის ფუნქცია აღარ არის მხოლოდ შემადგენლობის შერჩევა და ტაქტიკური სქემების დახაზვა. ის უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი და ყველა შეხვედრისთვის ისე უნდა მოამზადოს გუნდი, როგორც გადამწყვეტი ომისთვის.

თუ მწვრთნელი ამას ვერ ახერხებს, ასეთ შემთხვევაში მისი საქმე დამთავრებულია. ეს რომ ერთ და ორ შემთხვევაში მომხდარიყო, კიდევ გაიგებდა კაცი, მაგრამ უკვე ორი შესარჩევი ციკლია, ასე გრძელდება. სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ ეს ტრაგიკომედია, თორემ ამ ორ ფაქტორს გაუთავებლად შეგვიძლია დავაბრალოთ ჩვენი წარუმარტებლობა.

როცა ერთადერთი მეხამრიდიც აღარ არის...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა არაერთხელ გაგვიკრიტიკებია და როცა იმსახურებენ, არც საქებარი სიტყვები დაგვიშურებია, მაგრამ ყველაზე მეტად რაც არ მესმის, ესაა - თუ ნაკრებს ან ფედერაციას აკრიტიკებ, ჩასაფრებული ხარ, ქართული ფეხბურთის წარმატება არ გიხარია...

არადა, შესარჩევი ციკლის სტარტზე ჯგუფის დაძლევის ამბიცია რომ გაქვს და რეალურად ყველაფერი უკვე მეორე ტურში მთავრდება, არაფერი უნდა თქვა? სირაქლემას პოზაში უნდა დარჩე? და ასე თუ მოიქცევი, მართლა სირაქლემა არ ხარ?

ამ ნაკრებზე ფიქრით და დარდით, მისი პერსპექტივების განსჯით და უკეთესი მომავლის იმედით ღამეები გვითენებია და მის სიყვარულში ნებისმიერს გავეჯიბრებით. ბოლო დროს სანიოლი ხშირად ახსენებს "კომფორტის ზონას" და თუ ვინმეა დღეს კომფორტის ზონაში მოქცეული, ეს არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

ბატონებო, გასაგებია, ეროვნულ ჩემპიონატზე თავად აიცილეთ პასუხისმგებლობა, მაგრამ იმ ტურნირს, რომელიც ვერაფერს აძლევს საქართველოს ნაკრებს, დღემდე თქვენ ატარებთ და ასე ხელების დაბანა არ გამოვა.

ნაკრები ბოლოს როგორ თამაშობს, ყველა ვხედავთ და ნუთუ, არ დადგა დრო, ვინც ჯერ არს, ცოტა კრიტულულად შეხედოს თავის საქმეს და საკეთებელს? აქამდე ფეხბურთის ფედერაციისათვის ერთადერთი მეხამრიდი ნაკრების წარმატება იყო, ახლა კი ესეც აღარ არის...

ალეკო კაკაურიძე,

გაზეთი "ლელო"

• zaza

იცით რა არ მესმის? ბ-ნ კაკაურიძე და სხვებიც რომ იზახიან ნაკრები ადრე წარმატებული იყოო როდის მერე გახდა 16 ადგილი წარმატებული?ან თბილისში რო დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ და იმპერატორებივით ღია ავტობუსებით ქალაქის ქუჩებში ატარეს და ღირსების ორდენები ჩამოჰკიდეს ევროპა მოიგეს თუ ფინალში გავიდნენ?ან საბიოლს რომ აბრალებთ ყველაფერს ფეხბურთელები რომ დაბოდიალებდნენ მინდორზე ეგ როგორაა? ან ტოპ კლუბებში თამაშობენო კვარას გარდა ყველა სკამს ხეხავს.ასე რომ მოეშვით ამ უაზრო და ყალბ პათოსს და სიმართლეს ჩახედეთ თვალებში და აღიარეთ რომ ჩვენი ნაკრები არის საშუალოზე დაბალი დონის გუნდი და ევროპაზეც იმიტომ გავიდა რომ ჩვენნაირი წყალწაღებული გუნდებისათვის უეფამ ერთა ლიგა მოიგონა.

• ვოოტ

ყველა სიტყვას ვეთანხმები, სიყვარულით და საქმის ცოდნითაა სტატია დაწერილი... რაც შეეხება კრიზისს, კრიზისი რომ დაძლიო და გამოსავალი ეძებო, როგორც მინიმუმ, თავად კრიზისის არსებობა უნდა აღიარო... ამ კრიზისს აღიარებს ერი და ბერი, ფიფა და უეფა, სტატისტიკა და რეიტინგი, ყველა და ყველაფერი აღიარებს გარდა ფედერაციისა და მათი პროტეჟესი, ყველა მათი კომენტარი იმას მოწმობს, რომ მათი აზრით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უკეთესის მოლოდინი გადაჭარბებულია, სანიოლი საუკეთესო მწვრთნელია ჩვენი ნაკრებისთვის და ა.შ... ვისაც არ ეზარება, დასკვნებიც გამოტანილი აქვს და ცხენიც შეკაზმული ჰყავს ამ სტატიის ავტორის თამადობით...

• სიმართლე

წერეთ და იკითხეთ - ასეთია ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია

• Gio

Ras profesorobt.vinc formashia is unda atamashos,axlebi moizios.ingushi bichi roa dinamoshi da kidea magistanebi,varjishebze mainc shemoikribe da naxe.axali sisxli unda nakrebs yvela rgolshi.chakve patara biji iyo erta ligaze ro ulidera nakrebs.garantirebuli adgili nakrebshi aravis unda qondes.tumca saniolic ver vitardeba da gonia federaciastan zmakacobit sheinarchunebs adgils.espaneli mwvrtneli an portugalieli mogvixdeboda zalian.

• ალუდა სოზარიანი

ეგ სქემები ჯერ კიდევ ვანო მერაბიშვილმა შეიმუშავა, აპააა. ხოდა რა შუაშია ან სანიოლი, ან კიდევ ფედერაცია? მიმართეთ რა პრეს-ცენტრს.

• ჟორა

ფეხბურთის მატჩის ბედი ძირითადად სტადიონზე წყდება და მას ფეხბურთელები წყვეტენ. თუ ფეხბურთელები არ გივარგა უიმათოდ რისი გადაწყვეტა შეიძლება? ბევრი გულშემატკივარი და სპეციალისტი საქართველოში, ხიბლშია ჩავარდნილი და გაიძახის: გუნდის მთელი შემადგენლობა საზღვარგარეთის კლუბებში თამაშობსო. ბატონებო, კი არ თამაშობენ იქ ირიცხებიან და ძირითადად სათადარიგო სკამზე სხედან. იცით თუ არა რომ იქ სათადარიგო სკამზე ჯდომას საქართველოს პირველობაზე ძირითადში თამაში ჯობია? მთელი ნაკრებიდან, მხოლოდ ერთი კაცია ძირითადის მოთამაშე, დანარჩენი ყველა სკამზე ზის. იმ კადრებით რომელიც დღეს გვყავს არანაირი პრობლემის გადაწყვეტა არ შეიძლება, თუნდაც გვარდიოლა ჩაუყენო ნაკრებს სათავეში, ანუ ბიჭებმა თუ არ მოუმატეს და თავიანთ გუნდებში ძირითადის მოთამაშეები არ გახდნენ, არაფერი გამოვა. რაც შეეხება სანიოლს, მან დაამტკიცა, რომ მუშაობა შეუძლია და შედეგიც ექნება თუ ბიჭები მეტ პატრიოტიზმს გამოიჩენენ და ფეხებს ლოგინში გაუფრთხილდებიან და არა მოედანზე. ასე, რომ პასუხი მთელ კოლექტივს უნდა მოეკითხოს და არა სანიოლს ან ფეხბურთელებს ცალ-ცალკე. გულშემატკივრებს გვაინტერესებს რატომ წავიდა ხიზანიშვილი? რატომ არავინ არაფერს ამბობს ამაზე? რით იყო ის უკმაყოფილო? აქ ხომ არაა პრობლემის გასაღები? ფედერაციამ მეტი კომუნიკაცია უნდა გააკეთოს გულშემატკივრებთან.

• უფროსი

ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის გვეყოლება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არსებული პრობლემის ყველა გადაწყვეტა ახალ პრობლემებს მოიტანს. სანიოლი გასაშვებია. მაგრამ არაფერი გამოსწორდება, თუ ფედერაციის ახლანდელი ხელმძღვანელობა დარჩება. ფედერაციას თუ გაუშვებ, ახალ ფედერაციასაც ის ტიპები “აირჩევენ“ (დანიშნავენ), ვინც ძველი ფედერაცია დანიშნა. იმ ტიპებსაც თუ მოიშორებენ მეამბოხე რევოლუციონერები, ახალი კარგი ტიპების მოსვლის იმედი ნუ გექნებათ. მთლიანად საზოგადოება უნდა განვითარდეს, მნიშვნელოვან წარმატებას რომ მიაღწიო ისეთ სპორტში, როგორიც ფეხბურთია. მანამდე კი ჭიდაობაში და მძლეოსნობაში მოვიგებთ ზოგჯერ დიდ ტურნირებს.

[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!

[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად

[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა

საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა

უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს

ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა

ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება

"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია

[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს

კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს

"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე

თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა

"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა

მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება

სალაჰი შობის დღესასწაულის მილოცვის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა

დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა

"დრო იწურება, გადარიცხეთ ფული უკრაინის დასახმარებლად!" - დიდი ბრიტანეთიდან აბრამოვიჩს ბოლო გაფრთხილება მისცეს

[VIDEO] გენიალური ნიკოლა იოკიჩის 56 ქულა და სამმაგი დუბლი - "დენვერმა" "მინესოტა" ოვერტაიმში დაამარცხა

პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!

Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება