ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს
ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრის დასრულების შემდეგ,"დინამო" თბილისისა და "აეკ"-ის მთავარი მწვრთნელები, ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ.

თავდაპირველად ჟურნალისტებს სტუმარი გუნდის თავკაცი მანოლო ხიმენესი შეხვდა, შემდეგ კი "დინამო" თბილისის თავკაცი ალექს გარსიაც ვიხილეთ.

მანოლო ხიმენესი: ჩემმა გუნდმა სწრაფი გოლი გაუშვა და სათამაშო სქემა პირველ ნახევარში ფაქტობრივად აგვერია. შესვენებაზე ჩემ ბიჭებს დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ კონტრშეტევებზე თამაში გვმართებდა, უნდა დავლოდებოდით ჩვენს შანსს და მაქსიმალურად უნდა გვეცადა შემდეგ მისი გამოყენება. პირველ მატჩის შემდეგ მე აღვნიშნე, რომ საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან გვქონდა საქმე, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია პლეი ოფის თამაში, რამაც ერთი-ორად გაგვირთულა ამოცანა.

ალექს გარსია: ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენ მოვახერხეთ და ანგარიში საწყის წუთებშივე გავხსენით. პირველი ტაიმი ჩვენი კარნახით წარიმართა და ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა ფორტუნა ამ შემთხვევაში ჩვენს მხარეს არ აღმოჩნდა. მეორე ტაიმში კი მეტოქემ ცვლილებები შეიტანა სათამაშო სქემაში, ვატყობდი, რომ მოედნის ცენტრს ვკარგავდით და ახალი ძალებით გადავწყვიტე მეტოქესთან შებმა.

რაც შეეხება გაშვებულ გოლს, მასში კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელის დადანაშაულებას ნამდვილად არ ვაპირებ. ვიღაცას შეუძლია დაცვას დააბრალოს გოლი, ვიღაც კი იტყვის - ლორიამ ვერ აიღო პენალტიო... მე კი ერთს გეტყვით - თუკი გუნდი იგებს, იგებენ ფეხბურთელები, თუკი "დინამო" რომელიმე შეხვედრაში დამარცხდება იცოდეთ, რომ ამაში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ალექს გარსიაა. მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს და იმ გულშემატკივრებსაც, რომლმებმაც დღეს ნამდვილი საფეხბურთო გარემო შექმნეს და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ "დინამოს" საკუთარ კედლებში სასურველი შედეგისთვის მიეღწია.

fcdinamo.ge

nikkk
ვიღაცეებს რომ ენა უბრუნდებათ და აკრიტიკებენ ქართულ გუნდებს მსურს უახლოეს წარსულშI გადაიხედონ და გაიხსენონ რა ხდებოდა ქართულ ფეხბურთში რას შვებოდნენ ქართული გუნდები ბირკირკარასდა რეიკიავიკის დონის გუნდებთAნ ისე სამარცხვინოდ და უშანსოდ აგებდნენ რომ ანგარიშის ნახვისაც კი გვრცხვენოდა და კანკალით ვუყურებდით თამაშს ვაიმე 3 ბურთზე ნაკლებით არ წავაგოთო. ახლა კი იმაზე მიდის კრიტიკა რატომ ბერძნული აეკი და ბრიუგე ვერ გავაგდეთო.. ცოტა დაფიქრდით საუბარი გუდიონსენს ეხება და ამ დონის ფეხბურთელებთან რომ ერთ შეცდომას დაუშვებენ უკვე იმაზე მიდის კრიტიკა :) ხალხო ამ ფეხბურთელთან შეცდომა ფერდინანდი, რამოსი, პეპე და ვიდიჩი უშვებდნენ კარგით რა :)))
sdsdfd
vinme ნეტა არ ანძრევდე ვიღაცა ხარ!! ფეხბურთის რამე გაგეგება ვაფშე? მაგარი ცოდო ხარ!!!.რაც შეხება დინამოს გუდმა მთელი სული და გული ჩადო აეკის თამაშზე ყველა ბოლომდე იბრძოდა ბოლოს ყველა დაიღაცა როგორია მნდორზე 120 წუთი თამაში.ზესტაფონს რაც შეხება გუნდმა ცუდი შედეგი არ დატოვა ნორმალურათ თამაშობდა კალასის ხარჯზე ცოტა გამოუცდელები არიან ორივე გუნდმა ვაჯკაცურათ იბრძოლა სამწუხაროთ არ გაუმართლა.
FC.DINAMO
vinme , oldcoyot da 12345 დინამომ ითამაშა საუკეთესოდ და ესეთ კომენტარებს ნუ აკეთებთ რა ! იყო მომენტები როცა შეეძლო გუნდს მოეგო მაგრამ არ გაგვიმართლა , არაუშავს შემდეგ წელს .უფრო გაძლიერდება გუნდი და შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზეც მოხვდნენ ყოველ შემთხვევაში მე ამის მჯერა რომ დინამო გავა ჯგუფურ ეტაპზე , რაც შეეხება პენალტს ეს კაკუბავას ბრალი არ იყო შეიძლება პატარაზე შეეხო გუდიონსენს (სიმულიანტას) მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პენალტი უნდა დაედო მსაჯს . რას ვიზამთ არ გაგვიმართლა . ბოლოს ასეთი კომენტარის გაკეთებას რაც თქვენ გააკეთ ჯობია გუნდს უქომაგოთ და სტადიონზეც იაროთ P.S დინამო დაბრუნდება !
vinme
დინამო არის ძალიან დაბალი დონის გუნდი(მეკარის გამოკლებით), კიდევ კარგი ჯგუფურ ეტაპზე არ გავიდა თორემ სირცხვილს გვაჭმევდა. ზესტაფონმაც წააგო, მაგრამ მისი თამაშის ყურებისას გრძნობ კლასი, რომ აქვს და შეუძლია თამაშით სიამოვნება მოგანიჭოს(ჩავარდნებიც აქვს, რათქმა უნდა). დინამოს თამაშის ყურებისას გგონია რომ რომელიღაც უბნის გუნდს უყუერებ. ცოდოა ასეთ უსუსურ გუნდში, ჩემი აზრით, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის გაჩერება!
oldcoyot
კიდევ ერთი იმედგაცრუება...გუნდი, რომელიც სამ გადაცემას ვერ აკეთებს ზედიზედ,არ იმსახურებს შემდეგ რაუნდში გასვლას...ფიზიკური მომზადება კი ცალკე საკითხია,პენსიონერი გუდიონსენი სირბილში რომ გაგისწრებს, რაღა უნდა მოკითხო იმ ფეხბურთელებს.თამაშის მეორე ნახევარში სიარულიც კი უჭირდათ.ორმაგად დასანანია,რომ წავაგეთ უსახურ გუნდთან,რომელიც ასევე უსუსურად გამოიყურებოდა.გასაგებია, რომ გუნდი ახალშექმნილია, მაგრამ ფიზიკური მომზადებისათვის მაინც იყო საკმარისი დრო.
12345
ამ ბერძნებზე და სერბებზე უჯიშო ხალხი ხო არ არსებობს დედამიწაზე,კიდე კაი იქ არ იყო მეორე თამაში თორე ცრვენა ზვეზდასთანაც ხო გახსოვთ მსაჯიც მიეხმარებოდა და ერთი 5-0 წაგვაგებინებდნენ
ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
ევროპა ლიგა. მერვედფინალისტები და პლეი-ოფში გასული გუნდები გაირკვა
"შტურმი" და კიდევ ხუთი გუნდი ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა